მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 102847 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თმის ცვენის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ნიღბები და საშუალებები

 

თმის ცვენის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ნიღბები და საშუალებებიეფექტურად მიიჩნევა ყველა ის თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები და საშუალებები, რომლებიც ააქტიურებს მიძინებულ თმის ბოლქვებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

აქ შეკრებილი და მოყვანილია ყველაზე პოპულარული, ეფექტური, რეიტინგული და შედეგის მომტანი თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები და სხვა საშუალებები: 

კეფირისა და დარიჩინის ნიღაბი - ნახევარ ჭიქა კეფირს დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1-2 სუფრის კოვზი დარიჩინი და კარგად აურიეთ. წაისვით ნაზავი სუფთა და ოდნავ ნოტიო თმაზე.

შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ჩამობანა შეიძლება შამპუნის გარეშე. ნიღაბი გამოიყენება კვირაში ერთხელ ორი თვის განმავლობაში.

ცისფერი თიხის ნიღაბი - შეურიეთ ერთმანეთს ორი სუფრის კოვზი ცისფერი თიხა, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და კვერცხის გული. დაამატეთ საჭირო კონსისტენციის წყალი და მიღებული ნაზავი შეიზილეთ თმის ძირებში. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ და შემდეგ შედეგის მიხედვით.

წიწაკისა და სპირტის ნაყენი - წიწაკა ვიტამინების რაოდენობით ერთ ერთ პირველ ადგილზე დგას ბოსტნეულის კულტურებს შორის. იგი იწვევს თავის კანში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესის გააქტიურებას, რითაც აფერხებს თმის ცვენის პროცესს.

ხსნარის მომზადება მარტივია: 1 ნაწილ წიწაკას დაასხით 10 ნაწილი 70%-იანი სპირტი. დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში და გაწურეთ. შემდეგ ხსნარი გახსენით 10 ნაწილ ანადუღებ წყალში და შეიზილეთ თავის თმიან ნაწილში კვირაში 2-3-ჯერ. სასურველია ღამით.

ოხრახუშის (პეტრუშკის) ლოსიონი - 20 გრამ ოხრახუშს დაასხით 200მლ წყალი, კარგად დაახურეთ და გააჩერეთ სიბნელეში 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში ისე, რომ არ ჩამოიბანოთ. გააკეთეთ დღეგამოშვებით ერთი თვის განმავლობაში.

ლუდის ნიღაბი - აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი კალენდულას ყვავილები, სვიის გირჩები და არყის ხის ფოთოლი (ან მუხის ქერქები), დაასხით ერთი ჭიქა ცხელი ღია ფერის ლუდი. მიღებული ნაყენი გააჩერეთ 2 საათი თბილ ადგილას, შემდეგ გაფილტრეთ და შეიზილეთ თმებში. 15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი  ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

პანთენოლის ნიღაბი - აურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ, შეათბეთ წყლის აბაზანაში და  დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი პანთენოლის გელი, ან პანთენოლის კრემი.

შესაძლებელია ნიღაბს დაუმატოთ მცირეოდენი კეფირი. წაისვით თმაზე, თბილად შეიხვიეთ და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. ჩამოიბანეთ შამპუნის საშუალებით. თუ ნიღბის დამზადებას ვერ ახერხებთ, უბრალოდ შეიზილეთ თმის ძირებში პანთენოლის გელი.

ალოეს ნიღაბი - გააჩერეთ ალოეს ფოთლები მაცივარში 10-12 დღის განმავლობაში, შემდეგ გამოუღეთ წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში. შეგიძლიათ არ ჩამოიბანოთ.

თმის ძლიერად ცვენის შემთხვევაში ეფექტურია მეორე ნიღაბიც: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ალოეს წვენი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ნივრის წვენი, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. გაიკეთეთ ნიღაბი და გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. თავი დაითბილეთ პოლიეთილენით ან პირსახოცით.გაიმეორეთ შედეგის მიხედვით.

კვერცხის გული + თაფლი + ბირკავას ზეთი - აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და 2 კვერცხის გული. კარგად შეურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია არა მარტო თმის ცვენის შესაჩერებლად, არამედ აქტიურად ებრძვის ქერტლს.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბებიჭინჭრისა და ზეთის ნიღაბი - აიღეთ ერთი პაკეტი მშრალი ჭინჭარი (იყიდება აფთიაქებში), შესაძლებელია ცოცხალი, წვრილად დაჭრილი ჭინჭრის გამოყენებაც. შეურიეთ ნებისმიერ მცენარეულ ზეთს. ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ, გამოყენებამდე შეათბეთ და წაისვით მშრალ თმაზე დაბანამდე ერთი საათით ადრე.

ამჟავებული რძის ნიღაბი - თბილი ამჟავებული რძე შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელს სიგრძეზე. შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით ან ქუდით და მეტი სითბოსთვის შემოიხვიეთ ხაოიანი პირსახოცი. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ ლიმონის წვენით გაზავებული თბილი წყლით (შამპუნის გამოყენება არ არის რეკომენდებული). 

ხნისა და კეფირის ნიღაბი - აურიეთ ერთმანეთში უფერო ხნა და კეფირი თანაბარი პროპორციით. შეიზილეთ ნაზავი თმის ძირში და გადაანაწილეთ მთელი თმის სიგრძეზე. შემდეგ შეიხვიეთ პირსახოცით და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში.

თაფლი + კონიაკი + ალოე + კვერცხის გულის ნიღაბი - ერთჯერადი ნიღბისთვის საჭიროა 5 ალოეს ამპულა (იყიდება აფთიაქებში), ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი კონიაკი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ და ნაზავი ფრთხილი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანში. თავი თბილად შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით ან ქუდით, ზემოდან კი პირსახოცით. 

თავი ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით (კვერცხის გულის დახმარებით ნიღაბი ადვილად ჩამოირეცხება).  ნიღაბი ძალიან ეფექტურია და აჩერებს თმის ცვენას, თუ პროცედურას გაიმეორებთ კვირაში ერთხელ 3-4 თვის განმავლობაში.

პურის ნიღაბი - აიღეთ რამოდენიმე ნაჭერი ჭვავის პური და ჩაალბეთ ცხელ წყალში მანამდე, სანამ მისგან არ მიიღებთ ფაფას. გააჩერეთ მიღებული პურის ფაფა ერთი საათი, გააგრილეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. შეიფუთეთ თმები პოლიეთილენის პარკით ან ქუდით, ზემოდან პირსახოცით.

გააჩერეთ ნიღაბი ერთი საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შამპუნის გარეშე. სხვათა შორის, ეს ნიღაბი გარდა იმისა, რომ ძალიან ეფექტურია თმის ცვენის წინაააღმდეგ, შესანიშნავი საშუალებაა თმის ზედმეტი ცხიმიანობის მოსაშორებლად.

მდოგვი + შაქარი + კვერცხის გული + ზეითუნის ზეთის ნიღაბი - ეს მექსიკური ნიღაბია, რომელიც ძალიან ეფექტურია არა მხოლოდ თმის ცვენისათვის, არამედ თმის ზრდის აქტივაციისთვის. ნიღაბი მზადდება შემდეგი სახით: აიღეთ ორი სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი (იყიდება მარკეტებში) და გახსენით რამოდენიმე სუფრის კოვზ ცხელ წყალში. მიღებულ მდოგვის ფაფას დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი შაქარი (მდოგვის მოქმედების გაძლიერებისთვის) და რამოდენიმე სუფრი კოვზი ზეითუნის ზეთი (შესაძლებელია ნებისმიერი მცენარეული ზეთი). 

თუ მშრალი თმა გაქვთ, რეკომენდებულია წინასწარ შეიზილოთ თმის ღერებში ზეითუნის ზეთი, რათა თმა არ გამოშრეს. ნიღაბი წაისვით მხოლოდ თმის გაყოფის ადგილებში, თავის კანზე. ეცადეთ იგი არ მოხვდეს თმაზე.  თავის მაქსიმალური დათბუნება აუცილებელია (პოლიეთილენის პარკი ან ქუდი და სქელი პირსახოცი). შემდეგ თქვენ იგრძნობთ სითბოს მოზღვავებას და წვას, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ამ ნიღაბის ძალა სწორედ ამ წვაშია. თუ გრძნობთ, რომ მეტს ვეღარ გაუძლებთ, გაიჩერეთ ნიღაბი 15 წუთი, მაგრამ თუ ძლიერ არ გეწვით, გააჩერეთ 1 საათი.

ეს პროცედურები შეგიძლიათ გაიკეთოთ არაუმეტეს კვირაში ერთხელ. ერთი თვის შემდეგ იგრძნობთ, რომ თმის ცვენა შეწყდა და მისი ზრდა დაჩქარდა. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვის.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებებიხახვი + თაფლი + კვერცხის გული + კონიაკი + ლიმონი + აბუსალათინი + ეთერზეთი - ეს ნიღაბი არა მხოლოდ აჩერებს თმის ცვენას და ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას, არამედ აღადგენს ქიმიური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულ თმას (ქიმიური დახვევა, შეღებვა, მელირება). 

სქლად გახეხეთ ერთი თავი ხახვი და გამოწურეთ წვენი. შემდეგ სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, ერთი კოვზი თაფლი, ორი დიდი კოვზი კონიაკი, ერთი კოვზი ლიმონის წვენი და გამოწურული ხახვის წვენი.

ყველაფერი კარგად აურიეთ და ხახვის სუნის გასანეიტრალებლად დაუმატეთ 5 წვეთი სუნიანი ეთერზეთი (მაგალითად ფორთოხლის ან ლიმონის).

თუ მშრალი და ძალიან მტვრევადი თმა გაქვთ, ნიღაბს დაუმატეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი (სოიოს, სიმინდის ან ზეითუნის ზეთი).

ნიღბი წაისვით სუფთა, ოდნავ ნოტიო თმაზე, შეიხვიეთ თბილად სქელი პირსახოცით და გააჩერეთ არაუმეტეს  ერთი საათისა (რეკომენდებულია 30-40 წუთი). შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი, გამდინარე წყლით, შამპუნის გარეშე.

თმის ცვენის შესაჩერებლად გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში.

ხახვის ნიღაბი - თმის ცვენის შესაჩერებლად ძალიან ეფექტურია ხახვისგან გამოწურული წვენის თმის ძირებში შეზელვა. მომზადებაც ელემენტალურია. გამოწურეთ სამი სუფრის კოვზი ხახვის წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში, შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით ან ქუდით და ზემოდან პირსახოცი (მეტი სითბოსთვის).

მშრალი თმის შემთხვევაში ნიღაბი გააჩერეთ 1 საათი. ნორმალური თმის შემთხვევაში 2 საათი, ხოლო ცხიმიანი თმის შემთხვევაში 3 საათი. ამის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შამპუნით. (იგივე მეთოდით შეიძლება მომზადდეს ნივრის ნიღაბი).

კონიაკი + ოროვანდი + ხახვის წვენი - გააკეთეთ ნაზავი შეფარდებით 1/6/4 : კონიაკი - 1 - ოროვანდის ფესვების ნაყენი - 6 და ხახვის წვენი 4. მიღებული ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებში. გააჩერეთ 1 საათი და ჩამოიბანეთ შამპუნით და თბილი წყლით.

პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვირაში ერთხელ, სიტუაციის გაუმჯობესებამდე.

ოროვანდის წვენი ან კრემი - თმის ცვენის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენება და ძალიან ეფექტურია ახალგამოწურული ოროვანდის წვენი, ან მცენარის დაქუცმაცებული ფესვებისგან დამზადებული კრემი. ეს ნივთიერება (წვენი ან კრემი) უნდა შეიზილოთ თავის კანში.

ოროვანდის კრემი დამზადება ხდება შემდეგი სახით: 20 გრამი ოროვანდის ფესვები მოხარშეთ ერთ ჭიქ წყალში ისე, რომ სითხე აორთქლდეს და ჭიქაში დარჩეს პირველადი მოცულობის ნახევარი. შემდეგ თავიდან გააცხელეთ და შეურიეთ ნუტრიის ქონი. მიღებული მასა მოათავსეთ თიხის ჭურჭელში, მჭიდროდ დაახურეთ თავი და შედგით ღუმელში რამოდენიმე საათით, სანამ სითხე საბოლოოდ არ აორთქლდება.ჭურჭელში დარჩენილი მასა გაგრილდება და მიიღებთ ოროვანდის კრემს.

გოგრის თესლი + ბროწეულის ქერქის ნახარში - ხშირად თმის ცვენის გამომწვევი მიზეზია პარაზიტი ჭია, რომელსაც ეფექტურად ებრძვის ბროწეული ქერქის ნახარში.

ერთის სუფრის კოვზი ბროწეულის ქერქი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში და მიიღეთ უზმოზე დღეში ერთხელ.

ასევე ეფექტურია გოგრის თესლი, რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, ან გაატაროთ ერთი ჭიქა და მიიღოთ ასევე უზმოზე.

ცოტა ხანში ჭიები გაქრება და მისი მიზეზით გამოწვეული თმის ცვენაც ალაგდება.

მუხის ქერქი + ხახვის კანი + შავი პურის ნიღაბი - ერთი ჭიქა თანაბრად დაჭრილი მუხის ქერქი (იყიდება აფთიაქებში) და ხახვის კანის ფურცლები ადუღეთ 1 საათის განმავლობაში. ხსნარი გაწურეთ და დაუმატეთ შავი პურის გული სანამ ხსნარი არ გადაიქცევა ფაფად.

მიღებული თბილი მასა შეიზილეთ თავის კანში, დაიხურეთ პოლიეთილენის პარკი ან ქუდი და გააჩერეთ 1-2 საათის განმავლობაში. შემდეგ თავი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიშრეთ ბუნებრივად.

ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია და მალე აჩერებს თმის ცვენას. პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვირაში ერთხელ.

ეფექტურია მხოლოდ მუხის ქერქის ნახარშიც. აფთიაქში შეძენილი მუხის ქერქის ერთი მესამედი (შეიძლება შუაზე გაყოფაც) ჩაყარეთ ერთ ლიტრ წყალში და ადუღეთ თავახდილ ჭურჭელში, სანამ არ დარჩება ორი ჭიქ მუქი სითხე. შემდეგ გააგრილეთ და გადაივლეთ თავზე ყოველი თავის დაბანის შემდეგ (კვირაში ორჯერ მაინც). ერთი თვის შემდეგ შედეგი თვალსაჩინო გახდება.

თმის ცვენის ნიღბებისუფრის მარილი - თმის ცვენის შესაჩერებლად, ეფექტური და მრავალგზის ნაცადი მეთოდია მშრალი თავის კანის შემთხვევაში.

წინასწარ დაიბანეთ თავი (შამპუნის გარეშე) და შეიზილეთ სუფრის მარილი თავის თმიან ნაწილზე. გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. სემდეგ კი ჩამოიბანეთ. პროცედურის ხანგრძლივობაა 6 დღე (ყოველდღიურად)

ქაფურისა და ჭიანჭველის სპირტი - თავის კანის ანთების შემთხვევაში, რეკომენდებულია და კარგ შედეგებსაც იძლევა წყალში გახსნილი (1:1) ქაფურისა და ჭიანჭველის სპირტის კომპრესები (ჭიანჭველას სპირტი იყიდება აფთიაქებში. იგი შედგება ქაფურის 2% და ჭიანჭველას სპირტის თანაბარი ნაზავისგან).

ხსნარი უნდა წაისვათ თავზე 2-3 საათით, შემდეგ კი 3-5 საათის განმავლობაში თავის კანში უნდა შეიზილოთ ბირკავას ზეთი. 

3-4 ასეთი პროცედურის შემდეგ თავის კანის ანთებისთვის დამახასიათებელი მტკივნეული შეგრძნებები გაივლის და მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

 

პს

 

და ყველაზე მთავარი: მიუხედავად მაღალეფექტურობისა, ეს ნიღბები წარმოადგენს არა ძირითად სამკურნალო, არამედ დამხმარე საშუალებებს თმის ცვენის შესაჩერებლად.

პირველ რიგში საჭიროა თმის ცვენის მიზეზის დადგენა სპეციალისტთან (ტრიქოლოგთან, დერმატოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან) და მის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად ამ ნიღბების კომპლექსური გამოყენება. შედეგიც არ დააყოვნებს.


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ