წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 14368 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ახალშობილი და ყიფლიბანდიყიფლიბანდი არის თავის თავის ქალის ძვლებს შორის მკვრივი აპკით დაფარული ცარიელი სივრცე.

ახალდაბადებულ ბავშვს აქვს ექვსი ყიფლიბანდი. ოთხი მათგანი იხურება ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში. მეხუთე - ბავშვის სიცოცხლის მეორე თვეს, ხოლო მეექვსე, ყველაზე დიდი (წინამდებარე) 3-დან 24 თვემდე და უფრო მეტ პერიოდში.

ძალიან ხშირად ყიფლიბანდი და მისი დახურვის ტემპი იწვევს ძლიერ შეშფოთებას მშობლებში. ამიტომ, აქ განვიხილავთ ყიფლიბანდის განვითარების ძირითად ასპექტებს, მათ რაოდენობას, ფორმას, ზომებს (ახალშობილის ასაკთან მიმართებაში), დახურვის სიჩქარეს და ფარგლებს.

აგრეთვე, თუ რა უნდა იღონოთ ყიფლიბანდის ძალიან ადრე, ან გვიან დახურვის, მისი ზომაზე მეტად ჩაზნექვის ან ამოზნექვის შემთხვევაში და რამდენადაა ეს საფრთხის შემცველი.

 

რა არის და რისგან შედგება ყიფლიბანდი

 

რა არის და რისგან შედგება ყიფლიბანდიახალშობილის თავის ქალა შედგება დიდი რაოდენობით ცალკეული და სწრაფად მზარდი ძვლებისგან.

თავის ქალის ბრტყელი ძვლები იზრდება ცენტრში და გვერდებზე. თავის ქალის ორი ძვლის შეხვედრის ადგილზე წარმოიქნება ნაწიბური (ნაკერი). სამი და მეტი ძვალის შეხვედრის ადგილზე კი წარმოიქმნება მრავალკუთხედის ფორმის რღვეული.

ასეთი რღვეულები დაფარულია მტკიცე შემაერთებელი ქსოვილით, რომელსაც ყიფლიბანდს უწოდებენ.

ძირითადი ყიფლიბანდი წარმოადგენს უაღრესად მტკიცე შემაერთებელ ქსოვილს. დროთა განმავლობაში ხდება ამ ქსოვილის თანდათანობით გაძვლოვანება გვერდებიდან, რის შედეგადაც ყიფლიბანდის ზომები თანდათანობით მცირდება და ბოლოს სრულად იხურება.

ახალშობილს აქვს 6 ყიფლიბანდი. წინა (ყველაზე დიდი ზომის), უკანა (სიდიდით მეორე), ორი დვრილისებრი და ორი სოლისებრი ყიფლიბანდი.

ბავშვების უმრავლესობას დაბადებისას აღენიშნება პირველი ორი ყიფლიბანდი. დანარჩენი ოთხი დაბადების შემდეგ ან ძალიან სწრაფად იხურება, ან იმდენად მცირეა, რომ მათი შემჩნევა ძალიან რთულია.

 

თავის ქალის ზრდა და ყიფლიბანდის როლი

 

თავის ქალის ზრდა და ყიფლიბანდის როლიადამიანების უმრავლესობის წარმოდგენაში, ყიფლიბანდი თავის ქალის ზრდის ერთადერთი შესაძლებელი სივრცეა, ხოლო ყიფლიბანდის დახურვა ასოცირდება თავის ქალის ზრდის დასრულებად.

სინამდვილეში, ეს ასე არ არის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თავის ქალის ძვლები იზრდება ცენტრში და გვერდებზე.

ყიფლიბანდს კი (ძირითადი სახით წინას და უკანას) უჭირავს მომიჯნავე ძვლებს შორის სივრცის მხოლოდ მცირედი ნაწილი, ამიტომაც მის როლს თავის ქალის ზრდაში არა აქვს დიდი მნიშვნელობა.

მთავარ როლს თავის ქალის ძვლების ზრდაში, თამაშობს მასზე არსებული ნაწიბურები (ნაკერები), რომლებიც ყიფლიბანდისგან განსხვავებით არ იხურება და ღია რჩება 20 წლის ასაკამდე.

თავის ქალის ძვლების ზრდა მკაცრად დამოკიდებულია თავის ტვინის განვითარების სიჩქარეზე. თავის ტვინის და შესაბამისად თავის ქალის ძვლების ყველაზე სწრაფი ზრდა აღინიშნება ბავშვის სიცოცხლის პირველ ორ წელიწადს.

ყიფლიბანდის ძირითად როლს, მშობიარობის დროს და შემდგომი ერთი წლის განმავლობაში - ბავშვის თავის ქალის ელასტიურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

მართლაც, ყიფლიბანდის წყალობით, ახალდაბადებული ბავშვის თავის ქალის ძვლები ძალიან მოძრავია და ადვილად ეთავსება დედის მცირე მენჯის ზომებს მშობიარობის დროს.

ახლახან დაბადებული ბავშვის თავი გაბრტყელებულია ორივე მხრიდან და გამოწეულია წინა და უკანა მიმართულებით (ამ მოვლენას „თავის კონფიგურაციას“ უწოდებენ).

მშობიარობისთვის ასეთი იდეალური თავის ფორმა ფორმირდება თავად მშობიარობის პროცესში ყიფლიბანდის საშუალებით. ყიფლიბანდობის ელასტიურობის დამსახურებაა ისიც, რომ მშობიარობის შემდეგ, რამოდენიმე დღეში, ბავშვის თავის ქალა იღებს ნორმალურ ფორმას.

ყიფლიბანდი აქტიურად მონაწილეობს თბორეგულაციაში მთლიანად და თავის ტვინის ტემპერატურის რეგულაციაში ნაწილობრივ. ნორმაზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, ყიფლიბანდიდან ხდება თავის ტვინის დამატებითი, ბუნებრივი გაგრილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან დიდებისგან განსხვავებით ახალშობილის თავის ტვინი გაცილებით მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის მიმართ.

სიცოცხლის პირველი ორი წლის პერიოდში, ბავშვი ეცემა და ურტყამს თავს ყველაზე ხშირად, ვიდრე მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. გახსნილი დიდი ყიფლიბანდის წყალობით კი დარტყმის მომენტში ნარჩუნდება თავის ქალის ელასტიური დეფორმაციის შესაძლებლობა, რომელიც შთანთქავს დარტყმის კინეტიკურ ენერგიას და იცავს ბავშვს სერიოზული ტრამვებისაგან.

 

როგორი უნდა იყოს ნორმალური ყიფლიბანდი

 

როგორი უნდა იყოს ნორმალური ყიფლიბანდიგარეგნულად, ჯანმრთელი ბავშვის ყიფლიბანდი გამოიყურება როგორც პულსირებადი, რომბის ფორმის, ოდნავ ჩაზნექილი ან ამოზნექილი თავის კანის მონაკვეთი.

ჩვეულებრივ, დაბადებისას და შემდგომი დათვალიერების დროს, ფასდება ორი ყიფლიბანდის მდგომარეობა: უკანა (მცირე) და წინა (დიდი).

ყიფლიბანდის ზომები გამოითვლება სპეციალური ფორმულით: - ყიფლიბანდის გასწვრივი დიამეტრი +  ყიფლიბანდის განივი დიამეტრი / 2.

ახალდაბადებულ ბავშვთა უმრავლესობის უკანა ყიფლიბანდის ზომა არ აღემატება 0,5-0,7 სმ-ს. უკანა ყიფლიბანდი როგორც წესი იხურება უკვე პატარის სიცოცხლის პირველი-მეორე თვის განმავლობაში.

წინა (დიდი) ყიფლიბანდი, ჩვეულებრივ კარგად შესამჩნევია და სწორედ ამიტომ დიდ ინტერესს იწვევს.

ბავშვის დაბადებისას, დიდი ყიფლიბანდის საშუალო ზომებია 2,2-3,5 სმ.

დიდი ყიფლიბანდის დახურვის ნორმად მიიჩნევა 6-18 თვის ასაკი, თუმცა არის შემთხვევები, როცა ყიფლიბანდის დახურვის ნორმა 3-6 თვე, ან უფრო გვიანი ვადა 18-24 თვეა.

 

მცდარი მოსაზრებები ყიფლიბანდზე

 

მცდარი მოსაზრებები ყიფლიბანდზედიდი ყიფლიბანდის „ნორმალურ ზომებთან“ და „დახურვის ვადებთან“ დაკავშირებულია უამრავი მცდარი მოსაზრება, რომლებიც ხშირად აშფოთებს გამოუცდელ მშობლებს.

აი რამოდენიმე მათგანი:

დაბადების დროს ყველა ბავშვის ყიფლიბანდის ზომა ერთი და იგივეა.

სინამდვილეში, დიდი ყიფლიბანდის ნორმალური ზომები საკმაოდ მერყევი და სხვადასხვაა. ახალდაბადებულ ბავშვებში, დიდი ყიფლიბანდის ზღვრულ ნორმებად მიიჩნევა 0,6-3,6 სმ (საშუალო ზომად კი 2,1 სმ. ზემოთ აღნიშნული ფორმულით).

ბავშვის დაბადების შემდეგ, ყიფლიბანდის ზომები უნდა შემცირდეს. ზომების გაზრდა ითვლება დაავადების ნიშნად.

სინამდვილეში, თავის ტვინის სწრაფი განვითარების გამო, დიდი ყიფლიბანდის ზომები რამდენადმე იზრდება ბავშვის დაბადებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.

არსებობს გარკვეული ვადა, როცა დიდი ყიფლიბანდი უნდა დაიხუროს.

სინამდვილეში, დიდი ყიფლიბანდის დახურვის ვადა, ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ბავშვის განვითარების სხვა პარამეტრები (სიარულის დაწყება, კბილების ამოსვლა, პირველი სიტყვების წარმოთქმა).

ჯანმრთელ ახალდაბადებულ ბავშვებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ 1% შემთხვევებში დიდი ყიფლიბანდი დაიხურა სამი თვის ასაკში, 40% შემთხვევებში ერთი წლის თავზე, ხოლო 95% შემთხვევებში ორი წლის ასაკში.

ჩვეულებრივ, დიდი ყიფლიბანდი ბიჭებს უფრო მალე ეხურებათ, ვიდრე გოგონებს.

რაც უფრო პატარაა ყიფლიბანდი დაბადების მომენტში, მით უფრო მალე იხურება იგი.

სინამდვილეში, ყიფლიბანდის საწყის ზომებსა და მისი დახურვის ვადებს შორის არავითარი პირდაპირი პროპორციონალური კავშირი არ არსებობს.

ყიფლიბანდის სრული დახურვა ნიშნავს თავის ქალის ზრდის სრულ შეჩერებას, რასაც მოსდევს შიდა ქალის წნევის მომატება.

ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, თავის ქალის ძვლები იზრდება ძირითადად მისი ცენტრალური ნაწილის გადიდების  და ნაწიბურების არეში გვერდითა ძვლების გაფართოების ხარჯზე.

გამონაკლისია მეტოპიური ნაკერი (შუბლის შუა ნაკერი/ნაწიბური), რომელიც იხურება დაახლოებით ორი წლის ასაკში. ყველა დანარჩენი ნაკერი/ნაწიბური იხურება 18-20 წლის ასაკში, რაც საშუალებას იძლევა თავის ქალა ნორმალური ადამიანისთვის დამაზასიათებელ ზომამდე გაიზარდოს.

(ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა) ყიფლიბანდის დახურვის სიჩქარე დამოკიდებულია ბავშვის ორგანიზმისთვის კალციუმისა და D ვიტამინის მიწოდებაზე.

სინამდვილეში, კალციუმი და ვიტამინი D ყიფლიბანდის დახურვის სიჩქარეზე მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმს ამ ნივთიერებების დეფიციტი აქვს (ამ შემთხვევაში ყიფლიბანდი ნელა იხურება).

ძალიან ხშირად, მშობლები და უბნის ექიმები, რომლებიც ბავშვს მეთვალყურეობას უწევენ, შეშფოთებულები არიან ყიფლიბანდის „სწრაფი დახურვით“ - უწყვეტენ ბავშვს რაქიტის პროფილაქტიკისათვის განკუთვნილ ვიტამინ D-ს და გადაჰყავთ ახალშობილი ნაკლები კალციუმის შემცველ დიეტაზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ყიფლიბანდის დახურვის ნორმალური ვადები მერყეობს 3-დან 24 და მეტ თვემდე, უმრავლეს შემთხვევაში არავითარ „ნაადრევ დახურვას“ არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

ამასთან ბავშვის ჯანმრთელობისთვის, რეალური საშიშროება შეიძლება არა ყიფლიბანდის სწრაფი დახურვა, არამედ ვიტამინ D-ს პროფილაქტიკური მიღების შეწყვეტა გახდეს.

ყიფლიბანდის არეში ხელის მიკარება სახიფათოა, ამან შეიძლება ტვინის დაზიანება გამოიწვიოს.

სინამდვილეში, ეს აბსოლიტურად მცდარი მოსაზრებაა. გამოუცდელი მშობლების უმრავლესობას ეშინია ყიფლიბანდის ხელით შეხება და გულისფანცქალით უყურებს, თუ როგორ გაბედულად სინჯავს ექიმი მას თითებით.

რეალურად, ბავშვის დიდი ყიფლიბანდი გაცილებით მტკიცეა და დაცული,  ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ხელის თითებით მისი მოსინჯვა ახალშობილისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

შეგიძლიათ შეეხოთ თოთებით, მოეფეროთ, აკოცოთ, დავარცხნოთ. ეს არავითარ საფრთხეს არ შეუქმნის თქვენს პატარას.

 

რას ნიშნავს ამოზნექილი ან ჩაზნექილი ყიფლიბანდი

 

რას ნიშნავს ამოზნექილი ან ჩაზნექილი ყიფლიბანდიჯანმრთელი ბავშვის ყიფლიბანდი უნდა იყოს ირგვლივ შემოსაზღვრული თავის ქალის ძვლების დონეზე ოდნავ მაღლა ან დაბლა და ესამჩნევად პულსირებდეს.

შეცვლილი იერსახის ყიფლიბანდი (ძალიან ჩაზნექილი, ან პირიქით - ამოზნექილი), შესაძლოა მიანიშნებდეს მთელ რიგ დაავადებებზე.

ჩაზნექილი ყიფლიბანდი - ყველაზე ხშირად, ჩავარდნილი ყიფლიბანდი აღენიშნებათ ბავშვებს, რომელთაც აქვთ გაუწყლოვანება (მაღალი ტემპერატურის გამო), კუჭის აშლილობა, გახშირებული ღებინება.

ჩავარდნილი ყიფლიბანდის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის სითხით და საჭიროა დაუკავშირდეთ ექიმს, რომელიც მოგცემთ დანიშნულებას გაუწყლოვანების, კუჭის აშლილობის ან ღებინების სამკურნალოდ.

ამოზნექილი ყიფლიბანდი - ყველაზე ხშირად, ამობურცული ყიფლიბანდი აღინიშნება ისეთი დაავადებების ფონზე, როგორიცაა ქალას შიდა წნევა, მენინგიტი, ენცეფალიტი, ქალას შიდა სისხლდენა, სიმსივნე და სხვა მიზეზები.

თუ ამოზნექილ ყიფლიბანდს თან ახლავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი, აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ ექიმს.

ეს სიმტომებია:

ძალიან მაღალი ტემპერატურა;

თუ ამობურცული ყიფლიბანდი გამოწვეულია ბავშვის დაცემით და თავის ტრამვით;

ღებინება;

ძილიანობა ან ზედმეტი გაღიზიანება;

სიელმე;

კრუნჩხვები ან ეპილეფტიური შეტევები;

გრძნობის დაკარგვა;

ყიფლიბანდის ამობურცვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველგვარი მიზეზის გარეშე;

ბავშვის ყიფლიბანდი არ მოითხოვს არავითარ სპეციალურ მოვლას ან დაცვას. ყიფლიბანდი თამამად შეგიძლიათ დაბანოთ ბავშვის ბანაობის დროს, თუმცა არ გააამშრალოთ, უბრალოდ შეაშრეთ ყიფლიბანდის არე პირსახოცით.

 

დიდი ყიფლიბანდი და ყიფლიბანდის გვიანი დახურვა

 

დიდი ყიფლიბანდი და ყიფლიბანდის გვიანი დახურვაჩვეულებრივ, ბავშვის გასინჯვის დროს დგინდება დიდი ყიფლიბანდის ზომები და მისი შესაბამისობა ასაკთან და ბავშვის საერთო განვითარებასთან, აგრეთვე ყიფლიბანდის შიდა თავისებურებებთან.

ყიფლიბანდის ძალიან დიდი ზომები ან მისი გვიანი დახურვა, შესაძლოა იყოს შემდეგი დაავადებების ნიშანი:

რაქიტი - რაქიტი ყიფლიბანდის გვიანი ან ნელი დახურვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

ყველაზე ხშირად რაქიტი აღინიშნება დღენაკლულ და ხელკოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში, რომელთაც არ ენიშნებათ პროფილაქტიკური მკურნალობა D ვიტამინით და ძალიან მცირე დროს ატარებენ მზის გულზე.

რაქიტით დაავადებული ბავშვის ყიფლიბანდის კიდეები მოქნილია, კეფა გაბრტყელებული, მკერდის ძვლიდან ორივე მხარეს წარმოიქმნება დამახასიათებელი ძვლოვანი შესქელებები.

თუ ეჭვი გაჩნდა, რომ ბავშვს უვითარდება რაქიტი, აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად დანიშნავს D ვიტამინით და კალციუმით მკურნალობას.

თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი - თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძვლის ზრდა-განვითარებისთვის, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სიმპტომი შეიძლება იყოს ყიფლიბანდის ნელი ან გვიანი დახურვა.

თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს ქრონიკული შეკრულობა, მოდუნებულობა, ძილიანობა, ცუდი მადა, შეშუპებები.

თუ ეჭვი გაჩნდა, რომ ბავშვს თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი აქვს, საჭიროა დაუყონებლივ მიმართოთ პედიატრს, რომელიც სავარაუდოდ დანიშნავს გამოკვლევებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის განსაზღვრისთვის (თ4) და სისხლში ჰიპოთალამუსზე.

თუ დიაგნოზი დადასტურდა, ბავშვს ენიშნება მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით.

აქონდროდისპლაზია - ძვლის ქსოვილის იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძვლის ზრდის დარღვევა და კიდურების საგძნობი დამოკლება, რაც შედეგად იწვევს ჯუჯობას.

აქონდროდისპლაზიით დაავადებულ ბავშვებს, როგორც წესი, გვიან დახურული ან ძალიან დიდი ყიფლიბანდის გარდა ახასიათებთ მოკლე ხელები და ფეხები, ფართო თავი და წინ გამოწეული შუბლი.

სამწუხაროდ დღესდღეობით აქონდროდისპლაზიის სამკურნალო ეფექტური მეთოდები არ არსებებს.

დაუნის სინდრომი - ერთ-ერთი შედარებით გავრცელებული ქრომოსომული დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება სხვადასხვა გადახრები ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში.

ჩვეულებრივ, დაუნის სინდრომის დიაგნოზი ისმება ბავშვის დაბადებისთანავე, მთელი რიგი დამახასიათებელი ნიშნების გამო.

ეს ნიშნები, დიდი ყიფლიბანდის გარდა შეიძლება იყოს ერთი გასწვრივი ღრმა ხაზი ხელისგულზე (პალმარული ხაზი), სახის დამახასიათებელი გამომეტყველება, მოკლე კისერი და სხვა...

თუ ეჭვი გაჩნდა, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს, იგი უნდა აჩვენოთ პედიატრს, რომელიც სავარაუდოდ დანიშნავს დაუნის სინდრომის დიაგნოზის დასმის მეთოდს - კარიოტიპირება (ადამიანის ქრომოსომების რაოდენობისა და სტრუქტურის განსაზღვრა).

ბავშვები, რომელთაც დაუნის სინდრომი აქვთ, მოითხოვენ სპოეციალურ მოვლასა და მკურნალობას.

სხვა მიზეზები - უფრო იშვიათ შემთხვევებში, ყიფლიბანდის გვიანი დახურვა, ან მისი დიდი ზომები შეიძლება გამოწვეული იყოს ძვლის სხვა თანდაყოლილი დაავადებებით.

ასეთი დაავადებების დიაგნოზი შესაძლოა დაისვას მხოლოდ სპეციალიზირებულ პედიატრულ ცენტრებში დეტალური გამოკვლევების შემდეგ.

 

პატარა ყიფლიბანდი და ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა

 

პატარა ყიფლიბანდი და ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვაყიფლიბანდის ნაადრევ დახურვაზე საუბრობენ მხოლოდ მაშინ, როცა დიდი ყიფლიბანდი იხურება სამ თვეზე ადრე. თუმცა ამ შემთხვევაშიც ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებლად ავადაა.

ყიფლიბანდის მდგომარეობის შეფასებისას, აუცილებელია არა მხოლოდ მისი ზომებისა და ბავშვის ასაკის შესაბამისობა, არამედ ბავშვის თავის საერთო გარშემოწერილობა.

თუ ყიფლიბანდი დაიხურა 3 თვეზე ადრე, მაგრამ თავის გარშემოწერილობა შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს, ბავშვი ჯანმრთელია და ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა არ წარმოადგენს შეშფოთების საფუძველს.

ყველაზე ხშირად ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვის მიზეზია შემდეგი დაავადებები:

კრანიოსინოსტოზი - ძვალთა სისტემის იშვიათი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავის ქალის ნაკერების ადრეული დახურვა, თავის ქალის მცირე გარშემოწერილობა, შიდა ქალის წნევა, სმენის დარღვევა, სიელმე და თავის ქალის სხვა ნაწილების ზრდის დარღვევა.

კრანიოსინოსტოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან განვითარდეს რაქიტის ფონზე, აგრეთვე ფარისებრი და პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციების დარღვევის გამო.

კრანიოსინოსტოზის დიაგნოსტირება ხდება სპეციალიზირებულ პედიატრიულ კლინიკებში. მკურნალობა კი უპირატესად ქირურგიული მეთოდით ხდება.

თავის ტვინის განვითარების ანომალია - ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც, ყიფლიბანდის ადრიანი დახურვა გამოწვეულია თავის ტვინის განვითარების ანომალიებით.

აღნიშნული დაავადების დიაგნოსტირება ხდება ნეიროპედიატრების მიერ, ხოლო მკურნალობა დამოკიდებულია ანომალიის ტიპზე და სიმძიმეზე.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები



როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა