წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 37419 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

თმა და ვიტამინებითმის სიჯანსაღისა და ზრდის სტიმულირებისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვიტამინები, რომელთა ნაკლებობა შეიძლება გახდეს თმის ცვენის, ბოლოების გაყოფის, გათხელების, ბზინვარების დაკარგვის და თმის სხვა პრობლემების მიზეზი.

იმდენად, რამდენადაც თმა წარმოადგენს კანის დანამატს და არ გააჩნია რაიმე სახის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციები, მისთვის აუცილებელია ვიტამინები, რომელიც ხელს შეუწყობს მის ჯანმრთელობასა და სილამაზეს.

თმისთვის განკუთვნილი ვიტამინების დანიშნულებაა: გააქტიუროს ნივთიერებათა ცვლის პროცესი, უზრუნველყოს თმის ძირებისთვის სისხლის ნაკადის, მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდება, ხელი შეუწყოს უჯრედების ინტენსიურ დაყოფას და შემაერთებელი ქსოვილის ელემენტების წარმოქმნას (კოლაგენი, ელასტინი და ა.შ)

სწორედ უჯრედების აქტიური დაყოფა და თმის ბოჭკოს უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის პროცესის მაღალი სიჩქარე, აგრეთვე თმის ბოლქვებში სისხლის ნაკადისა და ჟანგბადის სრულყოფილი მიწოდება უზრუნველყოფს თმის სწრაფად ზრდის პროცესს.

ამით ხდება თმის რეგულარული განახლება უჯრედულ დონეზე და თმა „ახალგაზრდა“ მდგომარეობაში ნარჩუნდება.

მაშ ასე, ეს აუცილებელია ვიტამინებია:

ვიტამინი А (რეტინოლი);

ვიტამინი Е (ტოკოფეროლი);

ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა);

ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა);

ვიტამინი В1 (თიამინი);

ვიტამინი В2 (რიბოფლავინი);

ვიტამინი В5 (პანტოთენის მჟავა, პანთენოლი);

ვიტამინი В6 (პირიდოქსინი);

ვიტამინი В8 (ინოზიტოლი);

ვიტამინი В12 (ციანკობალამინი);

ვიტამინი Н (ბიოტინი);

ვიტამინი РР (ნიაცინი, ნიკოტინამიდი);

ვიტამინი F;

განვიხილოთ ჩამოთვლილი, თმისთვის განკუთვნილი ვიტამინების თვისებები და კლინიკური ეფექტი:

ვიტამინი A - რეტინოლი აუცილებელია კოლაგენური ბოჭკოებისა და კერატინის სინთეზისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ თმის ელასტიურობას, სირბილეს. ვიტამინი A-ს დეფიციტის შემთხვევაში, თმები ხდება გამოფიტული, უფერული და გაყოფილი დაბოლოებებით.

ვიტამინი E - ტოკოფეროლი უზრუნველყოფს თმის ბზინვარებას და ხელს უწყობს მის სწრაფ ზრდას. ამას გარდა იგი იცავს თმას გარემოს ნეგატიური ფაქტორებისგან. ვიტამინი E-ს დეფიციტის შემთხვევაში, თმები ხდება მტვრევადი და ადგილი აქვს მის გაძლიერებულ ცვენას.

ვიტამინი C - ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდის პროცესს, ახდენს თმის ცვენის პროფილაქტიკას თმის ბოლქვების სისხლით მომარაგების გაუმჯობესების ხარჯზე. ამას გარდა ვიტამინი C წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და შესაბამისად იცავს თმას სხვადასხვა

თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან, რომლებიც ჭარბადაა გარემომცველ სამყაროში.

ვიტამინი C-ს დეფიციტის შემთხვევაში, თმა ხდება მშრალი და ადვილად სცვივა.

ვიტამინი B1 - აძლიერებს თმის სწრაფად ზრდის პროცესს და ახდენს კანის ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებას - ხელს უწყობს რა ჭარბი ცხიმებისა და ქერტლის მოცილებას. ვიტამინი B1-ს დეფიციტი იწვევს სებორეას, რასაც ხშირად თან ახლავს თმის ცვენა. გარდა ამისა, თიამინის დეფიციტის გამო თმები ხდება უფერული და უსიცოცხლო.

ვიტამინი B2 - აუმჯობესებს თმის ზრდის პროცესს. ხელს უწყობს კანის ცხიმოვანი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B2-ის დეფიციტის დროს, თმა სწრაფად ცხიმიანდება ძირებში, ხდება მშრალი და მტვრევადი ბოლოებში. იყოფა თმის ძირები.

ვიტამინი B5 - აუმჯობესებს თმის ბოლქვების კვებას, რითაც ამაგრებს თმის სტრუქტურას. მისი გავლენით თმა მოცულობითი, ბზინვარე და ელასტიური ხდება. ვიტამინი B5 განსაკუთრებით კარგად აღადგენს თმებს მისი დაზიანების შემდგომ, რომელიც გამოწვეულია ქიმიური დახვევით, შეღებვით, თმის ფენის ხშირი ფგამოყენებით და ა.შ.

ვიტამინი B5-ის დეფიციტის დროს თმები ხდება უსიცოცხლო, მკრთალი, მტვრევადი და ცხიმიანი.

ვიტამინი B6 - ხელს უწყობს თავის კანის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ახდენს დერმატიტისა და დერმატოზის პროფილაქტიკას.

ვიტამინი B6-ის დეფიციტი იწვევს ქერტლის გაჩენას და თავის კანის ქავილს.

ვიტამინი B8 - ხელს უწყობს თმის ბოლქვების ნორმალური სტრუქტუარის ჩამოყალიბებას, ახდენს მათი რღვევისა და თმის ცვენის პროფილაქტიკას.

ვიტამინი B8-ს დეფიციტის დროს, ადგილი აქვს თმის გაძლიერებულ ცვენას.

ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) - აუცილებელია თმის ბოჭკოების ახალი სტრუქტურული ერთეულების ფორმირებისთვის. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას და უნარჩუნებს მას პიგმენტაციას.

ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა)-ს დეფიციტის შემთხვევაში, თმები სწრაფად ჭაღარავდება, ნელა იზრდება და მალე ცვივა.

ვიტამინი B12 - ციანკობალამინი ამაგრებს თმის თითოეულ ღერს და საგრძნობლად აჩქარებს მისი ზრდის სიჩქარეს.

ვიტამინი B12-ის დეფიციტის დროს, თმები ხდება მტვრევადი, ძალიან ნელა იზრდება და ზომიერად ცვივა.

ვიტამინი H - აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებას. იგი თმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია, რადგან გადამწყვეტ როლს თამაშობს თმის სილამაზესა და სწრაფად ზრდის პროცესში.

ვიტამინი H-ის დეფიციტის შემთხვევაში, თმების სწრაფად ცხიმინდება და თანდათანობით იწყებს ცვენას.

ვიტამინი PP - ახდენს თმების დანოტივებას და კვებავს მას თმის ბოლქვების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნების ხარჯზე. გარდა ამისა, ხელს უწყობს თმის ნორმალურ პიგმენტაციას, რითაც ახდენს თმის გაჭაღარავების პროფილაქტიკას.

ვიტამინი PP-ს დეფიციტის შემთხვევაში ხდება თმის სწრაფი და ნაადრევი გაჭაღარავება.

ვიტამინი F - ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას, ახდენს სებორეას და თმების სწრაფად გაცხიმიანების პროფილაქტიკას. ამას გარდა, ხელს უწყობს თმის ძირების გამაგრებას და აფერხებს თმის ცვენას.

ვიტამინი F-ის დეფიციტი იწვევს სებორეას, თმები ხდება ცხიმიანი და ულამაზო. იწყება მისი ცვენა.

 

ვიტამინები თმების ზრდისთვის

 

ვიტამინები თმების ზრდისთვისიმისათვის, რომ დაჩქარდეს თმის ზრდა, ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, სჭირდება შემდეგი ვიტამინები:

ვიტამინი А - რომელიც უშუალოდ აჩქარებს თმის ზრდის პროცესს. თმის იმ აუცილებელი სტრუქტურული უჯრედების სინთეზის აქტივიზაციის ხარჯზე, როგორიცაა მაგალითად კერატინული ??? , კოლაგენი და ელასტინი.

ვიტამინი C - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში, რაც ახდენს მკვებავი ნივთიერებების თმის ბოლქვებთან მიწოდების ოპტიმიზაციას. თმის ბოლქვების გაძლიერებული კვების შედეგად კი თავად თმა აქტიურად იწყებს ზრდას.

ვიტამინი H – ხელს უწყობს კანის ცხიმის გამომუშავების ოპტიმალური დონის შენარჩუნებას, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს თმის ოპტიმალური ტენიანობა ჭარბი ცხიმიანობის გარეშე. ზედმეტად გაუცხიმიანებელი თმა კი იზრდება ნორმალური სიჩქარით.

ვიტამინი PP - ხელს უწყობს თმის ბოლქვების ნორმალურ აგებულებასა და ფუნქციონირებას, რის გარეშეც თმის სწრაფი ზრდა შეუძლებელია.

ვიტამინები В2, В9 (ფოლიუმის მჟავა) და В5 - უშუალოდ უწყობს ხელს თმის ზრდას, ახალი სტრუქტურული უჯრედების სინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების აქტივიზაციის ხარჯზე.

 

ვიტამინები თმის გამაგრებისთვის

 

ვიტამინები თმის გამაგრებისთვისიმისათვის, რომ თმის ძირები გამაგრდეს და შეჩერდეს თმის ცვენა, აუცილებელია შემდეგი ვიტამინები:

ვიტამინი С - ამაგრებს თმას, თმის ბოლქვებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე;

ვიტამინი Е - აჩერებს თმის ცვენას და ამაგრებს თმის ძირებს გარემოს ნეგატიური ფაქტორებისგან დაცვის ხარჯზე;

ვიტამინი Н - ახდენს თმის ცვენის შეჩერებას ან პროფილაქტიკა. აფერხებს გაჭაღარავების პროცესს. ახდენს ცალკეული თმის ჭაღარა ღერების გაჩენის პროფილაქტიკას. 

ვიტამინი В2 - ამაგრებს თმებს და ახდენს კანის ცხიმის გამომუშავების პროფილაქტიკას.

ვიტამინი В6 - ამაგრებს თმას, აუმჯობესებს თმებში და თმის ბოლქვებში ნივთიერებათა ცვლის პროცესს;

ვიტამინი В8 - უშუალოდ აჩერებს თმის ცვენის პროცესს;

ვიტამინი F - ამაგრებს თმას და აჩერებს თმის ცვენას, თავის კანის ნორმალიზაციისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების ხარჯზე;

 

ყველაზე პოპულარული ვიტამინების კომპლექსი თმის მოსავლელად

 

ყველაზე პოპულარული ვიტამინების კომპლექსი თმის მოსავლელადარსებობს მთელი რიგი ვიტამინების კომპლექსი თმის მოსავლელად, განვიხილოთ მათგან ყველაზე ეფექტური, პოპულარული და ფართოდ გამოყენებადი პრეპარატები:

დოპელჰერცი (DoppelHerz) - ზოგადად, ეს კომპლექსი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების კომპლექსური მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, თუმცა კომპლექსი შეიცავს ახალგაზრდობისა და სილამაზის ხელის შემწყობს ვიტამინ ტოკოფეროლს, აგრეთვე ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აუმჯობესებს კანის საფარის, თმებისა და ფრჩხილების სტრუქტურასა და გარეგნულ იერ-სახეს.

დოპელჰერცი არსებითად აუმჯობესებს თმის საერთო მდგომარეობას, ხდის მას ჯანმრთელსა და ლამაზს. პრეპარატის მიღების შედეგად მიღწეული შედეგი შეიძლება ინდივიდუალური იყოს სხვადასხვა ადამიანებისთვის, მაგრამ თმების სტრუქტურის გაუმჯობესება ხდება ყოველთვის და ყველასთვის.

პანტოვიგარი (Pantovigar) - ვიტამინების კომპლექსი განკუთვნილია თმის ცვენის შესაჩერებლად, თუმცა გარდა ამისა, პანტოვიგარის ვიტამინები აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, გარეგნულ იერ-სახეს, ხდის მას უფრო ჯანმრთელსა და ლამაზს.

პანტოვიგარის ვიტამინებს გააჩნია გამოხატული კლინიკური ეფექტი, რადგან იგი აღადგენს თმის ჯანმრთელობას, რომელიც დაზიანებულია სხვადასხვა ნეგატიური ფაქტორების შედეგად, როგორიცაა თმის ქიმიური დახვევა, ცხელი ჰაერით გაშრობა და ა.შ.

პანტოვიგარის ვიტამინები ხელს უწყობს არა მხოლოდ თმის ცვენის შეჩერებას, არამედ ძლიერ დაზიანებული თმის სტრუქტურების აღდგენას, აუმჯობესებს თმის ბოჭკოებს, ხდის თმას აბრეშუმივით ბზინვარეს, ძლიერსა და ჯანმრთელს.

პერფექტილი (Perfectil) - ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი განკუთვნილია კანის მკურნალობისთვის, თუმცა რამდენადაც ჯანმრთელი თავის კანის გარეშე, წარმოუდგენელია ადამიანს ჰქონდეს ჯანმრთელი, ლამაზი და სწრაფად მზარდი თმები, პერფექტილი კანის საფარის ნორმალიზაციის გარდა, დადებით ზემოქმედებას ახდენს თმების საერთო მდგომარეობაზე.

პექფექტილს გააჩნია თმის ძირების გამაგრების მძლავრი ეფექტური ზემოქმედების უნარი. იგი აჩერებს თმის ცვენას, ან ახდენს მის პროფილაქტიკას.

ყველაზე ეფექტურად პერფექტილი მოქმედებს მათზე, ვისაც აწუხებს ქერტლი, თავის კანის ქავილი და თმის ცვენა.

საერთო ჯამში კი ვიტამინების კომპლექსი პერფექტილი დადებითად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე და გარეგნულ იერ-სახეზე, აჩქარებს თმის ზრდას, აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს მის საერთო მდგომარეობას.

მერცი (Merz) - კომპლექსის შემადგენლობაში შედის არა მხოლოდ ვიტამინები, არამედ ის მინერალები და ამინომჟავები, რომელიც აუცილებელია კანის, თმებისა და ფრჩხილების ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის.

მერცის დრაჟე შესანიშნავი საშუალებაა ქალბატონებისთვის, რათა მათ შეინარჩუნონ კანის საფარის ჯანმრთელობა და სილამაზე.

პრეპარატი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას, რადგან მას შეუძლია ხელი შეუწყოს ნივთიერებათა ცვლის პროცესის საკმარისად ინტენსიურ დონეზე შენარჩუნებას.

შედეგად, თმის ძირები მაგრდება, თმა ხდება უფრო ბზინვარე, ჯანმრთელი, ჩქარდება მისი ზრდის პროცესი.

პრეპარატის დანიშვნა, ძირითადად ხდება იმ შემთხვევაში, თუ თმას არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის მკვებავი ნივთიერებები და ჟანგბადი. მაგალითად: მიკროცირკულაციის დარღვევის დროს, სისხლძარღვების დაავადებების შემთხვევაში და ა.შ.

რევალიდი (Revalid) - კომპლექს რევალიდის თითოეული აბი შეიცავს არა მხოლოდ ვიტამინებს, არამედ მინერალებს და ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია თმის სტრუქტურული უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ასეთი შემადგენლობის წყალობით, რევალიდი ეფექტურად აღადგენს თმის სტრუქტურასა და თმის ფოლეკულებს. შედეგად თმა ჯანმრთელი და ლამაზი ხდება.

რევალიდი, ჩვეულებრივ გამოიყენება სახვადასხვა ტიპის დაზიანებული თმის შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა მტვრევადი, ფორებიანი თმა, თმის ცვენა და ა.შ.

თვალსაჩინო კლინიკური ეფექტის მისაღებად, რეკომენდებულია რევალიდის მიღება 2-3 თვიანი კურსით, კარგია კურსის გამეორება, თუმცა კურსებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 3-4 თვე.

და სხვა...

 

საუკეთესო (ოპტიმალური) ვიტამინები ჯანმრთელი თმისთვის

 

საუკეთესო ვიტამინები ჯანმრთელი თმისთვისსამედიცინო პრაქტიკაში არ ხდება ტერმინ „საუკეთესოს“ გამოყენება, რადგან ეს არ ითვლება კორექტულად.

ჩვეულებრივ. ასეთ შემთხვევაში იყენებენ ტერმინ „ოპტიმალურს“, რისი არსიც მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტული პრეპარატი, მიმდინარე სიტუაციაში წარმოადგენს ყველაზე საუკეთესო საშუალებას კონკრეტული ადამიანისთვის.

რამდენადაც იგივე სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა სიტუაციებში, ერთი და იგივე ადამიანისთვისაც კი შეიძლება საუკეთესო იყოს სხვადასხვა სახის პრეპარატი, ცხადი ხდება, თუ რატომ იყენებენ ექიმები ტერმინ - „ოპტიმალურს“.

ეს ყველაფერი ეხება ადამიანის თმისთვის სასარგებლო ვიტამინებსაც. ამიტომ, საუკეთესო ვიტამინების არჩევა არ შეიძლება, სამაგიეროდ შესაძლებელია რამდენიმე ჯგუფის პრეპარატების შექმნა, რომელიც ოპტიმალური იქნება ამა თუ იმ მდგომარეობის თმის სამკურნალოდ.

განვიხილოთ ოპტიმალური ვიტამინების კოპლექსები სხვადასხვა ტიპის თმისთვის:

მშრალი ან შერეული ტიპის თმა (როცა მშრალია თმის დაბოლოებები და ცხიმიანია თმის ძირები) - ოპტიმალურია ვიტამინი A, რეტინოლის აცეტატი, უნდევიტი, დეკამევიტი, გენდევიტი, პანგექსავიტი ან აევიტი.

ცხიმიანი თმა - ოპტიმალურია B ჯგუფის ვიტამინები, დოპელჰერც აქტივი, ნეირომულტივიტი, პენტოვიტი, ბეროკა პლუსი (Berocca plus), ნეიროვიტანი.

ნორმალური თმა - ოპტიმალურია ვიტამინები პერფექტილი, აურიტა, რევალიდი, ვიტა შარმი და სხვა

ყველა ტიპის თმა - ოპტიმალურია ვიტამინი E, კომპლივიტი, უნდევიტი, ვიარდო და სხვა

ვიტამინების დაყოფა ოპტიმალურობის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის თმისთვის - პირობითია, რადგან არ ითვალისწინებს ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

ამის გამო, პრაქტიკაში, ვიტამინების ოპტიმალური კომპექსის შერჩევის დროს, აუცილებელია ორიენტირება გამოხატულ კლინიკურ ეფექტსა და საკუთარ შეგრძნებებზე.

 

ვიტამინები და თმის ნიღბები

 

ვიტამინები და თმის ნიღბებითმისთვის აუცილებელი ვიტამინების მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ კაფსულების, აბების, ფხვნილის და სხვა მედიკამენტური ფორმის სახით, არამედ მისი გამოყენება შეიძლება თმის ნიღბებში, შამპუნში და სხვა თმის მოვლის საშუალებებში დამატების გზით.

განვიხილოთ საერთო წესი, რომლის დაცვაც აუცილებელია ვიტამინების გარეგანი წესით მიღების დროს.

სხვადასხვა ვიტამინები, რომელიც დადებით ზემოქმედებას ახდენს თმის მდგომარეობაზე, თმის ნიღბების დამზადების დროს, გამოიყენება შემდეგი სახით:

1. მზა სააფთიაქო ან კოსმეტიკურ ნიღაბს უმატებენ რომელიმე სახის ერთ ან ორ, ერთმენეთთან შესაბამისობაში მყოფ ვიტამინს. მაგალითად: А + Е, В9 + В6 და ა.შ. ვიტამინების დამატება ხდება შემდეგი გაანგარიშებით - 5-10 წვეთი ზეთოვანი ან წყლის ხსნარი (ან ერთი დაფშვნილი აბი) - 100 მლ წყალზე.

საჭირო რაოდენობის ვიტამინებს ნიღაბში კარგად აურევენ, რის შემდეგაც ნიღბის გამოყენება ჩვეულებრივი წესით ხდება.

2. რომელიმე ვიტამინს, რომელიც შეძენილია აფთიაქში კაფსულების, ზეთოვანი ხსნარის, წყლის ხსნარის ან აბების სახით - ურევენ სხვადასხვა კომპონენტებს და იღებენ სახლის პირობებში დამზადებულ ნიღბებს.

ასეთი კომპონენტები ჩვეულებრივ, შეიძლება იყოს კვერცხი, თაფლი, თიხა და სხვა კომპონენტები, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება სახლის პირობებში ნიღბების დასამზადებლად.

აღსანიშნავია, რომ ვიტამინების დამატება შესაძლებელია ოჯახურ პირობებში დამზადებული ნებისმიერი სახის ნიღბისთვის.

ნიღბების დასამზადებლად, ვიტამინების გამოყენების დროს, უნდა გახსოვდეთ, რომ ნიღბის ერთ შემადგენლობაში, შესაძლებელია ერთმანეთთან შეთავსებადი მაქსიმუმ ორი ვიტამინის დამატება. მაგალითად შესაძლებელია A და E ვიტამინების კომბინირება, რომელიც თავსებადია მხოლოდ ერთმანეთთან.  A და E  ვიტამინების შერევა რომელიმე სხვა სახის ვიტამინთან არ შეიძლება.

ხოლო B, C, F და PP ჯგუფის ვიტამინების ერთმანეთთან კომბინირება შესაძლებელია ერთმანეთთან დაჯგუფებული ორ-ორი ნებისმიერი ფორმით, რადგან ისინი სრულიად თავსებადია ერთმანეთთან.

თუ ვიტამინები იყიდება ზეთოვანი ან წყლის ხსნარის სახით, მათი დამატება ნიღბებში ხდება წვეთების სახით. თუ ვიტამინები კაფსულების სახით იყიდება, კაფსულის გარსს ხვრეტენ და გამოდევნილ ზეთოვან მასას მზა ნიღაბში უმატებენ. თუ ვიტამინი აბის სახითაა, აბს ფქვავენ და მიღებულ ფხვნილს ნიღაბს უმატებენ.

ვიტამინები - B6 და B12  მოთავსებულია ამპულებში ხსნარის სახით. ერთი მათგანი ან ორივე ერთად, უნდა შეერიოს სახლში დამზადებულ, ან კოსმეტიკურ მაღაზიაში შეძენილ ნებისმიერ სასურველ ნიღაბს.

ოპტიმალურია თითო ამპულა ვიტამინ B6 ან B12 - ის ხსნარის დამატება იმ რაოდენობის ნიღაბზე, რომელიც საჭიროა მისი ერთჯერადი გამოყენებისთვის. ზოგადად კი უმჯობესია ვიტამინის ხსნარის დამატება მოხდეს გამოყენების წინ, უშუალოდ ნიღბის იმ აუცილებელ რაოდენობაზე, რომლის დატანაც უნდა მოხდეს თმებზე.

 

ვიტამინებში შამპუნში

 

ვიტამინებში შამპუნშითმის შამპუნში ვიტამინების დამატება ხდება თავის დასაბანი საშუალების თმისთვის აუცილებელი ელემენტებით გამდიდრების მიზნით.

შამპუნში შეიძლება დამატებული იქნას ნებისმიერი ვიტამინი, რომელიც სასარგებლოა თმებისთვის. მაგალითად В, С, Е, А, РР, Н დაF ჯგუფის ვიტამინები.

თუმცა, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ერთი და იგივე შამპუნში, არ შეიძლება ორზე მეტი ვიტამინის დამატება, საერთოდ კი უმჯობესია თუ დაუმატებთ მხოლოდ ერთი დასახელების ვიტამინს.

ვიტამინების დამატება შეიძლება როგორც უშუალოდ შამპუნის ბოთლში ან ფლაკონში, (როცა ხდება შამპუნის მთელი მასის გამდიდრება), ასევე დამატებული იქნას ერთჯერადად, თავის დაბანისთვის განკუთვნილ შემპუნის მცირე პორციაში.

შამპუნის მცირე პორციაში ვიტამინის დამატება, უფრო მოსახერხებელია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება შეიცვალოს ვიტამინი მისი არაეფექტურობის შემთხვევაში.

ვიტამინების შამპუნში დამატება, შამპუნის გამოშვების ფორმის გათვალისწინებით, ხდება შემდეგი პროპორციებით:

»» ერთი ამპულა ვიტამინის ხსნარი 50 მლ ან პორცია შამპუნზე ერთჯერადი გამოყენებისთვის;

»» ვიტამინის ზეთოვანი ხსნარის 10 წვეთი 50 მლ ან პორცია შამპუნზე ერთჯერადი გამოყენებისთვის;

»» ჟელატინის გარსის მქონე ორი კაფსულა ზეთოვანი ვიტამინის ხსნარი 50 მლ ან პორცია შამპუნზე ერთჯერადი გამოყენებისთვის;

»» ვიტამინის ერთი დაფხვნილი აბი 50 მლ ან პორცია შამპუნზე ერთჯერადი გამოყენებისთვის;

ეს პროპორციები გასაშუალებულია, ამიტომ, აუცილებლობის შემთხვევაში, შამპუნში დამატებული ვიტამინების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 2-3-ჯერ, ან პირიქით, შემცირდეს ნებისმიერ ზომამდე.

 

თმის ამპულები (სწრაფად ზრდისთვის)

 

თმის ამპულები (სწრაფად ზრდისთვის)თმის სწრაფად ზრდის თანამედროვე და ძვირადღირებული მეთოდებიდან შეიძლება ავღნიშნოთ სპეციალური ამპულები.

თმის გაჯანსაღებისთვის, ცვენის შესაჩერებლად და სწრაფად ზრდისთვის განკუთვნილი ამპულების დადებითი თვისებებია:

სწრაფი მოქმედება (ეფექტი უკვე თვალსაჩინოა მეორედ გამოყენების შემდეგ);

ალერგიის დაბალი რისკი;

სასარგებლო ნივთიერებების თმაში შეღწევადობის მაღალი მაჩვენებელი;

ამპულებით მკურნალობა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის თმისთვის;

 

Biolag - ეს ამპულები შესანიშნავია შეღებილი თმისთვის. ხელს უწყობს კულულების მაღალ ხარისხს, ანიჭებს თმას ბზინვარებას. მისი ბიოლოგიური კომპონენტები არანაირად მავნე ზემოქმედებას არ ახდენს თმის ფერზე.

 

Complex - ამ ამპულების ზემოქმედებით თმა არა მხოლოდ სწრაფად იზრდება, არამედ ხდება უფრო დამჯერე, მოქნილი, ბზინვარე. ამასთან, თმის ძირები აღარ იხლიჩება.

 

Depilfax - ეს ამპულები წარმატებით გამოიყენება შორს წასული ალოპეციის დროს. ამასთან იგი ხელს უწყობს ძლიერ დაზიანებული კულულების აღდგენას, რაც საკმაოდ ხშირია თმის ქიმიური გასწორების ან დახვევის შემდეგ.

 

Dercap - ახალისებს თმას, აცილებს მას ქერტლს, სოკოს, აღადგენს კანის სტრუქტურას არა მხოლოდ თავის კანზე, არამედ ტანზეც (კისერზე, მხრებზე). გააჩნია უპირატესად მენთოლის გემო

 

Farme - მისი ძირითადი მცენარეული ინგრედიენტია ოროვანდი. როგორც ცნობილია ბირკავას საფუძველზე დამზადებული საშუალებები აჩქარებს თმის ზრდას, „აღვიძებს“ თმის  ბოლქვებს, ამცირებს, ან საერთოდ აჩერებს თმის ცვენას.

 

Loreal Fluid Professional - შესანიშნავი და მსუბუქი პრეპარატია, რომელიც სწრაფად შეიწოვება თმის კულულების სიღრმეში და აღადგენს თმის სტრუქტურას.

 

Phitolab Minerale - ეს არის კოსმეტიკა, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ნატურალური მცენარეებისა და მინარელების ექსტრაქტებზე. ამის გამო, იგი მიიჩნევა ჰიპოალერგენულ საშუალებად.

 

Schwarzkopf (Schwarzkopf Professional Bonacure) - პროფესიონალური კოსმეტიკის მთელი ხაზი. შესაძლებელია შერჩეული იქნას სასურველი პაკეტი ნებისმიერი ტიპის თმისთვის და თავის კანისთვის.

 

Simply Zen - ეს პრეპარატი შეიცავს ზღვის მცენარეების ექსტრაქტს. იგი ხელს უწყობს ქერტლის მოცილებას, სპობს სოკოს, ახდენს ცხიმოვანი უჯრედების მუშაობის ნორმალიზებას.

 

Vichy Aminexil Pro - კომპლექტში შედის: შამპუნი, ბალზამი, ნიღაბი და ამპულები (დაზიანებული თმისთვის და თმის ცვენის წინააღმდეგ), აგრეთვე - ქაფი (თმის დავარცხნისა და მოვლისათვის).

 

და სხვა...   იხილეთ ვრცლად: თმის სწრაფად ზრდის მეთოდები


 

და ბოლოს, აქ მოყვანილია ცხრილი (სურათის სახით), თუ რომელი პროდუქტები შეიცავს A, B1, B2, B5, B6, B9, B12, C, D, K, PP ვიტამინებს:

 


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura