წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 13306 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

რა არის ნასიცხი

 

რა არის ნასიცხიპირველ თვეებში პატარებს ხშირად აღენიშნებათ ისეთი დაავადება, რომელსაც ნასიცხებს უწოდებენ. 

ნასიცხი არის კანის გაღიზიანება, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება და ვითარდება გაძლიერებული ოფლდენის და გადახურების დროს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ჰიგიენური ფაქტორიც.

ნასიცხმა შეიძლება თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია ახალშობილებში.

როცა ბავშვი გადახურდება, მისი ორგანიზმი ცდილობს თავი დააღწიოს ზედმეტ სითბოს ოფლის გამოყოფის გზით. თუმცა, ახალშობილებში საოფლე ჯირკვლების სადინარები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და ვერ უმკლავდება მისი გამოდევნის ფუნქციას.

ასეთ შემთხვევაში, ოფლი გროვდება საოფლე ჯირკვლების შესართავთან და აღიზიანებს მიმდებარე კანის მონაკვეთებს.

 

ნასიცხის სიმტომები

 

ნასიცხის სიმტომებინასიცხი გამოვლინდება წვრილი ვარდისფერი ან მუქი წითელი გამონაყარით რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გამჭვირვალე სითხით სავსე წვრილი ბუშტუკების გამოვლენა. ბუშტუკები ძალიან მალე შრება და გადაიქცევა ქერქად.

ნასიცხი ძირითადად თავს იჩენს ოფლის დაგროვების იმ ადგილებში როგორიცაა: ჩვილის კისერი, იღლიების, საზარდულისა და დუნდულების მიდამოებში, ლოყებზე, აგრეთვე ხელებისა და ფეხების ბუნებრივი ნაკეცების არეში.

გართულების შემთხვევაში ნასიცხმა შეიძლება მოიცვას სხეულის სხვა მონაკვეთებიც.

ახალშობილები ნასიცხზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და თავი უჭირავს ჩვეულებრივად, ზოგი კი პირიქით - ჭირვეულობს, ცუდად ჭამს, ხშირად ტირის და გამოხატავს უკმაყოფილებას.

ნასიცხი შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:

წითელი ნასიცხი - რაღაცით წააგავს ჭინჭრის გამონაყარს. ასეთი ნასიცხის დროს გამონაყარი გამოვლინდება კვანძების ან ბუშტუკების სახით, მაგრამ აუცილებლად ცალკე ერთეულებად. თითეული კვანძის ან ბუშტუკის ირგვლივ კანი წითელია. კრისტალური ნასიცხისგან განსხვავებით, გამონაყარის ერთეული ელემენტების გაერთიანება არ ხდება. წითელი ნასიცხის დროს გამონაყარის არეში აღინიშნება კანის ქავილი და ძლიერი ტკივილის შეგრძნება.

წითელი ნასიცხის ლოკალიზაციის ზონა ძირითადად კანის ნაკეცებია. გამონაყარი არ ქრება ორი კვირა, ხოლო ინფექციის შემთხვევაში პროცესი შეიძლება ერთი თვეც გაგრძელდეს.

კრისტალური ნასიცხი - კრისტალური ნასიცხი ახალშობილებში ვლინდება წითელი ნასიცხისგან სრულიად განსხვავებული სახით.

კანზე ჩნდება ერთმანეთთან ძალიან ახლოს განლაგებული წვრილი ბუშტუკები, რომლებიც გამჭვირვალე სითხით არის სავსე. ნასიცხის ამ სახეს არ მოაქვს ბავშვისთვის უსიამოვნო შეგრძნებები და როგორც წესი გაივლის 2-3 დღეში.

ნასიცხის სხვა ფორმები - ნასიცხის ამ ორი სახეობის გარდა არსებობს სხვა ტიპის გამონაყარიც, მაგრამ ეს უკვე გართულებულ ფორმებში, როცა პროცესს თან ახლავს მეორადი ინფექცია.

თეთრი ნასიცხი - როდესაც ბუშტუკოვან გამონაყარში გამჭვირვალე სითხის მაგივრად დგება თეთრი სითხე;

ყვითელი ნასიცხი - როცა ბუშტუკებში არსებულ სითხეს აქვს მოყვითალო შეფერილობა. ამ შემთხვევებში აუცილებელია პედიატრთან და დერმატოლოგთან კონსულტაცია, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შედეგები;

 

არის თუ არა საშიში ნასიცხი

 

არის თუ არა საშიში ნასიცხიროგორც ასეთი, მიიჩნევა, რომ ნასიცხი ახალდაბადებულისთვის არ არის საშიში და კანის დროული დამუშავებისა და მოვლის შემთხვევაში სწრაფად ქრება.

თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვილის კანი ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ექვემდებარება მავნე მიკროორგანიზმების ზემოქმედებას. ბავშვის თავდაცვითი მექანიზმები ხომ მხოლოდ ეხლა იწყებს ფორმირებას.

ნასიცხი ხელსაყრელი გარემოა მიკრობების გამრავლებისთვის. ეს კი საშიშია, რადგან მიკრობები იწვევს კანის შემდგომ ანთებას, რაც შეიძლება გამოიხატოს ჩირქოვან გამონაყარში, რომელიც უკვე გაცილებით დიდი საფრთხეა ბავშვისთვის, ვიდრე ნასიცხი.

ამის გამო, მშობლებს მართებთ ყურადღება, რომ  ნასიცხის გამოვლენისთანავე დროულად მიაქციონ მას სათანადო ყურადღება და მიიღონ ზომები ახალშობილის კანის მდგომარეობის მოწესრიგებისთვის.

 

ნასიცხის მკურნალობა

 

ნასიცხის მკურნალობაახალშობილის ნასიცხის მკურნალობისთვის მედიკამენტოზური მკურნალობა არ ინიშნება, თუმცა აუცილებელია ახალშობილის კანის მოვლის სწორი ორგანიზაცია, რათა ნასიცხი თავიდან იქნას აცილებული, ან მალე გაიაროს და არ დააზიანოს კანის უფრო ღრმა შრეები.

ნასიცხის გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა მიიღოთ შემდეგი ზომები მისი მკურნალობისა და შემდგომი პროფილაქტიკასათვის:

გამოკვებეთ ბავშვი ძუძუთი. დედის რძე გაცილებით ამაღლებს პატარას იმუნიტეტს და ნასიცხი ძალიან მალე გადადის ხოლმე.

პირველ რიგში უნდა დაარეგულიროთ ტემპერატურა საბავშვო ოთახში. ახალშობილისთვის კომფორტული ტემპერატურა არის 20-22 გრადუსი. არ დაგავიწყდეთ ოთახის ხშირი განიავება, თუმცა ერიდეთ ორპირ ნიავს.

აუცილებელია ჰაერის აბაზანები. დატოვეთ ხოლმე იგი შიშველი 10-15 წუთის განმავლობაში.

ნუ ჩააცმევთ ბავშვს ზედმეტად თბილად, ნუ გაახვევთ საფენში ისე, რომ შეუზღუდოთ მოძრაობა.

ნუ ჩააცმევთ სინთეტიკურ სამოსს, რომელიც აძლიერებს ოფლის გამოყოფას. ახალშობილის ტანსაცმელი უნდა იყოს მხოლოდ ხარისხიანი, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული და „სუნთქავდეს“. ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული უნდა იყოს ბავშვის თეთრეულიც.

სამოსი უნდა იყოს ბავშვის ზომის და არ უნდა იყოს ვიწრო, რომ პატარამ თავი კომფორტულად იგრძნოს. აუცილებელია სამოსის დროული გამოცვლა.

 მუდმივად ადევნეთ თვალყური ბავშვის ჰიგიენას. ნასიცხის შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვის დღეში არანაკლებ 3-ჯერ ბანაობა, ზაფხულში კი უფრო მეტჯერ (საპონი გამოიყენეთ დღეში ერთხელ).

ბანაობა შეიძლება უბრალოდ ანადუღარ წყალში. ორ დღეში ერთხელ შეიძლება წყალში ჩაუმატოთ მცირეოდენი კალიუმის პერმანგანატი (ე.წ მარგანცოვკა), ისე, რომ წყალი გახდეს ოდნავ ვარდისფერი.

ხშირად და ზედმეტი რაოდენობით კალიუმის პერმანგანატის გამოყენება არ შეიძლება, რადგან იგი გამოაშრობს კანს და კიდევ უფრო დაუცველს გახდის მიკრობების მიმართ.

კალიუმის პერმანგანატს ნუ ჩაყრით პირდაპირ წყალში, იგი წინასწარ მოამზადეთ პატარა ფლაკონში (ისე, რომ კრისტალები გაიხსნას ბოლომდე და ხსნარი გახდეს ყავისფერი) და ფრთხილად ჩაუმატეთ ფლაკონიდან ბავშვის ბანაობისთვის განკუთვნილ წყალს ისე, რომ მას არ გადაჰყვეს ნამცეცა კრისტალები.

როგორც ავღნიშნეთ წყალი უნდა იყოს ოდნავ ვარდისფერი შეფერილობის.

ბევრი დედა ნასიცხის წინააღმდეგ იყენებს სოდიან ხსნარს. (1 სუფრის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალში). ბანაობის წინ ნასიცხით დაზიანებულ კანს წმენდენ ამ წესით დამზადებული ხსნარით.

ნასიცხის სამკურნალოდ, ეფექტურია ახალშობილის ბანაობისთვის განკუთვნილ წყალში გვირილას, ორკბილას, მუხის ქერქის ან ბერძნული კაკლის ფოთლების ნაყენის დამატება. მაგრამ დაუკვირდით, რომ პატარას რომელიმე მათგანის მიმართ არ ჰქონდეს ალერგია. ალერგიის შემთხვევაში შესაძლოა თავი იჩინოს ალერგიულმა გამონაყარმა.

ეფექტურია და ძალიან ბევრს ეხმარება დაფნის ფოთლების ნახარში: 3-4 დაფნის ფოთოლი - 1 ჭიქა წყალში - ადუღეთ 15 წუთი. ნაყენი წაუსვით დაზიანებულ ადგილებში. ან 10 დაფნის ფოთოლი 1 ლიტრ წყალში, ადუღეთ 15 წუთი და ნაყენი ჩაუმატეთ ბავშვის ბანაობისთვის განკუთვნილ წყალში.

მოერიდეთ კანის დაზიანებულ ადგილებში სხვადასხვა კრემების გამოყენებას. ამან შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმოს, რადგან დაზიანებული ადგილები ნოტივდება და კანი არ სუნთქავს, რაც შესაძლოა დაჩირქების მიზეზი გახდეს.

იდეალური ვარიანტია გამოიყენოთ საბავშვო ტალკი. იგი გამოაშრობს გამონაყარს და ხელს შეუწყობს მის სწრაფ ალაგებას.

ნასიცხის სამკურნალოდ გამოიყენება სპეციალური, ჰიპოალერგიული საბავშვო კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც წყლის საფუძველზეა დამზადებული.

 სავარაუდოდ პედიატრი ნასიცხის მკურნალობისთვის დანიშნავს შემდეგ ეფექტურ პრეპარატებს: დესიტინი, ბეპანტენი, ადვანტანი, თუთიის მალამო, სუდოკრემი და სხვა.

თუმცა უმჯობესია პოირველ რიგში კონსულტაცია გაიაროთ პედიატრთან და ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას.

მოერიდეთ ექიმ-პედიატრთან კონსულტაციის გარეშე ნებისმიერი პრეპარატის დამოუკიდებლად გამოყენებას, რადგან შესაძლოა გამონაყარი არ იყოს ნასიცხი და საქმე გვქონდეს სხვა სახის, მაგალითად ალერგიულ გამონაყართან.

ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ საწინააღმდეგო შედეგს.

 თუ შენიშნეთ, რომ ნასიცხი ბავშვის კანზე არ გადადის რამდენიმე დღის განმავლობაში, იმატებს ზომაში, მიდრეკილია დაჩირქებისკენ და ბავშვი გაღიზიანებულია, ეს ნიშნავს, რომ დაიწყო ინფიცირება.

ამიტომ საჭიროა პედიტრთან ან დერმატოლოგთან ვიზიტი, რათა პროცესი შორს არ წავიდეს და დროულად მოხდეს ინფექციის სწორი მკურნალობა.

 

ნასიცხი ახალშობილის სახეზე

 

ნასიცხი ახალშობილის სახეზემეძუძურ ბავშვებში, ნასიცხი სახეზე საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. წითელი გამონაყარი სახეზე, სავარაუდოდ ალერგიის გამოვლინება უფროა ვიდრე ნასიცხი.

თუ ნასიცხი ბავშვს სახეზე მაინც გამოუვიდა, სავარაუდოდ მას იგი აღენიშნება ლოყებზე და შუბლის არეში.

თუმცა, ზოგჯერ თუ ბავშვს ნასიცხი აღენიშნება კისერზე, იგი შეიძლება გადავიდეს სახეზეც.

იმის განსაზღვრა, თუ სახელდობრ რა სახის გამონაყარი აქვს ბავშვს სახეზე, შეიძლება შემდეგნაირად:

»» მსუბუქად გადასწიეთ "პრიშიკი" სხვადასხვა მხარეს. თუ ეს ნასიცხია, "პრიშიკი" გაქრება.

»» თუ ბავშვს სახეს დაბანთ საბავშვო საპონით და დაამუშავებთ საბავშვო კრემით, ნასიცხი უნდა გაქრეს მეორე დღესვე.

ზოგჯერ, მეძუძურ ბავშვებს 4-5 თვის ასაკში თავზე ან სახეზე აღენიშნებათ „სამკვირიანი ნასიცხი“. ამ შემთხვევაში ბავშვებს სამი კვირის განმავლობაში აბანავებენ წყალში, რომელშიც დამატებულია ორკბილას, ან გვირილას ნაყენი.

 

როგორ გავარჩიოთ ნასიცხი ალერგიისგან

 

როგორ გავარჩიოთ ნასიცხი ალერგიისგანალერგიული დერმატიტი, ანუ როგორც ხალხი ეძახის - ალერგია, თავს იჩენს მაშინ, თუ ახალშობილის კანს კონტაქტი ჰქონდა ალერგენებთან და ტოქსინებთან.

ალერგია გამოვლინდება შემდეგი სახით: კანი წითლდება, წარმოიქმნება ქავილი და ანთებითი სახის წითელი მუწუკები (პრიჩიკები), რომელიც დიდ ხნის განმავლობაში არ ქრება.

როგორ გავარჩიოთ ალეგიული გამონყარი ნასიცხისგან? - პირველ რიგში გულდასმით უნდა დავათვალიეროთ ბავშვის კანი.

თუ მასზე გაჩნდა მუქი წითელი ფერის მუწუკები (პრიჩიკები), სავარაუდოდ ეს ალერგიული გამონაყარია. შესაძლოა გამონაყარი გამოვლინდეს ხორკლიანი ლაქების სახით სხეულზე, თვალებისა და ლოყების გარშემო.

ალერგიით გამოწვეულ გამონაყარი შეიძლება გაიზარდოს ზომებში და გადაიზარდოს ანთებით პროცესში. ზოგიერთ შემთხვევაში, პრიჩიკებში შესაძლოა ჩადგეს გამჭვირვალე სითხე. ასეთი სახის გამონაყარის გამოცნობა შეიძლება იმითაც, რომ იგი რჩება ბავშვის სხეულზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

ალერგიისთვის დამახასიათებლია თავი იჩინოს ბავშვის სხეულის შემდეგ მოინაკვეთებზე: იღლიებში, მუცელზე, თეძოებზე, ხელია და ფეხის მტევნებზე, თავზე.

ალერგიული გამონაყარი ნასიცხისგან განსხვავებით, ახალშობილებში და უფროსი ასაკის ბავშვებში იწვევს მოუსვენრობას, რადგან დაავადებულ ადგილებში იწვევს ძლიერ ქავილს.

ქავილის სურვილი განსაკუთრებით ძლიერდება როცა დაავადებული მონაკვეთები ოფლიანდება. აგრეთვე ღამის საათებში.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura