მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 27856 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ცოტა რამ პარიკის ისტორიიდან

 

ცოტა რამ პარიკის ისტორიიდანზოგიერთი გადმოცემით, სიტყვა პარიკი იტალიური წარმოშვებისაა Parrucca და ყალბ ვარცხნილობას ნიშნავს. სხვა გადმოცემებით კი სიტყვა პარიკი ფრანგული წარმოშვებისაა Perruque და ხელოვნურ თმის საფარს ნიშნავს.

თუმცა პარიკი მოდური და პოპულარული სწორედ საფრანგეთში გახდა და იქედან გავრცელდა მთელი ევროპის მაღალ საზოგადოებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველად პარიკი გამოიყენეს ძველ ეგვიპტეში და მისი პრაქტიკული დანიშნულება მცხუნვარე მზისგან თავის დაცვა იყო.

არსებობს მოსაზრება, რომ პარიკის პროტოტიპი არსებობდა ჯერ კიდევ ბიბლიური დროიდან და ეს იყო თივის კონა. სწორედ მას ატარებდა წმინდა ქალწული მარიამი, რათა მამაკაცებს არ დაენახათ მისი თმები.

დასაწყისში, პარიკები აქტიურად გამოიყენებოდ თეატრში, მაგრამ XX საუკუნემ ეს მიდგომა შეცვალა. პარიკმა მასობრივი პოპულარობა 1910-1920 წლებში მოიპოვა, მეორე ტალღა იყო სამოციანი, ხოლო შემდგომი ოთხმოციანი წლები.

ყოველი პერიოდი კარდინალურად ცვლიდა პარიკის იერ-სახეს, დაწყებული მასალით, რომლისგანაც იყო იგი დამზადებული და დამთავრებული ფერითა და ფორმით.

როგორც ცნობილია - ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია და პარიკებიც არ არის გამონაკლისი.

დღესდღეობით, პარიკი ქალთა სქესისთვის პრაქტიკულობის თვალსაზრით შეუცლელი აქსესუარი გახდა.

პარიკის წყალობით, აღარ არის საჭირო თავს უარი უთხრათ გარეგნობის კარდინალურად ცვლილებაში. მაგალითად, პარიკს შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური, უჩვეულო ვარცხნილობა, რომლის უფლებასაც თავს ვერ მისცემდით (მასთან არ შეგეშინდებათ, რომ ის არ მოგიხდებათ, ან გამოდგება ძალიან ვულგარული).

პარიკი ძალიან პრაქტიკულია იმ შემთხვევაში, როცა სტილისტთან ვიზიტის შემდეგ, არასწორად შეჭრილი თმის, ან არასწორად შერჩეული სტილის შემდეგ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

პარიკის ისტორიაროგორც ცნობილია თმა ძალიან ნელა იზრდება და ამ დროის განმავლობაში სწორედ პარიკი დაგეხმარებათ უნებლიე ნაკლის დაფარვაში.

წელიწადის ცივ პერიოდში, ხარისხიანი და კარგად შერჩეული პარიკი წარმატებით შეგიცვლით თვსაბურავს (ქუდს, თავშალს).

ამით ორ კურდღელს დაიჭერთ: შეცვლით ვარცხნილობას და გახდებით უფრო მიმზიდველი, ამასთან გაუფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას.

და ბოლოს, მართალია ყველა მკითხველს ჯანმრთელობას ვუსურვებთ, მაგრამ პარიკი მხსნელია ხოლმე ზოგიერთი დაავადების დროს, რომელიც იწვევს თმის ცვენას (თმის ბუდობრივი ცვენა, ონკოლოგიური და სხვა სახის დაავადებები). 

 

როგორი პარიკი ავირჩიოთ

 

არსებობს ნატურალური თმისგან, სინთეტკური და სხვა მასალისგან დამზადებული პარიკები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ზომებით, ფორმით, ხარისხით, უნივერსალურობითა და ინდივიდუალურობით.

განვიხილოთ თითოეული მათგანის თავისებურებები:

 

ნატურალური თმა;

 

ნატურალური თმისგან დამზადებული პარიკები

ნატურალური პარიკი მზადდება ძვირფასი ნატურალური თმისგან. გადის საგულდგულო დამუშავებას: ხდება მისი სორტირება სისქისა და სიგრძის მიხედვით.

ამის შემდეგ ხდება მისი დეზინფექცია სოდისა და საპნიანი წყლის ხსნარით. შემდგომ კი რეცხავენ, ავლებენ და აშრობენ.

აუცილებლობის შემთხვევაში თმას ღებავენ, ზოგჯერ კი ხვეწენ, რათა მასზე ადვილი იყოს მუშაობა.

პარიკის აწყობის შემდეგ თმებს ჭრიან და საგულდაგულოდ ვარცხნიან, რათა პარიკმა მიიღოს დასრულებული სახე.

ასეთი პარიკი შესაძლებელია შეიღებოს, შეიჭრას, დაივარცხნოს და დალაგდეს ნებისმიერი ფენის გამოყენებით.

ნატურალური თმისგან დამზდებული პარიკი ყველაზე მაღალხარისხიანად მიიჩნევა და მფლობელს შეიძლება მოემსახუროს 2-5 წელი.

 

კანეკალონი

 

პარიკები - კანეკალონიასეთი პარიკი საუკეთესო არჩევანია ხელოვნური თმისგან დამზადებულ პარიკებს შორის. იგი ძალიან რეალისტური და ხარისხიანია.

კანეკალონი იაპონიაში შექმნეს, საიდანაც მაშინვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

კანეკალოინის შემადგენლობაში შედის ზღვის წყალმცენარეები (რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად ხელოვნურობისა, პარიკი შეიცავს ორგანულ ბოჭკოებს).

ფერით, სტრუქტურით, ბზინვარებით და ტექსტურით იგი მაქსიმალურად ჰგავს და თითქმის არ განსხვავდება ცოცხალი, ჯანმრთელი და მოვლილი თმისგან.

კანეკალონისგან დამზადებული პარიკები ძალიან მსუბუქია, ჰიგიენური, არ ახურებს თავს და არ იწვევს ალერგიებს. 

ამას გარდა, კარგად ინარჩუნებს ფორმას და მათი მოხმარება დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება: ინტენსიური ტარების შემთხვევაში 1-3 წლის განმავლობაში.

 

სინთეტიკა

 

პარიკები - სინთეტიკაეს არის აკრილის, ვინილი ან პოლიამიდისგან დამზადებული პარიკები, რომლებიც მასობრივადაა გავრცელებული.

მათი უჩვეულო ბზინვარება (შორი მანძილიდანაც), შეუმჩნეველი არ დარჩება გამოუცდელ თვალსაც კი.

სინთეტიკისგან დამზადებულ პარიკზე არსებული ხელოვნური თმა შეხებისას უხეშია კანეკალონთან და ნატურალურ თმასთან შედარებით. ამასთან მეტად იწეწება და იბურდება.

ასეთი პარიკის ხარისხი რა თქმა უნდა შედარებით დაბალია და მიუხედავად იმისა, რომ დაბალია მისი ღირებულებაც, უმჯობესია არჩევანი მაღალი ხარისხის პარიკზე გაკეთდეს, რადგან გაკეთებული ეკონომია ფარდობითია და მფლობელი მალე დადგება ახალი, მაღალხარისხიანი პარიკი შეძენის საჭიროების წინაშე.

თუმცა უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ თანამედროვე მწარმოებლების მიერ დამზადებული სინთეტიკური პარიკები სრულიად ახდენს ნატურალური თმის იმიტაციას, არავითარ ეჭვს არ იწვევს და გამოირჩევა მაღალი ხარისხით.

სინთეტიკური მასალისგან დამზადებული პარიკების მოხმარების ხანგრძლივობა შედარებით დაბალია და ინტენსიური ხმარებისას შეადგენს 2-თვიდან 1 წლამდე და მეტი.

 

შერეული ტიპის

 

შერეული ტიპის პარიკებიშერეული ტიპის პარიკის დამზადების დროს გამოიყენება როგორც ნატურალური, ასევე ხელოვნური თმა.

მასალათა ასეთი კომბინაცია უზრუნველყოფს პარიკის აბსოლიტური ბუნებრივობისა და სტაბილურობის შერწყმას.

ამიტომ, თუ პარიკის შეძენის დროს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პრაქტიკულობაა, არჩევანი შერეული ტიპის პარიკზე გააკეთეთ.

შერეული ტიპის პარიკები არ საჭიროებს მუდმივ, რთულ მოვლას და ხშირ დავარცხნას, რითაც იგი დროის ეკონომისაც მოგცემთ.

ამასთან, ასეთი პარიკები ვიზუალურად შესანიშნავად გამოიყურება და საკმაოზე მეტად ეფექტურია.

შერეული ტიპის პარიკების მოხმარების ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალია და სათანადო მოვლის შემთხვევაში შეადგენს 2-4 წელს.

 

სხვა სახეობები

 

პარიკის სხვა სახეობებიპარიკების გარდა არსებობს სხვადასხვა სახის „ალტერნატიული თმის სახეობები“. თითეული მათგანი შესაძლოა სასარგებლო იყოს განსაზღვრულ სიტუაციებში.

ასეთ სახეობებში შედის: შინიონები (თმის დაგრძელებისთვის), კუდები, ნაწნავები, ნახევრადპარიკები, კულულები, კიკინები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ეს სახეობები არსებობს როგორც ქალბატონებისთვის ასევე ბავშვებისთვის (პატარა გოგონებისთვის).

ისინი, ისევე როგორც ჩვეულებრივი პარიკები, განსხვავდება ერთმანეთისგან ფერის, ფორმის და ხარისხის მიხედვით.

პარიკის ამ სახეობების გამოყენება საშუალებას მოგცემთ ნაწილობრივ შეიცვალოთ ვარცხნილობა, გაამრავალფეროვნოთ, გაახალისოთ იგი, მისცეთ თმას მოცულობა ან გაიკეთოთ კონტრასტული მელირება.

 

შინიონები

 

შინიონები თმის დაგრძელებისთვისპარიკის ზემოთ აღნიშნულ სხვა სახეობებს შორის ყველაზე პოპულარულად მაინც თმის დაგრძელებისთვის განკუთვნილი შინიონები ითვლება. იგი შეიძლება იყოს როგორც ერთიანი, ასევე ცალ-ცალკე, სპეციალურ სამაგრებზე ასხმული.

პრაქტიკულობის თვალსაზრისით უმჯობესია ცალ-ცალკე, სამაგრებზე ასხმული შინიონების შეძენა, რადგან უფრო მარტივია თავის მთელს ფართობზე მისი გადანაწილება.

თმის დასაგრძელებელი შინიონები წარმოადგენს ხელოვნური ან ნატურალური თმისაგან აკინძულ ვიწრო ზოლებს, რომელიც შეიძლება ჩამაგრდეს საკუთარ თმებში.

იგი შეიძლება იყოს ბუნებრივი ან არაბუნებრივი შეფერილობის და სხვადასხვა ფერის: შავი, ყავისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, იასამნისფერი, ვარდისფერი, ლურჯი, წითელი, მეწამული და ა.შ.

მთავარი ფაქტორი თმის დასაგრძელებელი შინიონების შერჩევისას მისი ფერია. თუ თმის ფერის შეცვლა არ გნებავთ და მხოლოდ მისი დაგრძელება გსურთ, რა თქმა უნდა უნდა შეარჩიოთ ზუსტად თქვენი თმის, ან მაქსიმალურად მასთან მიახლოვებული ფერის შინიონი.

შავი ფერის თმას, ღია ფერის (ძალიან ღია არა) შინიონები მოუხდება. ღია ფერის თმას კი კარგად ეხამება შავი ან ღია ყავისფერი შინიონი.

თუ თმის დასაგრძელებლად არაბუნებრივი ფერის შინიონი გსურთ, შავ თმას კარგად ეხამება წითელი, ვერცხლისფერი, ლურჯი, მეწამული, ყვითელი და ვარდისფერი შინიონები. რაც შეეხება ღია თმას, მას კარგად ეხამება ვარდისფერი, ლურჯი და მწვანე შინიონები. ნუ აირჩევთ ყვითელ შინიონს ის არ გამოჩნდება და უცნაურადაც გამოიყურება.

 

ზოგადი რჩევები

 

ზოგადი რჩევები პარიკის შესძენად»» პარიკის შეძენის წინ აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ მისი ზომა. პარიკის ყოველ მოდელს გააჩნია თავისი უნიკალური ზომა, რაც დაკავშირებულია მისი დამზადების ტექნოლოგიასთან.

არსებობს მოდელები დიდი ზომის თავისთვის (58-62) და პატარა ზომის თავისთვის (50-52). თუმცა პარიკების უმრავლესობის ზომა რეგულირდება ფარგლებში (54-58)

ნუ შეშფოთდებით, თუ თქვენს მიერ შერჩეული პარიკი ოდნავ ღრმა იქნება, ვიდრე საჭიროა.

შესაძლებელია მცირედით ჩაიკეროს მისი საფუძველი და ამით შემცირდეს პარიკის ქუდი ისე, რომ იგი ზუსტად მოირგოთ თავზე.

გაცილებით უფრო ცუდია, თუ პარიკი იქნება პატარა ზომის. გარდა იმისა, რომ იგი იმოძრავებს თავზე, შესაძლოა მოახდინოს დაწოლა სისხლძარღვებზე, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.

»» ნუ შეეცდებით იდეალურად დააწყოთ პარიკზე არსებული ყველა თმის ღერი თავის ადგილზე, უფრო ბუნებრივად გამოიყურება პარიკი, რომლის ცალკეული თმის ღერები ერთმანეთშია გადახლართული, ისე როგორც ნატურალურ თმაში.

»» პარიკის გაკეთებამდე, კარგად დაბერტყეთ (შეანჯღრიეთ) იგი. ბევრი პარიკი დაბერტყვისა და მსუბუქად ხელის გადასმის შემდეგ მზად არის გამოყენებისთვის. ხვეული პარიკებს საერთოდ არ ვარცხნიან, უბრალოდ დაბერტყავენ და ხელით გადააწყობენ კულულებს.

»» სახის ფართო ნაკვთებს არბილებს მოკლე და გლუვი პარიკები. მომცრო სახეს და შეუმჩნეველ ნაკვთებს კი ხაზს გაუსვამს წვრილად დახვეული და კულულებიანი პარიკები.

»» თუ დაბალი შუბლი გაქვთ, აირჩიეთ პარიკი, რომელსაც ასიმეტრიული ჩოლკა აქვს, იგი დამალავს ნაკლს და შუბლს უფრო მაღალს გამოაჩენს.

თუ ფართო შუბლი გაქვთ, აირჩიეთ პარიკი, რომელსაც სქელი, წარბებამდე ჩამოწეული ჩოლკა აქვს. იგი დაფარავს ნაკლს და ხაზს გაუსვამს თქვენს ღირსებას.

საჭირო რჩევები პარიკის შესაძენად»» თუ გსურთ დიდი ცხვირიდან ყურადღება გადაიტანოთ, აირჩიეთ პარიკი, რომელსაც აქვს ხუჭუჭა კულულები ლოყების გასწვრივ, აფუებული ჩოლკა და მოცულობითი ვარცხნილობა.

ასეთი პარიკი ვიზუალურად შეამცირებს ცხვირის სიგრძეს.

»» გრძელი კისერი უფრო მოკლე და ქალური გამოჩნდება, თუ აირჩევთ პარიკს, რომელსაც გრძელი თმების აქვს (მხრებამდე) და ფარავს კისერს.

ხოლო თუ პირიქით, მოკლე კისერი გაქვთ, რომლის ვიზუალურად დაგრძელებაა საჭირო, აირჩიეთ მოკლე პარიკი, რომელიც არ ფარავს კისერს და კარგად აჩენს მას.

 

როგორ მოვუაროთ პარიკს 

 

პარიკის მოვლის საშუალებები»» პარიკის მოსავლელად უპირველეს ყოვლისა გამოიყენეთ რბილი სავარცხელი. სასურველია სპეციალური, პარიკისთვის განკუთვნილი თმის ჯაგრისისა და სავრცხლის გამოყენება. ეს დავარცხნის პროცესს მარტივს ხდის და ახანგრძლივებს პარიკის მოხმარების ვადას.

თუ პარიკის მოვლის სპეციალური აქსესუარები ხელმისაწვდომი არ არის, შეარჩიეთ მაქსიმალურად რბილი თმის ჯაგრისი, ისეთი, რომ მისი კბილანები დავარცხნის პროცესში ძლიერ იღუნებოდეს და არ გლეჯდეს თმის ღერებს პარიკიდან.

»» ნუ შეეცდებით ხელოვნურ პარიკზე თმის ფენისა და თმის გაცხელების სხვა საშუალებების გამოყენებას (თმის უთო, სტეილერი). პარიკი მომენტალურად გაფუჭდება. თუ პარიკის გაშრობას მაინც ფენის სშუალებით გადაწყვეტთ, გააშრეთ იგი ცივი ჰაერის ნაკადით.

შესაძლოა ზაფხულში, სხეულის მაღალმა ტემპერატურამაც კი უარყოფითად იმოქმედოს პარიკზე ისე, რომ პარიკზე არსებული ხელოვნური თმა დაიწყებს მსუბუქად დახვევას.

»» ყოველი გამოყენების შემდეგ, სანამ პარიკს შეინახავთ, ხელით გაასწორეთ აწეწილი თმა.

»» პარიკის გარეცხვის დროს, უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. გარეცხვამდე პარიკი უნდა დაივარცხნოს, ხოლო გარეცხვა მოხდეს თასში ჩასხმულ თბილ წყალში, რომელშიც გახსნილია 3 სუფრის კოვზი შამპუნი.

ჩადეთ პარიკი თასში და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. დაასველეთ იგი ბოლომდე და ფრთხილად გაავლეთ წყალში, შემდეგ კი ფრთხილად გაამშრალეთ ხაოიანი პირსახოცით (არავითარ შემთხვევაში არ დასრისოთ).

თუ პარიკი სინთეტიკური მასალით არის დამზადებული, იგი იგივე პროცედურებით, მაგრამ აუცილებლად ცივ წყალში უნდა გაირეცხოს.

როგორ მოვუაროთ პარიკს»» პარიკის გაშრობა უნდა მოხდეს პირსახოცზე, შემდეგ კი თავის ფორმის სადგარზე (მეტალის კარკასზე, ან პოროლონისგან დამზადებულ თავის ფორმაზე).

იმისათვის, რომ პარიკი გარეგნულად მიმზიდველად გამოიყურებოდეს, შესაძლებველია ნოტიო პარიკს მიასხუროთ სპრეი-კონდიციონერი.

თუ საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ სტილისტებთან ან პარფიუმერულ მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალურად პარიკისთვის განკუთვნილი შამპუნი და მისი მოვლის სხვა საშუალებები.

»» არავითარ შემთხვევაში არ დავარცხნოთ ნოტიო, ჯერ კიდევ გაუმშრალი პარიკი თმის ჯაგრისით. დასაშვებია ფრთხილად გაასწოროთ აწეწილ-აბურდული თმა ხელის საშუალებით.


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ