მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12995 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ ღამის ქოთანიმშობლების უმრავლესობა ადრეული პერიოდიდანვე ფიქრობს გადააჩვიოს საკუთარი პატარა ჰიგიენურ საფენს და მიაჩვიოს ღამის ქოთანს.

არც თუ ისე იშვიათად, ღამის ქოთანი სახლში ბინას იდებს უკვე მაშინ, როცა ბავშვი შესრულდება 6 თვის.

მართალია ამ ასაკში პატარა ვერ გადაეჩვევა ჰიგენურ საფენს, მაგრამ მას უკვე ამ პერიოდისთვის შეუძლია დაჯდომა და კარგია თუ „ახლოს გაიცნობს“ და ეცოდინება, რისთვისაა განკუთვნილი ეს საგანი.

ფაქტიური ასაკი, როცა ბავშვს შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები არის 1,5-3 წლის ასაკი.

ბავშვის ღამის ქოთანზე მიჩვევაში დიდ როლს თამაშობს თავად ქოთანი (თუ მას არ მოსწონს მისი ფორმა, ფერი, კონსტრუქცია, არ მოსწონს შეხებისას) ან უბრალოდ ვერ შეეგუა მას, მიჩვევის პროცესი დროში ძალიან გაიწელება.

გარდა იმისა, რომ მოსწონდეს ვიზუალურად, პატარა ქოთანზე თავს უნდა გრძნობდეს მოხერხებულად, კომფორტულად და უსაფრთხოდ.

ფაქტია, რომ თუ პატარას მოსწონს ღამის ქოთანი, მისი მიჩვევა გაცილებით ადვილი ამოცანაა. ამიტომ, სასურველია, თუ ქოთნის შეძენის დროს თან წაიყვანთ მას და არჩევანს მას გააკეთებინებთ (ანუ სასურველ ქოთანს მოაწონებთ).

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მშობლებისთვის აუცილებელია იცოდნენ, თუ როგორ შეარჩიონ სწორად და რომელ ღამის ქოთანზე გააკეთონ არჩევანი, რათა მისი საშუალებით მოხდეს ბავშვის მიჩვევის პროცესის დაჩქარება და არა დამუხრუჭება.

 

ღამის ქოთნის სახეობები

 

კლასიკური ღამის ქოთანი - ეს არის ძველი ტიპის „ბებიასეულის“ მსგავსი ღამის ქოთანი, რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს.

ანატომიური ღამის ქოთანი - ასეთ ქოთანს უნაგირის ფორმა გააჩნია. უკანა მხარეს ზურგი და წინა მხარე წინ წამოწეული.

ასეთი ტიპის ქოთანზე ბავშვი ფეხებგაშლილი ჯდება.

ქვესადგამიანი ღამის ქოთანი - ამ ქოთანს წინა მხრიდან მოხერხებული საფეხური აქვს.

მისი უპირატესობაა ის, რომ ბავშვს დაჯდომის, ან ადგომის დროს არ შეუძლია გადააყირავოს ქოთანი, რადგან მისი ფეხები დგას ქვესადგამზე, რომელიც აფიქსირებს ქოთნის მდებარეობას.

ქოთანი-სკამი - ეს ქოთანი წააგავს ნამდვილ საბავშვო სკამს - ზურგით და ფეხებით.

მხოლოდ დასაჯდომის მაგივრად აქვს სპეციალური ფორმის ღიობი, რომლის ამოღება, გადაღვრა და გარეცხვა საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეიძლება.

ქოთანი-სათამაშო - ეს არის ღამის ქოთანი, რომელსაც სხვადასხვა  ცხოველების, მანქანების ან ნებისმიერი სხვა სათამაშოს ფორმა აქვს.

ზოგიერთ ბავშს არ მოსწონს ჩვეულებრივი ქოთანი, ხოლო სხვადასხვა ცხოველის, მანქანის, თოჯინის და ა.შ ფორმის ღამის ქოთანზე სიამოვნებით ჯდება.

მუსიკალური ქოთანი - ამ ტიპის ქოთანი აღჭურვილია სპეციალური სენსორებით, რომელიც რეაგირებს სითხის მოხვედრაზე.

ამიტომ, როცა ბავშვი ქოთანში ისაქმებს, ირთვება სხვადასხვა მელოდიები. თუ ასეთი ქოთნის შეძენას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ მელოდიები არ გამოირთვება, სანამ გარეცხილი ქოთანი კარგად არ გაშრება, რაც საკმაო დისკომფორტს შეგიქმნით

ქოთანი-ტრანსფორმერი - ასეთი ქოთანი ძალიან მოსახერხებელია, რადგან „იზრდება“ პატარასთან ერთად და შეუძლია გადაიქცეს ქოთნიდან დიდების უნიტაზად.

აწყობილ მდგომარეობაში ეს არის ბავშვის ჩვეულებრივი ქოთანი-სკამი, ხოლო დაშლილ მდგომარეობაში ქოთნის ქვედა ნაწილი ქვესადგამი-საფეხურია, ხოლო ზედა საფარი უნიტაზისთვის.

ამ ტიპის ქოთანს, გარდა იმისა, რომ პატარას შეუძლია ადგილზევე მოისაქმოს, აქვს გასაშლელი პატარა კიბე, რომლის სიმაღლე არის უნიტაზის სიმაღლის და მის სტანდარტებს მორგებული.

სურვილის შემთხვევაში კიბე იშლება (სიმაღლე სტანდარტულია) და ქოთნის ის ნაწილი, სადაც ბავშვი ზის, ზუსტად ედება უნიტაზის საფარს და ჩაეკიდება უნტაზში.

პატარას დამოუკიდებლად შეუძლია მიადგას კონსტრუქცია უნიტაზს და დაჯდეს. რაც ბევრ ბავშვს ძალიან მოსწონს.

დასაკეცი ქოთანი - ეს ღამის ქოთნის შესანიშნავი ვარიანტია, როცა იგი საჭიროა გადასატანად (მოგზაურობის დროს, სტუმრად ან ა.შ).

ასეთ ქოთანს აქვს მყარი პლასტმასის საჯდომი და რბილი, დასაკეცი სადები, რომელიც გავსების შემდეგ უნდა გადააგდოთ.

კლასიკური
ქოთანი
ანატომიური
ქოთანი
ქვესადგამიანი
ქოთანი
ქოთანი
სკამი
ქოთანი
სათამაშო
მუსიკალური
ქოთანი
ქოთანი
ტრანსფორმერი
დასაკეცი
ქოთანი


ღამის ქოთნები ბიჭებისთვის და გოგონებისთვის

 

ღამის ქოთნები ბიჭებისთვის და გოგონებისთვისვაჟებისა და გოგონების ფიზიოლოგიური თავისებურებები გარკვეულ მოთხოვნილებებს წარმოშობს ღამის ქოთნის ფორმასთან დაკავშირებით.

მართალია ეს მოთხოვნები არ არის მკაცრად განსაზღვრული, მაგრამ მშობლები მაინც დიდ შეცდომას უშვებენ, როცა არ აქცევენ ყურადღებას ქოთნის ფორმას და იმ საკითხს, თუ რომელი სქესის ბავშვისთვისაა იგი განკუთვნილი.

გოგონებისთვის - მიიჩნევა, რომ გოგონებისთვის უფრო მოსახერხებელია მრგვალი ფორმის ღამის ქოთანი, რადგან მასზე შესაძლებელია ბავშვი დაჯდეს მიტყუპებული ფეხებით.

ასეთ ღამის ქოთანზე გოგონები მოხერხებულად გრძნობენ თავს. შარდის შხეფების გარეთ გადმოღვრაც გამორიცხულია.

ვაჟებისთვის - ბიჭებისთვის განკუთვნილ ღამის ქოთანის წინა ნაწილი იდეალში გამოწეული უნდა იყოს.

ბავშვი ასეთ ქოთანზე ზის როგორც უნაგირზე, ხოლო ქოთნის  წინ გამოწეული შემაღლებული შვერილი იცავს გარშემო სივრცეს შარდის შხეფებისგან.

გარდა ამისა ვაჟისთვის განკუთვნილი ქოთნის წინა ნაწილში არსებული შემაღლება არ აძლევს პატარას ფეხების შეტყუპების საშუალებას და ბავშვის ასოც დაცულია, რათა ზედმეტად არ გაიჭედოს თეძოებს შორის.

 

როგორი ღამის ქოთანი ავირჩიოთ

 

როგორი ღამის ქოთანი ავირჩიოთსაბავშვო მაღაზიების, აფთიაქების ან სავაჭრო ცენტრის ვიტრინებზე არსებული ღამის ქოთნების მრავალფეროვნებას დაბნეულობაში შეჰყავს მშობლები.

ამიტომ, ამ მნიშვნელოვანი აქსესუარის არჩევის შესახებ რჩევები და რეკომენდაციები ნათელს გახდის, თუ რომელი ღამის ქოთანი იმსახურებს ყურადღებას და რომელი უბრალო ამშვენებს ვიტრინას.

ღამის ქოთნის შერჩევის დროს, მთავარია არ დაგავიწყდეთ მისი ძირითადი დანიშნულება და არ გადაერთოთ მის სხვა დამატებით ფუნქციებზე.

გახსოვდეთ, რომ მუსიკალურ, ან სათამაშოს ფორმის ღამის ქოთანს სპეციალისტები მიიჩნევენ ზედმეტად და ზოგიერთი მათგანი მავნებლადაც კი.

მუსიკა, მანათობელი ელემენტები, სათამაშოს ტიპის ფორმები ასოციაციას აღუძრავს პატარას, რომ ქოთანი სათამაშოა და ყურადღება გადააქვს მისი ძირითადი დანიშნულებიდან.

გარდა ამისა, ღამის ქოთანთან თამაში პროვოცირებას უწევს ბავშვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იჯდეს ქოთანზე, ვიდრე საჭიროა. ეს კი არ არის სასარგებლო და პირიქით,  საშიშიც კია შორისის კუთებისთვის.

 ქოთანზე ჯდომის დროს ბავშვი თავს უნდა გრძნობდეს მოხერხებულად და კომფორტულად;

 ქოთნის ზედაპირი შეხებისას არ უნდა იწვევდეს უსიამოვნო შეგრძნებებს, რათა ბავშვმა არ თავს უარის მის გამოყენებაზე;

 ბავშვს უნდა შეეძლოს ქოთანზე დამოუკიდებლად დაჯდომა და ადგომა;

 ქოთანის არ უნდა მიეკროს ბავშვს ფეხებზე და დუნდულებზე, რადგან ეს გაართულებს ადგომის პროცესს;

ღამის ქოთნის სახეობები თავსახურის არსებობა ღამის ქოთანზე რა თქმა უნდა პლუსია, თუმცა მისი შეფასება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ აპირებთ მაშინვე გაათავისუფლოთ და გარეცხოთ ქოთანი.

თუ პირიქით, ყოველი გამოყენების შემდეგ მაშინვე ღვრით და გულმოდგინედ რეცხავთ ქოთანს, მაშინ თავსახურის არსებობაზე ან არ არსებობაზე, შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები.

თუ აირჩევთ თავსახურიან ქოთანს, არ დაგავიწყდეთ, რომ ქოთანთან ერთად ყოველთვის გარეცხოთ თავსახურიც.

და საერთოდ, გხსოვდეთ, რომ ბავშვის ღამის ქოთანი ყოველთვის იდეალურად სუფთა უნდა იყოს. მას რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩაუტაროთ დეზინფექცია, რათა პატარა დაცული იყოს ყოველგვარი მავნე მიკრობებისა და ბაქტერიებისგან.

ღამის ქოთანის ღია ზედაპირი  უნდა იყოს საკმარისად ფართო, რათა ბორტებმა არ შეერჭოს და არ დაუბეჟოს ბავშვს ფეხების და დუნდულები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღამის ქოთანის იყოს მყარი. იგი არ უნდა დეფორმირდებოდეს ბავშვის დაჯდომის შემდეგ და პატარამ ვერ უნდა შეძლოს მისი გადაყირავება.

ხარისხიან მოდელებს გააჩნია საფეხურები (შესაძლოა რეზინისგან დამზადებულიც), რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს სიმყარეს, არამედ იცავს ქოთანს მოცურებისგან.

ერთმნიშვნელოვნად უმჯობესია პლასტმასის ღამის ქოთნები, ვიდრე ემალირებული. თავად პლასტმასი, რომლისგანაც დამზადებულია ღამის ქოთანი, უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მსუბუქი, არატოქსიკური და გლუვი.

ამასთან, უნდა ირეცხებოდეს მარტივად და ექვემდებარებოდეს დეზინფექციას.

 დაუშვებელია ქოთანის კორპუსი იყოს ნაპრალებიანი და აქერცლილი. ამ შემთხვევაში იგი ბავშვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორი ღამის ქოთანი ავირჩიოთ კარგია თუ ღამის ქოთანს გააჩნია მოსახერხებელი სახელური, რადგან გარდა იმისა, რომე ეს მოსახერხებელია მშობლებისთვის, ბევრ პატარას თავად უყვარს უნიტაზში მისი გადაღვრა.

ამიტომ, თუ არჩევანს სახლურიან ღამის ქოთანზე გააკეთებთ, პირველ რიგში სახელური მოსახერხებული უნდა იყოს ბავშვისთვის, რათა აღების მცდელობის დროს ხელიდან არ აუცურდეს და გაუვარდეს იგი.

თუ ღამის ქოთანი რამდენიმე დეტალისგან შედგება ან გააჩნია რთული ფორმა, გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ იგი ადვილად იშლებოდეს და ყველა დეტალის გარეცხვა იყოს შესაძლებელი.

წინაამდეგ შემთხვევაში რთულად მისადგომი დეტალები, რომელთა გარეცხვა ვერ მოხერხდა, მიკრობების ბუდედ გარდაიქმნება.

ქოთნის ფერს არა აქვს დიდი მნიშვნელობა, აარჩიეთ ის ფერი, რომელიც პატარას მოეწონება;

 

ბავშვის უნიტაზის საფარი

 

ბავშვის უნიტაზის საფარიღამის ქოთნის ალტერნატივას წარმოადგენს ბავშვის მსუბუქი უნიტაზის საფარი.

ხდება ხოლმე, რომ პატარა დაჟინებით ახდენს ქოთნის იგნორირებას, ხოლო უნიტაზზე სიამოვნებით და უპრობლემოდ ჯდება.

ამ შემთხვევაში, მშობელმა უნდა იზრუნოს ან სპეციალური საფეხურის შეძენაზე, რათა ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს უნიტაზზე დაჯდომა, ან შეიძინოს ღამის ქოთანი, რომელსაც დაკეცილ მდგომარებაში თავად აქვს სპეციალური სადგამი ქოთნის კორპუსში.

შესაძლებელია სპეციალური უნიტაზის საფარის შეძენა, გასაშლელი საფეხურითა და კიბეებით, რომელიც ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.

 

პს

 

როგორ ავირჩიოთ ღამის ქოთანიმაშინაც კი, თუ გაითვალისწინებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციას, ფაქტია, რომ ქოთანს ყიდულობთ კონკრეტული ბავშვისთვის, ეს კი ნიშნავს რომ მისი აზრიც რამეს ნიშნავს და გასათვალისწინებელია.

ამიტომ, უმჯობესია, თუ წაიყვანთ თან პატარას და შესთავაზებთ დაჯდეს სხვადასხვა მოდელის ღამის ქოთნებზე.

ასეთი ტესტირების პროცესში, მაშინვე დაინახავთ ღამის ქოთნების ყველა დადებით და უარყოფით თვისებებს და გააკეთებთ სწორ არჩევანს, რომელიც შესაბამისაობაში მოვა თქვენის ბავშვის მოთხოვნებთან და სურვილებთან.

შესაძლოა არჩევანის გაკეთების დროს ქოთნის შეძენა რამოდენიმეჯერ მოგიხდეთ, მაგრამ ნერვიულობად არ ღირს. გახსოვდეთ, რომ უპირველესი თქვენი პირმშოს (და თქვენიც) კომფორტია.


წარმატებულ არჩევანს გისურვებთ!


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

 

საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ