წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 4921 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

საკუთარი ბიზნესის უპირატესობებიალბათ ბევრ თქვენთაგანს არ მოსწონს საქმე, რომლითაც არის დაკავებული.

არ მოსწონს დილით ადრე გამოუძინებლად ადგომა, გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ხელმძღვანელისგან საყვედურების (ხანდახან დაუმსახურებელად) მოსმენა, დაძაბული და ნერვოზული მდგომარეობა (რომლიდან თავის დაღწევასაც ვერანაირად ვერ ახერხებთ თქვენსავე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან ურთიერთობით), ანაზღაურების სიმწირე, რომელიც მუდმივად არ გყოფნით, უკმარისობის გრძნობა, რომელიც გეუფლებათ, რადგან ფიქრობთ, რომ მეტის გაკეთება შეგიძლიათ, ის რომ ვერ გაფასებენ ისე, როგორაც იმსახურებთ.

მაგრამ შეიძლება ეს სულაც არ არის  ასე. იქნებ მოღვაწეობთ სფეროში, რომელიც თქვენი მოწოდებაა, სიამოვნებას განიჭებთ და ყოველთვის ოცნებობდით ასეთ სამსახურზე.

შეიძლება გაქვთ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება, სულაც არ მგზავრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან გყავთ საკუთარი, პრესტიჟული ავტომობილი, სამსახურში ყველა გაფასებთ და პატივისცემით გეპყრობათ, ხოლო ხელმძღვანელი გიყურებთ არა ზემოდან, როგორც ხელქვეითს, არამედ ის თქვენი საუკეთესო მეგობარია და ბიზნეს პარტნიორადაც კი გთვლით.

ასეთ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ  გაგიმართლათ და შეგიძლიათ ეს სტატია მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ჩაიკითხოთ. რადგან ეს ეხება დასაქმებულთა იმ 90%-ს,რომელიც უკმაყოფილოა თავისი სამსახურით.

ასეთი ადამიანების მხოლოდ ძალიან ცოტა ნაწილი ახერხებს თავი დაანებოს სამსახურს და დაიწყოს საკუთარი საქმე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მომავლის შიში და იმ უპირატესობის არცოდნაა, რასაც იძლევა საკუთარი ბიზნესი.

ნუ შეგაშინებთ ეს სიტყვა, რადგან ძალიან ხშირად ის ასოცირდება გაუგებარ ფინანსურ ოპერაციებთან, დოკუმენტაციის სიმრავლესთან, სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრობლემებთან და ა.შ.

ეს ასე ნამდვილად არ არის, რადგან განსაკუთრებულ სირთულეს ბიზნესის დაწყება ნამდვილად არ წარმოადგენს.

განვიხილოთ ეს უპირატესობები:

 

თავისუფლება

 

საკუთარი ბიზნესის უპირატესობებითუ თქვენ ხართ საკუთარი თავის უფროსი, არასოდეს გეყოლებათ ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია გიყვიროთ ან გისაყვედუროთ მხოლოდ იმის გამო, რომ კარგად ვერ გამოიძინა, ხასიათზე არ არის, ან მეუღლეს წაეჩხუბა.

ვერასოდეს ვერავინ მოგცემთ უსარგებლო და ხშირად უაზრო დავალებებს, არავინ წაგიკითხავთ ნოტაციებს მხოლოდ იმის გამო, რომ ორიოდე წუთით დააგვიანეთ სამსახურში და რაც ყველაზე მთავარია თქვენი საინტერესო და პერსპექტიული იდეები არა საქილიკო და დასაცინი, არამედ მოთხოვნადი და განხორციელებადი გახდება.

 

დრო

 

საკუთარი ბიზნესის უპირატესობებითუ თქვენ საკუთარი ბიზნესი გაქვთ და ცოტა მაინც თვითორგანიზაციის უნარი გაგაჩნიათ, გაცილებით ეფექტურად გამოიყენებთ საკუთარ დროს.

შორიდან, შეიძლება ეს სხვაგვარად ჩანდეს, ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ხელმძღვანელს რომელიც, პასუხისმგებელია მთელს საქმეზე, გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მის მიერ დაქირავებულ ადამიანებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

სინამდვილეში, ხელძღვანელს იშვიათი გამონაკლისის გარდა ყოველთვის შეუძლია ისე გაანაწილოს დრო, რომ არ გამოტოვოს და დაესწროს თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, რაც მის პირად, ან საზოგადოებრივ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.

მას შეუძლია გაიხსენოს თავისი ჰობი და მეტი დრო დაუთმოს საყვარელ საქმიანობას.

 

ჯანმრთელობა

 

საკუთარი ბიზნესის უპირატესობებირა თქმა უნდა რაც მეტი თავისუფალი დრო გაქვთ, მით მეტი შესაძლებლობა გექნებათ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, დაკავდეთ სპორტით, დიეტით, ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები და ა.შ

მაგრამ, ყველაზე მთავარია ის, რომ მიიღებთ ნაკლებ სტრესს, რომელიც ძალიან ბევრი ავადმყოფობის წინაპირობაა.

რა თქმა უნდა სტრესული სიტუაციები მაინც გექნებათ, მაგრამ საგრნობლად ნაკლები, ვიდრე გექნებოდათ რომ ყოფილიყავით ჩვეულებრივი, დაქირავებული რიგითი მოსამსახურე.

 

ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა

 

საკუთარი ბიზნესის უპირატესობებიეს ყველა ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თქვენ გექნებათ საშუალება მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

ხოლო თუ მოახერხებთ და მათაც ჩართავთ თქვენს საქმეში, ეს საქმესაც არგებს და მეტი პასუხისმგებლობის გრძნობასაც შესძენს მათ თქვენსა და თქვენი საქმიანობის მიმართ.

შედეგად შეძლებთ ახლობელ ადამიანებს მეტად დაუახლოვდეთ.

 

 

სოციალური ურთიერთობა

 

საკუთარი ბიზნესის უპირატესობებიბევრი თვლის, რომ დაქირავებული ადამიანების დიდი უპირატესობა-მდიდარი სოციალური გარემოა, ისინი ხომ მთელ დღეს ატარებენ კოლექტივთან ერთად. თუმცა ერთი და იგივე ადამიანებთან ურთიერთობა და ერთი და იგივე თემებზე მუდმივად საუბარი, რომელიც ხშირად წლების განმავლობაში გრძელდება, მათ სოციალურ გარემოს ვერ გაამდიდრებს.

გარდა ამისა სოციოლოგები თვლიან, რომ ადამიანები, რომლებიც ერთ კომპანიაში მუშაობენ, ნაკლებად ამყარებენ ნამდვილ მეგობრულ ურთიერთობას.

ამის მიზეზი ისაა, რომ ხშირი, ყოველდღიური კავშირი და საერთო პრობლემები თუ სიხარული საკმარისი არ არის ნამდვილი მეგობრობის დასამყარებლად (ეს ზოგადად, თორემ რა თქმა უნდა არის წრფელი მეგობრობის ნიმუშებიც).

ნამდვილი მეგობრობა ხომ სულიერი კავშირია, სადაც ადგილი არა აქვს შურს, ეჭვიანობას და ღალატს.

სამწუხაროდ ბევრ კოლექტივში თანამშრომლები უფრო კონკურენტები არიან, ვიდრე პარტნიორები, ამიტომ ეჭვიანობა და შური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ან იარარქიულ საფეხურზე წინ წასაწევად ამ შემთხვევაში ბუნებრივია.

მაგრამ თუ თქვენ გაქვთ საკუთარი ბიზნესი და მუშაობთ საკუთარ თავზე, მოგიწევთ უამრავ, განსხვავებული ხასიათის, ქცევის, მანერის და სხვადასხვა ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანებთან ურთიერთობა.

ზოგიერთთან თქვენ შეძლებთ დამეგობრებას, ზოგთან ვერ გამონახავთ საერთო ენას, მაგრამ მთავარია, რომ არ გექნებათ მუდმივად ერთი და იგივე ადამიანებთან ურთიერთობა და არ იქნებით ჩაფლული უძრაობის ჭაობში.

 

განვითარება

 

საკუთარი ბიზნესის უპირატესობებიადამიანები, რომლებიც მუშაობენ ოფისში, ძალიან ხშირად ჩერდებიან განვითარების ერთ საფეხურზე მას შემდეგ, რაც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას კარიერაში.

ეს წარმატება მათ უქმნით კომფორტის გარკვეულ ზონას. ამ ზონის გარეთ გასვლა და შემდგომ წარმატებაზე ფიქრი კი აღარ აინტერესებთ.

მიზეზი მარტივია - მეტი ცოდნის მიღების და თვითსრულყოფის მოტივის არ არსებობა, ძალიან ხშირად ადამიანებს აღარ სურთ ზედმეტი დატვირთვა იმის გამო, რაც უკვე ისედაც აქვთ-კომფორტი და მაღალი ანაზღაურება.

მაგრამ თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ და დამოუკიდებელი ხართ, უბრალოდ იძულებული იქნებით გაიღრმავოთ ცოდნა, განავითაროთ თქვენი შესაძლებლობები, უნარები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოდუნდებით, რადგან არ გყავთ ხელმძღვანელი, რომელიც გაგაკრიტიკებთ.

ამიტომ შეიძლება  მოგიწიოთ უცხო ენების შესწავლა, მოლაპარაკებების წარმართვა, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, რამოდენიმე ახალი კომპიუტერული პროგრამის შესწავლა, ბევრი წიგნის წაკითხვა და სპეციალიზირებული კურსების გავლაც კი.

ერთი სიტყვით  მოგიწევთ სერიოზულად იმუშაოთ საკუთარ თავზე. სამაგიეროდ მალე გახდებით თქვენი სფეროს ნამდვილი სპეციალისტი და შეძლებთ გაცილებით მეტ წარმატებებს მიღწიოთ.

საკუთარ თავზე რეგულარული მუშაობა ამის საშუალებას ნამდვილად მოგცემთ.

 
 
 

უკან

კომენტარები
JJ_LAW
2013-11-06
კაია, ხომ იცი?!:)
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura