წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 11021 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ყველაზე საინტერესო და პოპულარული კითხვები წყლის მიღების შესახებ

 

რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა ყოველდღიურად

 

რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა ყოველდღიურადწყალი აუცილებელი ნაწილია დედამიწაზე მყოფი ყველა ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ადამიანის ორგანიზმი ასაკზე დამოკიდებულებით შეიცავს 60-80% წყალს.

იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმი იყოს ტონუსში, აუცილებელია ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის სითხის მიღება, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ასაკზე.

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანმა დღე-ღამეში აუცილებელად უნდა მიიღოს 1,5 ლიტრი წყალი.

იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ორგანიზმის შინაგანი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია დღე-ღამეში არანაკლებ სამ ლიტრი წყლის მიღება.

არსებობს ერთი პოპულარული ფორმულა, რომლის თანახმადაც, ყოველ 30 კგ-ზე ადამიანმა უნდა მიიღოს 1 ლიტრი წყალი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ ადამიანმა 1 კგ მასაზე უნდა მიიღოს - 30 მილილიტრი წყალი (ანუ თუ ადამიანის წონაა 70 კგ. მან დღეღამეში უნდა მიიღოს 2 ლიტრი და 100 მილილიტრი წყალი).

რა თქმა უნდა აქ ჩნდება შეკითხვა, რა უნდა ქნას ადამიანმა, თუ მისი წონა 100 და კიდევ უფრო მეტი კგ-ია? საქმე იმაშია, რომ ეს რეკომენდაციები განკუთვნილია მხოლოდ ნორმალური მასის ან ამ მასასთან ახლოს მყოფი ადამიანებისთვის.

რაც შეეხება ჭარბი, ან არასაკმარისი წონის ადამიანებს, მათთვის წყლის მიღების დღიური ნორმა მკაცრად ინდივიდუალურია.

ზოგადად, წყლის მიღების დღიური ნორმა უნდა განისაზღვროს ისეთ ფაქტორებზე დამოკიდებულებით, როგორიცაა: წელიწადის დრო, დღის პერიოდი, ამინდი, ტენიანობა, ასაკი, ფიზიკური აქტივობა და ა.შ.

 

რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ ზაფხულში

 

რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ ზაფხულშიზაფხულის პერიოდშიადამიანი ინტენსიურად ოფლიანდება. ამ დროს, სისხლის რაოდენობა, რომელიც მოძრაობს სისხლძარღვებში, მცირდება, რაც იწვევს ტრომბოზის საშიშროებას, რაც ინფაქტისა და ინსულტის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ზაფხულში, ყოველდღიურად მიღებული წყლის რაოდენობა უნდა მერყეობდეს ჰაერის ტემპერატურასთან მიმართებაში.

თუ ტემპერატურა 20 გრადუსია, აუცილებელია არანაკლებ ლიტრნახევარი წყლის დალევა. 26 გრადუს ტემპერატურაზე არანაკლებ ორი ლიტრისა, ხოლო 32-33 გრადუს და მეტ ტემპერატურაზე არანაკლებ სამი ლიტრისა.

გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ამ ლიტრებში შედის წვენები, სუფები, ხილი, ბოსტნეული და ის საკვები, რომელსაც თქვენ იღებთ დღის განმავლობაში, რადგან ისინიც შეიცავს გარკვეული რაოდენობის წყალს.

სხვათაშორისიმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, ასევე უნდა მიიღონ ზაფხულში დიდი რაოდენობით სითხე. გამონაკლისს წარმოადგენს გულის უკმარისობა და შეშუპებები.

 

რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ წონის დაკლების მიზნით

 

რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ წონის დაკლების მიზნითწონის დასაკლებად და გასახდომად, შეიძლება და საჭიროა წყლის დალევა. ამგვარად თქვენ ახერხებთ მოატყუოთ ორგანიზმი და გამოდევნოთ მისგან შლაკები.

წყლის რაოდენობა გამოითვლება შესაბამისობით - 30 მილილიტრი - 1კგ მასაზე. ამ ფორმულით თავად გამოთვლით თქვენთვის საჭირო წყლის მიღების დღიურ ნორმას. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ნორმაზე მეტი წყლის მიღება არ არის რეკომენდებული.

წყლის დალევა საჭიროა საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე და საკვების მიღებიდან საათნახევრის შემდეგ.

დიეტოლოგები თვლიან, რომ წყლის მიღება საჭიროა აუჩქარებლად და პატარა ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში.

დაწყება შესაძლებელია ერთი ჭიქა წყლით, რომელიც უნდა მიიღოთ დილით, უზმოზე სასურველია საუზმემდე ნახევარი საათით, ან არანაკლებ 15 წუთით ადრე.

წყლის დარჩენილი რაოდენობა კი თანაბრად გაანაწილეთ საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის შესვენებების გათვალისწინებით.

შეგიძლიათ ჩაატაროთ პატარა ექსპერიმენტი - როცა იგრძნობთ, რომ მოგშივდათ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. შესაძლებელია ამ სახით თქვენი ორგანიზმი გაძლევთ სიგნალს, რომ მას არ ყოფნის სწორედ წყალი და არა საკვები.

თუ თქვენ აქამდე დღის განმავლობაში არასოდეს დაგილევიათ ამ მოცულობის წყალი, არ ღირს თავს დააძალოთ ამის გაკეთება. დაიწყეთ პატარა დოზებით და თანდათანობით გაზარდეთ მიღებული სითხის რაოდენობა.

გარკვეული ხნის შემდეგ, თქვენი ორგანიზმი მიეჩვევა იმ რაოდენობის წყლის მოხმარებას, რამდენიც თქვენთვის საჭიროა.

იმისათვის, რომ არ დაგავიწყდეთ წყლის დალევის შესახებ, წყლით სავსე ჭურჭელი ყოველთვის დადეთ გამოსაჩენ ადგილზე, რატა არ გამოგეპაროთ წყლის მორიგი პორციის მიღების დრო.

შერჩიეთ ნორმალური დიზაინის ჭურჭელი (პლასტმასის ან მინის ბოთლი) რომელშიც ჩაასხამთ თქვენთვის განსაზღვრული რაოდენობის წყალს, აგრეთვე სპეციალური ჩანთა თქვენი ჭურჭლისთვის.

თუ ხშირად მგზავრობთ ავტომობილით, საჭიროების შემთხვევაში წაიღებთ კიდეც მას სასურველ ადგილზე (სამსახურში, აგარაკზე,სტუმრად და ა.შ).

თუ თქვენ მყარად გადაწყვიტეთ წონაში დაკლება, გახსოვდეთ, რომ საჭიროა მხოლოდ სასმელი წყლის მიღება. ჩაი, გაზირებული სასმელები და ყავა არ ითვლება.

და ბოლოს, მხოლოდ წყლის საშუალებით გახდომა არ გამოვა. აუცილებელია თქვენი კვება იყოს ბალანსირებული, აგრეთვე თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც სპორტული ვარჯიშები.

იხილეთ ვრცლად: როგორ დავიკლოთ წონაში წყლის საშუალებით

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ ზემოთ აღწერილი მეთოდი აუცილებლად დაგეხმარებათ გახდომაში და რაც მთავარია, სასიკეთოდ წაადგება თქვენს ჯანმრთელობას.

 

შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის წინ

 

შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის წინბევრი დიეტოლოგი იძლევა რჩევას, რომ თუ საკვების მიღების წინ დალევთ ერთი ჭიქა წყალს, ამ შემთხვევაში არ შეჭამთ ზედმეტ საკვებს და არ აკრებთ ზედმეტ კილოგრამებს.

თუმცა, ასე სულაც არ არის. როგორც ცნობილია, წყალი არ შეიცავს კალორიებს, ამიტომ მისი საშუალებით შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ წყალი შეავსებს კუჭის გარკვეულ ნაწილს, რის გამოც, გარკვეულწილად შეგექმნებათ ცრუ დანაყრების შეგრძნება.

გარდა ამისა, ჭამის წინ, განსაკუთრებით უზმოზე მიღებული წყალი, ხელს უწყობს ორგანიზმის გაღვიძებას და შინაგანი ორგანოების მუშაობის გააქტიურებას.

დიეტოლოგები აგრეთვე იძლევიან რეკომენდაციას, რომ საკვების მიღებამდე წყლის დალევა, ეფექტურია წონის დაკლების (გახდომის) თვალსაზრისითაც.

როგორც ცნობილია, წყალს ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ნარჩენები და შლაკები. ეს ნამდვილად ასეა და საგრძნობლად დაჩქარდება როგორც წონაში დაკლება, ასევე ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

შეიძლება თუ არა წყლის დალევა იმ შემთხვევაში, როცა არ გწყურიათ

 

როდესაც ორგანიზმს სჭირდება წყალი, იგი ამის შესახებ იძლევა ნიშანს, რასაც წყურვილის გრძნობა ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია წყლის მიღება.

თუ წყურვილის გრძნობა არ გაქვთ, თავის დაძალება და წყლის ისე მიღება არ არის საჭირო.

ამიტომ, თუ ვერ ასრულებთ დღის განმავლობაში მისაღები სითხის ნორმას და წყლის მიღება თქვენთვის აუცილებელია, მაშინ დალიეთ იგი მცირე პორციებით, მაგრამ მხოლოდ შემთხვევაში, თუ მისი მიღება არ გგვრით ზიზღის გრძნობას და ეს უმტკივნეულოდ შეგიძლიათ.

შეგიძლიათ წყალი სვათ მცირე ყლუპებით, საწრუპავი ჩხირებით, ორიგინალური ლამაზი ჭიქით, რომელი ესთეტიკურ სიამოვნებას მოგგვრით და წყლის დალევა ისე მძიმე აღარ იქნება თქვენთვის.

ზოგადად, წყურვილის გრძნობა, ყველაზე ხშირად ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ, რადგან სწორედ ამ დროს ითხოვს ორგანიზმი სითხეს.

გახსოვდეთ, რომ თუ ორგანიზმი წყალს არ გთხოვთ და წყლის მიღების დღიურ დღიურ ნორმას ასე თუ ისე ასრულებთ (საკვების ჩათვლით), არ ღირს თავის დაძალება და დიდი რაოდენობის წყლის მიღება, რადგან იგი ზედმეტად დატვირთავს ორგანიზმს და არასახარბიელო პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის დროს და ჭამის შემდეგ

 

შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის დროს და ჭამის შემდეგბევრ ადამიანს აინტერესებს შეიძლება თუ არა წყლის დალევა საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ და შეიძლება თუ არა მისი ჩანაცვლება სხვა სასმელებით: წვენები, კომფოტი, ჩაი, ყავა და ა.შ

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ წყალი, რომელსაც იღებთ საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ, ზავდება კუჭის წვენში და არღვევს საჭმლის მონელების პროცესს, თუმცა არსებობს სხვა საინტერესო თეორიაც, რომელიც ამტკიცებს საწინააღმდეგოს. გავერკვეთ რომელი ვარიანტია სიმართლესთან უფრო ახლოს:

ჭამის შემდეგ, ან ჭამის დროს წყლის მიღების მომხრეები საუბრობენ იმის შესახებ, რომ წყალი გაივლის კუჭს და მაინვე ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში, ამიტომ გამორიცხულია იგი გაზავდეს საკვებთან, ან ჩარეცხოს იგი. მაგალითად მოჰყავთ სუფები, რომელიც ასევე შეიცავს სითხეს.

აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საკვებთან ერთად, ან მის შემდეგ, არ შეიძლება უშუალოდ ცივი წყლის მიღება, რადგან როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, კუჭში საკვები იმყოფება არა 4-5 საათის, არამედ 20 წუთის განმავლობაში.

ამ პერიოდში, საკვები ვერ ასწრებს სწორად გადამუშავებას, ცილები არ იშლება ამინომჟავებად, მოუნელებელი საკვები კი გადადის ნაწლავებში, სადაც მისი ათვისების ნაცვლად იწყება ლპობისა  და დუღილის პროცესი, რაც იწვევს საკვების მონელების პრობლემებს, დისბაქტერიოზს, კოლიტს და ზედმეტი წონის აკრებას.

ჭამის შემდეგ, ან ჭამის დროს წყლის მიღების მოწინაააღმდეგეები თვლიან, რომ როცა ადამიანი საკვებს აყოლებს წყალს, მას უქრება საკვების გულდაგულ დაღეჭვის მოთხოვნილება და იგი ყლაპავს მას ნახევრად დაუღეჭავს.

არსებობს ასეთი რეკომენდაცია - „საჭიროა მყარი საკვების დალევა, ხოლო თხევადის დაღეჭვა“, როდესაც ჩვენ საგულდაგულოდ ვღეჭავთ საკვებს, ნერწყვში გამოიყოფა ნივთიერება ლიზოციმი (რთული სტრუქტურის ცილოვანი ნივთიერება, რომელიც აფერხებს ბაქტერიების ზრდას და შლის მათ), იგი წარმოადგენს მთავარ ფარს ინფექციების განვითარების წინააღმდეგ.

კარგად დაღეჭილი და ნერწყვით გაჟღენთილი საკვები კარგად იქნება ორგანიზმის მიერ შეთვისებული, ხოლო სახამებელი და შაქარი, რომელსაც შეიცავს საკვები, გადამუშავებას დაიწყებს უკვე პირის ღრუში, რაც შეამცირებს იმ სხვა ორგანოების დატვირთვას, რომლებიც მონაწილებას იღებენ საკვების მონელების პროცესში.

გარდა ამ მიზეზისა, გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი, რომელთაც თავი დაანებეს ჭამის პროცესში, ან მის შემდეგ წყლის დალევას, შეამჩნიეს, რომ წონის დაკლების საკითხში მიაღწიეს შესამჩნევ შედეგებს.

საქმე იმაშია, რომ აყოლებდნენ რა საკვებს წყალს, ბოლომდე ვერ იკმაყოფილებდნენ ჭამის სურვილს და ძალიან მალევე უნდებოდათ საკვების მიღება.

ადამიანი, რომელიც საკვებს იღებს წყალთან ერთად, ან ჭამის დასრულების შემდეგ მაშინვე აყოლებს წყალს, ამას აკეთებს ორი მიზეზით:

»» ჩვევის გამო, რათა გაათხიეროს საკვები, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიირთმევს მშრალ საკვებს;

»» იმის გამო რომ სვამს არასაკმარისი რაოდენობის წყალს მთელი დღის განმავლობაში;

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ჭამის შემდგომ, რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება წყლის დალევა - რეკომენდებულ დროდ მიიჩნევა 2 საათი, თუმცა თუ ამას ვერ ახერხებთ, სასურველია საკვების მიღების შემდეგ წყლის დაყოლების შუალედი იყოს არანაკლებ 10-20 წუთისა.

რა დასკვნამდე მივედით, რა გავაკეთოთ? - თუ თქვენ ჭამის დროს გსურთ წყლის დალევა, გააკეთეთ ეს, მხოლოდ საკვებს დააყოლეთ არა წყალი, არამედ მწვანე ჩაი, მორსი (ხილის, ან ბოსტნეულის წვნისაგან დამზადებული სასმელი), კეფირი და ა.შ, რადგან ეს საკვებია და არა სასმელი, ისე როგორც სუფის წვენი.

არ დალიოთ ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი სითხეები. ნუ მიირთმევთ ნაყინს ჭამის დასრულებისთანავე. გულდაგულ დაღეჭეთ საკვები. გაზარდეთ დღის განმავლობაში მისაღები უბრალო, გადაუდუღებული და არაგაზირებული წყალის რაოდენობა.

მიენდეთ, მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და მალე მიხვდებით, თუ რა სურს მას.

 

რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ქალმა ფეხმძიმობის პერიოდში

 

რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ქალმა ფეხმძიმობის პერიოდშიყოველდღიურად, ორსულის ორგანიზმიდან, შარდის სახით გამოიყოფა დაახლოებით 1,5 ლიტრი წყალი. ამიტომ ნორმალური მეტაბოლიზმისთვის, მომავალმა დედამ, როგორც მინიმუმ, უნდა შეავსოს ეს დანაკარგი.

ამას გარდა, ორსული ქალებს ხშირად ახასიათებთ ოფლიანობა, რაც დამატებით 0,5 ლიტრი სითხის დანაკარგს იწვევს სუნთქვისა და ოფლის სახით.

ამიტომ, ფეხმძიმობის დროს, რეკომენდებულია ორსულმა დალიოს დღეში არანაკლებ 1,5-2 ლიტრი წყალი. წყალი უნდა იყოს სუფთა. შესაძლებელია ლიმონთან ან შტოშთან ერთად.

სითხის იგივე რაოდენობაზეა საუბარი, თუ შევაჯერებთ სხვადასხვა ქვეყნის ამ სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც ფეხმძიმობის პერიოდში, ქალმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 2-2,5 ლიტრი სითხე. თუმცა, რა თქმა უნდა ამ სითხეში არ შედის მხოლოდ წყალი. ხილი, ბოსტნეული და საკვები, რომელსაც იღებს მომავალი დედა, ასევე შეიცავს გარკვეული რაოდენობის სითხეს.

წყლის მოხმარების ძირითადი დრო, უმჯობესია იყოს დილისა და საღამოს საათები, ხოლო შუადღის საათებში შეიძლება კომფოტებისა და ჩაის დალევა. სითხის ასეთი გადანაწილება ამცირებს შეშუპებების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით ორსულობის გვიან ვადებში.

ორსულობის საწყის პერიოდში (პირველი კვირები), შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტოქსიკოზს, რომელსაც თან ახლდეს გულისრევისა და ღებინების შეგრძნება, რომელიც გაღრმავდება გაუწყლოვანების შემთხვევაში. ამიტომ სითხის დანაკლისის შევსება აუცილებელია სითხეებისა და საკვების მიღებით.

ზოგ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოვანებას, შესაძლოა სითხის შეყვანა ვენიდანაც გახდეს საჭირო, რათა ზიანი არ მიადგეს მომავალი დედისა და მისი ნაყოფის ჯანმრთელობას.

როგორც ცნობილია, მშობიარობის დროს, ადგილი აქვს სისხლის დანაკარგს, ამიტომ ორგანიზმს აუცილებლად უნდა გააჩნდეს აუცილებელი სითხის მარაგი. ამ მომენტიოსთვის ყველა შესაძლო საფრთხისა და ორგანიზმის მგომარეობის გათვალისწინებით, სითხის რაოდენობის კორექტირება და კონტროლი უნდა მოახდინოს ექიმმა-გინეკოლოგმა.

ორსულობის დროს, ორგანიზმში წყლის დონის ნორმის განსაზღვრა შეიძლებაა შარდის საშუალებით. თუ შარდი ღია-ყვითელი ფერისაა და სუნი არ აქვს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ შარდი მუქია და მძაფრი სუნი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში დარღვეულია წყლის ბალანსი და ადგილი აქვს ნაწილობრივ გაუწყლოვნებას.

ორგანიზმის გაუწყლოვანების ნიშნები ფეხმძიმობის დროს შეიძლება იყოს:

»» ტუჩების ძლიერი გაშრობა (ზაფხულის პერიოდშიც);

»» მშრალი კანი სახეზე, ხელებზე და ფეხებზე;

»» ხშირი კუჭის აშლილობა;

»» დაბნეულობა და გაღიზიანებულობა;

»» ადრეული ტოქსიკოზი;

როგორი წყალი უნდა დალიოს ორსულმა?

უმჯობესია ორსულმა დალიოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჩამოსხმული წყალი. არ არის რეკომენდებული ონკანის, თუნდაც გადადუღებული წყალი, რადგან იგი შეიძლება შეიცავდე მძიმე მეტალებს. შესაძლოა მისგან ვერ დაგიცვათ მაღალხარისხიანმა წყლის ფილტრმაც კი. ამიტომ გარისკვა არ ღირს.

ორსულობის დროს, არ არის რეკომენდებული სუპერმარკეტებში ნაყიდი წვენები. მკაცრად არ შეიძლება გაზირებული სასმელები (ლიმონათები, ფანტა, კოლა, პეპსი, ენერგეტიკული სასმელები).

არ არის რეკომენდებული არც გაზირებული მინერალური წყალი (ან შეიძლება მცირე რაოდენობით) იგი იწვევს გულძმარვისა და წყურვილის პროვოცირებას. შავი ჩაი და ყავა უმჯობესია საერთოდ იქნეს ამოღებული რაციონიდან.

არ არის რეკომენდებული მწვანე ჩაიც, რადგან იგი ხელს უშლის ფოლიუმის მჟავის ნორმალურ ათვისებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში.

შესაძლებელია არაგაზირებული ან გაწმენდილი მინერალური წყლის მიღება (თუმცა წყალს უნდა ჰქონდეს დაბალი მინერალიზაცია 1-2გრ/ლ).

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და წყალი

სასარგებლოა კეფირი, სასმელი იოგურტი შაქრის გარეშე, წყალში გაზავებული ნატურალური წვენები ან ბალახის ჩაი. სასარგებლოა ასკილის ნაყენი, კენკროვანი მორსი.

 

შეიძლება თუ არა წყლის დალევა ალკოჰოლის მიღების დროს

 

შეიძლება თუ არა წყლის დალევა ალკოჰოლის მიღების დროსზაფხულში, როცა ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 30-40 გრადუსის ფარგლებში, ალკოჰოლის მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან გამომყოფი სისტემა იწყებს დატვირთვით მუშაობას და ორგანიზმიდან გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითხე.

იმისათვის, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოვანება, სასურველია ყოველი პორცია ალკოჰოლის მიღების შემდეგ წყლის გარკვეული რაოდენობის დაყოლება.

თუმცა, ეს ეხება არა მხოლოდ ზაფხულში ალკოჰოლის მიღებას. წყლის დაყოლება სასურველია ნებისმიერ სიტუაციაში, მაგიდასთან, ალკოჰოლის მიღების დროს. განსაკუთრებით ძილის წინ.

სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან, ალკოჰოლური თრობის დროს, დაძინებამდე, მიიღოთ არა ნაკლებ ლიტრანახევარი წყალი, რათა დილით არ შეგაწუხოთ „პარხმელიის სინდრომმა“, არ გტკიოდეთ თავი და ორგანიზმიდან გამოიდევნოს შლაკები და ტვინის მკვდარი უჯრედები - ნეირონები.

 

როგორი წყალი დავლიოთ, ცივი თუ ცხელი?

 

როგორი წყალი დავლიოთ, ცივი თუ ცხელი?თავი აარიდეთ ყინულივით ცივი წყლისა და სხვა სითხეების დალევას. უმჯობესია მიიღოთ ხალასი და ზომიერად თბილი წყალი (ზაფხულშიც კი).

»» ძალიან ცივი წყალი (ან სხვა სითხეები), რომელსაც იღებთ საკვებთან ერთად, ხელს უწყობს კუჭში ტემპერატურის დაქვეითებას, რითაც ხელს უშლის საკვების მომნელებელი ენზიმების წარმოქმნას, არღვევს ნაღველისა და კუჭის წვენის სეკრეციას;

»» ძალიან ცხელი წყალი (ან სხვა სითხეები) ასუსტებს კუჭის ტონუსს და ამცირებს საკვებზე მექანიკური ზემოქმედების შესაძლებლობას, არღვევს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფის პროცესს, იწვევს გაზების წარმოქმნის პროვოცირებას;

»» თქვენს მიერ მიღებული წყლის, ან სხვა სითხეების ტემპერატურა, უნდა იყოს სხეულის ტემპერატურასთან ახლოს, მაგრამ არა უმეტეს 40 გრადუსისა.


იხილეთ: ყველაფერი წყლის შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები


თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა