მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 69292 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. ძაღლების გამოფენაზე

101 დალმატინელიძაღლების გამოფენაზე მოიყვანეს 101 დალმატინელი.

მათგან:

56-ს შავი ლაქა მხოლოდ მარცხენა ყურზე ჰქონდა;

15-ს - მხოლოდ მარჯვენაზე,

29 კი საერთოდ თეთრყურა იყო.

რამდენ ძაღლს ჰქონდა ორივე ყური ლაქებიანი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

2. საფეხბურთო გუნდი

საფეხბურთო გუნდისაფეხბურთო გუნდმა 31 მატჩი ჩაატარა, აქედან 7 დაამთავრა ფრედ.

ამასთან, გუნდმა სულ 64 ქულა მოაგროვა (სამი ქულა - მოგებისთვის, ერთი ქულა - ფრედ დამთავრებისთვის და ნული ქულა - წაგებისთვის).

რამდენი მატჩი წააგო გუნდმა?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

3. რამდენი ციფრია საჭირო?

მეცნიერის შრომაერთი მეცნიერის შრომა დაწერილია 328 ფურცელზე.

რამდენი ციფრი უნდა დაიწეროს, რომ ეს შრომა დავნომროთ?

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

4. ბავშვების რაოდენობა

დები და ძმებიბავშვების რა უმცირესი რაოდენობა შეიძლება იყოს ოჯახში, თუ ყოველ ბავშვს ჰყავს 1 და მაინც და 1 ძმა მაინც?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

5. საპირისპირო მოქმედება

საპირისპირო მოქმედებაიმის ნაცვლად, რომ აკაკის რიცხვისთვის მიემატებინა 27, მან გამოაკლო 27.

რამდენით განსხვავდება მისი მიღებული პასუხი ნამდვილისაგან?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

6. ურჩხულიდან ჭინკამდე

უკვდავი კოშჩეიდან ჭინკამდეურჩხულიდან კუდიანი დედაბრის სახლამდე სამი გზა მიდის, ხოლო კუდიანი დედაბრის სახლიდან ჭინკამდე - ორი.

რამდენგვარად შეიძლება მიხვიდე ურჩხულიდან ჭინკამდე ისე, რომ შეიარო კუდიან დედაბერთან?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

7. ბურატინო

ბურატინობურატინოს სიმაღლე 1 მეტრია, ხოლო, მისი ცხვირის სიგრძე ადრე 9 სმ. იყო. ყოველთვის, როცა ბურატინო ტყუოდა, მისი ცხვირის სიგრძე ორმაგდებოდა.

როცა მისი ცხვირის სიგრძემ მისსავე სიმაღლეს გადააჭარბა, ბურატინომ ტყუილებს თავი დაანება.

რამდენჯერ იცრუა მან?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

8. ქეთის ბაბუა

ქეთის ბაბუაროცა თავის ბაბუაზე ჰყვება, ქეთი ყოველთვის ცდილობს მოიხსენიოს იგი ახლებურად: „მამაჩემის ძმის მამა“, „ჩემი ძმის მამის მამა“, „ჩემი ძმის მამის ძმა“, „მამაჩემის მამის ძმა“.

რამდენჯერ შეცდა ქეთი (ყველა ძმა ღვიძლია!)?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

9. კატა, თაგვი და ყველი

კატა, თაგვი და ყველი

წვიმის დროს კატა ზის სარდაფში ან ოთახში.

თუ კატა ოთახშია, მაშინ თაგვი სოროში ზის, ხოლო ყველი მაცივარში დევს.

თუ ყველი დევს მაგიდაზე და კატა სარდაფშია, მაშინ თაგვი ოთახშია.

თუ ახლა წვიმს და ყველი მაგიდაზე დევს, მაშინ აუცილებლად ...?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

10. ექიმი აიბოლიტი და ნიანგი დანდი

ექიმი აიბოლიტი და ნიანგი დანდიექიმმა აიბოლიტმა ნიანგ დანდის 3 აბი მისცა და ურჩია, ყოველ 20 წუთში თითო აბი მიეღო.

რამდენ წუთში მიიღებს დენდი უკანასკნელ აბს?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

11. ავტობუსში

ავტობუსშითავდაპირველად ავტობუსში 18 მგზავრი იყო. ყოველ შემდგომ გაჩერებაზე 4 კაცი ჩადიოდა, ხოლო 6 ამოდიოდა.

რამდენი მგზავრი იქნებოდა ავტობუსში მეოთხე და მეხუთე გაჩერებას შორის?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

12. მუზეუმში

მუზეუმშიმესამეკლასელები ემზადებოდნენ მუზეუმში წასასვლელად. მასწავლებელმა ისინი სამ მწკრივად დააწყო, თითოეულ რიგში სამ - სამი მოსწავლით. ყველა რიგი სრულად შეივსო.

კოტიკო თავის ორ ამხანაგთან ერთად აღმოჩნდა მწკრივის დასაწყისიდან მეშვიდე რიგში, ხოლო მწკრივის ბოლოდან - მეხუთეში.

სულ რამდენი მოსწავლე წასულა მუზეუმში?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

13. რიცხვი 2000

რიცხვი 2000რიცხვი 2000 შეიძლება მივიღოთ რამდენიმე ორიანისა და რამდენიმე ხუთიანის გადამრავლებით.

რამდენი ორიანი და რამდენი ხუთიანი არის ამისთვის საჭირო?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

14. მოხუცი ჯუჯის განძი

მოხუცი ჯუჯის განძიმოხუცმა ჯუჯამ თავისი განძი კედელთან მდგარ 3 სხვადასხვაფერ სკივრში ჩაალაგა.

ერთში - ძვირფასი ქვები, მეორეში - ოქროს მონეტები, მესამეში - მაგიური წიგნები.

მას ახსოვს, რომ: წითელი სკივრი მარჯვნივაა, ვიდრე ძვირფასი ქვები;

მაგიური წიგნები მარჯვნივაა, ვიდრე წითელი სკივრი.

რომელ სკივრში ძევს მაგიური წიგნები, თუ მწვანე სკივრი დგას უფრო მარცხნივ, ვიდრე ლურჯი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

15. კატების შოუ - წარმოდგენა

კატების შოუ - წარმოდგენა14 კატა შოუ - წარმოდგენაში მონაწილეობს. მათ შორისაა დედა კატები და კნუტები.

თითეული დედა კატა, წარმოდგენაზე სულ ცოტა ორი კნუტით მივიდა.

რას შეიძლება უდრიდეს წარმოდგენაში მონაწილე დედა კატების უდიდესი რიცხვი?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

16. მარკები კოლექციისათვის

მარკები კოლექციისათვისმამამ კოლექციისათვის 4 - ფრანგული, გერმანული, ბულგარული და პოლონური მარკა იყიდა.

ფრანგული მარკის გარეშე ნავაჭრის ფასი 40 ფრანკია, გერმანული მარკის გარეშე - 45 ფრანკი, ბულგარულის გარეშე - 44 ფრანკი და პოლონურის გარეშე - 27 ფრანკი.

რა ღირს პოლონური მარკა?



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

17. სკოლის ეზოში

სკოლის ეზოშისკოლის ეზოში 19 გოგონა და 12 ვაჟია.

სულ მცირე, კიდევ რამდენი მოსწავლე უნდა შეუერთდეს მათ, რომ შესაძლებელი გახდეს მათი ისეთ 6 ჯგუფად დაყოფა, რომლებშიაც მოსწავლეთა

რაოდენობა თანაბარი იქნება?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

18. 10 ლიტრიან ბოცაში

10 ლიტრიან ბოცაში10 ლიტრიან ბოცაში ჩაასხეს 6 ლიტრი წყალი, შემდეგ კიდევ დაამატეს 6 ლიტრი.

სულ რამდენი ლიტრი წყალი იქნება ბოცაში?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

19. კოტიკო და ლევანი

კოტიკო და ლევანილევანი დაიბადა კოტიკოს დაბადებიდან სამი წლის შემდეგ.

რამდენი წლის გახდება ლევანი, როცა კოტიკო მასზე ორჯერ უფროსი იქნება?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

20. 4 სანთელი

ოთხი სანთელინინოს აქვს 4 სანთელი. თითოეული სანთლის მთლიანად დაწვას 3 საათი სჭირდება.

ამ სანთლებიდან ნინომ 2 აანთო. 30 წუთის შემდეგ ქარმა დაუბერა და ჯერ ერთი სანთელი ჩააქრო, ხოლო ერთი საათის შემდეგ - მეორეც. ნინომ გადაწყვიტა ოთხივე სანთელი აენთო.

ამ მომენტიდან რა დრო დასჭირდება ბოლო სანთლის დაწვას, თუ ქარი აღარ დაუბერავს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

21. სკოლაში

სკოლაშისაბა სახლიდან გავიდა დილის 7 საათსა და 55 წუთზე და სკოლაში მივიდა 8 საათსა და 32 წუთზე.

მისი მეგობარი ლაშა სკოლაში მხოლოდ 8 საათსა და 45 წუთზე მივიდა, თუმცა, იგი სკოლასთან უფრო ახლოს ცხოვრობდა, ვიდრე საბა და სკოლაში მისასვლელად 12 წუთით ნაკლები სჭირდებოდა.

რომელ საათზე გამოვიდა ლაშა სახლიდან?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

22. რამდენს იწონის?

რამდენს იწონისსურათზე მოცემული „ კონსტრუქცია“ იწონის 189 გრამს.

რამდენს იწონის ერთი კუბი?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

23. სპორტულ შეჯიბრში

სპორტულ შეჯიბრშისპორტულ შეჯიბრში 28 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც ფინიშთან ბაქარის უკან აღმოჩნდნენ, ორჯერ მეტია იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ფინიშთან ბაქარის წინ იმყოფებოდნენ.

რომელ ადგილზე გავიდა ბაქარი?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

24. კენგურუს ოჯახი

კენგურუს ოჯახიკენგურუს დედ-მამას ჰყავს 3 პატარა გოგონა - კენგურუ. ყოველ გოგონა - კენგურუს ჰყავს ორი კენგურუ - ძმა.

სულ რამდენი წევრია კენგურუების ამ ოჯახში?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

25. რომელ დღეს იყო ჩემი დაბადების დღე?

რომელ დღეს იყო ჩემი დაბადების დღე?წლეულს, ჩემი დაბადების დღიდან ერთი დღის შემდეგ, სწორი იქნებოდა გვეთქვა: „ზეგ ხუთშაბათია“.

რომელ დღეს იყო ჩემი დაბადების დღე?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

26. სასტუმროს ნომრები

სასტუმროს ნომრებიზაფხულის სამი თვის განმავლობაში სასტუმროში დაკავებული ნომრები შეადგენს საერთო რაოდენობის 88 % - ს, ხოლო სხვა თვეებში - 45 % - ს.

წლის განმავლობაში სასტუმროს რამდენი პროცენტია დაკავებული საშუალოდ?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

27. ვხატავთ დათუნიებს

ვხატავთ დათუნიებსსოფიკო ხატავს დათუნიებს: ჯერ ლურჯს, შემდეგ - მწვანეს, შემდეგ - წითელს, შემდეგ - შავს, შემდეგ - ყვითელს, შემდეგ ისევ ლურჯს, მწვანეს, წითელს, შავს და ა. შ.

რა ფერის იქნება მე - 17 დათუნია?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

28. სკამების რაოდენობა სამასწავლებლოში

სკამების რაოდენობა სამასწავლებლოშისამასწავლებლოში დგას 6 მაგიდა - თითოეული 4 სკამით, 4 მაგიდა - თითოეული 2 სკამით და 3 მაგიდა - თითოეული 6 სკამით.

სულ რამდენი სკამია სამასწავლებლოში?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

29. რამდენი ვაშლი შეუგროვებია ზღარბს?

რამდენი ვაშლი შეუგროვებია ზღარბსზღარბმა შესჩივლა თავის მეგობრებს: „იმაზე ორჯერ მეტი ვაშლი რომ შემეგროვებინა, რაც სინამდვილეში შევაგროვე, 24 ვაშლით მეტი მექნებოდა, ვიდრე ახლა მაქვს“.

რამდენი ვაშლი შეუგროვებია ზღარბს?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

30. რამდენი ლურჯი კუბია გამოყენებული?

რამდენი ლურჯი კუბია გამოყენებული?ერთი და იგივე ზომის წითელი და ლურჯი კუბებისგან საბამ ააგო 5 * 4 ზომის დიდი კუბი, რომელიც გარედან სულ წითელია, ხოლო ყველა შიგნით გამოყენებული კუბი - ლურჯი.

რამდენი ლურჯი კუბი გამოიყენა საბამ?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

31. დაც და ძმაც

დაც და ძმაცჯგუფში 29 მოსწავლეა. მათ შორის 18 - ს ჰყავს ძმა, 12 - ს - და. ბაქარს, ლაშასა და ალექსის არც ძმა ჰყავთ და არც და.

რამდენ ბავშვს ჰყავს ამ კლასში დაც და ძმაც?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

32. კალათბურთის ბურთი

კალათბურთის ბურთიბექას სურვილი აქვს, იყიდოს კალათბურთის რამდენიმე ბურთი. მან რომ ხუთი ბურთი იყიდოს, საფულეში 10 ევრო დარჩება; 7 ბურთის ყიდვა რომ მოინდომოს, 22 ევროს სესხება მოუწევს.

რა ღირს კალათბურთის ერთი ბურთი?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

33. გამოითვალე წიგნის გვერდები

გამოითვალე წიგნის გვერდებირამდენი გვერდი აქვს წიგნს, თუ მისი ყველა გვერდის გადასანომრად საჭიროა 35 ციფრის გამოყენება?

 

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

34. სათამაშოების მაღაზიაში

სათამაშოების მაღაზიაშისათამაშოების მაღაზიაში ერთი ძაღლი და სამი დათვი იგივე ღირს, რაც ოთხი კენგურუ. სამ ძაღლსა და ორ დათვსაც იგივე ფასი აქვს, რაც ოთხ კენგურუს.

რომელია უფრო ძვირი, ძაღლი თუ დათვი?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

35. რამდენი წლით უფროსია შოთიკო ძმაზე?

რამდენი წლით უფროსია შოთიკო ძმაზე?შოთიკო 4 წლისა იყო, როდესაც მისი ძმა, შაკუნა დაიბადა.

დღეს მან, თავის მე - 9 დაბადების დღეს, სადღესასწაულო ტორტის სანთლები ჩააქრო.

რამდენი წლით უფროსია შოთიკო თავის ძმაზე?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

36. მერცხლები

მერცხლებიტელეგრაფის მავთულზე მერცხლები სხედან.

რაღაც მომენტში 5 მათგანი გაფრინდა, გარკვეული დროის შემდეგ კი 3 დაბრუნდა, რის გამოც ახლა მავთულზე 12 მერცხალია.

რამდენი მერცხალი იყო თავდაპირველად მავთულზე?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

37. სულ რამდენი მოსწავლეა?

სულ რამდენი მოსწავლეა?მარიამისა და გიორგის თანაკლასელები ერთ მწკრივად განლაგდნენ.

მარიამის უკან 16 მოსწავლეა, მათ შორის ერთ - ერთი გიორგია, ხოლო გიორგის წინ 14 მოსწავლეა, მათ შორის ერთ - ერთი მარიამია.

მარიამსა და გიორგის შორის 7 მოსწავლეა.

სულ რამდენი მოსწავლეა მარიამისა და გიორგის კლასში?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

38. რამდენი ფურცელი აკლია წიგნს?

რამდენი ფურცელი აკლია წიგნსნინომ იპოვა ძველი წიგნი, რომელსაც რამდენიმე ფურცელი აკლდა. ერთ - ერთ მარცხენა გვერდს ეწერა - 24, ხოლო მის მომდევნო მარჯვენა გვერდს - 45.

რამდენი ფურცელი აკლია წიგნს აღნიშნულ გვერდებს შორის?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

39. ხუთი სახლი

ფერადი სახლებიფერების ქუჩაზე ხუთი სახლია: ცისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და მწვანე. სახლები დანომრილია ერთიდან ხუთამდე.

- ცისფერ და ყვითელ სახლებს ლუწი ნომრები აქვთ.

- წითელი სახლი მხოლოდ და მხოლოდ ცისფრის გვერდით დგას.

- ცისფერი სახლი დგას მწვანე და წითელ სახლებს შორის.

რა ფერისაა სახლი, რომელსაც ნომერი 3 აწერია?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

40. უდიდესი ქულების დაგროვების შანსი

უდიდესი ქულების დაგროვების შანსიკონკურს „კენგურუზე“ ბაქარი ყოველ 3 ქულიანი ამოცანის ამოხსნაზე ხარჯავს 2 წუთს, 4 ქულიანი ამოცანის ამოხსნაზე - 3 წუთს, ხოლო 5 ქულიანი ამოცანის ამოხსნაზე - 5 წუთს.

რა უდიდესი ქულების დაგროვება შეუძლია მას 15 წუთში?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

პასუხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ