წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 13667 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ქვების ჰოროსკოპი - თხის რქა  22.12-20.01ქვების ჰოროსკოპი - თხის რქა  22.12-20.01

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ფორტუნას განსაზღვრავს მეწამული ლალი, მუქი ონიქსი და მწვანე მალაქიტი.

ლალი - მეწამული შეფერილობის ლამაზი წითელი ქვაა. მოაქვს ბედნიერება სიყვარულში, ამიტომ ვისაც სურს, რომ პარტნიორის თანაგრძნობა მოიპოვოს, სასურველია რჩეულს აჩუქოს ალისფერი ლალის ქვა.

დაკიდებული სახით ლალის ტარება, იწვევს პატივისცემის გრძნობას ადამიანებში. კეთილ ადამიანს იგი უფრო კეთილს ხდის, ბოროტს კი ნამდვილ ბოროტმოქმედად აქცევს. კეთილშობილი და მამაცი ადამიანები, ვინც ამ ქვას ატარებენ, ხშირად აღწევენ გამარჯვებებს და ჩადიან გმირობებს.

ლალი იცავს ბოროტი ძალებისგან, სქტიქიური უბედურებებისგან, შხამებისგან, ეპილეფსიისგან, აჩერებს სისხლდენას, კურნავს ჭრილობებს, წმენდს ჰაერს, რომელიც დაბინძურებულია ეპიდემიური დაავადებების გადამტანი მიკრობებით.

ლალს აქვს გამუქების თვისება, თუ იგი გამუქდა, ე.ი. მის მფლობელს განსაცდელი ემუქრება.

ონიქსი - ყავისფერი ან შავი ფერის ნახევრად ძვირფასი ქვაა, მას ,,ბელადების ქვასაც" უწოდებენ. იგი ანიჭებს მფლობელს ძალაუფლებას სხვა ადამიანებზე, ანათებს გონებას და იძლევა მოწინააღმდეგის აზრებში შეღწევის საშუალებას. აძლიერებს მეხსიერებას, იცავს უცაბედი სიკვდილისგან და სიცოცხლის ხელყოფისგან.

ონიქსი, რომელიც ვერცხლის ბუდეშია ჩასმული, კურნავს გულის დაავადებებს, უძილობას, ებრძვის შავბნელ აზრებს და აძლიერებს სიცოცხლის წყურვილს. ონიქსი შესანიშნავი თილისმაა მათთვის, ვინც დაბადებულია შაბათს, ან 8, 17, 26 რიცხვში.

მალაქიტი - ნახევრადძვირფასი ქვაა, რომელის ფერიც მერყეობს ღია მწვანე შეფერილობიდან მუქ მწვანე შეფერილობამდე. ითვლება, რომ მალაქიტისგან დამზადებული ამულეტები, ამ ქვაში ჩადებული განსაკუთრებული ძალის მეშვეობით, იცავს საფრთხისგან პატარა ბავშვებს. ძველი გადმოცემით, მიიჩნეოდა, რომ მალაქიტს ადამიანი შეეძლო უჩინარი გაეხადა, ხოლო ის, ვინც მალაქიტით მოპირკეთებული თასით მიირთმევდა სასმელს, ცხოველების ენას გაიგებდა.

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბაებულები, უნდა მოერიდნონ ლაზურიტის ტარებას.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura