მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 27338 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთვარის ჰოროსკოპი - ტყუპები  21.05-21.06მთვარის ჰოროსკოპი - ტყუპები  21.05-21.06

 

მთვარის ნათელი მხარე ტყუპების ნიშანში - ადამიანები ამ დროს უფრო მრავალხრივები, მახვილგონიერები, მომხიბვლელები, გამოცოცხლებულები და მხიარულები ხდებიან.

მთვარის ბნელი მხარე ტყუპების ნიშანში - ადამიანები ამ დროს უფრო არაორგანიზებულები, არათანმიმდევრულები, ზედაპირულები, ეშმაკები ხდებიან, აქვთ ინტრიგებისადმი მიდრეკილება.

ტყუპების ცოცხალ, მოუსვენარ ნიშანში, მთვარე ცვალებადი და გამოუცნობი ხდება. ამის გამო, ყველა ტყუპი რა თქმა უნდა არ არის ფუქსავატი და არამყარი, მაგრამ ისინი თითქმის ყოველთვის უსვამენ ხაზს საკუთარ მახვილგონიერებასა და წარმოსახვის უნარს.

მთვარის ტყუპები საოცრად სწრაფად იღებენ გარე სამყაროსგან შეგრძნებით შთაბეჭდილებებს, ისინი ძალიან სწრაფად შეიწოვენ ახალ ინფორმაციებს და მომენტალურად გამოაქვთ დასკვნები. იმის გამო, რომ ტყუპები გონებრივი ნიშანია, მათი გადაწყვეტილებები უფრო ინტელექტუალურია, ვიდრე ემოციური, თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ ტყუპები უგრძნობები არიან, უბრალოდ მათ უშუალო რეაქციას მენტალური ხასიათი გააჩნია ხოლმე.

მთვარის ტყუპები ყველაფერს ციმციმ ითვისებენ და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გახდენენ შესანიშნავი კრიტიკოსები იმის გამო, რომ აქვთ კარგი ანალიზის უნარი და შეუძლიათ საკუთარი შეფასება დახვეწილად გადმოსცენ სიტყვებით. მთვარე ტყუპებს აჯილდოვებს კომუნიკაბელურობითა და დიდი პირადი შარმით. მთვარის ტყუპები გამოირჩევიან მომხიბვლელი, ცოცხალი ხასიათით, რომლის წყალობითაც ისინი ადვილად ხვდებიან ყურადღების ცენტრში. ტყუპებთან საუბარმა, შესაძლოა მიიღოს მოულოდნელი მიმართულება და შეეხოს გაუთვალისწინებელ საკითხებს.

მთვარის ტყუპები მოუსვენრები არიან და საჭიროებენ მუდმივ სტიმულაციას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდნენ ჩაკეტილ სივრცეში, მარტოობაში ან უმოქმედობაში, უიმედობა იპყრობთ და ყვალანაირად ცდილობენ თავი დააღწიონ ასეთ მდგომარეობას.

მთვარის ტყუპები მიდრეკილნი არიან ანალიზი გაუკეთონ საკუთარ გრძნობებს და გაარკვიონ რატომ ფიქრობენ და აზროვნებენ ასე და არა სხვაგვარად.

მთვარის ტყუპები მახვილგონიერებითა და ათვისების შესანიშნავი უნარით გამოირჩევიან, თუ დადგნენ ახალი ფაქტების ან შეხედულებების წინაშე, ტყუპწბს უპრობლემოდ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი გადაწყვეტილება ახალი რეალობისა და  საღი აზრის გათვალისწინებით. მართალია ხშირად მათ არ ყოფნით სიმტკიცე, მაგრამ შინაგანი გახსნილობა მათ სასურველ პარტნიორებად და მეგობრებად აქცევთ ხოლმე.

სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, მთვარის ტყუპები თავისუფლებისა და ლაღი ურთიერთობების სიყვარულს ამჟღავნებენ, მათ არ სურთ მოექცნენ ვინმეს ემოციური კაპრიზებისა და სურვილების გავლენის ქვეშ, ცდილობენ შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა, ახასიათებთ აღგზნებულობა, მათი უკმაყოფილება თავს იჩენს ხოლმე გაღიზიანებულობისა და შარიანობის სახით. მეორეს მხრივ კი მათთან ვერ მოიწყენთ, რადგან გამოირჩევიან გონებამახვილობითა და იუმორის დიდი გრძნობით. თუ კარგ ხასიათზე არიან, გარშემომყოფებს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ მათ საზოგადოებაში ყოფნა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ