წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 10529 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ქალი და გრძნობებიპლანეტის დაახლოებით 50%-ს ქალები შეადგენენ. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რეგულარულად უწევთ ისეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არა მარტო პირად, არამედ ახლობელი ადამიანების ცხოვრებასაც ეხება.

ქალები, უმეტესად  ბავშვების აღზრდით არიან დაკავებული და საბოლოოდ სწორედ ისინი ახდენენ მომავალი თაობის ზნეობრივი სახის ფორმირებას.

ქალბატონები სიყვარულით ზრუნავენ საკუთარ სახლზე, ცდილობენ მყუდრო, ლამაზი და თბილი გახადონ იგი.

მათ ზრუნვით, სილამაზითა  და სიყვარულით ძალუძთ გარდაქმნან გარშემო არსებული არაჰარმონიული გარემოც კი. სწორედ ამიტომ უწოდებენ ქალებს კაცობრიობის მშვენიერ ნახევარს.

თუ საკუთარი ოჯახისა და შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში ქალის, როგორც ოჯახური კერის დამცველის როლი მნიშვნელოვანია და გადაწყვეტილებების მიღებაში მას სრული თავისუფლება აქვს, სქესთა შორის საკითხებში, სიყვარულის არჩევანის  საკითხში მისი როლი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო და  ეხლაც  ასე გრძელდება.

ყოველთვის, როცა ქალი ცდილობს გადალახოს გაუცნობიერებელი შიში და გადადგას პირველი ნაბიჯი ინიციატივის გამოჩენის თვალსაზრისით, ის ელის, რომ თუ ეს ნაბიჯი მისთვის სასურველი მამაკაცისთვის არა (უკეთეს შემთხვევაში), განსჯის და გაკიცხვის საგანი გახდება მისი მეგობრების, მშობლებისა და ზოგადად საზოგადოების მხრიდან.

ამიტომ  ქალების  უმრავლესობისთვის ეს საკითხი გადაულახავ ბარიერად რჩება.

ამაში თავის როლს თამაშობს ის, რომ ქალი განსაკუთრებული  მგრძნობელობითა  და გულჩვილობით გამოირჩევა.

ქალი და გრძნობებიქალი თავისი  ბუნებით არ არის რეფორმატორი, პირიქით  მოქნილი, პრაქტიკული აზროვნებითაა დაჯილდოვებული და მოწოდებულია მხარი დაუჭიროს, შეინარჩუნოს უკვე აწყობილი, ჩამოყალიბებული ურთიერთობა. შეინარჩუნოს და მოითმინოს.

ასეთ დროს ვინმემ უნდა მოიკრიბოს გამბედაობა და გადადგას პირველი ნაბიჯი. ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობა  დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მამაკაცმა უნდა გააკეთოს.

შეიძლება ასეთი მოსაზრება სათავეს კაცობრიობის პატრიარქატული წარსულიდან იღებს, როცა ძალა წყვეტდა ყველაფერს და ქალს აღარაფერი რჩებოდა იმის გარდა, რომ ეღიარებინა საკუთარი დამარცხება და დამორჩილებოდა მასზე აღმატებულ მოწინააღმდეგეს - მამაკაცს.

ქალები ფიქრობდნენ, რომ თუ დანებდებოდნენ და წყალობას მიიღებდნენ გამარჯვებულისგან, ამით მხოლოდ მოიგებდნენ და მიიღებდნენ გარანტირებულ დაცვასა და საიმედო დასაყრდენს. შედეგად  კი უზრუნველყოფდნენ საკუთარი თავისა და შვილების მომავალს.

ამ დროს კი, მამაკაცები, გადალახავდნენ რა ქალის წინააღმდეგობის ბასტიონს, ყოველგვარ ინტერესს კარგავდნენ საკუთარი მსხვერპლის მიმართ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელნი ბრმად ემორჩილებოდნენ მათ ნებას.

შედეგად, ამისგან კარგი არაფერი გამოვიდა. მამაკაცთა თვალში ქალთა ღირსება თანდათანობით ფასს კარგავდა და საბოლოოდ ქალები მეორეხარისხოვანი არსებები გახდნენ.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ საკუთარი თავის პატივისმცემელი მამაკაცი დამამცირებლადაც კი თვლიდა მათთან ურთიერთობას.

ქალი და გრძნობებიმართალია დღეს ჩვენ ყველანი კულტურული, თანამედროვე ადამიანები ვართ, მაგრამ შინაგანად, უცხო  ცრურწმენები, როგორც მაშინდელი ზნეობრივი გადმონაშთი, ჯერ კიდევ ცოცხლობს, ღრმა ფესვები აქვთ ჩვენში გადგმული და მათ აღმოფხვრას ალბათ კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აღნიშნავდნენ, რომ კაცობრიობის პროგრესი არ ცვლის სულს, იცვლებიან რა შინაგანად, ადამიანები მაინც რჩებიან ისეთებად, როგორებიც იყვნენ 100 წლის წინათ.

ცხოვრება მრავალწახნაგოვანია, შეიძლება ერთმანეთი ერთდროულად შეგიყვარდეთ. შეიძლება მას შეუყვარდეთ - თქვენ კი არა, შეიძლება თქვენ გიყვარდეთ, მან კი ვერასდროს შეძლოს თქვენი შეყვარება.

თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ  წყნარად იჯდეთ, თვალები ზეცისკენ გქონდეთ აპყრობილი და ღრმად ოხრავდეთ, მთელი ცხოვრება იმედოვნებდეთ, რომ იგი განიცდის თქვენს მიმართ  ნაზ  გრძნობებს და უყურებდეთ რა თქვენს რჩეულს მალულად, მუდამ ელოდოთ, როდის გაბედავს  და გადაგიშლით იგი საკუთარ გრძნობებს.

გრძნობა რა თქმა უნდა ფაქიზი რამაა, მაგრამ ღირს კი იმად, მთელი ცხოვრება ეჭვებმა, შემდეგ კი სინდისის ქეჯნამაც კი დაგტანჯოთ იმის გამო, რომ ოდესღაც ხელიდან გაუშვით საკუთარი ბედნიერება?

ამიტომ, როცა თქვენ ფიქრობთ - ღირს თუ არა, პირველად თქვენ მიანიშნოთ თქვენი გრძნობის შესახებ და რას იფიქრებს ამის შემდეგ თქვენზე, გაითვალისწინეთ, რომ თავიდანვე, დაგაყენათ რა საკუთარ თავთან არათანაბარ მდგომარეობაში, მამაკაცი ეშმაკობს, იგი ცდის, ამოწმებს საკუთარ გრძნობებს და გამოხატავს პატივისცემას არა მხოლოდ პერსონალურად თქვენს, არამედ საერთოდ მთელი ქალთა მოდგმის მიმართ.

ამიტომ, სწორად შეაფასეთ, სად შეიძლება მიგიყვანოთ ამ ფანდზე წამოგებამ.

რაც არ უნდა იყოს, თქვენი პასიურობის შედეგი უფრო სავალალო იქნება, ვიდრე ყველაზე გამომწვევად თქვენი გრძნობის გამოვლინება.

ნებისმიერ შემთხვევაში მამაკაცისთვის თქვენი მინიშნება სასიამოვნო იქნება და აჩვენებთ რა გახსნილად თქვენს გრძნობებს, გამოიწვევთ ქვეცნობიერ პატივისცემას მისი მხრიდან.

უნდა გაამჟღავნოს თუ არა ქალმა პირველმა საკუთარი გრძნობებიიგი იგრძნობს რომ თქვენი სახით თანაბარი ძალის პიროვნებასთან აქვს საქმე. ხოლო თუ თქვენ საპასუხო გრძნობას ვერ მიიღებთ, მაინც მოიგებთ, რადგან ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ  დაუსვამთ წერტილს.

თუმცა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერების გრძნობა, ნუ იქნებით მომაბეზრებელი, ბოლოს და ბოლოს მამაკაცის მოპოვება ეს სულაც არ არის ქალის საქმე.

იყავით ყოველთვის ტაქტიანი, გულისხმიერი და თავშეკავებული, მაგრამ, თუ მაინც მოგიწევთ ამ თამამი ნაბიჯის გადადგმა, სულ მცირე - შეიძენთ საკუთარი გრძნობის გამოვლენის გამოცდილებას...

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura