წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 18538 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მთვარის ჰოროსკოპი - მშვილდოსანი  23.11-21.12მთვარის ჰოროსკოპი - მშვილდოსანი  23.11-21.12

 

 

მთვარის ნათელი მხარე მშვილდოსნის ნიშანში - ამ დროს ადამიანებიუ უფრო ექსტრავაგანტულები, ოპტიმისტები, ექსპანსიურები, ახალი იდეებისკენ მიდრეკილები და გულწრფელები ხდებიან.

მთვარის ბნელი მხარე მშვილდოსნის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო მოუსვენრები, ავანტიურისტები, უპასუხისმგებლოები და ქარაფშუტები ხდებიან.

მშვილდოსნის ნიშანში, მთვარე ისეთ სიკაშკაშეს იძენს, რომელიც მას სხვა ნიშნებში არ გააჩნია. მშვილდოსანი ცოდნის მაღალი შესაძლებლობებისა და ფართო თვალსაწიერის ასტროლოგიური ნიშანია, სადაც მთვარე კარგავს თავის პასიურ საწყისს. თუ მთვარე მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება იგი მისი ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სწრაფი, მახვილი ჭკუით, იშვიათი გამჭრიახობით და სწრაფი მოქმედების უნარით აჯილდოვებს. მთვარის მშვილდოსნის ინტელექტი გასაოცარი სისწრაფითა და სიზუსტით ითვისებს გძნობით შთაბეჭდილებებს.

მთვარის მშვილდოსანი მიზანდასახულია და მტკიცედ მიიწევს დასახული მიზნისკენ ისე, რომ არ აშინებს შესაძლო წარუმატებლობა. იგი იშვიათად ითვალისწინებს გაფრთხილებებს შესაძლო ხაფანგებისა, სირთულეების შესახებ და არ არკვევს რამდენად პრაქტიკული და განხორციელებადია მისი გეგმები. სამაგიეროდ ენერგიულად, დიდი ენთუზიაზმით მიიწევს წინ და აღწევს კიდეც სასურველ შედეგს. მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ზუტად აკეთებს შეფასებებს. მას, ვისი ნიშანიც მშვილდოსანია და ამ დროს მთვარე მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება, გაცილებით შორს შეუძლიათ განსჭვრიტონ, ვიდრე სხვა ადამიანებმა, ვის ნიშანშიც იმ მომენტში მთვარე არ იმყოფება.

მთვარის მშვილდოსანს უყვარს გახსნილი სივრცე, მოგზაურობა, ახალი ნაცნობები, მრავალფეროვანი გარემოცვა. მისი ხასიათის ერთ-ერთი დადებითი თვისება ადაპტიურობაა, უცხო ადამიანებთან და გარემოსთან შეგუების უნარი. მისი პირველი რეაქცია სიახლის გაცნობის დროს მისი შესწავლისა და შეცნობის უნარია. იგი ყოველთვის სიამოვნებით აფართოვებს საკუთარ თვალსაწიერს და იღრმავებს ცოდნას. ფინანსურ საქმეებში მხოლოდ მოგება არ აინტერესებს, თითქმის არასოდეს უჩერდება თანხა არც ჯიბეში და არც საბანკო ანგარიშებზე, რადგან თვლის, რომ ფულის დანიშნულება მხოლოდ ისაა, რომ დაიკმაყოფილოს მოთხოვნები დამიიღოს სიამოვნება. ამიტომ იგი ყოველნაირად ცდილობს დატკბეს ცხოვრებით.

ზოგჯერ, მთვარის მშვილდოსანი ქარაფშუტა და განუსჯელია, რადგან მას სჯერა ფორტუნის, შეუძლია მიენდოს ბედს და დაემორჩილოს იმას, რაც ბედმა მოუმზადა. იგი მოქმედებს ოპტიმისტური ფატალიზმის თეორიიდან გამომდინარე, საშიშროება კი იმაშია, რომ შეუძლია ზედმეტად გაბედულად მიენდოს საკუთარ იღბალს. თუმცა წარუმატებლობას დიდი ხნის განმავლობაში არ განიცდის ხოლმე და მხად არის კვლავ მიენდოს საკუთარ ბედ-იღბალს.

მომხიბვლელობისა და კომუნიკაბელურობის გამო მთვარის მშვილდოსანი ადვილად იძენს მეგობრებს. იგი გამოირჩევა მახვილგონიერებითა და იუმორის გრძნობით, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, ქმნის ხალისიან ატმოსფეროს. მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა ადამიანებში დაინახოს მეტი კარგი, მშვილდოსნის პირდაპირ და გულწრფელ კრიტიკას კი უფრო ადვილად იღებენ ხოლმე.

მთვარის სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, მთვარის მშვილდოსანი ნაკლებად ვნებიანი და სექსუალურია, ვიდრე სხვა ნიშნები, იგი სიყვარულს უფრო ისე უყურებს, როგორც თავგადასავალს. იგი ტკბება პარტნიორის შეცნობის პროცესით, სიყვარულის ემოციონალური თრობით, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი სიყვარული მეგობრობას ემსგავსება. არ უყვარს თვალებში ცქერა,  ხშირად გაურბის ისინი განზე და არ სურს ერთ ადამიანზე იყოს მიჯაჭვული. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ქორწინებაში იგი ცუდი პარტნიორია, სინამდვილეში შესანიშნავი მეგობარია, უბრალოდ ცოტა ზერელედ ეკიდება სიყვარულსა და ერთგულებას.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura