მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11385 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბარბექიუბარბექიუ (მწვადი) არაფორმალური და ბევრისთვის საყვარელი მიღების სახეობაა.

ბარბექიუს სტილში მიღებები და პიკნიკები, თავდაპირველი, ინგლისური გაგებით, საქონლის ხორცის შეწვას ნიშნავდა, შემდეგ კი სხვა მრავალ ქვეყანაში გახდა პოპულარული, განსაკუთრებით იქ სადაც შედარებით რბილი კლიმატი ერწყმის საკუთრი სახლებისა და ნაკვეთების მეტი შესაძლებლობას.

ასეთი სახის მიღება სუფთა ჰაერზე, აგარაკზე, კერძო სახლის ეზოში, ბულვარში, ტყეში და ა.შ... ერთი სიტყვით ბუნებაში იმართება.

ბარბექიუზე სტუმრებს ძირითადად ოჯახებით პატიჟებენ. სხვადახვა ქვეყანაში ხორცის ღია ცეცხლზე შეწვის განსხვავებული ტრადიციებია.

ხშირად შამფურების ნაცვლად სპეციალური რკინის მაყალი გამოიყენება. ზოგერ ასეთ მაყალზე სხვადასხვა სახის ხორცეულს ერთდროულად ალაგებენ ხოლმე, მაგალითად ღორის, ქათმის, დეკეულის, სოსისებსაც კი.

აგრეთვე შესაძლოა შეწვან თევზი და სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეულიც კი. ზოგგან ამზადებენ მარინადს (ჩვენებურად ბასთურმას), ზოგან კი მხოლოდ სანელებლების მოყრით შემოიფარგლებიან.

ცეცხლის დანთების და ხორცის შემზადების პროცესი საერთო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი და საპატიო ნაწილია, რომელსაც ძირითადად ოჯახის მასპინძელი წარმართავს.

ეს ფაქტი თავისთავად დიდ სიამოვნებას ანიჭებს დიასახლისს, რომელიც ამ დროს სტუმრებთან იმყოფება და მოხსნილი აქვს კერძების მომზადების და მასპინძლობის უფლება-მოვალეობები.

ხორცის სრულ მომზადებამდე, სტუმრებს საშუალება აქვთ სუფთა ჰაერით დატკბნენ, თან მიირთვან სხვადასხვა ტიპის სასმელები, ეს შეიძლება იყოს: ღვინო, ლუდი, წვენები, გამაგრილებელი სასმელი და მინერალური წყალი.

შეიძლება წარმოდგენილი იყოს კრეკერები, მიწის თხილი, არაჟნისა და მდოგვის სოუსებით შეზავებული უმი ბოსტნეული და სხვა... გრილ ამინდში ხორცის მომზადებამდე სტუმრები ფინჯნებით ცხელ, გათხიერებულ სუფებს მიირთმევენ.

მზა მწვადი, როგორც წესი მწვანილეულთან და ტომატის სოუსთან ერთად უნდა იყოს შეთავაზებული. ასევე მოწალული ან  მოთუშული ბოსტნეული. დესერტად ქორფა ხილი.

დრესს–კოდი ძლიან უბრალოა, ქალბატონებისთვის, ისევე როგორც მამაკაცებისთვის, დასაშვებია შარვალი, ჯინსი და შორტებიც კი ჯემპრთან ერთად.

სტუმართა რაოდენობა შეზღუდულია, თუ ხალხმრავლობა შემთხვევითობამ გამოიწვია, სასურველია მეორე მაყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუმართა ნაწილს ლოდინი მოუწევს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ