წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 15880 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მთვარის ჰოროსკოპი - სასწორი  24.09-23.10მთვარის ჰოროსკოპი - სასწორი  24.09-23.10

 

მთვარის ნათელი მხარე სასწორის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო ადაპტურები, შემოქმედებითები, მომხიბვლელები, კეთილშობილები და დიპლომატიურები ხდებიან.

მთვარის ბნელი მხარე სასწორის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო გაუბედავები, დამოკიდებულები, დაუფიქრებელნი და ცვალებადები ხდებიან, არ გააჩნიათ საკუთარი სურვილების მოთოკვის უნარი.

სასწორი ესთეტიური აღქმის უნარის ნიშანია, მასში აქცენტირებას ახდენს მთვარის ბრწყინვალე, რომანტიული ზეგავლენა. მთვარის სასწორებს შეუძლიათ სილამაზისა და ხელოვნების შეფასება, გააჩნიათ მახვილი, მხატვრული ხედვის უნარი.

მთვარის სასწორები, პირველ რიგში უფრთხილდებიან იმას, რაც ცხოვრებას უფრო ლამაზსა და სასიამოვნოს ხდის. განიცდიან ზიზღს უხეშობის, ვულგარულობისა და შუღლის მიმართ. ცუდი ამბის გაგებისას, მათ არ სურთ ამის დაჯერება, ან ცდილობენ ყველაფერი წარმოიდგინონ უკეთეს ფერებში. ცდილობენ იცხოვრონ კომფორტულ გარემოში, უყვართ ლამაზი ნივთები და ფუფუნება.

იმის გამო, რომ აღმერთებენ ლამაზ ნივთებს, მთვარის სასწორები სიამოვნებით ხარჯავენ საკუთარ (ზოგჯერ სხვის) თანხებს იმაზე, რაც სალბუნად ედება მათ წარმოსახვის უნარს. დემონსტრაცია რიტუალი, რაც ახლავს ნივთის ყიდვას, მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე თავად ნივთი.

მთვარე გაწონასწორებულ სასწორებს აჯილდოვებს ათვისების უნარითა და დამოუკიდებელი გონებით, რისი წყალობითაც ისინი ცდილობენ შეაფასონ სამყარო მშვიდად და რაციონალურად. ანიჭებს უნარს, მიახდინოს ადამიანებზე განსაკუთრებული ზეგავლენა და მოაგვაროს მათთან ურთიერთობები.

მთვარის სასწორებს შესანიშნავად ესმით თანამოსაუბრეების აზრი, თუმცა არასოდეს ტოვებენ ყურადღების მიღმა საკუთარ ინტერესებს. როგორც წესი ისინი კეთილგანწყობილები არიან, გამოირჩევიან თბილი მოპყრობით და კარგად ამჟღავნებენ თავს პარტნიორულ ურთიერთობებში, თუმცა ის, რომ პირადს ყველაზე მეტად აყენებენ წინ (ზოგჯერ უსამართლოდ), მათ ამ თვისებებს ახუნებს ხოლმე და ფასს უკარგავს.

მთვარის სასწორებს უფრო თავით უყვართ, ვიდრე გულით. მათი გაწონასწორებული ნატურისთვის დამახასიათებელია გარკვეული ანგარიშიანობა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უგრძნობები არიან, თუმცა სიყვარული მათთვის უფრო მეტი ხარისხით ესთეტიური სიამოვნებაა, ვიდრე ვნებიანი და შმაგი გრძნობა. ისინი ცდილობენ ნებისმიერი კავშირი რამე ლამაზ და უცნაურ (ზოგჯერ ახირებულ)  მოვლენად აქციონ.

მათ შეუძლიათ გაიარონ რომანებსა და ქორწინებებს მიღმა, ვიდრე არ შეხვდებათ ადამიანი, რომელიც ახლოს იქნება მათ მოთხოვნებთან. 

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura