წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 9628 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ცუდი მოგონებების წინააღმდეგთანამედროვე ცხოვრების დაძაბული ტემპი მეცნიერებს აიძულებს გამოიგონონ ახალი საშუალებები მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

თუმცა ხშირად ადამიანის ცხოვრებაში ხდება ისეთი მოვლენები, რომელთა გახსენება ნეგატიურად აისახება პიროვნების ჯანმრთელობაზე და მის შემდგომ ცხოვრებაზე. 

ამიტომ იმ მიზნით, რომ ადამიანისთვის დაევიწყებინათ წარსულის ავი და შავბნელი მოგონებები, ამერიკელმა  მეცნიერებმა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, შექმნეს უნიკალური აბი, რომელსაც შეუძლია ტრამვული აზრებისგან და მოგონებებისგან ადამიანის საბოლოოდ განთავისუფლება.

საქმე იმაშია, რომ მეხსიერების (მათ შორის ავადმყოფურის)  ფორმირება, ქიმიური პროცესია, რომელზეც შესაძლებელია ზეგავლენის მოხდენა.

ეს დაკავშირებულია, შიშზე პასუხისმგებელი თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილში, განსაკუთრებული რეცეპტორული ცილების წარმოქმნასთან, რომლის განადგურებაც მედიკამენტოზური საშუალებებით სრულიად რეალურია.

როგორც ლაბორატორიაში, თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა  აჩვენა, მეცნიერების მიერ შექმნილი აბების გამოყენება, შესაძლებელს ხდის არასასურველი მოგონების მეხსიერებიდან საბოლოოდ წაშლას.

მედიკოსები რეკომენდაციას იძლევიან, ინოვაციური ტექნოლოგია გამოყენებული იქნას ჯარისკაცებისა და ძალადობის მსხვერპლთათვის პოსტტრამვული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ.

შესაძლებელია დახმარება გაუწიონ მათაც, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო სურს ცუდი მოგონებისგან სამუდამოდ თავის დაღწევა.

თუმცა უნდა ითქვას, რომ რამდენად ჰუმანური და უსაფრთხოა აღნიშნული მეთოდი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura