მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9659 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ისტორიული ფაქტები თმის შესახებ»» მსოფლიოში პირველი ფენი იყო მტვერსასრუტი;

 

»» თმის დასახვევი მაშები შექმნა ფრანგმა მარსელ გრატეაუმ 1875 წელს.

 

»» აღორძინების ეპოქაში, ვენეციაში, თმების გასაღიავებლად ქალბატონები ცხენის შარდს იყენებდნენ;

 

»» რენესანსის ეპოქაში, ევროპელი ქალბატონები, შუბლზე თმების პირველ რიგებს იპარსავდნენ (ან იპუტავდნენ), რათა შუბლი უფრო მაღალი გამოჩენილიყო;

 

»» ვიქტორიანულ ინგლისში, მოდურად ითვლებოდა სამკაულის სახით, საყვარელი ადამიანის თმისგან დამზადებული მედალიონების ტარება;

 

»» ძველ ეგვიტეში, მამაკაცები და ქალები სიცხის გამო ბოლომდე იპარსავდნენ თმებს. ხოლო ცერემონიებზე (რომლებიც აღბეჭდილია აკლდამათა კედლებზე), ისინი იკეთებდნენ გრძელ პარიკებს;

 

»» ძველ რომში, ქალები გამოიყენებდნენ თანამედროვე თმის დასახვევი მაშების ადრეულ ვერსიებს. პარიკები და რთული ვარცხნილობები, ქალის მაღალ სოციალურ სტატუსზე მიუთითებდა;

 

»» მე - XIX საუკუნემდე, ევროპელი ქალბატონები, თმებს იბანდნენ გაცილებით იშვიათად, ვიდრე ეხლა. ისიც იმის გამო, რომ მოეცილებინათ თმებისთვის ზედმეტი ცხიმი და სპეციალური ზეთი, რომელსაც ისინი ვარცხნილობისთვის მიმართავდნენ;

 

»» ქოქოსისა და ნუშის ზეთი, აგრეთვე თაფლი და გამდნარი კარაქი, გამოიყენებოდა თმების სამკურნალოდ ინდოეთში ჯერ კიდევ მე-VII საუკუნეში. ისევე როგორც ხნა.

 

»» ძველ ეგვიპტეში თმებს ხნის საშუალებით იღებავდნენ. ძველ რომში კი თმებს წყალბადის ზეჟანგით იღიავებდნენ. ეს მაშინ, როცა შუა საუკუნის ქალბატონები თმების ფერის შესაცვლელად შელოცვებსა და სხვადასხვა სახის ჯადო თილისმებს იყენებდნენ;

 

»» საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა ატარებდა ვარცხნილობას, რომელიც სიმაღლეში აღწევდა თითქმის 92 სანტიმეტრს - თმებში შერწყმული ფრთების, ლენტებისა და სხვადასხვა მორთულობების ხარჯზე.

ასეთი ვარცხნილობას ქონით პოხავდნენ და ატარებდნენ არა ნაკლებ ერთი თვის განმავლობაში;

 

»» მაკრატლით თმების შეჭრა დაიწყეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წელს, თუმცა თავად ინსტრუმენტი საკმაოდ შორს იდგა მისი თანამედროვე ანალოგისგან. ეს იყო ორი მჭრელი სამართებელი, რომელიც ერთმანეთთან შეერთებული იყო მეტალის ფირფიტით;

 

»» ტირანი დიონისე, იმდენად იყო დაშინებული, რომ მაკრატელი, რომლითაც თმებს ჭრიდნენ, არ ყოფილიყო მოწამლული, აიძულებდა პარიკმახერს, არ გამოეყენებინა იგი და თმის ბოლოები გახურებული ნახშირით შეეტრუსა;

 

»» საბერძნეთში, პატარა შუბლი სილამაზის ეტალონად ითვლებოდა, ამიტომ ბევრი ქალი შუბლს თმებით იფარავდა, ისე, რომ წარბებსა და თმის კულულებს შორის შუბლის კანი მხოლოდ 2-3 სმ-ით გამოჩენილიყო;

 

»» 1942 წელს, იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, დაადგინეს, რომ კასტრირებული მამაკაცები (იმ დროს ეს იყო გავრცელებული პრაქტიკა ფსიქიტრიულ კლინიკებში), ნაკლებად მელოტდებოდნენ;

 

თმა და ისტორიული ფაქტები»» იაპონელი სამურაები საკმაოდ რთული ვარცხნილობებით გამოირჩეოდნენ. ვარცხნილობებს ისინი გრძელი ლითონის სამაგრებით ამაგრებდნენ.

ასეთი ვარცხნილობა წარმატებით გამოიყენებოდა ბრძოლების დროს სატყორცნი დანების ნაცვლად;

 

»» განსაკუთრებული ეგვიპტური კასტის ქურუმი, პირამიდების მშენებლობის დროს განსაკუთრებულ როლს თამაშობდა.

იგი ამოიღებდა წვერიდან ერთ ღერ თმას და თუ იგი გაეტეოდა პირამიდის შემადგენელ მეზობელ ლოდებს შორის, ეს ტექნიკური პირობების დარღვევად ითვლებოდა;

 

»» 1868 წელს, გაზეთ The New York Times - ში, პირველად იქნა გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ავტორი გამელოტებასა და გენეტიკას ერთმანეთთან აკავშირებდა;

 

»» არქეოლოგებმა და ანთროპოლოგების მონაცემებით, რევოლუციამდელ რუსეთში, ქალებს თითქმის არ აღენიშნებოდათ ხერხემლის გამრუდება.

მიზეზი იყო ის, რომ მათი უმრავლესობა ატარებდა დიდ ნაწნავს ან მძიმე ვარცხნილობას, რის გამოც იძულებულები იყვნენ თავი მაღლა დაეჭირათ. ამის გამო მათ პრაქტიკულად არ ჰქონდათ პრობლემა აღნაგობასთან დაკავშირებით.

 

»» ძველ ეგვიპტეში, მდიდარი ქალბატონები, რამოდენიმე კვირის განმავლობაში ატარებდნენ მდიდრულ ვარცხნილობებს.

იმისათვის, რომ ვარცხნილობა არ დარღვეულიყო და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებულიყო პირველყოფილი სახით, ისინი ბალიშის ნაცვლად იყენებდნენ სპეციალურ ქვესადგამს. ასეთი ქვესადგამებით, დღესდღეობითაც სარგებლობენ იაპონელი გეიშები.

 

»» არასასურველი თმის მოცილება ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან იღებს სათავეს. ძველი რომის მოქალაქეები და ბერძნები ამისთვის პემზას, ქვებს და სხვა აბრაზიულ მასალებს იყენებდნენ.

ამერიკელები და წყნარი ოკეანის კუნძულების მცხოვრებნი ზედმეტ თმას ნიჟარებით ფხეკდნენ. მაიას ტომები და აცტეკები კი ამისთვის ვულკანურ მინას იყენებდნენ. ობსიდიანი შეიძლება გაცილებით მჭრელი იყოს ვიდრე დანა და სამართებელი.

 

»» 1959 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მრავალწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, პირველად ჩატარდა თავზე თმის გადანერგვის ოპერაცია;

 

»» შუა საუკუნეებში, მორალის მქადაგებლები ცოდვად მიიჩნევდნენ ქალის ბენებრივ სურვილს, რითმე გაეუმჯობესებინა საკუთარი გარეგნობა.

"მათი გზა, ვინც თმებს იხუჭუჭებს, პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის, რადგან სხვა გზა არ არსებობს" - ნათქვამია ერთ-ერთ შუა საუკუნეების დროინდელ ერთ-ერთ პიესაში;

 

»» 1977 წელს, ელტონ ჯონი გახდა პირველი ცნობილი მამაკაცი, რომელმაც საქვეყნოდ განაცხადა თმების გადანერგვის შესახებ;

 

»» ძველი ეგვიპტის პირველ სამედიცინო ცნობარში, მითითებულია გამელოტების საწინააღმდეგო რეცეპტი, რომლის შემადგენლობაში შედის ლომის, ჰიპოპოტამის, ნიანგის, კატისა და გველის ქონი;

 

»» ჰაერის ტენიანობა იზომება სპეციალური ხელსაწყოს - გიგრომეტრის საშუალებით, რომლის მუშაობის პრინციპიც დაფუძნებულია ცხიმგაცლილი თმის ღერის შეკუმშვაზე.

 

»» საფრანგეთის მეფე ლუი XIV ძალიან ახალგაზრდა ასაკში - 23 წლისა გამელოტდა. მან გადაწყვიტა სიმელოტე პარიკით დაეფარა. ამის შემდეგ პარიკი ნამდვილი ტრენდი გახდა.

ლუი XIV-ის კარზე ირიცხებოდა პარიკების დამზადების 40 სპეციალისტი, რომლებიც მისთვის ახალ ფასონებს ქმნიდნენ.

 

თმა და ისტორიული ფაქტები»» 2005 წელს, გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს ის ფაქტი, რომ სიმელოტე გენეტიკურად შეიძლება გადაეცეს ორივე მშობლისგან და არა მხოლოდ მამისგან, როგორც ეს მანამდე მიიჩნეოდა;

 

»» გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებულ ვარცხნილობად, მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი პარიკმახერის - სტიუარტ ფილიპსის მიერ გაკეთებული ვარცხნილობა.

მისი ღირებულება 16 000 დოლარით განისაზღვრა.

ვარცხნილობის ღირებულებაში შედიოდა:

პარიკმახერის სამუშაო, მისთვის პირველი კლასის თვითმფრინავის ბილეთი - იტალიიდან ინგლისში, აგრეთვე სილამაზის სალონისა და ლიმუზინის არენდა.

 

»» 1976 წელს, ამერიკაში გაიხსნა მსოფლიოში პირველი კლუბი მელოტი მამაკაცებისთვის, რომლის სახელწოდება იყო - The Hair Club for Men;


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ