მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 26183 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთვარის ჰოროსკოპი - მერწყული  21.01-20.02მთვარის ჰოროსკოპი - მერწყული  21.01-20.02

 

 

მთვარის ნათელი მხარე მერწყულის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო იდეალისტები, შემოქმედებითები, მომთმენები და პროგრესულები ხდებიან.

მთვარის ბნელი მხარე მერწყულის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო არასტაბილურები, ჯიუტები, ქედმაღლები და უტაქტონი ხდებიან.

მერწყული მთვარისთვის ყვალაზე სასურველი ნიშანია, რადგან იგი აჯილდოვებს ადამიანს მგრძნობელობითა და ამთვისებლობის უნარით. მერწყული რაციონალური აზროვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნიშანია. მერწყულის ნიშანში მთვარის გავლენა ვლინდება მკვეთრ ლოგიკაში და ადამიანებზე ალტრუისტულ ზრუნვაში.

მთვარის მერწყული გაწონასწორებული და ზუსტია შეგრძნებებში. უშუალო შთაბეჭდილება შეგრძნებებზე, რომელსაც იგი ღებულობს გარე სამყაროდან, ეს არის მისწრაფება, განსაჯოს ობიექტურად, მეცნიერულად და ადამიანურად. მთვარის მდებარეობა მერწყულის ნიშანში, არ იწვევს ხასიათში უკიდურესობებს, მისი მიდგომები არ არის სუფთა მენტალური და სუფთა ემოციური. ის გამჭრიახია, მაგრამ არა ექსცენტრიული.

მთვარე მერწყულის ნიშანში, აჯილდოვებს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს თვითგამოხატვის უნარით. მთვარის მერწყული გონებამხვილი მოსაუბრე და შესანიშნავი მეგობარია, ის ორიენტირებულია ადამიანებზე, კომუნიკაბელურია და ინტერესდება სხვისი პრობლემებით, თუმცა წყლის ნიშნებთან შედარებით (მთვარის კირჩხიბი, მთვარის მორიელი, მთვარის თევზები), მისი ემოციონალური გატაცებები არასოდეს არ არის ისეთი ძლიერი, რომ გავლენა მოახდინოს მის ცხოვრებაზე. ადამიანებთან ურთიერთობებში იგი არასოდეს მიდის ძალიან შორს.

ვნებები, რომელიც მთვარის მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ, მოდის გონებიდან, მათ აინტერესებთ ახალი იდეები, ფილოსოფია, მათემატიკა, უყვართ მეცნიერება, აგრეთვე  ხელოვნება, მუსიკა და ლიტერატურა. ინტელექტუალურად განვითარებულები არიან, გააჩნიათ ინტერესთა ფართო სპექტრი და ურთიერთობა აქვთ განსხვავებული ტიპის ადამიანებთან.

მერწყული წინასწარმეტყველების ნიშანია, იმყოფება რა მთვარის გავლენის ქვეშ, იგი ინტერესდება შეუცნობელით და მომავლის პერიპეტიებით. მთვარის მერწყულებიდან ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ნათელმხილველობის უნარი გააჩნია და შეუძლია იწინასწარმეტყველოს მომავალი. თუმცა ამავდროულად ის არც ისე პრაქტიკულია, შეიძლება ითქვას, რომ მისი ფართო თვალსაწიერი შერწყმულია მისივე სიბეცესთან. იგი ოპერირებას ახდენს მასშტაბურ კატეგორიებზე, მაგრამ როდესაც საქმე მივა მძიმე, დამაუძლურებელი ჩანაფიქრის რეალობაში განხორციელებაზე, გადართვება და იწყებს ფიქრს სხვა იდეის განხორციელებაზე. მთვარის მერწყულები ხშირად პირდებიან ოქროს მთებს, მაგრამ სინამდვილეში მისი დაპირებები ფუჭი აღმოჩნდება ხოლმე. უჩვეულო ადამიანები, ადგილები და პროექტები - ესაა მისი ყველაზე დიდი ინტერესის სფერო.

სიყვარულზე მთვარის მერწყულები სწრაფად რეაგირებენ, რათა მალე მიიღონ ახალი შეგრძნებები, რომელიც სავარაუდოდ მალევე ქრება ხოლმე. ასეთ ურთიერთობებში ისინი ორმაგ ხასიათს ამჟღავნებენ, ერთის მხრივ რომანტიკული საფარით აღჭურვილთ, ეშინიათ არ დაიხრჩონ ვინმეს მოთხოვნების ქვეშ, რადგან არ უყვართ მესაკუთრული ხასიათის პარტნიორები, მეორეს მხრივ კი ცდილობენ მოძებნონ ოქროს შუალედი ერთგულებასა და დამოუკიდებლობას შორის.

მთვარის მერწყულებიდან, ბევრი, ნამდვილ სიყვარულამდე უიღბლო რომანების სერიას გაივლის ხოლმე, მაგრამ თუ ისინი შევიდნენ ქორწინებაში (ხშირად მოწიფულ ასაკში), ამყარებენ პარტნიორთან უფრო მეგობრულ, ვიდრე ცოლ-ქმრულ ურთიერთობას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ