მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 36346 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ გამოვდევნოთ წყალი ორგანიზმიდან:

 

როგორ გამოვდევნოთ წყალი ორგანიზმიდან:წყალმა შესაძლოა დატოვოს ორგანიზმი რამოდენიმე გზით:

»» თირკმლებიდან - დაახლოებით ლიტნახევარი;

»» კანის ფორებიდან (ოფლის სახით) – დაახლოებით 300-დან 600 მილილიტრი;

»» კუჭნაწლავიდან - დაახლოებით 200 მილილიტრი;

»» ფილტვებიდან (სუნთქვის სახით) - დაახლოებით 400 მილილიტრი;

სხვათაშორის, წყალთან ერთად, ადამიანი სიცხეში კარგავს მარილსაც. ამიტომ ბევრი ექიმი ურჩევს ოდნავ მარილიანი მინერალური წყლის მიღებას. წყურვილის შეგრძნებას კარგად უმკლავდება მწვანე ჩაი (განსაკუთრებით ცხელი), აგრეთვე სხვადასხვა ბალახების ნაყენი და კომფოტები შაქრის გარეშე.

ორგანიზმში ზედმეტი წყალის რაოდენობა, იწვევს შეშუპებებს, თვალის ქვეშ ე.წ. ბალიშების გაჩენას და წონის გაზრდას.

ამ დროს შესაძლოა გასივდეს ფეხებიც, ისე, რომ ფეხსაცმელმა ტკივილი მოგაყენოთ. შეიძლება გასივდეს ხელის თითებიც, რაც ასევე ქმნის დისკომფორტს.

ორგანიზმში ზედმეტი წყლის არსებობა, მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა.

შესაძლოა ეს იყოს თირკმლების პრობლემა, არ შეიძლება გულის მიზეზის გამორიცხვაც. თუ ასეთი ეჭვი გაჩნდა, რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზმში წყლის შეკავების მიზეზი ბანალურია და დაკავშირებულია არასწორ კვების რეჟიმთან და ზედმეტი მარილის მოხმარებასთან.

ორგანიზმში სითხის შეკავების ძირითადი მიზეზებია:

 წყლის უკმარისობა - როგორც ვიცით, დღის განმავლობაში აუცილებელია 1,5-2 ლიტრი წყლის მიღება, მაგრამ ცოტა თუ ასრულებს ამ პირობას. იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს წყლის მიმართ ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება, ტვინი გადასცემს ორგანიზმს სიგნალს, რომ დააგროვოს წყლის მარაგი. ამიტომ, სცადეთ და დღის განმავლობაში მცირე პორციებით, მაგრამ ხშირად მიიღეთ 1,5 ლიტრი წყალი მაინც. ორიოდე კვირაში ორგანიზმი მიეჩვევა ამას და აღარ დააგროვებს ზედმეტი წყლის მარაგს.

 შარდმდენი სითხეები - ალკოჰოლი (მათ შორის ლუდი) გამოირჩევა ძლიერი შარდმდენი ეფექტით. ასევე მოქმედებს ჩაი, ყავა და გაზირებული სასმელები. დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, მათ შეიძლიათ გამოიწვიონ ორგანიზმის გაუწყლოება. ამ ყველაფრის შედეგად, ორგანიზმი იმარაგებს სუფთა წყალს შეშუპებების სახით. ამიტომ ეცადეთ მიიღოთ მეტი რაოდენობით სუფთა წყალი

 ზედმეტი მარილი - მარილის ერთი მოლეკულა აერთიანებს წყლის 20 მოლეკულას და ჯდება ცხიმოვან უჯრედებში. შესაბამისად, ეს უჯრედები იზრდება მოცულობაში და შედეგად ვიღებთ ზედმეტ წონას. გარდა ამისა, ორგანიზმს სჭირდება დამატებითი რაოდენობის წყალი, რათა გამოდევნოს მავნე მარილები ქსოვილებიდან. წრე იკვრება და შეშუპებები არ ქრება. ამიტომ, მიიღეთ მარილი ნორმის ფარგელბი, ერიდეთ ზედმეტად მარილიან საკვებს და ისევ და ისევ - სვით მეტი რაოდენობის სუფთა წყალი.

 ღამ-ღამობით წყლის მიღება - საღამოს 20.00 საათის შემდეგ მიღებული წყალი, იწვევს თირკმლების ზედმეტ დატვირთვას. შედეგად,შესაძლოა დილით სახე შეშუპებული გქონდეთ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ წყლის ძირითადი რაოდენობა მიიღოთ საღამოს 18-19 საათამდე.

გადახედეთ თქვენს კვების რეჟიმს, შესაძლოა თქვენ უშვებთ ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს და ვერ ამჩნევთ ამას.

ამას გარდა არებობს სრულიად უსაფრთხო და ხალხური, პოპულარული მეთოდები ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის სწრაფად გამოსადევნად.

 

პროდუქტები, რომელთაც ყველაზე სწრაფად გამოყავთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან

 

პროდუქტები, რომელთაც ყველაზე სწრაფად გამოყავთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან1. საზამთრო ზაფხულის პერიოდში საზამთრო ძალიან სასარგებლოა. მას არა მხოლოდ გამოჰყავს სითხე ორგანიზმიდან, არამედ წმენდს თირკმლებს და აუმჯობესებს მათ მუშაობას. ზედმეტი სითხის გამოდევნას ასევე ხელს უწყობს ნესვი და კიტრი. შეეცადეთ და კვირაში ერთხელ მოაწყვეთ საზამთროს ან კიტრის დღეები. ეფექტს იგრძნობთ პირველივე დღეს.

2. მწვანე ჩაი და კარკადე - ორივე პროდუქტი ცნობილია როგორც მარტივი შარდმდენი საშუალება, განსხვავებით შავი ჩაისგან. ამიტომ, შეეცადეთ ხშირად მიიღოთ დიდი რაოდენობით.

3. ბრინჯისა და შვრიის ფაფა - ორივე ეს პროდუქტი ძალიან ეფექტურია ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად. ბრინჯი შეიცავს მცირე რაოდენობით ნატრიუმს (რომელიც აკავებს წყალს) და დიდი რაოდენობით კალიუმს - რომელსაც გამოჰყავს მარილი. პროფესიონალი სპორტსმენები მნიშვნელოვანი ასპარეზობების წინ, უწყობენ საკუთარ თავს განტვირთვას და რამდღენიმე დღის განმავლობაში მიირთმევენ მხოლოდ უმარილო ბრინჯის ან შვრიის ფაფას.

4. ახალი ხილი და ბოსტნეული - არ შეიცავს მარილს. რაც უფრო მეტი რაოდენობით მიითმევთ მათ, მით უფრო გაუმჯობესდება ორგანიზმში მარილის ბალანსი. შეშუპებების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ეფექტურია ჭარხალი და კომბოსტო.

5. კალიუმით მდიდარი სხვა პროდუქტები - გოგრა, ყაბაყი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ვაშლი, გარგარი, მდოგვი, არაქისი, ზღვის კომბოსტო, ბარდა, ნუში, ქიშმიში, თხილი, კედრის მარცვლები, ნიგოზი, ჩირი და სხვა. ეს პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და გამოჰყავთ წყალი ორგანიზმიდან.

6. აგრეთვე: - ლიმონს, ნიახურს, იმბირის ფესვების ნაყენს, ოხრახუშს, ვაშლის ძმარს, კოფენიან სასმელებს (ჩაი, ყავა), შტოშის წვენს.

 

ზედმეტი წყლის გამოდევნის სხვა მეთოდები

 

ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნის სხვა მეთოდები»» ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას ხელს უწყობს აბანო, ან საუნა. ამ დროს ზედმეტი სითხე და მარილი გამოდის ორგანიზმიდან ოფლის სახით. გარდა ამისა, თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, საუნაში ვიზიტი დაგეხმარებათ წონის დაკლებაშიც. თუმცა არ არის რეკომენდებული საუნით გადაჭარბებული სარგებლობა.

»» ფიზიკური ვარჯიშები აჩქარებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს სითხის გამოდევნას საოფლე ჯირკვლებიდან. ფეხების შეშუპების წინააღმდეგ კარგად მოქმედებს სირბილი, ფეხით სიარული, აერობიკა, ველოსიპედით სეირნობა. ამ დროს ფეხების კუნთები იკუმშება და შეშუპებები ქრება.

»» ძალიან სასარგებლოა, დღეში 1-2 საათით, ფეხების შემაღლებულ ადგილზე შემოწყობა (გულის დონეზე მაღლა). ტერფების შეშუპება ძალიან მალე გაივლის. ეს მეთოდი, გამსაკუთრებით სასარგებლოა ასაკოვანი ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც მჯდომარე რეჟიმში უწევს სამსახური.

თუ სიტუაცია კრიტიკულია და ორგანიზმიდან წყლის გამოდევნა სასწრაფო მეთოდით არის საჭირო, შეგიძლიათ მიიღოთ შარდმდენი საშუალებები - დიურეტიკები: ფუროსემიდი, ტორასემიდი, დიუვერი, ეტაკრინის მჟავა და ა.შ

თუმცა, არ შეიძლება ამ პრეპარატების ბოროტად გამოყენება, რადგან ამ აბებს, გამოჰყავს რა სითხე ორგანიზმიდან, რეცხენ ქსოვილებიდან კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს. ამიტომ ისინი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ხალხურ შარდმენ საშუალებებს; სხვადასხვა ბალახებისა და მცენარეებისგან დამზადებული ნაყენები სრულიად უწყინარია და არანაკლებ ეფექტურია მედიკამენტებზე:

1. ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთლებს (იყიდება ნებისმიერ აფთიაქში), დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ნაყენი გაწურეთ და დანის წვერით დაუმატეთ მცირე რაოდენობის სოდა. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.

2. ასკილის ან წითელი მოცვის მშრალი ნაყოფი მოხარშეთ, დააყენეთ როგორც ჩვეულებრივი ჩაი და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 2-3 - ჯერ დღეში.

3. ძლიერი შარდმდენი მოქმედებით გამოირჩევა კამის თესლი. ერთ სუფრის კოვზ კამის თესლს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში. ნაყენი გაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი სამჯერ დღეში.

4. მოადუღეთ კომფოტი ვაშლის მშრალი კანისგან და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 5-ჯერ დღეში.

თუ რომელიმე ზემოთ აღწერილი მეთოდებიდან რომელიმე უკვე სცადეთ და არ გიშველათ, ნუ დაღონდებით, გახსოვდეთ, რომ ერთი და იგივე საშუალება სხვადასხვა ადამიანებზე მოქმედებს სხვადასხვაგვარად.

მოსინჯეთ ზემოთაღწერილთაგან რომელიმე სხვა მეთოდი (მაგალითად წითელი მოცვის ან ასკილის ნაყენი) და აუცილებლად მიიღებთ ეფექტს.


იხილეთ: ყველაფერი წყლის შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ