მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 31114 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთვარის ჰოროსკოპი - მორიელი  24.10-22.11მთვარის ჰოროსკოპი - მორიელი  24.10-22.11

 

მთვარის ნათელი მხარე მორიელის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო შეუპოვრები, პატივმოყვარენი, ემოციურები, იდეალისტები ხდებიან, უმძაფრდებათ წარმოსახვის უნარი.

მთვარის ბნელი მხარე მორიელის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო ჯიუტები, ეჭვიანები, ჩაკეტილები, მოუთმენლები და ძალაუფლების მოყვარულნი ხდებიან.

სკორპიონი სიკვდილის, განმეორებისა და ემოციონალური უკიდურესობის ასტროლოგიური ნიშანია. სკორპიონი ხაზს უსვამს მთვარის მგრძნობიარობას და ამავდროულად გავლენას ახდენს მის ძალაზე. თუ მთვარე იმყოფება სკორპიონის ნიშანში, ადგილი აქვს სულიერების მოზღვავებას და გრძნობების გამძაფრებას, რაც მოქმედებისთვის მეტ მოტივაციას იძლევა.

მთვარის მორიელს შეუძლია ხელოვნურად დამალოს თავისი ჭეშმარიტი გრძნობები. მთვარე მორიელის ნიშანში ძალიან წინააღმდეგობრივია, მთვარის მორიელს მართავენ ძლიერი ვნებები, მაგრამ ისინი მიდრეკილი არიან დამალონ მთი მამოტივირებელი როლი. ისინი ხშირად არიან უკმაყოფილო საკუთარი ემოციებით (მაგალითად მრისხანებით ან ეჭვიანობით), ამიტომ საკუთარ რეაქციებს ხშირად მალავენ სიმშვიდისა და სიხალისის ნიღაბს ქვეშ. თუ რაიმე ტკივილს აყენებთ, შეუძლიათ გაუმკლავდნენ საკუთარ გრძნობებს, აღმოფხვრან ტკივილის მიზეზები და ბოლო მოუღონ ტანჯვას.

მთვარის მორიელები, უზარმაზარ სულიერ ძალითა და მახვილი დაკვირვების უნარით გამოირჩევიან, მათი აზროვნება და ანალიზის უნარი ღრმა და ზუსტია ხოლმე. ფენომენალური მეხსიერება მათთვის როგორც დადებითი შედეგის, ასევე დისკომფორტის მომტანია, რადგან თუ ეხმარებათ საქმიანობაში, აიძულებთ კიდეც დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაიტანონ მიღებული ემოციური ტრამვა. ზოგიერთი მთვარის მორიელი არასოდეს იუვიწყებს წყენას და წლობით ელოდება შესაფერის მომენტს შურისძიებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სასტიკები და შურისმაძიებლები არიან, თუმცა ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაიხსენონ ჭრილობა, რომელიც მიაყენეს მის სიამაყესა და თავმოყვარეობას.

შეუპოვრობა და დაჟინებულობა ეხმარებათ წინააღმდეგობის გადალახვაში, რომლებიც სამწუხაროდ მთვარის მორიელებს მრავლად გააჩნიათ სხვა ადამიანებთან შედარებით. ცხოვრებაში მათ ძალიან ხშირად აქვთ ფარული გაჭირვება ან პრობლემა საკუთარ ოჯახთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

მართალია ვნებებს დიდი ადგილი უჭირავთ მთვარის მორიელების ცხოვრებაში, მაგრამ მათი სექსუალურობა შესაძლოა სუბლიმირებული იქნეს სხვა სფეროებში, მაგალითად შემოქმედებით საქმიანობაში ან კარიერაში, რომელიც ითხოვს საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანას. საქმე და საქმიანობა მთვარის მორიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აქ ყველაზე კარგად ახერხებენ საკუთარი თავის წარმოჩენას. გააჩნიათ მაღალი მოთხოვნები და პროფესიონალური სიამაყე კარგად ჩანს მათ ყველა წამოწყებაში. ისინი პატივმოყვარენი არიან და შეუძლიათ იყვნენ ძალიან კარგი ადმინისტრატორები.

მთვარის მორიელები ძალიან მგრძნობიარეები არიან, რითაც ძალიან იზიდავენ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს, თუმცა თავად ვერ აცნობიერებენ ამას. პირად ცხოვრებაში ამ თვისებას მათთვის გართულებები მოაქვს და ბევრი მთვარის მორიელი არაერთხელ ქორწინდება ხოლმე. სხვის მიმართ მორჩილების შიში, ასევე არც თუ ისე კარგად მოქმედებს მათ სასიყვარულო ურთიერთობებზე, რადგან ძალიან უჭირთ ბოლომდე მიენდონ ვინმეს და დიდი ხნის განმავლობაში არ უხსნიან გულს საყვარელ ადამიანსაც კი. ამის შესაძლო მიზეზია ის, რომ ისინი საჭიროებენ ემოციონალურ დაცულობას და საფრთხის შეგრძნების გამო ვერ ახერხებენ ძლიერად შეიყვარონ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ