მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 43512 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ყველაფერი თმის გადანერგვის შესახებზოგიერთ შემთხვევაში თმის გადანერგვა, ანუ ტრანსპლანტაცია თმის საფარის აღდგენის ერთადერთი საშუალებაა.

გადანერგვისთვის გამოიყენება თმის ჯანმრთელი ფოლიკულები თავის იმ ნაწილიდან, რომლებიც ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თმის თანამედროვე ტრანსპლანტაცია გამოირჩევა დაბალი ტრამვულობით და რეაბილიტაციის მოკლე პერიოდით, რომლის შემდეგაც თმა ბუნებრივად გამოიყურება.

დღესდღეობით, თმის გადანერგვა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მთავარია აირჩიოთ კვალიფიციური კლინიკა და გაიკეთოთ ისეთი პროფესიონალური ტრანსპლანტაცია, რომ მიიღოთ არა მხოლოდ გადანერგილი თმა, არამედ დაუბრუნოთ მას ბუნებრივი ზრდა, სიხშირე, დახრის კუთხე (კარგი მაჩვენებელია 70-150 თმის ღერი 1სმ²-ზე).

თმის ტრანსპლანტაციის მეთოდი, რომელიც სწორედ თქვენთვის არის ოპტიმალური და მისაღები, უნდა განსაზღვროს მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა, ამიტომ ვიმეორებთ, რომ მათთვის, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას თმის გადანერგვის შესახებ, მნიშვნელოვანია მიმართოს ავტორიტეტულ კლინიკას.

 

ოპერაციული (ზონრის) მეთოდი - FUT/ STRIP (Follicular Unit Transplant)

 

ოპერაციული (ზონრის) მეთოდი - FUT/ STRIP (Follicular Unit Transplant)FUT/ STRIP (Follicular Unit Transplant)  - ე.წ. "ზონრის" მეთოდი, ინგლისურიდან ითარგმნება როგორც ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია იგივე STRIP მეთოდი.

მისი არსი შემდეგია - კეფის არიდან ხდება ზონრის ფორმის კანის ნაჭერის (მონაკვეთის-სტრიპ) ამოჭრა, რომლის ზომა დაახლოებით  20-25×3 -ია.

ამის შემდეგ ხდება მისი დამუშავება (დაქუცმაცება და დანაწილება) რამდენიმე ათას მინიგრაფტად, რათა მოხდეს გადანეგვა და მიღწეული იქნას თმის აუცილებელი სიხშირე.

გრაფტი - ეს კანის ნაწილია, რომელიც შეიცავს 1,2 ან 3 თმის ფოლიკულას. 

ასეთი ტრანსპლანტაცია ტარდება ამბულატორულად, ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით.

ჭრილობას, რომელიც წარმოიქმნება კეფის არიდან კანის ნაწილის ამოჭრის შედეგად, ედება კოსმეტიკური ნაკერი.

იმის გათვალისწინებით, რომ წარმოქმნილ ნაწიბური ჩნდება კანის გადაჭიმვის შედეგად (იჭიმება კანის ორი ნაწილი, რათა მოხდეს ჭრილობის გაკერვა) და აგრეთვე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ასაკთან ერთად კოლაგენური ბოჭკოები იწელება, შეგუებული უნდა იყოთ, რომ სავარაუდოდ ასეთი ტრანსპლანტაციის შედეგად შრამი დარჩება თვალსაჩინო მთელი ცხოვრების განმავლობაში.

თმის გადანერგვა ასევე ხორციელდება სკალპელის საშუალებით, როცა გადანერგვის არეში კეთდება ნაკვეთები და პინცეტის საშუალებით ხდება მიღებული ტრანსპლანტანტების ჩასმა.

დღესდღეობით, სტანდარტად მიიჩნევა ჭრილობაზე ტრიქოფიტული ნაკერის დადება, რაც ნიშნავს იმას, რომ კანს ჭრიან და აკერებენ ისე, რომ თმა იზრდება ნაკერზეც კი.

პოსტოპერაციული აღდგენითი პერიოდია 4 კვირიდან - 3 თვემდე. გადანერგვიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გადანერგილი თმა ცვივა, 2-3 თვის შემდეგ იწყებს ამოსვლას, ხოლო მისი მაქსიმალური მოცულობა და სიხშირე მიიღწევა პროცედურიდან 1 წლის შემდეგ.

მეთოდის უარყოფით თვისებებად შეიძლება ჩაითვალოს:

ჭრილობის ხანგრძლივი შეხორცების პროცესი;

შრამი სადონორო ზონაში;

თმის ფოლიკულების მნიშვნელოვანი დანაკარგი კანის ამოღების (ამოჭრის) დროს;

ჭრილობაში ინფქციების შეჭრისა და დაჩირქების მცირე, მაგრამ მაინც არსებული რისკი;

გარდა ამისა, დამატებითი მინი ნაწიბურების გამო, რომელიც კეთდება სკალპელით თმის ჩანერგვის ადგილებში, მცირდება იქ არსებული და ტრანსპლანტირებული თმის კვების შესაძლებლობა, რის გამოც ამ მეთოდით ტრანსპლატაციის დროს, თმის სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავდება ბუნებრივი თმის სიხშირისგან.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თმის გადანერგვის strip მეთოდის ეფექტურობა მაინც მიახლოებულია უნაკერო მეთოდით ტრანსპლანტაციის შედეგებთან.

 

უნაკერო მეთოდი - FUE (Follicular Units Extraction)

 

თმის გადანერგვის უნაკერო მეთოდი - FUE (Follicular Units Extraction)FUE (Follicular Units Extraction) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც ფოლიკულური გაერთიანებების ექტრაქცია - არის ნაკლებ ინვაზიური მეთოდი, რომლის საშუალებითაც თმის ტრანპლანტაცია ხდება უნაკერო მეთოდით, ანუ კეფის არიდან არ ხდება კანის ზონრისებური ამოჭრა გრაფტების მოპოვების მიზნით.

პროცედურა მიმდინარეობს შემდეგნაირად: სადონორო ზონიდან, სპეციალური სახვრეტელა მანქანის საშუალებით (NeoGraft ან ARTAS) ხდება 1,8-5 მმ დიამეტრის თმის ფოლიკულიანი კანის მონაკვეთების ამოღება, ხოლო შემდეგ მათი დაჭრა-დანაწილება გრაფტებად - ჩასანერგ ტრანსპლანტანტებად.

პროცედურა მიმდინარეობს სწრაფად, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. სახვრეტელიანი მანქანის კვალი ტოვებს მცირე ზომის მალე შეხორცებად ნაწიბურებს დიამეტრით - 1,8-5 მმ.

თმის ჩანერგვა ხდება სპეციალური სკალპელის (ისერება ჩანერგვის ზონა), ზოგჯერ კი სპეციალური მოღუნული ნემსის საშუალებით (ჩასანერგ ზონაში კეთდება მსხვილი ნასვრეტები).

ამის შემდეგ, წარმოქმნილ არხებში (ნასერები ან ნაჩხვლეტები) პინცეტის საშუალებით ხდება პაციენტისთვის ტრანპლანტანტების ჩასმა.

თანამედროვე FUE ინსტრუმენტები ექიმ ტრანპლანტატორს დიდი რაოდენობით სხვადასხვა ზომის გრაფტებათან მუშაობის საშუალებას აძლევს, რომელთაგან დაახლოებით 55-60% ორფოლიკულიანია, 10-12% - სამფოლიკულიანი, ხოლო 4%-მდე ოთხფოლიკულიანი.

ამოღებული გრაფტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჭრას და დანაწევრდეს ერთეულ ფოლიკულებამადე და სწორედ ეს იძლევა მაღალის სიხშირის თმას - 100-150 თმის ღერი 1 კვ/სმ -ზე.

FUE მეთოდის უპირატესობაა ის, რომ საჭირო არ არის კეფიდან კანის განაკვეთის აღება თმის გრაფტების მოსაპოვებლად, შესაბამისად კი არ ითხოვს ნაკერებს და რაც ყველაზე მთავარია არ ტოვებს კეფის არეში ხაზოვან (რკალისებრ, ელიფუსურ) შრამს (ნაწიბურს).

FUE მეთოდით თმის გადანერგვა იძლევა როგორც გრძელი, ასევე ყველაზე მოკლე ვარცხნილობების ტარების შესძლებლობას (თუმცა თავის ბოლომდე გადაპარსვის შემთხვევაში წერტილოვანი შრამები იქნება თვალსაჩინო).

FUE მეთოდი საშუალებას იძლევად გამოყენებული იქნას სადონორო ზონები არა მხოლოდ კეფისა და საფეთქლების არიდან, არამედ წვერიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან, რაც შესანიშნავი საშუალებაა იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტს არათუ არ სურს კეფაზე შრამი, არამედ თავზე გააჩნია მცირე სადონორო მარაგი.

აღდგენითი პერიოდია - 2-დან 4 კვირამდე (შეიძლება მეტიც). გადანერგილი თმა ცვივა დაახლოებით 2 კვირის შემდეგ. 2- 3 თვის შემდეგ კი ახალი თმა იწყებს ამოსვლას, მაქსიმალური ეფექტი კი მიიღწევა 1 წლის შემდეგ.

FUE მეთოდის უარყოფით თვისებებად მიიჩნევა:

ხელმეორედ გადანერგვის ნაკლები შესაძლებლობა (ან შეუძლებლობა);

თმის შეზღუდული სიხშირე;

სადონორო ზონებიდან ამოღების დროს ფოლიკულების მნიშვნელოვანი დანაკარგი;

წერტილოვანი შრამები სადორონო ზონებში;

ჩანერგილი თმის ვიზუალური სხვაობა ბუნებრივთან;

 

უოპერაციო მეთოდი - HFE (Hand Follicle Extraction)

 

უოპერაციო მეთოდი - HFE (Hand Follicle Extraction)HFE (Hand Follicle Extraction) ინგლისურიდან ითარგმება როგორც ფილიკულური გაერთიანებების ხელით ექსტრაქცია - დღესდღეობით ეს მეთოდიკა თმის გადანერგვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაა მთელს მსოფლიოში.

იგი პრინციპში ძალიან წააგავს FUE მეთოდს, თუმცა რამდენადმე განსხვავდება მისგან. თუ FUE მეთოდი ნაწილობრივ ავტომატიზირებულია, HFE მეთოდი მოითხოვს ექიმის ხელების რუდუნებით შრომას.

მეთოდის არსი შემდეგშია - დონორული ზონიდან იღებენ მხოლოდ ჯანსაღ თმის მიკროფოლიკულურ გაერთიანებებს (1-2-3 ფოლიკულა) კანის ყოველგვარი განაკვეთის გარეშე, სპეციალური, 0,5-0,9 მმ-მდე დიამეტრის ნემსების დახმარებით.

თმის ჩანერგვა კი FUE მეთოდისგან განსხვავებით, ხდება ასევე სპეციალური ნემსი-იმპლანტერის საშუალებით, რომელიც საშუალებას იძლევა ფოლიკულა ჩაისვას კანში მკაფიოდ განსაზღვრულ სიღრმეზე ყოველგვარი წინასწარი ნაკვეთისა და ნაჩხვლეტის გარეშე.

ეს არის ნაკლებად ინვაზიური, უმტკივნეულო ამბულატორიული პროცედურა, რომელიც ტარდება ხელით და მაღალი გულმოდგინებით ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.

ოპერაციის შემდეგ, სადონორო ზონაში, ისევე როგორც თმის ჩანერგვის ადგილებში არ რჩება არავითარი კვალი. ამგვარად, ამ მეთოდით თმის ტრანსპლანტაციის შემდეგ, შესაძლებელია ნებისმიერი ვარცხნილობის ტარება, თავის გადაპარსვაც კი, ვისაც ასეთის სტილი მოსწონს.

აღნიშნული მეთოდით გადანერგვის შემდეგ, თმა ბუნებრივად გამოიყურება არა მხოლოდ თავზე, არამედ წარბებზე, წვერზე და საულვაშეზე.

აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც FUE მეთოდის შემთხვევაში, აუტოტრანსპლანტაცია შესაძლებელია სხეულიდან და წვერიდან მოპოვებული თმის მარაგით.

მიიჩნევა, რომ HFE ერთადერთი  პროცედურაა, რომლის საშუალებითაც შეიძლება თმის გადანერგვა ბუდობრივი ალოპეციის დროს.

აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობაა 3-5 დღე. გადანერგილი თმა ცვივდება ორი-ოთხი კვირის განმავლობაში, ახალი თმის ამოსვლა კი იწყება 2-3 თვის შემდეგ, ხოლო 1 წლის შემდგომ უკვე შესაძლებელია ახალი ვარცხნილობით ტკბობა, რადგან გადანერგილი თმის დახრის კუთხე და სიხშირე მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივთან.

 

სხეულიდან თმის გადანერგვა BHT (Body Hair Transplant)

 

სხეულიდან თმის გადანერგვა BHT (Body Hair Transplant)BHT მეთოდი წარმოადგენს დამატებითი გრაფტების მოპოვების ტექნოლოგიას სხეულის ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ჯანმრთელი თმა: წვერიდან, მკერდიდან, ზურგიდან, ხელებიდან, ფეხებიდან, ბოქვენიდანაც კი.

სხეულიდან თმის გადანერგვა ოპტიმალურია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს თავზე (კეფის არეში) აქვს ძალიან სუსტი სადონორო მარაგი.

თავისი არსით BHT არის ტრანსპლანტაციის უნაკერო მეთოდი (FUE), რომლის დროსაც სხეულიდან თმის მოპოვების დროს სრულდება იგივე პროცედურები და ხდება იზოლირებული ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია (ისევე როგორც თმის უნაკერო გადანერგვის შემთხვევაში), რაც საშუალებას იძლევა მიღებული იქნას უფრო ოპტიმალური კოსმეტიკურ ეფექტი.

BHთ მეთოდი ძირითად უტარდებათ ისეთ პაციენტების, რომელთაც ნორვუდის შკალის მიხედვით აღენიშნებათ V-VII ხარისხის თმის ცვენა (ალოპეცია). ზოგოერთ შემთხვევაში ხდება თმის გადანერგვის სხვადასხვა მეთოდების ერთმანეთთან შეთავსება და გადანერგვის კომბინირებული მეთოებით ჩატარება.

BHთ მეთოდის დროს, ერთი სეანსის ფარგლებში, ზემით ჩამოთვლილი თითეული დონორული ზონიდან შესაძლებელია 1000 თმის ბოლქვის ამოღება. უკეთესი სადონორო მარაგის შემთხვევაში კი კიდევ უფრო მეტის.

მაქსიმალური რაოდენობის გრაფტების მისაღებად, ხდება როგორც სხეულის, ასევე კეფის ზონის გამოყენება. როგორც წესი, ასეთი პროცედურების სრული მასშტაბით ჩასატარებლად საჭიროა ორი დღე: პირველი კეფიდან, ხოლო მეორე დღე უშუალოდ სხეულიდან თმის ტრანსპლანტაციისთვის.

სხეულიდან აღებული სადონორო თმები, როგორც წესი არ გამოირჩევა დიდი სიგრძით (წვერიდან აღებული ფოლიკულების გარდა), რაც სრულიად არ მოქმედებს მისი სწორხაზოვნად გაზრდის შესაძლებლობაზე. არანაკლებ მნიშვენელოვანია ისიც, რომ ხდება ბუნებრივი ხაზის (რბილი, დავარცხნილი) ფორმირება, მჯკვეთრი გადასვლების გარეშე.

გარდა ამისა, სხეულიდან აღებული სადონორო თმები, შესაძლებელია წარმატებით იქნას გამოყენებული თხემის (კინკრიხოს) შესავსებად, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა თმის სიგრძე, არამედ გრაფტების რაოდენობა.

ამიტომ, ყველაზე ხშირად სხეულიდან აღებული თმის ფოლიკულები გამოიყენება სწორედ თმის სიხშირის ეფექტის შესაქმნელად თავის სხვადასხვა თმიან ნაწილებს შორის.

 

გრძელი თმის გადანერგვა 

 

გრძელი თმის გადანერგვატრანსპლანტაციის სფეროში, გრძელი თმის გადანერგვა პოპულარულ მიმართულებად მიიჩნევა. იგი შეიქმნა 2004 წელს ექიმ მარსელო პიტჩონის მიერ.

მიმართულება საკმაოდ საინტერესო და პროგრესულია, თუმცა მოითხოვს სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას და ქირურგის მაღალ პროფესიონალიზმს.

გრძელი თმის გადანერგვის პროცედურის დროს თმის სიგრძე მერყეობს 2-3 მმ-დან 3-8 და მეტ სანტიმეტრამდე. გადანერგილი თმის სიგრძე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიგრძის თმა აქვს პაციენტს საადონორო ზონაში.

მეთოდი საშუალებას აძლევს ქირურგს - უფრო ზუსტად განსაზღვროს ტრანსპლანტანტების ჩანერგვის სიმჭიდროვე და თმის ზრდის მიმართულების კუთხე, ხოლო პაციენტს - დატოვოს კლინიკა ისე, რომ მაშივე იხილოს ოპერაციის საბოლოო შედეგები.

მართალია შედეგი დროებითია და პაციენტს თმა სცვივა ოპერაციიდან 2-4 კვირის შემდეგ, ხოლო თმის ამოსვლა იწყება 2-3 თვის შემდეგ და საბოლოო შედეგი აქაც სხვა მეთოდების მსგავსად დგება 1 წლის შემდეგ, მაგრამ ოპერაციის შემდეგ საბოლოო შედეგის ხილვა იმდენად დიდ პოზიტივს ანიჭებს პაციენტს, რომ ეს ექიმისთვისაც დიდი სტიმულია.

გრძელი თმის გადანერგვა ძირითადად ხორციელდება ზონრის (STRIP) მეთოდით, თუმცა არსებობს წარმატებული კლინიკები, სადაც გრძელი თმის გადანერგვა FUE მეთოდითაცაა შესაძლებელი.

გრძელი თმის გადანერგვას ბევრი დადებითი ფაქტორი აქვს თუმცა აქედან გამვყოფდით მთავარს:

ოპერაციის დროს ქირურგი უფრო მარტივად ახდენს თმის ოპტიმალური სიხშირის განსაზღვრას;

ოპერაციის ბოლოს, მაშინვე ჩანს გადანერგვის საბოლოო შედეგი (თმის სიხშირე, ზრდის კუთხე);

პოსტოპერაციული პერიოდი შეუმჩნეველია გარშემომყოფთათვის, რადგან გრძელი თმა ნიღბავს გაწითლებულ კანს გადანერგვის არეში (რომელიც ყოველთვის რჩება ოპერაციის შემდეგ და ქრება ერთ კვირაში);

ექიმსა და პაციენტს შორის მეტი ურთიერთგაგება საბოლოო შედეგთან დაკავშირებით;

 

თმის გადანერგვის უკუჩვენება

 

თმის გადანერგვის უკუჩვენებათმის ტრანსპლანტაცია რეკომენდებულია ყველა იმ პაციენტისთვის, რომლებსაც აწუხებთ და ანერვიულებთ თმის საფარის დაკარგვა და უკვე შეუსრულდა 15 წელი.

აგრეთვე ყველას, ვისაც სურს აღიდგინოს ან მიიღოს უფრო ხშირი წვერი, წარბები, ულვაშები, დაფაროს სხვადასხვა სახის შრამები და ნაწიბურები.

თუმცა თმის გადანერგვას გონივრული და ზომიერი მიდგომა სჭირდება.

გახსოვდეთ, რომ სადონორო ზონაში თმების რაოდენობა არ არის ულევი, ამიტომ არ არის საჭირო იჩქაროთ და დროზე ადრე ამოწუროთ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები.

თმის ტრანპლანტაცია არ ხდება, თუ პაციენტს აღენიშნება:

ფსიქიური დაავადებები.

გამწვავების სტადიაში არსებული კანის დაავადებები;

ფსიქიკურ დაავადებებში შესაძლოა შედიოდეს:

ტრიქოტილომანია - დაავადება, რომლის დროსაც ავადმყოფს აღენიშნება თავიდან თმების ამოგლეჯის უკონტროლო სურვილი;

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა - პაციენტს აღენიშება აკვიატებული, შემაწუხებელი, საშიში აზრები (ობსესიები) და მასთად დაკავშირებული  რიტუალური და ასევე აკვიატებული ქცევები (კომპულსიები).

დისმორფოფობია - ფსიქიური აშლილობა, რომლის დროსაც პაციენტს აღენიშნება დამახინჯებული შეხედულება საკუთარი სხეულისა და გარეგნობის მიმართ.

კანის დაავადებები - რაც შეეხება კანის დაავადებებს, საჭიროა ამ დაავადებათა რემისია, ან სრული განკურნება და მხოლოდ ამის შემდეგ თმის ტრანსპლანტაციის გაკეთება

განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება თმის ტრანსპლანტაციის მეთოდს ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა:

შაქრიანი დიაბეტი (პოსტოპერაციული ინფექციის რისკი),

მაღალი არტერიული წნევა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (განსაკუთრებით გულის იმპლანტანტის);

ყველა ამ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის კონსულტაცია არა მხოლოდ ექიმებთან, რომლებმაც უნდა გააკეთონ თმის გადანერგვა, არამედ სფეროს სპეციალისტებთანაც.

ზოგადად, ასეთი პაციენტებისთვის ყველაზე მეტად რეკომენდებულია თმის გადანერგვის უოპერაციო მეთოდი HFE, რომელიც აბსოლიტურად უმტკივნეულოა და არ გააჩნია გართულებები. შესაძლებელი დიდი სიფრთხილით FUE მეთოდით ტრანსპლანტაციაც.

თმის გადანერგვის პროცედურების დასრულების შემდეგ, აუცილებელია ექიმის ყველა რეკომენდაციის შესრულება თავის კანისა და თმის მოვლასთან დაკავშირებით.

 

თმის "შოკური ცვენა"

 

ეს ის საკითხია, რომელზეც თმის გადანერგვის წინ, ქირურგები დუმილს ამჯობინებენ ხოლმე.

თმის "შოკური ცვენა" არ ნიშნავს გადანერგილი თმის ცვენას, რომელიც ყველა შემთხვევაში დროებითია და 3-4 თვიდან აგრძელებს ზრდას.

სინამდვილეში, "შოკური ცვენა" არის პროცესი, როცა ცვივა არა ახლად გადანერგილი, არამედ უკვე არსებული თმა, რომელთა შორის ხდება ოპერაციის დროს ახალი ფოლიკულების ჩანერგვა.

რა თქმა უნდა, ამ რისკის ქვეშ ნაკლებად დგანან ის მამაკაცები, რომლებსაც V-VI-VII ხარისხის გამელოტება აქვთ და თმის ჩანერგვა მიმდინარეობს კანის შიშველ მონაკვეთებზე.

მაგრამ თუ გადანერგვა ხდება თმის გასქელების მიზნით იმ მამაკაცებში, რომელეთაც აწუხებთ II-III-IV ხარისხის ადროგენული თმის ცვენა, ამ შემთხვევაში "შოკური ცვენის" რისკი გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის მამაკაცებში, რომელთაც აღენიშნებათ მკაფიოდ გამოხატული ადროგენული ალოპეცია.

თმის "შოკური ცვენა" არის ორის სახის:

დროებითი;

 მუდმივი;

ძირითადად - 90% შემთხვევებში თმის "შოკური ცვენა" დროებითია და უმეტესწილად გაცვენილი თმა ისევ იწყებს ზრდას გადანერგილ თმასთან ერთად (ან ოდნავ ადრე). ეს იმ შემთხვევაში, როცა გაცვენილი თმა ჯანმრთელი და ძლიერია.

თუმცა არსებობს მუდმივი "შოკური ცვენაც", როცა პაციენტის თავზე არსებული და გადანერგვის შემდეგ გაცვენილი ძველი თმა აღარ ამოდის.

ეს ძირთადად ხდება სამი მიზეზით:

1. არსებული თმა მინიატურიზებულია და უახლოეს პერიოდში მაინც "განწირულია" გაცვენისთვის"

2. ქირურგის არაპროფესიონალიზმის გამო, რომელმაც სარეციპიენტო არეში ხვრელების (ნასვრეტების) გაკეთების დროს შესაძლოა დააზიანა გვერდით არსებული თმის ფოლიკულები (მოახდინა მათი ჩაჭრა არაპროფესიონალიზმის, ან უხეში სამედიცინო ხელსაწყოს საშუალებით).

3. თავის კანის სხვადასხვა დაავადებები, რომელიც შეიძლება გახდეს ცვენის მიზეზი (საჭიროა ამ შემთხვევაში მიმართოთ დერმატოლოგს).

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი შოკური ცვენა არ არის ხშირი მოვლენა და მას ძირითადად დროებითი ხასიათი აქვს, საჭიროა ოპერაციის წინ მოსალოდნელი რისკების შეფასება ექიმთან ერთად, რომელმაც შესაძლოა მიიღოს დამატებითი ზომები, მაგალითად, თუ თმა ძალიან თხელია, გაითვალისწინოს მისი მუდმივი დაკარგვის რისკი და თავის დაზღვევის მიზნით ჩანერგოს უფრო მეტი გრაფტი, რათა არ გაფუჭდეს შედეგი.

შესაძლოა ექიმმა ოპერაციამდე გარკვეული ხნით ადრე და ოპერაციის შემდეგ, "თმის შოკური ცვენის" ეფექტის შესარბილებლად და არსებული თმის საფარის შესანარჩუნებლად დანიშნოს მედიკამენტები: მინოქსიდილი (რეგეინი), ფინასტერიდი (პროპეცია), ავოდარტი (დუტასტერიდი).

ასე, რომ თმის შესაძლო "შოკური ცვენის" რისკები უმჯობესია წინასწარ განიხილოთ თქვენს ექიმთან ერთად ოპერაციის დაგეგმვამდე.

 

თმის გადანერგვის პროცესი

 

თმის გადანერგვის პროცესიმიუხედავად იმისა, რომ თმის ტრანსპლანტაცია აღიქმება როგორც უბრალო ოპერაცია, წარმატებული და ესთეტიკური შედეგის მისაღებად ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

წარმატებული ტრანსპლანტაცია იწყება დეტალური დათვალიერებით და ტექნიკური ანალიზით, რომელსაც ატარებს ექიმი.

პირველ რიგში ხდება სადონორო ზონის შეფასება, საიდანაც შემდგომში მოხდება თმის ფოლიკულების ამოღება. ამავე ეტაპზე, სპეციალური კამერის საშუალებით ხდება ფოლიკულების სიხშირის და კვადრატულ სანტიმეტრზე მათი რაოდენობის განსაზღვრა.

ამგვარად შეიძლება ფოლიკულების იმ საერთო რაოდენობის გამოთვლა, რომლის ამოღებაც შესაძლებელია სადონორო ზონიდან.

თმის სიხშირის განსაზღვრასთან ერთად, ხდება თმის სისქის, ფერის და თითეულ ფოლიკულაში თმის ღერების რაოდენობის დადგენა (ფოლიკულარული ერთეული).

თმის ფოლიკულების გამოკვლევის შემდეგ, მიმდინარეობს კანისა და თმის საფარის დათვალიერება. ტრანსპლანტაციის წარმატებულად ჩატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობა და სიმკვრივე (დრეკადობა) როგორც დონორულ, ასევე რეციპიენტულ ზონებში.

ყველა ამ გამოკვლევის შემდეგ, მიიღება გადაწყვეტილება ტრანსპლანტაციის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პაციენტს ეცნობება თუ სად მოხდება თმის გადანერგვა, რეციპიენტული ზონის ზომა, გადანერგილი თმის შესაძლო სიხშირე, მკურნალობის ხანგრძლივობა და თმის მოვლის აუცილებელი პირობების ტრანპლანტაციის შემდეგ.

წარმატებული ტრანსპლანტაციის კიდევ ერთი კრიტერიუმია პაციენტის შესაბამისი მოლოდინი შედეგის მიმართ.

აუცილებელია ექიმის შეთავაზებასა და პაციენტის ოცნებას შორის რეალური და გონივრული საერთო წერტილი პოვნა, რათა პლასტიკურმა ქირურგმა, რომელიც თავისი სფეროს სპეციალისტია, სრულად დააკმაყოფილოს რეალისტური მოლოდინის მქონე პაციენტი და არ შეუქმნას მას ცრუ ილუზია მოსალოდნელ შედეგზე.

თმის ტრანსპლანტაციის ოპტიმალური შედეგი განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლებიდან გამომდინარე:

გადანერგვის ფართობი (სადაც იქნება გადანერგილი თმა);

თმის ხარისხი;

სადონორო ზონის ზომები;

სადონორო ზონაში თმის სიმკვრივე და კანის ელასტიურობა;

აბსოლიტური და ფარდობითი უკუჩვენება;

მოსალოდნელი შედეგი.

თმის ფრონტალური ხაზის (შუბლის ხაზი) შეფასება;

პროგნოზი;

ტრანსპლანტაციის ღირებულება;

თავად გადანერგვის მეთოდიკა თავის თავში მოიცავს 2 ძირითად ეტაპს:

»» ტრანსპლანტატების მოპოვება (ამოღება);

»» ჩანერგვა (უშუალოდ ტრანსპლანტაცია);

თმის გადანერგვა - თმის ღერების სწორი მიმართულებარაც არ უნდა დახვეწილი და პროფესიონალურად მომზადებული გუნდი ჰყავდეს ქირურს, მათ უნდა ანდოს მხოლოდ ტექნიკური სამუშაო. თმის ზრდის სწორი მიმართულების პროექტირება კი თავად უნდა განახორციელოს და პასუხისმგებლობაც აიღოს.

კარგი ქირური ახდენს ფოლიკულების მინიმალურ დანაწევრებას ამოღების ან ექსტრაქციის დროს.

თმის წარმატებული ტრანსპლანტაციას და მისგან მიღებულ მაქსიმალურ ეფექტს, პირველ რიგში განსაზღვრავს არა არჩეული მეთოდი, არამედ ქირურგის გამოცდილება და პროფესიონალიზმი.

რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. რაც არ უნდა კვალიფიციური და მაღალპროფესიონალი არ უნდა იყოს ქირურგი, თუ მას ხელს არ უწყობს პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებები - სკალპის მობილურობა, ხარისხიანი სადონორო მარაგი და ა.შ, ის ვერ მიაღწევს მისთვის სასურველ, იდეალურ შედეგს, რადგან თმის გადანერგვა ისეთი პროცედურაა, მამაკაცების აბსოლიტურ უმრავლესობას შედეგის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გააჩნიათ ხოლმე, რაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში შორს დგას იდეალისგან.

სასურველია ყველა მამაკაცმა წინასწარ იცოდეს, რომ თმის აუტოტრანსპლანტაცია არის კოსმეტიკური ოპერაცია და მისი საშუალებით შეუძლებელია ბავშვობის ან ჭაბუკობის დროინდელი თმის სიხშირის დაბრუნება.

ოპერაციის მიზანი უნდა იყოს თმის გაცვენილ ადგილებში სადონორო არიდან აღებული გრაფტების გონივრული გადანაწილება იმგვარად, რომ ქირურგმა გაითვალისწინოს შუქის გარდატეხის ეფექტი თმაზე და კანზე, კანის ფერისა და თმის ფერის შეხამება და ა,შ. ამ ყველაფრით კი შექმნას თმის მაქსიმალური სიხშირის ილუზია.

თმის გადანეგვა წარმატებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როცა გადანერგილია აუცილებელი რაოდენობის და მაღალი სიმკვრივის, ფიზიკურ ნორმასთან ახლოს მყოფი ფოლიკულები.

ეს ყველაფერი კი მიიღწევა თითეული თმის ფოლიკულის განთავსებით სასურველ დიაპაზონში და შესაბამის სიღრმეზე.

შედეგი უნდა საუკეთესო - ესთეტიური თვალსაზრისით და იმდენად ბუნებრივი, რომ არათუ გარეშე, არამედ ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვისაც კი შეუმჩნეველი დარჩეს.

 

რომელი მეთოდი?

 

რომელი მეთოდით გადავინერგოთ თმა?არსებობს და საკმაოდ გავრცელებულია მცდარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ვარიანტში გაცილებით უმჯობესია თმის გადანერგვის ჩატარება FUE მეთოდით და არა ზონრის - FUT (STRIP) მეთოდით.

ყველაზე მიმზიდველ უპირატესობად სახელდება ის ფაქტი, რომ FUE მეთოდი არ საჭიროებს წრიული ფორმის ნაკერს კეფაზე და შესაბამისად არ ტოვებს ნაწიბურს და შრამს.

პრინციპში ასეცაა და ამ თვალსაზრისით უნაკერო მეთოდი უდავო უპირატესობას წარმოადგენს, თუმცა დღესდღეობით, FUT/STRIP (ზონრის) მეთოდის შემთხვევაშიც, ექიმი იმდენად ზუსტად განსაზღვრავს ნაკვეთის აუცილებელ ზომებს, ითვალისწინებს შეხორცების გარემოს და ოპერაციის შემდეგ ატარებს სადონორო ზონის პროფესიონალურ პლასტიკას, რომ შედეგები ნამდვილად დამაკმაყოფილებელია.

კიდევ ერთ უპირატესობა FUE მეთოდისა არის ის, რომ თმის გრაფტების მოპოვება შესაძლებელია სხეულის ნებიმიერი ნაწილიდან, სადაც კი არის თმის მარაგი.

ტრიქოფიტული ნაკერის გამოყენებით, ნაკერი და მის შედეგად დარჩენილი შრამი ძალიან მცირე ზომის და თითქმის შეუმჩნეველია, მაშინაც კი, როცა ვარცხნილობა მოკლეა.

თანამედროვე მედიცინაში ორივე : FUT (ზონრის) და FUE (უნაკერო) მეთოდი წარმატებით გამოიყენება და შეცდომა იქნებოდა მათი განხილვა, როგორც ურთიერთგამომრიცხავი მეთოდებისა.

თითეულ მათგანს გააჩნია თავისი ჩვენება, უკუჩვენება და სხვადასხვა თავისებურებები სწორი გამოყენების შემთხვევაში ორივე მეთოდით შეიძლება წარმატებული შედეგის მიღება.

განსაკუთრებით ეფექტურია მათი კომბინირებულად გამოყენება, რომლის დროსაც მოპოვებული გარაფტების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია 35 %-მდე, რაც პირდაპირ მოქმედებს გადანერგილი თმის საფარის სიხშირეზე.

გარდა ამისა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანის სადონორო წყაროების თავისებურებებიდან გამომდინარე  FUT (STRIP) მეთოდი უფრო რეკომენდებული და ეფექტურია დამაკმაყოფილებელის შედეგის თვალსაზრისით.

FUT თუ FUEსულ სხვა სიტუაციაა HFE მეთოდთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იგი არსით იგივე FUE მეთოდია, თუმცა მის შემთხვევაში არ ხდება მჭრელი ინსტრუმენტების გამოყენება და ექიმი მუშაობს მხოლოდ მიკროინსტრუმენტების (სპეციალური ნემსების) საშუალებით, რომლის დიამეტრი 0,5-0,8მმ-ია.

შესაბამისად ხდება თავის კანთან მინიმალური კონტაქტი, არ ხდება ნერვიული დაბოლოებების დაზიანება, არ ვითარდება შეშუპებები და სისხლჩაქცევები. გაკეთებული ნაჩხვლეტები ქრება რამოდენიმე დღეში და მისი კვალიც აღარ რჩება.

ამიტომ, იმ ფაქტიდანაც გამომდინარე, რომ ყველა ადამიანის სკალპი და სადონორო ზონა ინდივიდუალური და განსხვავებულია, გადანერგვის მეთოდის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ექიმთან ერთად, რომელიც არგუმენტებით დაგიმტკიცებთ თქვენს მიერ არჩეული მეთოდის მცდარობას, ან პირიქით მის საჭიროებას.

უკვე საკმაოდ გავრცელებული მეთოდია - თმის გადანერგვა Implanter Pen მეთოდით, რომლის დროსაც არ ხდება წინასწარი ხვრელების გაკეთება თმის გადანერვის არეში და ჩანერგვა ხორცილედება პრინციპით - ჩხვლეტა-იპლანტაცია.

ანუ ჩხვლეტა და ჩანერგვა ხდება ერთდროულად, სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით.

მეთოდს ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი აქვს. გარდა იმისა, რომ იგი პრაქტიკულად ყოველგვარ ტრამვას და ნაწიბურს გამორიცხავს, გრაფტების მეტ სიცოცხლისუნარიანობას უწყობს ხელს, რადგან ქირურგის მიერ თავზე წინასწარი არხების (ხვრელების) გაკეთების დროს, ყველა ხვრელი ერთი ზომისაა, ამიტომ ზოგიერთ მათგანში გრაფტმა შესაძლოა თავი იგრძნოს ძალიან ვიწროდ, ან პირიქით, ძალიან ფართოდ, რაც ძალიან ცუდია.

Implanter Pen მეთოდით კი ჩხვლეტა და ინპლანტაცია ხდება ერთდროულად და ქირურგი ამას აკეთებს ერთი მოძრაობით, რაც გაცილებით მაღალი ეფექტის წინაპირობაა.

 

რამდენი გრაფტი?

 

გამელოტების ხარისხის გაზომვისა და გადანერგვისთვის საჭირო გრაფტების რაოდენობის განსაზღვრის ძირითად კრიტერიუმად მიიჩნევა ჰამილტონ-ნორვუდის შკალა, რომელიც შეიქმნა 1951 წელს, ხოლო სრული სახე მიიღო 1975 წელს.

ჰამილტონ-ნორვუდის სქემა ეხმარებათ ექიმებს პაციენტებთან ურთიერთობაში. როცა პაციენტს სჭირდება თმის გადანერგვა და სურს გაერკვეს აუცილებელი გრაფტების რაოდენობაში.

ჰამილტონ-ნორვუდის სქემა

  I

 

  II

 

  II - A

 

  III

 

  IIIA

 

  III - vertex

 (700-900 გრაფტი)

 

 (1200-1400 გრაფტი)

 

 (1600-2000 გრაფტი)

 

 (1800-2300 გრაფტი)

 

 (1800-2100 გრაფტი)

 

 (2000-2300 გრაფტი)

  IV

 

  IV - A

 

  V

 

  V - A

 

  VI

 

  VII

 (2300-2600 გრაფტი)

 

 (2300-2800 გრაფტი)

 

 (2800-3400 გრაფტი)

 

 (3400-5000 გრაფტი)

 

 (3500-7000 გრაფტი)

 

 (5000-10000 გრაფტი)

რა ქმა უნდა ეს პირობითი რიცხვებია, რადგან თითოეული ადამიანის მდგომარეობა ინდივიდუალურია და უფრო ზუსტ სურათს განსაზღვრავს სპეციალისტი პაციენტის სკალპის, სადონორო ზონების დათვალიერების და მასთან კონსულტაციის შედეგად.

დაიმახსოვრეთ, რომ აქ მთავარი ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე თმის სიხშირეა. ეს კი ინდივიდუალურია - ზოგიერთი პაციენტის სადონორო მარაგი იძლევა მაღალი სიხშირის მიღწევის შესაძლებლობას, ზოგიერთის არა.

მართალია გრაფტების გონივრული გადანაწილებით შესაძლებელია მაქსიმალური ეფექტის მიღწევა, მაგრამ მოგატყუებთ ის ქირურგი, რომელიც სიჭაბუკეში არსებული თმის სიხშირის დაბრუნებას დაგპირდებათ.

ხშირად პაციენტები ჯიუტობენ და არ ესმით რატომ არ უნდა გადაინერგონ უფრო მეტი გრაფტი უკეთესი სიხშირისთვის. საქმე იმაშია, რომ გამოცდილი ქირურგი ერთი შეხედვით საზღვრავს კონკრეტულ ეტაპზე გადასანერგი გრაფტების რაოდენობას, რადგან ითვალისწინებს არაგადანერგილი თმის მომავალი გაცვენის პარამეტრებსაც, რათა ბუნებრივი თმის გაცვენის შემდეგ, გადანერგილი თმა ერწყმოდეს შექმნილ სიტუაციას.

ქვემოთ მოყვანილია გრაფტების კალკულატორი, სადაც მონიშნავთ ასაკს, თმის სიხშირეს, გაცვენილი თმების არეს და პაროგრამა თავად დაგიწერთ რამდენი გრაფტის გადანერგვაა თქვენთვის ოპტიმალური.

იქვე იხილავთ ქალების გრაფტების და ასევე წარბების კორექციის კალკულატორს (დააჭერთ შესაბამის სურათს).

იხილეთ: გრაფტების კალკულატორი

 

თმის ზრდის შედეგები

 

თმის გადანერგვის პროცედურის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესი არის მოლოდინის რეჟიმი.

ამიტომ, აღიჭურვეთ მოთმინებით. ნუ გატანჯავთ საკუთარ თავს და ნუ შეაწუხებთ ექიმს უაზრო შეკითხვებით. დაელოდეთ შედეგს, რომელიც სამწუხაროდ მაშინვე არ დგება, თუმცა სასიამოვნოა, როცა წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ და მალე იხილავთ როგორ თანდათანობით ივსება თქვენი სკალპი სასურველი თმებით.

თმის ზრდის ტენდენცია კი თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:

3 თვე - 10% 

4 თვე - 25%

5 თვე - 40%

6 თვე - 60%

7 თვე - 70%

8 თვე - 75%

9 თვე - 80%

10 თვე - 90%

11 თვე - 95%

12 თვე - 98%

18 თვე - 100%

 

თმის გადანერგვის ფასები

 

თმის გადანერგვის ფასებითმის გადანერგვის (ტრანსპლანტაციის ფასები) დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკაზე და პაციენტის ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე.

თმის გადანერგვის ფასს განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:

არჩეული (თმის მოპოვების) მეთოდი;

აუცილებელი პროცედურების რაოდენობა;

ტრანსპლანტაციის ზონის ფართობი;

გადასანერგი გრაფტების რაოდენობა;

ანესთეზია (ზოგიერთ კლინიკაში);

ერთი გრაფტის ან ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვის ფასი;

ზოგადად საქართველოში ფასები მერყეობს 1, 5 ლარიდან (FUT მეთოდი) 3 ლარამდე (FUE მეთოდი).

თუმცა თმის გადანერგვის მსურველები უნდა იყვნენ ყურადღებით, რადგან კლინიკებს ხშირად აქვთ ხოლმე 20%, 30% და 50% - მდე ფასდაკლების აქციები.

 

პს

 

თუ თმის გადანერგვას გეგმავთ, უნდა იცოდეთ, რომ ძველი ვარცხნილობის 100%-ით დაბრუნება შეუძლებელია. ამიტომ უმჯობესია თავიდანვე შეეგუოთ ამ აზრს და არ გქონდეთ გადაჭარბებული მოლოდინი.

შესაბამისად, პროფესიონალმა და გამოცდილმა ქირურგმა უნდა შექმნას თმის სიხშირის "ილუზია" სადონორო არიდან ტრანსპლანტანტების სწორად გადანაწილების გზით.

იმგვარად, რომ პირველ რიგში დაფაროს ის ფართობი, სადაც ყველაზე მეტი თმაა საჭირო. 

 




იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ