წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 10123 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ქვების ჰოროსკოპი - ტყუპები  21.05-21.06ქვების ჰოროსკოპი - ტყუპები  21.05-21.06

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ბედნიერ ქვებად მიიჩნევა აგატი, ქრიზოპრაზი და ბერილი.

აქატი -  ნახევრადძვირფასი, მრავალფეროვანი შეფერილობის ქვაა, მისი მარცხენა ხელზე ტარება, გაღიზიანებისა და ავსიტყვაობის გადალახვაში ეხმარება მფლობელს. აგრეთვე იცავს გათვალვისგან, შხამისგან და სხვა უსიამოვნებებისგან.

აგატი მის მფლობელს ანიჭებს არა მარტო ძალას, არამედ მჭევრმეტყველების უნარს, ამახვილებს მხედველობას, კლავს წყურვულის გრძნობას და თავიდან აცილებს ქარიშხალს და მეწყერსაც კი. ამ ქვის ტარება მიღებულია გლოვის დროსაც კი.

აგატის მძივების ტარება რეკომენდებულია ქრონიკული ხველის, კბილებისა და ყელის ტკივილის დროს.

ქრიზოპრაზი - მოცისფრო -მომწვანო, მუქი მწვანე ან ზურმუხტისფერი-მომწვანო ფერის ქვაა. იგი საქმიანი ადამიანებითვის ყველა საუკეთესო თილისმად მიიჩნევა. ქვა, რომელიც ოქროს ბუდეშია ჩასმული, იცავს უპატიოსნო კონტაქტებისგან, სავაჭრო ურთიერთობებში საეჭვო გარიგებებისგან და მატერიალური ზარალისგან.

ამას გარდა ქრიზოპრაზი ითვლება გათვალვის, შურისა და ცილისწამების საწინააღმდეგო საშუალებადაც. მას მოაქვს სიმშვიდე, ეხმარება ნერვული და თვალის დაავადებების დროს.

ბერილი - ცისფერი ფერის ქვაა, რომელსაც მოაქვს ბედნიერება ისეთ საქმეებში, რომელიც გრძნობებთან და გულთანაა დაკავშირებული. იგი ხელს უწყობს გრძნობების მუდმივობას, ხდის ადფამიანს სიცოცხლისმოყვარულს, მხიარულსა და ხალისიანს.

ადამიანებისთვის, რომლებიც დაბადებული არიან ტყუპების ნიშნის ქვეშ, არ არის რეკომენდებული ძვირფასეულობა, რომელიც ნეფრიტისგან არის დამზადებული.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura