მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 29564 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთვარის ჰოროსკოპი - თევზები  21.02-20.03მთვარის ჰოროსკოპი - თევზები  21.02-20.03

 

მთვარის ნათელი მხარე თევზების ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო მგრძნობიარეები, მოყვარულები, ერთგულები, ალღოიანები და შემოქმედითები ხდებიან.

მთვარის ბნელი მხარე თევზების ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო გაუბედავები, დაუკმაყოფილებელნი და ჩაკეტილები ხდებიან, ადვილად იპყრობთ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.

თევზებს და მთვარეს ბუნებრივი სიახლოვე გააჩნიათ. თევზები - ღრმა გრძნობების ნიშანია, მთვარე კი განსაზღვრავს ინსტიქტურ ემოციონოლურ რეაქციებსა და ზოგჯერ ფარულ ოცნებებს. თევზები ამავე დროს სევდისა თვითაღკვეთის ასტროლოგიური ნიშანია. თუ მთვარე თევზების ნიშანში იმყოფება, მათი გრძნობები ღრმაა, მთვარის თევზებს თანდაყოლილი უნარი აქვთ კარგად გაიგონ სხვა ადამიანების სულიერი მდგომარეობა.

მთვარის თევზები თავგამოდებულად რომანტიკულები არიან, ამიტომ მათი შთაბეჭდილებები გარესამყაროზე ხშირად არაზუსტია, რის გამოც შესაძლოა საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდნენ. ისინი მოვლენების ინტერპრეტაციას ახდენენ ისე, როგორც თავად სურთ და ხშირად ამახინჯებენ რეალობას გამოუსწორებელი ოპტიმიზმის, მეოცნებეობისა და პოეტურობის გამო.

მთვარის თევზების რომენტიკული ემოციონალურობა ყოველთვის არ დევს ზედაპირზე, რადგან ისინი ცდილობენ საკუთარი ნატურის ეს მხარე გარე თვალისთვის ნაკლებად შესამჩნევი იყოს. თუმცა ყველაზე პრაგმატული ადამიანიც კი განიცდის მოთხოვნილებას გაექცეს ყოველდღიურობას და იმყოფებოდეს საკუთარი წარმოსახვის სამყაროში.

მთვარე ტყუპების ნიშანში აქცენტს აკეთებს პიროვნების მხატვრულ მხარეზე, აჯილდოვებს მას სილამაზისა და ხელოვნების მიმართ სიყვარულის უნარით. მთვარის თევზებიდან ძალიან ბევრს აქვს მიდრეკილება არტისტულობის, ლიტერატურული საქმიანობის, მუსიკისა და ხატვის მიმართ. გამჭრიახობისა და წარმოსახვის უნარის გამო კარგად ამჟღავნებენ საკუთარ თავს შემოქმედებით საქმიანობაში. ისინი აღიქვამენ გარე სამყაროს არა გონებით, არამედ ემოციებისგან გამომდინარე. დაჯილდოებულნი არიან იშვიათი ინტუიციითა და მომავლის გამოცნობის უნარით. სურთ ჩამოხსნან პირბადე, რომელიც ყოფს მატერიალისტურ სამყაროს სულიერისგან და ცდილობენ გაიგონ ის, რისი გაგებაც სხვისი გონებისთვის მიუწვდომელია.

სამწუხაროდ, რეალურ სამყაროში მთვარის თევზები სირთულეების წინაშე დგანან ხოლმე. მათში ემოციები ჭარბობს, ამიტომ საკუთარი თავის მოჩვენებითი ფლობის უნარისა და შინაგანი თავდაჯერებულობის გამო, ხშირად ძლიერი ნებისყოფისა და მკაცრი აზროვნების ადამიანები თავზე ახვევენ საკუთარ სურვილებს.

მიუხედავად იმისა, რომ მთვარის თევზებს შეუძლიათ შეუსვენებლად და თავდაუზოგავად იშრომონ სხვა ადამიანებისთვის, მაინც უჭირთ თვითდისციპლინის გამოვლენა. საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა, მათში შინაგან კონფლიქტსა და მოუსვენრობას იწვევს. ისინი მიდრეკილი არიან თავი აარიდონ მკაცრ რეალობასა და ვალდებულებებს.

მთვარის თევზებს ზოგჯერ ზედმეტად მიმნდობებად თვლიან, თუმცა ისინი მხოლოდ ჩანან ასეთები შინაგანი ემოციურობის გამო. ისინი ადვილ ნადავლს წარმოადგენენ უსინდისო ადამიანებისთვის, რომლებიც მათ გრძნობებზე თამაშობენ. ასტროლოგები თვლიან, რომ მთვარის თევზები დაბადებულები არიან განსაკუთრებული გამოსხივების ქვეშ, რომელიც აიძულებს მათ იყვნენ მეგობრულები ადამიანების მიმართ. ეხმარებიან რა გარშემომყოფებს, ისინი განიცდიან შინაგან თავისუფლებას.

სიყვარულში, ისევე როგორც სხვა საკითხებში, მთვარის თევზები ილუზიას არჩევენ ხოლმე, ვიდრე რეალობას. ისინი მიისწრაფვიან მგზნებარე გრძნობებისა და ვნებებისკენ, ამიტომ ხშირად გადადიან ერთი რომანიდან მეორისკენ, რათა აანთონ სიყვარულის ყბადაღებული ცეცხლი.

მთვარის თევზები რომანტიკულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა მათი რჩეულები ბედნიერები იყვნენ, ეს მათ ბუნებაშია ჩადებული მაშინაც კი, თუ არ იღებენ სრულფასოვან საპასუხო გრძნობას, ამასთან ერთად ისინი გრძნობენ რა საკუთარ დამოკიდებულებას, ცდილობენ დროულად მიიღონ ზომები, რათა თავი აარიდონ სულიერ ტკივილებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ