მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 30429 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ზედმეტი, არასასურველი თმების საბოლოოდ მოცილება წარმოუდგენელია აპარატული კოსმეტოლოგიის მეთოდების გარეშე.

ამ მეთოდებით, თმის ფოლიკულების განადგურება ხდება სხვადასხვა სახის ენერგიის წყაროების გამოყენებით:

 

ელექტროეპილაცია

 

ელექტროეპილაციაელექტროეპილაციის საშუალებით თმის ბოლქვები ნადგურდება თბურ ენერგიად გარდაქმნილი მაღალი სიხშირის ელექტრო დენის ხარჯზე. ხოლო შემდეგ ხდება თმის ღერის ამოგლეჯა.

პროცედურის დროს თითოეული თმის ღერი მუშავდება ცალ-ცალკე, ამიტომ ელექტროეპილაციას როგორც წესი სჭირდება საკმაოდ დიდი დრო.

არსებობს სამი ძირითადი სახის ელექტროეპილაცია: ელექტროლიზი, თერმოლიზი და ელექტროლიზისა და თერმოლიზის შეთავსება.

პლუსები - შესაძლებელია თმის ბოლქვების საბოლოო განადგურება, კანის ფოტო ტიპისა და თმის სტრუქტურის მიუხედავად.

გაცილებით ხელმისაწვდომი და იაფია ლაზერული, ელოს და ეპილაციის სხვა მეთოდებთან შედარებით.

მინუსები - ამასთან, ელექტროეპილაცია ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია. შესაძლოა საჭირო გახდეს ადგილობრივი ანესთეზია.

პროცედურის შემდეგ შეიძლება კანი დაბუჟდეს და შეშუპდეს, ხოლო კანზე დარჩეს ნემსის კვალი და  წითელი წერტილები.

უკუჩვენება - ფოლიკულიტი (თმის ფოლიკულის არხის ზედა ნაწილის ანთება), ჩახვეული თმები, დამწვრობის შედეგად წარმოქმნილი ნაწიბურები, ჰიპერპიგმენტაცია (კანის გარსის გაძლიერებული პიგმენტაცია). ონკოლოგია, დიაბეტი, ორსულობა. ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება, ონკოლოგიური დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, სისხლძარღვების დაავადებები (ვენების ვარიკოზული გაფართოება), ინფექციური დაავადებები, შაქრის დიაბეტი და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები, ახლადმიღებული რუჯი (2 კვირა).

 

ლაზერული ეპილაცია

 

ლაზერული ეპილაციაარსებობს შემდეგი სახის ლაზერული ეპილაციის სახეობები:

ლალის;

ალქსანდრიტის;

დიოდური;

ნეოდიმური (იგივე Nd-Yag);

Qool

ლალის ლაზერი - პირველად თანამედროვე სამეცნიერო სამყაროს წარუდგინეს ჯერ კიდევ 1960 წელს და დღესაც კი არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა.

ლაზერი მუშაობს ლალის ღერძზე, რომელიც შედგება ალუმინის ზეჟანგისაგან და მცირე რაოდენობით ქრომის მინარევებისგან. 

ლალის ლაზერს გააჩნია ტალღის სიგრძე 594,3 ნმ და წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს ტატუირების, პიგმენტური ლაქებისა და ზედმეტი თმების მოსაცილებლად.

მართალია ლალის ლაზერი ეპილაციისთვის დღესდღეობით თითქმის აღარ გამოიყენება და იგი ჩაანაცვლა სხვა, სუპერთანამედროვე ლაზერულმა მოწყობილობებმა, მისი მთავარი თავისებურებაა გამოყენებული იქნას უკიდურესად მუქი თმების და უკიდურესად ღია კანის შემთხვევაში.

საქმე იმაშია, რომ მოკლე ტალღის წყალობით, ლაზერული სხივი აქტიურად ზემოქმედებს მელანინზე და ანადგურებს მას, რის შემდეგაც კანზე ტოვებს ღია ფერის ლაქას.

ასეთი შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, გამოგონებული იქნა ლაზერის უფრო თანამედროვე ალტერნატიული ეპილაციის საშუალებები.

ალექსანდრიტის ლაზერი - მძლავრი მოწყობილობაა, რომელიც წარმოადგენს - ლაზერს ალექსანდრიტზე, ლეგირებული ქრომით.

ასეთი ლაზერის ტალღის სიგრძე შესაძლებელია დარეგულირებული იქნას პროცედურისა და პიგმენტის ფერის შესაბამისად და გააჩნია დიაპაზონი 700-820 ნმ.

ლაზერული ტალღის სიგრძის რეგულირების შესაძლებლობამ, ლაზერის ეს ტიპი ძალიან ეფექტური გახადა არა მხოლოდ სხეულიდან ზედმეტი თმების მოცილებისთვის, არამედ სხვადასხვა ესთეტიკური ნაკლის კორექციისთვის.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ თუ კანისა და თმის ფერებს შორის მკვეთრი კონტრასტია, თმის მოცილება უფრო ნაკლები სეანსებით და უპრობლემოდაა შესაძლებელი, მაგრამ თუ კონტრასტი მკვეთრი არაა, სპეციალისტი ვერ იყენებს ლაზერის სათანადო სიმძლავრეს, რის გამოც თმა კი ქრება, მაგრამ შესაძლოა იგი კვლავ ამოვიდეს და დამატებითი სეანსები გახდეს საჭირო.

თუ კანი ზედმეტად მუქია, ხოლო სპეციალისტი ზედმეტად დაჟინებული, შესაძლოა განვითარდეს დამწვრობა. ამიტომ ალექსანდრიტის ლაზერით თმის მოცილების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალისტის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს.

დიოდური ლაზერი - ნახევრადგამტარი ლაზერული დიოდი (ანუ დიოდური ლაზერი) აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ეპილაციისთვის, არამედ თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ფართო მოხმარება აქვს: აკნეს, გაფართოებული ფორების, ნაოჭების, კანის სიწითლის, მშრალი კანის და ა.შ სამკურნალოდ.

დიოდური ლაზერის მძლავრი ელექტრო დენი და შუქდიოდური გამოსხივება ახურებს თმის პიგმენტის შემცველ უჯრედებს და შლის მათ, რაც საშუალებას იძლევა თმა მოცილებული იქნას კანის ძალიან მუქი მონაკვეთებდანაც კი.

დიოდური ლაზერის ტალღის სიგრძე შეადგენს 808-810 ნმ/ნმ, რაც ოქროს სტანდარტად მიიჩნევა კოსმეტოლოგიაში.

ასეთი ლაზერის მთავარ ნაკლად ითვლება პროცედურის ჩატარების დაბალი სიჩქარე, რასაც შესაძლოა თან ახლდეს პაციენტისთვის გარკვეული დისკომფორტი და პროცედურების რაოდენობის გაზრდამ რათა მიღწეული იქნას ოპტიმალური შედეგი.

ამას გარდა დიოდური ლაზერი ნაკლებად ეფექტურია ღია ფერის თმების მოსაცილებლად (რადგან ღა ფერის თმა შეიცავს მცირე რაოდენობის პიგმენტს).

ნეოდიმური ლაზერი (Nd-Yag) -  დღესდღეობით ბოლო, ლაზერული ეპილაციის ყველაზე თანამედროვე სახეობააა, რომელიც გამოიყენება ეპილაციის დროს.

მას გააჩნია ყველაზე დიდი ტალღის სიგრძე (1080 ნმ)  და სიმძლავრე, რაც ლაზერის სხივს საშუალებას აძლევს რაც შეიძლება ღრმად ჩავიდეს კანში და აქტიურად იმოქმედოს თმის ფოლიკულაზე და თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარზე.

ტალღის უნიკალური სიგრძე საშუალებას იძლევა მოაცილოს ყველაზე ღია ფერის თმაც კი ნებისმიერი ტიპის კანიდან.

ნეოდიმური ლაზერი არ ანადგურებს ღინღლს. მას  გააჩნია არჩევითი ზემოქმედება თმის ღერზე მისი ტიპიდან გამომდინარე, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა. მიიჩნევა, რომ  ღინღლით დაფარული კანი უფრო ბუნებრივად გამოიყურება, ხოლო რისკი იმისა, რომ ეპილაციით მოცილებული ღინღლი შემდგომში უხეშ თმად ჩამოყალიბდეს, საკმაოდ მაღალია.

გარდა ამისა, ნეოდიმური ლაზერი გამოიყენება კანის უოპერაციოდ გაახალგაზრდავების სხვადასხვა პროცედურებისთვის (როგორიცაა მაგალითად ლაზერული გათბობა).

QOOL ლაზერული ეპილაცია - Qool ეპილაცია ბევრისთვის ცნობილია როგორც „ცივი ეპილაცია“ 

მისი საშუალებით თმის ფოლიკულების დაწვა და განადგურება თითქმის ისევე ხდება, როგორც ლაზერული ეპილაციის სხვა მეთოდების საშუალებით, თუმცა მათთან შედარებით Qool ეპილაციის ლაზერის მოქმედების სისწრაფე იმდენად მაღალია, რომ პაციენტს არანაირი ტკივილისა და მცირედი დისკომფორტის შეგრძნებაც კი არ გააჩნია.

ერთ-ერთი მთავარი განსხვავებააა ის, რომ Qool ეპილაციის დროს, ზემოქმედება ხდება მხოლოდ თმის ფოლიკულაზე, კანთან მას არანაირი შეხება არა აქვს. ამიტომ პროცედურის ჩატაერება შესაძლებელია ნებისმიერი შეფერილობის კანზე (ძალიან შავგვრემანზეც კი).

ასევე მისი საშუალებით ესაძლებელია ძალიან ღია და ჭაღარა თმის მოცილებაც.

Qool ეპილაციის დროს შეგიძლიათ საერთოდ დაივიწყოთ ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დეპიგმენტაცია, ჰიპერპიგმენტაცია, დამწვრობა და ნაწიბურები. ხოლო ჩაზრდილ (ჩახვეულ) თმებზე შეგიძლიათ არც იფიქროთ - ეს გამორიცხულია.

Qool ეპილაციის ერთ-ერთი მთავარი პლუსია ის, რომ პროცედურებს შორის ინტერვალი,  რომელიც ლაზერის სხვა მეთოდებისთვის შეადგენს კვირებს და თვეებს, მის შემთხვევაში განისაზღვრება წლებით. ეს შეიძლება იყოს 1-2 წელი. ზგ შემთხვევაში კი პაციენტებს თმის ზრდა აღენიშნათ Qool ეპილაციის ბოლო სეანსიდან მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ.

Qool ეპილაციის მინუსებიდან შეიძლება ავღნიშნოთ ის, რომ იგო საკამოდ ძვირია, საჭიროა მინიმუმ 10 სეანსი (რაც გაცლებით მეტია ლაზერული ეპილაციის სხვა მეთოდებთან შედარებით).

აგრეთვე ის, რომ ერთი სეანსი შეიძლება გაგრძელდეს 1,5 საათის განმავლობაში. რაც აიხსნება ლაზერის წერტილოვანი მოქმედებით.

პს - როგორც ხედავთ ლაზერული ეპილაციის მეთოდები სხვადასხვაგვარია, ისევე, როგორც განსხვავდება თავად ლაზერის აპარატები: მაგალითად, ლაზერული ეპილაციის აპარატი Light Sheer Duet მუშაობს შემდეგი პრინციპით: მას აქვს ორი სახის საცმი:

პატარა (მისი საშუალებით ამუშავებენ სახეს);

დიდი (შეუძლია რვა კვადრატული სანტიმეტრი ფართობის დამუშავება) და მისი საშუალებით ეპილაცია კეთდება ხელებზე, იღლიებში, ბიკინის არეში, მუხლებზე და ა.შ.

სხვათა შორის აპარატს ვაკუუმური საცმები აქვს. ისინი იზიდავენ კანს ლაზერული ბროლისკენ, რაც საშუალებას იძლევა დამიზნებით იქნას განადგურებული თმის ბოლქვები კანის საწვის რისკის გარეშე.

ლაზერი Light Sheer Duet გამოდგება ნებისმიერი ფოტოტიპის თმისთვის, მაშინ, როცა ბევრი სხვა ლაზერული მოწყობილობის მოქმედება პირდაპირ არის დამოკიდებული კანის შეფერილობასა და თმის ფერს შორის კონტრასტზე (რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით უკეთესი).

ლაზერული ეპილაციის პლუსები - ნაკლებად ინვაზიური და უმტკივნეულო პროცედურაა. კანი არ განიცდის ნეგატიურ ზემოქმედებას. შესაძლებელია გაკეთდეს კანის ისეთ მგრძნობიარე არეებზე როგორიცაა სახე, იღლიები, ბიკინის ზოლი.

ეფექტურია ისეთი პაციენტებისთვის, რომლეთაც ღია კანი და მუქი თმა აქვთ.

მართალია ლაზერული მეთოდი ინდივიდუალურია, მაგრამ ლაზერის საკმაოდ მრავალფეროვანი სახეობები (რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ) საშუალებას იძლევა დაკამყოფილებული იქნას თითქმის ნებისმიერი პაციენტი (მომხმარებელი).

ლაზერული ეპილაციით შესაძლოა ზედმეტი თმისგან განთავისუფლდეთ ხანგრძლივი დროით (2-5 წელი) და სამუდამოდაც კი.

ლაზერული ეპილაციის მინუსები - მეთოდი საკმაოდ ძვირადღირებულია, პროცედურებს შორის ინტერვალები საკმაოდ ხანგრძლივია - 2-3 თვე. კანის დაწვის ან გაშავების რისკი.

შესაძლოა იყოს მტკივნეულიც და განვითარდეს მთელი რიგი გვერდითი მოვლენები, ნაკლებად ეფექტურია ღია ფერის, ჟღალი და ჭაღარა თმის შემთხვევაში.

პროცედურა ეფექტურია მხლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ატარებს გამოცდილი, პროფესიონალი სპეციალისტი.

ლაზერული ეპილაციის უკუჩვენება - ონკოლოგია, დიაბეტი, ორსულობა. ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება, ონკოლოგიური დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, სისხლძარღვების დაავადებები (ვენების ვარიკოზული გაფართოება)

აგრეთვე - ინფექციური დაავადებები, შაქრის დიაბეტი და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები, ახლადმიღებული რუჯი (2 კვირა).

 

ფოტოეპილაცია

 

ფოტოეპილაციაფოტოეპილაცია (IPL)  თავისი მოქმედებით ძალიან წააგავს ლაზერულ ეპილაციას და არსებითად განსხვავდება მისგან იმით, რომ თმის ღერებზე ერთდროულად მოქმედებს სხვადასხვა სიგრძის ტალღა და შესაძლებელია ნებისმიერი ფერის თმაზე და ყველა ტიპის კანზე ზემოქმედება.

ფოტოეპილაცია მაღალეფექტურად მოქმედებს თმის ფოლიკულაზე. ხოლო ტალღის სიგრძის ცვლილების (რეგულირების) შესაძლებლობა (600-დან 1200 ნმ), საშუალებას იძლევა თმის ფოლიკულა განადგურდეს ნებისმიერ სიღრმეზე.

ფოტოეპილაციის პროცედურა გამოირჩევა ნაკლები სიმძლავრით, რის გამოც შესაძლებელია ღინღლის განადგურებაც, რამაც თავის მხრივ შეიძლება უფრო უხეში თმის გაზრდაც კი გამოიწვიოს.

პლუსები - უმტკივნეულოა. შესაძლებელია გაკეთდეს კანის ნებისმიერ მონაკვეთზე. მაღალეფექტურია უკვე პირველივე სეანსის შემდეგ.

პროცედურას სჭირდება  ძალიან მცირე დრო (დაახლოებით 20 წუთი), უსაფრთხოა და აქვს მხოლოდ მცირედი დისკომფორტი პროცედურის დროს.

ანთვისუფლებს თმისგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვიდან 5 წლამდე. გააჩნია კანისა და თმის ტიპს და სეანსების რაოდენობას).

მინუსები - საკმაოდ მაღალი ფასი. რამოდენიმე პროცედურის ჩატარების აუცილებლობა. მანიპულაციის შემდეგ აკრძალულია სპირტის შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

ძალიან საფრთხილოა შავგვრემანი და რუჯის მქონე ადამიანებისთვის. საჭიროა პროცედურა ჩაატაროს პროფესიონალმა და გამოცდილმა სოპეციალისტმა, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს კანის დამწვრობისა და აქერცვლის რისკი.

უკუჩვენება - ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება, ონკოლოგიური დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, სისხლძარღვების დაავადებები (ვენების ვარიკოზული გაფართოება), ინფექციური დაავადებები, შაქრის დიაბეტი და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები, ახლადმიღებული რუჯი (2 კვირა).

 

Elos (ელოს) ეპილაცია

 

Elos (ელოს) ეპილაციააპარატი, რომლის საშუალებითაც ტარდება ელოს ეპილაცია ასხივებს IPL ფართოზოლიან იმპულსურ შუქს და რადიოტალღურ ბიოპოლარულ დენს (RF). ამ მძლავრი გამოსხივების დროს ხდება შემდეგი პროცესი: ენერგია, რომელიც მიმართულია თმის ღეროზე, ახურებს და ანადგურებს მის ფოლიკულას.

ძალიან ფაქიზი და ფრთხილი ელოს ეპილაცია დაფუძნებულია ზუსტ მეთოდიკაზე, რომელიც საშუალებას ილევა არ დაზიანდეს კანის მონაკვეთები თმის ირგვლივ, რის გამოც დამწვრობისა და პიგმენტური ლაქების წარმოქნა პრაქტიკულად გამორიცხულია.

ელოს ეპილაციის აპარატი, პროცედურის დროს ითვალისწინებს კანის გაგრილებას, ამიტომ ფოლიკულის მაღალი ტემპერატურული რეჟიმებით დამუშავების დროსაც კი გამორიცხულია საგრძნობი ტკივილი.

პლუსები - ელოს ეპილაცია გამოირჩევა ფაქიზი მუშაობით, არის უმტკივნეულო, კანის დაზიანების რისკი დაყვანილია მინიმუმამდე. წარმატებით მუშაობს თითქმის ყველა ტიპის თმასთან და კანთან.

მისი საშუალებით, ხელებისა და ფეხების გარდა თმის მოცილება შეიძლება სახიდან (როცა სხვა მეთოდებით ეს არ ხერხდება), იღლიებიდან და ბიკინის ზონიდან. 

ეფექტურია ზურგზე და მკერდზე მაღალი თმიანობის მოსაცილებლად (მამაკაცებში).

მინუსები - საკმაოდ მაღალი ფასი, საბოლოო ეფექტის მისაღწევად საჭიროა მთელი კურსის გავლა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს საკმაო რაოდენობის სეანსებს. არსებობს კანის დაზიანების მინიმალური, მაგრამ მაინც- რისკი. განშლადი სხივით მოქმედების გამო იგი აქრობს ღინღლსაც, რის გამოც, მომავალში შეიძლება წამოიზარდოს უხეში თმა.

უკუჩვენება - ისევე, როგორც ყველა აპარატულ პროცედურას, ელოს ეპილაციასაც გააჩნია უკუჩვენებები: ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება, ონკოლოგიური დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, სისხლის დაავადებები, მეტალის იმპლანტები, ინფექციური დაავადებები, შაქრის დიაბეტი და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები, სკლეროდერმია, ჰიპერტონია.


AFT ეპილაცია

 

AFT ეპილაციააპარატული ეპილაციის კიდევ ერთი სახეობაა - AFT ტექნოლოგია (Advanced Fluorescence Technology) ანუ სრულყოფილი ფლუორესცენტული ტექნოლოგია შემუშავებულია ისრაელური კომპანიის Alma Lasers მეცნიერების მიერ. ეს კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს მედიცინაში და კოსმეტეოლოგიაში ახალი ტექნოლოგიების შექმნის თვალსაზრისით.

ეპილაციის სრულყოფილი მეთოდის შექმნის აუცილებლობა დააყენა იმ ფაქტმა, რომ ფოტო და ლაზერული ეპილაციები, რომლებიც მოქმედებდნენ 600- დან 1200- მდე სინათლის ტალღის დიაპაზონში, გავლენას ახდენდნენ მიმდებარე ქსოვილებზე, რის შედეგადაც კანზე შესაძლოა დარჩენილიყო სიწითლისა და დამწვრობის კვალი.

AFT წარმოადგენს ინტენსიური, იმპულსური დენის ახალ თაობას. ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს ფოტო და ლაზერული ეპილაციების კომბინაციაში. მასში გამოყენებულია უნიკალური ფილტრი, რომელიც ახორციელებს სპექტრის გამოუყენებელი ნაწილის (მოკლეტალღური და ულტაიისფერი ნაწილის) გარდაქმნას დამატებით ინფრაწითელ გამოსხივებად.

ამგვარად, ფილტრის არსებობა შესაძლებელს ხდის სპექტრი გამოუყენებელი ნაწილი გარდაიქმნას სასარგებლო ენერგიად, რომელიც იზრდება სიმძლავრის გაზრდის გარეშე. აღსანიშნავია, რომ პროცედურა ხორციელდება საცმით  In-Motion (მოძრაობაში), რომელიც რამდენადმე აუმჯობესებს ეფექტს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ AFT ტექნოლოგია აერთიანებს ფოტო და ლაზერული ეპილაციების ყველა საუკეთესო თვისებას და გამოსწორებულია ყველა შესაძლო მინუსი, რაც გააჩნიათ ეპილაციის ამ სახეობებს.

პლუსები - პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა. საჭიროა სეანსების ნაკლები რაოდენობა (ფოტო და ლაზერული ეპილაციებისგან განსხვავებით). არ გააჩნია გვერდითი ეფექტები (დამწვრობა და კანის აქერცვლა). 

შესაძლებელია მისი გამოყენება კანის ყველაზე მაღალმგრძნობიარე ადგილებში. მაღალეფექტურია ნებისმიერი ტიპის თმისთვის და კანის ფოტოტიპისთვის.

AFT ტექნოლოგიისთვის სისხლძარღვების დაავადება (ვენების ვარიკოზული გაფართოება) არ წარმოადგენს უკუჩვენებას.

შესაძლებელია მისი გამოყენება მამაკაცებშიც. წარმატებით აშორებს ჩაბრუნებულ (ჩახვეულ თმას)

მინუსები - მაღალი ფასი და საქართველოში მისი ნაკლებად ხელმისაწვდომობა. ხშირად იგი ეშლებათ ლაზერული ეპილაციის ერთ-ერთ მეთოდში - დიოდურ ეპილაციაში.

უკუჩვენება - ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება, ონკოლოგიური დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, ინფექციური დაავადებები, შაქრის დიაბეტი და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები, ახლადმიღებული რუჯი (2 კვირა).

 

აუცილებელი რჩევები

 

ეპილაცია - უცილებელი რჩევები ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე (მაგრამ არა უშუალოდ ვიზიტის წინ, რადგან არსებობს კანის გაღიზიანების რისკი) სუფთად გაიპარსეთ სავარაუდოდ დასამუშავებელი ადგილები. ეს საჭიროა მტკივნეული შეგრძნებების შესამცირებლად.

ეპილაციის პროცედურებისთვის სპეციალური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება საჭირო არ არის. ხოლო თუ უკიდურესად დაბალი ტკივილის შეგრძნების ზღურბლი გაგაჩნიათ, საჭიროა კანზე წინასწარ წაისვათ ანესთეზიის კრემი (მაგალითად „ემლა“).

ნუ ჩაიტარებთ ეპილაციის პროცედურას მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე და უშუალოდ მენსტრუაციის დროს, რადგან როგორც ცნობილია კრიტიკულ დღეებში კანის მგრძნობელობა რამდენადმე მომატებულია.

მიიჩნევა, რომ ეპილაციის შედეგად ხდება იმ თმების მოცილება, რომლებიც აქტიური ზრდის ფაზაში იმყოფება. ამიტომ, იმისათვის რომ დამუშავებული და მოცილებული იქნას ყველა არასასურველ თმა, საჭიროა რამოდენიმე სეანსის ჩატარება (4-8 სეანსი).

სეანსების რაოდენობა და ეპილაციით მიღწეული ეფექტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტული ქალის კანისა და თმის თავისებურებაზე, თუმცა იშვიათად, რომ ვინმე იტარებდეს 4-8 პროცედურაზე მეტს.

დაიცავით სისტემურობა. როგორც წესი, ექიმი-კოსმეტოლოგი ადგენს ეპილაციაზე ყოველი შემდეგი ვიზიტის მიახლოებით განრიგს. ამასთან, ვიზიტებს შორის შუალედები შეადგენს ერთიდან ორ თვემდე (პირველი ვიზიტების დროს), შემდგომში კი შუალედები გრძელდება რამოდენიმე თვემდე.

ნუ შეგეშინდებათ, თუ მესამე ან მეოთხე სეანსის შემდეგ თმა დაიწყებს ზრდას ახალი ძალით. საქმე იმაშია, რომ ადამიანის კანში არსებობს ე.წ „მძინარე“ ფოლიკულები, რომლებიც იწყებენ ფუნქციონირებას ლაზერული სხივის მოქმედების შედეგად.

აქტივირებული ფოლიკულების ნეიტრალიზაციის შემდეგ კი საჭირო გახდება მხოლოდ იშვიათად შემორჩენილი თმის ღერების განადგურება.

აუცილებლად გქონდეთ მარაგში სპეციალური კრემები ეპილაციის შემდეგ. მათი დანიშნულებაა დააწყნაროს და გააგრილოს კანი. აგრეთვე მოხსნას გაწითლება და შეანელოს თმის ზრდა.

არ დაგავიწყდეთ კვირაში 2-3 - ჯერ მოახდინოთ ფეხების „პოლირება“ სპეციალური კრაბებით,  უხეშ ჯაგრიანი ჯაგრისით ან ლუფასგან დამზადებული ნეჭით (ღრუბელით - „მაჩალკა“). ეს უბრალო რიტუალი თავიდან აგარიდებთ თმის ჩაზრდას (ჩახვევას).

მხოლოდ გახსოვდეთ, რომ არ გამოიყენოთ სკრაბები და სხვა ექსფოლიანტები უშუალოდ ეპილაციის ან დეპილაციის პროცედურის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.

ეპილაციის პროცედურების ჩატარების შემდეგ არ არის რეკომენდებული მზეზე ყოფნა, რადგან არსებობს კანის პიგმენტაციის მაღალი რისკი. ამიტომ ამ სახის ეპილაციები უმჯობესია ჩატარდეს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რათა ზაფხულისთვის უკვე პრობლემა მოგვარებული იყოს.

ასევე ერიდეთ სოლარიუმში სტუმრობას ეპილაციიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.

 

გაითვალისწინეთ:

 

ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვა - ეპილაციის რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტური?

ეპილაცია - გაითვალისწინეთსამწუხაროდ ამ შეკითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს.

პირველ რიგში, დასადგენია ჭარბთმიანობის ზუსტი მიზეზი, შემდეგ თქვენი თმის სტრუქტურისა და კანის თავისებურება, ხოლო ამ მონაცემებზე დაყრდნობით ექიმ-კოსმეტოლოგი თავად განსაზღვრავს თუ რომელი მეთოდი იქნება თქვენთვის ყველაზე ეფექტური.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მეთოდის შედეგი დამოკიდებულია პროცედურისთვის საჭირო აუცილებელი პარამეტრების სწორად შერჩევაზე და სპეციალისტის გამოცდილებაზე.

ხოლო თქვენი მხრიდან მნიშვნელოვანია არ დაარღვიოთ რეჟიმი და ინტერვალები ჩასატარებელ პროცედურებს შორის.

შეგახსენებთ, რომ ეპილაციის ნებისმიერი მეთოდის მიზანი თმის ბოლქვის განადგურებაა, ხოლო ეს ყოველთვის არ შეიძლება მოხდეს ერთი სეანსის დროს. ასევე არ შეიძლება საბოლოოდ განადგურდეს ყველა თმის ღერი, რომელიც გააჩნია ადამიანს.

მთელი თმის ბოლქვების 30% იმყოფება სათადარიგო მდგომარეობაში და შეიძლება გაიზარდოს ნებისმიერ დროს, არათუ პროცედურის, არამედ მთელი კურსის გავლის შემდეგაც კი.

ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ და ნუ ჩაიქნევთ ხელს, თუ ლაზერულ ან სხვა აპარატული ეპიალაციის მეთოდებს თავდაპირველად არ მოჰყვა (ან მოჰყვა ნაკლებად შესამჩნევი შედეგი).

საქმე იმაშია, რომ როგორც ხედავთ, აპარატული ეპილაციის მეთოდები, ისევე როგორც ლაზერის აპარატები საკმაოდ მრავალფეროვანია, ინდივიდუალურია ყველა პაციენტის თმის სტრუქტურა და კანიც.

ამიტომ თუ არ გაამართლა ერთმა მეთოდმა, ეს არ ნიშნავს რომ ფარხმალი დაყაროთ და არ სინჯოთ სხვა მეთოდები.

მთვარია ნებისყოფა! თუ გამოიჩენთ ნებისყოფას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ შედეგს აუცილებლად ნიაღწევთ.


გლუვ და სრიალა კანს გისურვებთ!

იხილეთ ვრცლად:

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი თმა

ზედმეტი თმის მოშორების ხალხური მეთოდები

ყველაფერი თმების შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ