წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 21720 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რა არის ფოლიკულური ჯგუფები?

 

რა არის ფოლიკულური ჯგუფები?ადამიანის თმები იზრდება პატარ-პატარა ჯგუფებად, რომელსაც ფოლეკულურ ჯგუფებს უწოდებენ.

მართალია ეს ფაქტი აღმოჩენილი იქნა ჰისტოლოგების მიერ (მეცნიერები, რომლებიც შეისწავლიან ადამიანის ქსოვილს) მიერ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფოლიკულური ჯგუფების არსებობა დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებული იყო იმ ექიმების მიერ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ თმების ქირურგიული რესტავრაციით.

ზრდასრული ადამიანის ფოლიკულური ჯგუფი შედგება ერთიდან ოთხამდე ტერმინალური (სრული) ფოლიკულისგან.

იმ ადგილებში, სადაც თავის კანი განიცდის გენეტიკურ გამელოტებას, მკვდარი თმების მაგივრად ამოდის ნაკლები დიამეტრისა და სიგრძის თმები, რომელსაც ”მინიატურულ” თმებს უწოდებენ

ფოლიკულური შეერთება - კანის მნიშვნელოვანი სტრუქტურაა და მისი სრულყოფილება თმის მაქსიმალურად ზრდისთვის აუცილებელი პირობაა.

ფოლიკულური შეერთება კანის ზედაპირზე შეიმჩნევა, როგორც თმების პატარა დაჯგუფება. მიკროსკოპის ქვეშ კი განსაკუთრებულად კარგად ჩანს, რომ ის არის კანში კარგად ფორმირებული სტრუქტურა. 

 

რა არის ფოლეკულური შეერთებების ტრანსპლანტაცია?

 

ფოლეკულური შეერთებების ტრანსპლანტაცია ეს არის ტექნიკა, რომელიც პირველად შეიმუშავეს ახალი თმების ინსტიტუტის (New Hair Institute) ექიმებმა როსმანმა და ბერნშტეინმა, მისი დახმარებით თმები მუდმივი ზონიდან, რომელიც თავის უკანა ნაწილში  მდებარეობს, გადაინერგება თავის იმ ნაწილში, რომელიც განიცდის გენეტიკურ გამელოტებას (ან გამელოტების სხვა ტიპს.)

ამ დროს გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივად მზარდი ინდივიდუალური ფოლიკულური შეერთებები. იმისათვის რომ ფოლიკულური ჯგუფები თავის უკანა ნაწილიდან დაუზიანებლად იქნას ამოღებული, საჭიროა დონორული სხეული ერთ მთლიან ნაწილად იქნეს ამოღებული.

ეს ტექნიკა ფოლეკულური შეერთებების ტრანსპლანტაციის მთავარი კომპონენტია. იგი საშუალებას იძლევა არა მარტო დაიცვას ფოლიკულური ჯგუფები, არამედ იცავს თმის ცალკეულ ფოლიკულებსაც  დაზიანებისგან, რომელიც შეიძლება მიყენებული იქნას სკალპელის გამოყენების დროს. 

ფოლიკულური შეერთებების წარმატებული ტრანსპლანტაციის მეორე აუცილებელ კომპონენტს - სტერეომიკროსკოპი წარმოადგენს, სტერეომიკროსკოპის ქვეშ თავის უკანა ნაწილიდან განაკვეთის აღება იძლევა მაქსიმალური კონტროლის საშუალებას, რომ დონორის ქსოვილის ამოკვეთის დროს თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი დაზიანება.

დადგენილია, რომ ასეთი მიკროსკოპების გამოყენება ფოლიკულური ჯგუფების სიცოცხლისუნარიანობას 30%-ით ზრდის (ეს ტექნიკა აბსოლიტურად განსხვავდება იმ მეთოდისგან, სადაც მინი და მიკროგრაფტების გამოყენება ხდება-მათი ამოკვეთა მინიმალური გადიდების, ან სულაც მის გარეშე მიმდინარეობს)

ფოლიკულური შეერთებების ტრანსპლანტაციის უპირატესობა, გარდა იმისა, რომ ყველა ფოლიკულური ჯგუფი კარგად ინახება და მაქსიმალურ სიგრძეს აღწევს, არის ის, რომ ქირურგებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ რეციპიენტის (პაციენტის) პატარა ფართობი.

გრაფტები, რომლებიც შედგება ინდივიდუალური ფოლიკულური შეერთებებისგან, ძალიან პატარები არიან, იმის გამო, რომ ქსოვილი, რომელიც მათ გარს აკრავთ მაქიმალურად გაწმენდილი, გასუფთავებულია  სტერეო მიკროსკოპების ქვეშ. 

შესაბამისად ფოლიკულური ჯგუფების ზომა საშუალებას იძლევა ჩაისვას ისინი რეციპიენტის პაწაწინა ნასვრეტებში, რომლებიც ხორცდება სულ რაღაც რამოდენიმე საათში და არავითარ  შრამს არ ტოვებს. 

როცა ოპერაციას გამოცდილ ქირურგთა გუნდი ატარებს, ეს ტექნიკა გასაოცარ შედეგებს იძლევა, რაც გამოიხატება გადანერგილი თმის ბუნებრიობაში. 

თმების სრულ აღდგენას შეიძლება რამოდენიმე ოპერაცია დაჭირდეს, მაგრამ აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა გაცილებით მეტი ფოლიკულური შეერთება იქნეს გადანერგილი და განმეორებითი ოპერაციების შანსი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

 

რატომაა აუცილებელი ფოლიკულური ჯგუფების გამოყენება

 

რატომაა აუცილებელი ფოლიკულური ჯგუფების გამოყენებამართალია კანის ზედაპირზე ფოლიკულური შეერთებები კომპაქტურად არიან განლაგებული, მაგრამ მათ შორის მაინც არის კანის მცირე ფართობები, რომელიც არ შეიცავს თმას. ასეთი კანის რეალური პროპორცია მიახლოებით 50%-ია. რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ არ დაზიანდეს ფოლიკულა მიკროსკოპის ქვეშ ამოჭრის დროს და გაიზარდოს მისი სიცოცხლისუნარიანობა.

მინიგრაფტებისა და მიკროგრაფტების გამოყენების დროს კი გრაფტებზე დამატებითი კანის არსებობა აუცილებელს ხდის გაკეთდეს დიდი ნაჩხვლეტები მათ განსათავსებლად, რაც ანელებს შეხორცების პროცესს და უარყოფითად მოქმედებს საბოლო შედეგის ვიზუალიზაციაზე.

ფოლეკულური შეერთებების სერიოზული უპირატესობა მინიმალური ნასვრეტების პირობებში მაქსიმალური გრაფტების რაოდენობის გადანერგვაა. 

ამას გარდა ინდივიდუალური ფოლიკულური ერთეულები აგრძელებენ ზრდას თმის ზრდის ბუნებრივი მიმართულებით. შესაბამისად შედეგიც შესანიშნავია.

 

მინიმალური ზომის ნასვრეტების გამოყენების მნიშვნელობა თმების ტრანსპლანტაციის დროს

 

მინიმალური ზომის ნასვრეტების გამოყენების მნიშვნელობა თმების ტრანსპლანტაციის დროსხოლოდ ინდივიდუალური ფოლეკულური ჯგუფების გამოყენება იძლევა იმის საშუალებას, რომ ნასვრეტების ზომა რეციპიენტის არეებში ძალიან პატარა იყოს. ნასვრეტები ძალიან წვრილი ნემსების საშუალებით კეთდება.

რაც უფრო დიდია ნასვრეტი (ანუ ფაქტიურად ჭრილობა), მით უფრო დიდია სისხლძარღვების დაზიანების რისკი. ამიტომ რამდენადაც ეს ყველაფერი თავზე კეთდება და თავში სისხლის მიმოქცევა ძალიან ექსტენსიურია, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ასევე სიფრთხილეა საჭირო, როცა ხდება დიდი რაოდენობით გრაფტების გადანერგვა. ასეთ დროს კომპაქტური ფოლიკულური შეერთება იდეალური მასალაა მაქსიმალური რაოდენობის გრაფტების მინიმალურ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.

დიდი უპირატესობაა ასევე ის, რომ მცირე ნემსით გაკეთებული ნასვრეტის დროს არ ირღვევა კოლაგენი და ელასტიური ქსოვილი,  რის გამოც, მცირე ზომის ნასვრეტი უფრო მჭიდროდ ეკვრის გარშემო მიკროსკოპულ ტრანსპლანტანტს და გრაფტი მყარად ჯდება კანში თავის ადგილზე. ეს შესაბამისად ამცირებს ოპერაციის პერიოდში გრაფტების ამოვარდნის რისკს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დიდი გრაფტების (არა აქვს მნიშვნელობა რა ფორმისაა ის, მრგვალი თუ ბრტყელი) გადანერგვა პატარა ნასვრეტში გამოიწვევს გრაფტის შეკუმშვას და შედეგიც ცუდი იქნება -მათი არაბუნებრივი ზრდა და არანატურალური ელფერი.

 

ფოლიკულური შეერთებების ტრანსპლანტაციასა მინიგრაფტების ტრანსპლატაციას შორის განსხვავება

 

ფოლიკულური შეერთებების ტრანსპლანტაციასა მინიგრაფტების ტრანსპლატაციას შორის განსხვავებაეს განსხვავება ძალიან მარტივად შეიძლება აიხსნას, ინდივიდუალური ფოლეკულური შეერთებების ტრანსპლანტაციის დროს გრაფტის  ზომას განსაზღვრავს ბუნება, მაშინ, როცა მინი და მიკროგრაფტების გამოყენების დროს გრაფტის ზომის გამსაზღვრელი ექიმია, რომელიც დონორის ამოკვეთილ ქსოვილში მოთავსებულ გრაფტებს თვალით ისე ანაწილებს, როგორც მოესურვება.

მინი და მიკროგრაფტინგის გამოყენების დროს მთავარი არა ფოლიკულის უსაფრთხოება და მისი ბუნებრივი გაზრდაა, არამედ სისწრაფე და ეკონომია.

მას ნაკლები სამედიცინო პერსონალი, ნაკლები დრო და არავითარი სტერეომიკროსკოპი არ სჭირდება. ამიტომ ამ მეთოდით მიღწეული შედეგიც გაცილებით ცუდია.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ასეღ მეთოდით თმის გადანერგვა თითქმის აღარ ხდება.




იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura