მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 23885 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქვების ჰოროსკოპი - თევზები  21.02-20.03ქვების ჰოროსკოპი - თევზები  21.02-20.03

თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მფარველ ქვებად მიიჩნევა მარგალიტი და ამეთვისტო.

მარგალიტი - ღია-ვარდისფერი (ინდოეთის სანაპიროები), ვერცხლისფერი და მოყვითალო (შრი-ლანკას წყლები), ღია მწვანე (იაპონიის ზღვა), თეთრი (ავსტრალია), შავი (მექსიკის ყურე), მოვარდისფრო-მოწითალო (კალიფორნიის ყურე) ქვაა.

მარგალიტი ხელს უწყობს ბედნიერად ცხოვრებასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, მოაქვს ბედნიერება. იგი ანიჭებს თვალებს ბრწყინვალებას და იცავს წყვილებს ცალმხრივი, უპასუხო სიყვარულისგან, ავი თვალისგან. ანიჭებს მომავლის განსჭვრეტის უნარს.

მარგალიტის თვლიანი ბეჭედი იცავს ქურდებისაგან და უპატიოსნო გარიგებისგან, მისი ბრწყინვალება კი დამოკიდებულია მფლობელის ჯანმრთელობასა და განწყობაზე. მფლობელის ავადმყოფობის ან რაიმე უბედურების შემთხვევაში კი ქვა კარგავს ბზინვარებას და უფერულდება.

ამეთვისტო - მელნისფერ - იისფერი, ნახევრად გამჭვირვალე ქვაა. მას მოქვს წარმატება ნადირობის და სპორტული შეჯიბრებების დროს, იცავს ზედმეტი ალკოჰოლისა და გადათრობისგან, ადამიანი, რომელსაც თითზე ამეთვისტოს თვლიანი ბეჭედი უკეთია, შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ალკოჰოლი ვერ დაბინდავს მის გონებას.

ამეთვისტოს, ჩუქების შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს სიყვარული მჩუქებლის მიმართ, ძველ სიყვარულს ამ დროს გულგრილობა ცვლის, ხოლო გული ახალი სიყვარულისთვის არის მზად. ამიტომ წყვილები ფრთხილად და დაკვირვებით უნდა იყვნენ, რომ მათ საყვარელ ადამიანს არ აჩუქონ ნივთი, რომელსაც ამეთვისტოს ქვა ამშვენებს.

ქვას მოაქვს წარმატება, სიმშვიდე და კეთილდღეობა, აწყნარებს ნერვებს, აგვარებს კონფლიქტებს. მიუხედავად ასაკისა, სქესისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, ამეთვისტო ითვლება ბედნიერ ქვად მათთვის, ვინც დაბადებულია მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ.

ძველი გადმოცემით, ითვლებოდა, რომ ქვაზე მზის ან მთვარის ამოტვიფრის შემთხვევაში იგი იცავდა მოწამვლისაგან.

ქვრივი ქალი ან მამაკაცი, რომელიც აღარ აპირებდა დაქორწინებას, ატარებდა ამეთვისტოს, წასული ადამიანის სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად, ამ ქვას "ქვრივის ქვასაც" კი უწოდებდნენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ