წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 8676 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სითხე მუხლის სახსარში

 

სითხე მუხლის სახსარში„წყალი მუხლში“  ზოგადი ტერმინია. მუხლის სახსარში ზედმეტი სითხის დაგროვება თანამედროვე მედიცინაში ცნობილია სახელწოდებით სინოვიტი, რადგან სახსარში ხდება სწორედ სინოვიური სითხის დაგროვება.

სონოვიტი წარმოადგენს ანთებით პროცესს სახსრის სინოვიური გარსში, რომელიც ხელს უწყობს სინოვიური ჩანთებში ზედმეტი სითხის წარმოქმნას.

მუხლი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე რთული სახსარია. სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ამ პათოლოგიით ზიანდება სწორედ მუხლის სახსარი, რაც უშუალოდაა დაკავშირებული ადამიანის გადაადგილების შეზღუდვასთან.

ძალიან ხშირად, სითხის დაგროვება ხდება ერთ-ერთ სახსარში, თუმცა არის შემთხვევები, როცა ასეთი მოვლენა შეინიშნება რამოდენიმე ადგილას ერთდროულად, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ტრამვა, დაზიანება, ანთებითი პროცესები ან სხვა სახის ორთოპედიული დაავადებები.

სითხის დაგროვების ხასიათი დამოკიდებულია თავად სითხის შემადგენლობაზეც, იგი შეიძლება იყოს გამჭვირვალე, მღვრიე, ან სისხლოვანი.

უკვე საწყის სტადიაზე, სინოვიტის პათოლოგიას თან ახლავს გამოხატული ტკივილის სინდრომი და აშკარა დისკომფორტის შეგრძნება.

მდგომარეობის უმნიშვნელო გართულების დროს კი უკვე შეიმჩნევა სახსრის მოძრაობის უნარის შეზღუდვა და ზოგადად ადამიანის მოძრაობის ფუნქციების დარღვევა.

მუხლის სახსარში სითხის ჩადგომა ნორმიდან გადახრაა, ანუ ასეთი ცვლილებები ატარებს პათოლოგიური ხასიათს და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.

ამას გარდა, დარღვევა იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, რადგან მუდმივი ტკივილის შეგრძნება აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

სითხე მუხლის სახსარში, შესაძლოა მიანიშნებდეს სახსრებში არსებულ სხვა პრობლემებზე, ჩევულებრივ, ეს შეიძლება იყოს ტრამვა, ოსტეოართროზი ან ართრიტი.

 

სინოვიტის სიმტომები

 

სინოვიტის სიმტომებიმუხლის სახსარში სითხის ჩაგროვების პირველი სიმტომია მუხლის ქალა ძვლის („ჩაშკის“) არეში შესამჩნევი, მკვეთრად გამოხატული შეშუპება (შესიება), რომელიც უფრო მუხლის ზედა ნაწილშია  მობილიზებული და მეტად გავრცელებული.

გარკვეულ როლს თამაშობს შეშუპების ზომაც. რაც უფრო დიდი ზომისაა შეშუპება, მით უფრო მეტი სინოვიური სითხეა დაგროვილი მუხლის სახსარში.

მეორე სიმტომია კიდურების მოძრაობის ნაწლობრივი ან მთლიანი შეზღუდვა. დიდ რაოდენობით სითხე იწვევს მუხლის სახსრის დეფორმირებას და შესაბამისად შებოჭილობას.

მესამე სიმტომია ხშირი, ყრუ ტკივილები. ხშირად ტკივილის სინდრომის გაძლიერება. ცალკეულ შემთხვევაში, ავადმყოფს არ შეუძლია დააბიჯოს მტკივანი ფეხი და დაეყრდნოს მას.

შესაძლებელია ისეთი სიმტომებიც, როგორიცაა გამაგრებები, ან ზედმეტი ელასტიურობა შესიების არეში. ცალკეულ შემთხვევებში  კანის გაწითლებაც.

არც თუ ისე იშვიათად, სინოვიტის დროს ადგილი აქვს სხეულის ტემპერატურის მატებას, ცხელებას, შეინიშნება საერთო სისუსტე. რაც პროვოცირებულია ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესებით.

თუ მუხლის სახსარში სითხეა ჩამდგარი, იზღუდება მოძრაობის დიაპაზონი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეძლებელი ხდება მუხლის ბოლომდე მოხრა და გაშლა.

 

სინოვიტის სავარაუდო მიზეზები

 

სინოვიტის სავარაუდო მიზეზებიროგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სინოვიტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ტრამვა ან მუხლის დაზიანება, მაგალითად როგორიცაა:

 სხვადასხვა სახის მოტეხილობა;

 მენისკის დაზიანება;

 მყესების გაგლეჯა;

• იოგების დაზიანება;

 სისხლჩაქცევა;

 და სხვა...

თუ სინოვიტის მიზეზი ტრამვაა, შესაძლოა მუხლის ზედაპირზე და მის ირგვლივ გავრცელდეს ჩალურჯებები და დაბეჟილობები.

გარდა ტრამვებისა, პრობლემამ შესაძლოა თავი იჩინოს სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესების გამო (ასეპტიკური, ჩირქოვანი, იმუნური).

1. პათოლოგია ვითარდება ასეპტიკური ანთების შედეგად, რომლის პროვოცირებასაც ახდენს მუხლის სახსრის ტრამვა, ან სისხლჩაქცევა სახსრის ღრუში.
ამის გარდა, ასეპტიკური ანთება ვირუსული ინფექციებისა და ძლიერი გაციების დამახასიათებელი სიმპტომია.

2. სინოვიტი იწყებს განვითარებას ორგანიზმში პათოგენური მიკროორგანიზმების მოხვედრის გამო, რაც იწვევს ჩირქოვან ანთებას.

3. მუხლის სახსრის ტკივილის მიზეზი შესაძლოა გახდეს იმუნური ანთებაც. ამ შემთხვევაში სინოვიური სითხის სიჭარბე წარმოადგენს საპასუხო რეაქციას სეკრეტირებული ეპითელის დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია პათოლოგიური იმუნური პროცესების ზემოქმედებით.
ეს ხდება რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტების და ალერგიის მძიმე ფორმების შემთხვევაში.

სინოვიტის წარმოქმნის მიზეზი აგრეთვე შეიძლება გახდეს გარკვეული ორთოპედიული დაავადებების ფაქტორიც. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება:

 სეპტიკური ართრიტი;

 რევმატოიდული ართრიტი;

 ბურსიტი (სახსრების ლორწოვანი ანთება);

 პოდაგრა (ართრიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელი ხასიათდება მწვავე ტკივილით);

 ფსევდოპოდაგრა;

 სხვადასხვა ინფექციები;

 ოსტეოართროზი (სახსრის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება, რომელიც აზიანებს სახსრის ხრტილს, იწვევს მის დეფორმაციას);

 სისხლის შედედების დარღვევა;

 სიმსივნე;

 კისტა;

 და სხვა...

ყველაზე ხშირი და გავრცელებული მიზეზი მუხლის სახსარში სითხის ჩადგომისა არის რევმატიული დაავადებები და მუხლის სახსრების ოსტეოართროზი (ოსტეოართროზი ხასიათდება ხრტილის მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც ფარავს და იცავს სახსრის ზედაპირს.

რევმატიული დაავადებები და კონკრეტულად რევმატიული ართროზი დღესდღეობით არ წარმოადგენს იშვიათობას და ძალიან ხშირად გხვდება ახალგაზრდა ასაკის ადამიანებშიც. შესაბამისად მუხლის სახრის პრიბემები საკმაო რაოდენობით გვხვდება ახალგაზრდებშიც.

ტკივილი მუხლის არეში ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ რევმატოიდული დაზიანება ატარებს სისტემურ ხასიათს, ანუ პათოლოგიურ პროცესში ხდება ყველა სახსრის ჩათრევა და საჭირო მკურნალობის გარეშე ვითარდება პოლიართრიტი (რამდენიმე სახსრის ერთდოული ანთება).

 

ვინ დგას რისკის ფაქტორის ქვეშ

 

ვინ დგას რისკის ფაქტორის ქვეშ

რა თქმა უნდა სინოვიტისგან დაზღვეული არავინ არ არის, იგი შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც სრულიად ჯანმრთელს.

ეს შეიძლება მოხდეს მაგალითად ტრამვის შედეგად, მაგრამ, მაინც ვინ დგას მუხლის სახსარში ზედმეტი სითხის ჩადგომის პათოლოგიის მომეტებული რისკის ქვეშ?

მრავალრიცხოვანი შემთხვევებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სინოვიტი ყველაზე ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილები არიან ამ დაავადების მიმართ.

 ზედმეტი წონა (განსაკუთრებით ზედმეტი გაცხიმოვნება) -  ეს დაკავშირებულია დიდ დატვირთვასთან, რომელსაც ახდენს სხეულის მასა სახსრებზე. წონის დაწოლით ხდება სახსრის ხრტილების დაზიანება, რასაც შედეგად მოსდევს მუხლში სითხის ჩადგომა.

 ხანდაზმული ასაკი - 50 წლის ასაკის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში ხდება ცვლილებები სახსრების აგებულებაში. მათ უკვე აღარ შეუძლიათ სრულფასოვნად შეასრულონ თავისი ფუნქციები, ქსოვილები კარგავენ ელასტიურობას, ხრტილების და მყესები ადვილად ტრამვირდება.

ასაკობრივი ფაქტორის ფონზე პროგრესირდება ორთოპედიული დაავადებებიც და როგორც მათი შედეგი - სინოვიტიც.

 სპორტი -  სპორტსმენები, რომლებიც პროფესიულად არიან დაკავებული ფეხბურთით, კალათბურთით და სხვა ისეთი სპორტის სახეობებით, რომელებიც დაკავშირებულია რეგულარულ ტრავმატიზმთან.

სპორტსმენები იღებენ გლობალურ დატვირთვას ფეხებზე და უშუალოდ მუხლებზე. ამის გამო, ნორმალური წონისა და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მათ შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები მუხლის სახსრებთან დაკავშირებით, რომელიც ატარებდეს ქრონიკულ ხასიათს.

 

სინოვიტის დიაგნოსტიკა

 

სინოვიტის დიაგნოსტიკამუხლის სახსარში წყლის ჩადგომა დაკავშირებულია ან სახსრის დაზიანებასთან, ან რაიმე სხვა პათოლოგიასთან, რომელმაც გამოიწვია ეს მოვლენა.

სინოვიტის დიაგნოზის დასასმელად, ექიმი ნიშნავს გამოკვლევებს, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგ ანალიზებს:

 სისხლის ანალიზი;

 რენტგენოგრამა;

• ექოსკოპია;

 კომპიუტერული ტომოგრაფია;

 MRI - მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია;

 ასპირაცია;

 ართროსკოპია;

 

მედიკამენტოზური მეთოდები

 

სინოვიტი - მედიკამენტოზური მეთოდებისინოვიტის მკურნალობის მეთოდი უნდა განსაზღვროს მკურნალმა ექიმმა, რომელიც უნდა დაეყრდნოს გამოკვლევის შედეგებს და პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შეფასებას.

სინოვიტის მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე.

ტკივილმა და ანთებითმა პროცესმა არ უნდა შეზღუდოს თქვენი მობილურობა. შესაბამისი მკურნალობა და ზოგიერთი წესის დაცვა დაგეხმარებათ მალე დადგეთ ფეხზე

მკურნალობის დაყოვნების შემთხვევაში, პროცესმა შესაძლოა მიიღოს ისეთი სახე, რომ გამოიწვიოს  მოძრაობის ფუნქციის დარღვევა.

წამლების თერაპიის დანიშნულებაა ტკივილის სინდრომის კუპირება, შეშუპების მოხსნა და ანთებითი პროცესის შეჩერება.

სიმტომების მოხსნისა და მკურნალობისთვის, პირველ რიგში ტარდება მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლის დროსაც ხდება ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდული ჰორმონების და არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებების მიღება.

არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები - თუ ისეთმა ურეცეპტო ანტიანთებითმა საშუალებამ, როგორიცაა იბუპროფენი, მდგომარეობა არ გამოასწორა, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ძლიერი ანტიანთებითი პრეპარატები: დიკლოფენაკი, კეტოპროფენი, ლორნოქსიკამი და სხვა.

შესაძლოა ექიმმა დანიშნოს ისეთი არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები: სალიცილატები, გლოკოკორტიკოიდები, რომალონი და სხვა

ანტიბიოტიკები - თუ სინოვიტის სიმტომების გამოწვეულია სახსარში არსებული ინფექციით, ექიმი ანალიზების მიხედვით დაადგენს თუ რა არის ინფექციისა და ანთების გამომწვევი მიზეზი და აცილებლად დანიშნავს ანტიბიოტიკს.

ანალიზის აღება ხდება სინოვიური ღრუდან სითხის ამოღებით და დათესვით. ბაქტერიალური დათესვის ანალიზის პასუხს სჭირდება დაახლოებით სამი დღე. მთელი ამ დროის განმავლობაში ავადმყოფი იღებს ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკს, რომლის შეცვლაც ხდება მხოლოდ მისი არაეფექტურობის შემთხვევაში.

სინოვიტის გამომწვევი შეიძლება იყოს: გონოკოკი, ოქროსფერი სტრეპტოკოკი, ანაერობი, ქლამიდია, მიკოპლაზმა, მკრთალი ტრპონემა, ტუბერკულოზის მიკრობაქტერია და სხვა…

ექიმმა ანალიზის შედეგების მიხედვით შეიძლება დანიშნოს სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული გამომწვევის წინააღმდეგ მაგალითად ისეთი, როგორიცაა - ოქსაცილინი, ცეფალოსპორინები (ცეფოტაქსიმი, ცეპტრიაქსონი, ცეფუროქსიმი), ვანკომიცინი, ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატი მოქსიფლოქსაცინი და სხვა

კორტიკოსტეროიდული ჰორმონები - გლუკოკორტიკოსტეროიდები - ეს არის ნივთიერებები გამოხატული ანტიანთებითი მოქმედებით.

მათ მიეკუთვნება - პრედნიზოლონი, მეთილპრედნიზოლონი, ტრიამცინოლონი, დექსამეტაზონი და სხვა...

ეს პრეპარატები იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს, ამიტომ მათი მიღება უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის დანიშნულებით, ისევე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სხვა პრეპარატებიც.

 

ქირურგიული მეთოდები

 

ართროცენტეზი (პუნქცია)

 

ართროცენტეზი (პუნქცია)ყველაზე სწრაფ მეთოდად მუხლიდან სითხის მოსაცილებლად დღესდღეობით მიიჩნევა პუნქცია. თუმცა მისი საჭიროება უნდა განსაზღვროს გამოცდილმა ექიმმა. თუ სითხე სახსარში მცირე რაოდენობითაა, უმჯობესია პუნქცია არ გაკეთდეს, რადგან არსებობს რისკი, რომ სითხე კვლავ დაგროვდეს სახსარში.

პროცედურა არასასიამოვნოა, თუმცა თითქმის უმტკივნეულო. ტარდება ანესთეზიის გარეშე. ექიმს ფრთხილად შეჰყავს გრძელი სპეციალური ნემსი დაზიანებულ სახსარში, სადაც დაგროვილია სითხე და ხდება მისი ამოტუმბვა შპრიცის საშუალებით.

სითხის ამოღების შემდეგ მსუბუქდება ტკივილი და შეშუპება. სითხის ასპირაციის შემდეგ, შესაძლოა ექიმმა სახსარში შეიყვანოს კორკიდოსტეროიდული ჰორმონი, ან ანტიბიოტიკი (საჭიროების მიხედვით) იმისდა მიუხედავად არის თუ არა ეჭვი ინფექციის არსებობაზე. რათა ჩააცხროს ანთებითი პროცესი.

პროცედურის დასრულების შემდეგ ხდება სახვევის გაკეთება და სახსრის მოსვენებულ მდგომარებაში ყოფნის უზრუნველყოფა.

პუნქციის შემდგომი მკურნალობა მოიცავს ისეთი ანტიანთებითი პრეპარატებით მკურნალობას, როგორიცაა მაგალითად: ვოლტარენი და დიკლოფენაკი.

გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ანთებითი პროცესის ჩაცხრობა, არამედ სახსარში სითხის ჩადგომის ძირითადი მიზეზის დადგენა რომელიც უნდა განსაზღვროს ვიწრო პროფილის სპეციალისტმა - ორთოპედმა ან რევმატოლოგმა, რადგან ამ მიზეზის აღმოფხვრის გარეშე, სითხე სახსარში ისევ ჩადგება და მკურნალობის დაწყება თავიდან მოგიწევთ.

 

ართროსკოპია

 

ართროსკოპიაოპერატიული ჩარევის საკმაოდ მოქმედ ეფექტად მიიჩნევა ართროსკოპია. ეს არის მუხლის სახსრის ღრუს ენდოსკოპიური შესწავლის მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყნებასპეციალური ხელსაწყოართროსკოპი.

ართროსკოპია არის ერთი ოპერაცია, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან:

 დიაგნოზური ართროსკოპია

 ქირურგიული ართროსკოპია.

დიაგნოზური ართროსკოპია  - საშუალებას იძლევა დათვალიერებული იქნას მთელი სახსარი შიგნიდან ისე, რომ მისი შიგთავსის ჩვენება ხდება ფერად მონიტორზე, სადაც ექიმი გულდასმით ათვალიერებს სახსარს და სვამს ზუსტ დიაგნოზს, ან თვალყურს ადევნებს ოპერაციის მიმდინარეობას (საჭიროების შემთხვევაში).

დიაგნოზური ართროსკოპიით მიმდინარეობს ლოკალიზაციის დაზუსტება, დაზიანების გავრცელების არის შესწავლა, დიფერენცირებული დიაგნოზის დასმა და თანმხლები დაზიანებების გამოვლენა.

ართროსკოპიის საშუალებით ხდება უკვე დასმული დიაგნოზის მნიშვნელოვნად დაზუსტება  და ზოგჯერ შეცვლაც კი, რაც აისახება ოპერატიული ჩარევის მოცულობაზე.

ქირურგიული ართროსკოპია - ეს არის ქირურგიული კორექცია ყველა პათოლოგიური ცვლილებისა, რომელიც მიმდინარეობს სახსრის იოგოვან აპარატში.

ჩვენებები ქირურგული ართროსკოპიის დროს:

 სახსრის ხრტილის დაზიანება (დაწყებული მისი განბოჭკოების სტადიით);

 მენსიკების დაზიანება - გაგლეჯა და დეგენერაციული განბოჭკოება;

 მენისკის კისტები;

 ოსტეოქონდრიტი - კენიგის დაავადება - ძვლის სახსროვანი ზედაპირის იზოლირებული ასეპტიკური ნეკროზი (ძვლისა და ხრტილის ერთდროული ანთება);

 სინოვიური გარსის ანთებითი ცვლილება - სინოვიტები;

 გოფის ცხიმოვანი სხეულის ჰიპერტროფია (მუხლის სახსრის ცხიმოვანი ქსოვილის ქრონიკული ანთება)

 წინა და უკანა ჯვრისმაგვარი იოგების დაზიანება, რაც გამოწვეულია მუხლის სახსრის არასტაბილურობით

თავად ართროსკოპია არ არის რთული ოპერაცია. ექიმი აკეთებს კანზე რამდენიმე მინიატურულ ნაკვეთს, საიდანაც მუხლში შედის კამერა და სპეციალური ქირურგიული ხელსაწყოები.

ასეთი ოპერაცია ადვილი გადასატანია, პრაქტიკულად არ ტოვებს კვალს და აღდგენითი პროცესი ხდება მალე.

ერთი სიტყვით, ართროსკოპიის საშუალებით  შესაძლებელია სხვადასხვა სახის მანიპულაციების ჩატარება მუხლში ჩაგროვილი სითხის ამოტუბვა, დაზიანებული ქსოვილების მოცილება, სინოვიური გარსის მოცილება ნებისმიერი ადგილიდან და სხვა...

 

სინოვექტომია

 

სინოვექტომიაეს არის სინოვიური მემბრანის ქირურგიული ამოკვეთა, რომელიც ჩვეულებრივ, ტარდება ართროსკოპის დახმარებით. არსებობს ნაწილობრივი და სრული სინოვექტომია.

სინოვექტომია უტარდებათ პაციენტებს, რომალთაც გამოუვლინდათ მუხლის კაფსულის ან სხვა ნაწილების ინფექციური, პროლიფერატიული ან ტუბერკულოზური დაზიანება.

სინოვექტომია ხშირად ტარდება სინოვიტის დიაგნოზის შემთხვევაში, რის შემდეგაც ხდება სახსრის სინოვიური გარსის აღდგენა.

ტრადიციული სინოვექტომიის ყველაზე უარყოფითი მხარე არის პოსტოპერაციული გართულებებების შესაძლებლობა.

ოპერაციის შემდგომ, აღდგენით პერიოდში, შესაძლოა მოხდეს ჰემატომებისა და ნაწიბუროვანი ქსოვილების ფორმირება. პაციენტები უჩივიან ხანგრძლივ ტკივილის სინდრომს და მოძრაობის მკვეთრ შეზღუდვას. ეს ყველაფერი კი ზრდის ჰოსპიტალიზაციის ვადებს, ხოლო რეაბილიტაცია დაკავშირებულია ინტენსიურ ფიზიოთერაპიასთან და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

იმისათვის, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი ოპერაციის უარყოფითი შედეგები, სამედიცინო პრაქტიკაში დაინეგა მეთოდი - ართროსკოპიული სინოვექტომია.

იგი ახდენს ქირურგიული ტრამვის მინიმალიზაციას, რითაც ამცირებს ტკივილის სინდრომს, ამცირებს მედიკამენტების მიღების ხანგრძლივობას, ამოკლებს რეაბილიტაციის და ჰოსპიტალიზაციის ვადებს.

ართროსკოპიული სინოვექტომია ტარდება შემდეგნაირად: ქირურგი გაშლის სახსრის გარსს ჰაერის ნაკადით ან სპეციალური სითხით. შემდეგ კანზე გაკეთებული მცირე ნაკვეთიდან, სახსრის ერთ მხარეს შეჰყავს ართროსკოპი, ხოლო სხვა ორი (იშვიათად სამი) ნაკვეთიდან შეჰყავთ ქირურგიული ინსტრუმენტი. თავისი არსით ეს არის შემწოვი მილი, რომელზეც მიმაგრებულია მიკროსკოპული მბრუნავი სკალპელი.

სპეციალისტი ჭრის და შემდეგ მილის საშუალებით შეისრუტავს და გარეთ გამოაქვს პათოლოგიური სინოვიური ქსოვილები.

 

ხელოვნური სახსრის ტრანსპლანტაცია

 

ხელოვნური სახსრის ტრანსპლანტაციაიშვიათ შემთხვევებში, სახსრის ძლიერი დაზიანების დროს, კიდურების ფუნქციის აღდგენის მიზნით აუცლებელი ხდება - მუხლის სახსრის შეცვლა ხელოვნური სახსარით.

მუხლის ენდოპროთეზის იმპლანტაცია დღესდღეობით წარმოადგენს ჩვეულებრივ, ოპერატიულ ჩარევას ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში.

მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება მიეკუთვნება ისეთ ოპერაციათა რიგს, რომელიც ტარდება საკმოდ ხშირად. გართულებები ასეთი ოპერაციების დროს ძალიან იშვიათია.

თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერი ამ ტიპის ოპერაციის დროს არსებობს რისკ-ფაქტორებიც, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია. მაგალითად: სისხლდენა, ინფექციები, თრომბოზი ან ემბოლია ( სისხლძარღვების სანათურის დახშობა).

იმისათვის, რომ ეს ფაქტორები გამოირიცხოს, ოპერაციის წინა პერიოდში მიმდინარეობს პაციენტთან გასაუბრება, მისი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შესაძლო რისკების აღმოფხვრა.

ოპერაციის ტრადიციულ მეთოდებთან ერთად არსებობს დამნდობი ნაკლებინვაზიური მეთოდიც, რომლის დროსაც ხდება არა კუნთების გაკვეთა, არამედ მათი სხვადასხვა მხარეს გადაწევა. ამის შემდეგ კი სახსრის შეცვლა ხელოვნური სახსარით.

ოპერაცია მიმდინარებს 1-2 საათის განმავლობაში სრული ნარკოზით, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.

რა თქმა უნდა ორგანიზმს უფრო ადვილად გადააქვს ადგილობრივი ანესთეზია. კეთდება ნემსი, რომელიც მგრძნობელიბას უკარგავს ორგანოს (ამ შემთხვევაში მუხლის არეს), რომელზეც მიმდინარეობს ოპერაცია.

ოპერაციის შემდგომა, ჭრილობაში იდგმება დრენაჟი, რათა არ მოხდეს ძლიერი სისხლდენა. ორი დღის შემდეგ დრენაჟი იხსნება და ხდება ჭრილობაზე დაკვირვება. ნაკერების მოხსნა ხდება 10-12 დღის შემდეგ.

ოპერაციიდან 1-2 დღის შემდეგ, ექიმის დახმარებით უკვე ასრულებთ პირველ მოძრაობით ვარჯიშებს საწოლში. ყოველდღიურად ხდებით სულ უფრო მოძრავი და გიბრუნდებათ ცხოვრების ხარისხი.

ეს ვარჯიშები და მისი ზუსტი შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პასიური და აქტიური მოძრაობები, რომელიც ტარდება ფიზიოთერაპევტის დახმარებით - მუხლის მოხრა და გაშლა. ვარჯიშების მიზანია მუსკულატურის გამაგრება და მუხლის მოხრა 90 გრადუსით.

იმისათვის, რომ სწრაფად შეძლოთ ფეხზე წამოდგომა და გავლა, პირველი 6 კვირის განმავლობაში მოგიწევთ სიარული ყვარჯნების დახმარებით, რომელიც მეტ გაბედულებას მოგანიჭებთ და დააჩქარებს პროცესს.

 

ზოგადი რჩევები მუხლის სახსარში წყლის ჩადგომის (სინოვიტი) დროს

 

ზოგადი რჩევები მუხლის სახსარში წყლის ჩადგომის (სინოვიტი) დროსდასვენება - მუხლის სახსარის დასვენება აუცილებელია.

მოერიდეთ ისეთ მოქმედებებს, რომელიც ითხოვს მუხლის დატვირთვას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტკივილი, დისკომფორტი და ანთებითი პროცესი მკაფიოდ გამოხატული და ინტენსიურია.

სხეულის მასა - ძალიან მნიშვნელოვანია წონის კონტროლი.

აუცილებელია მისი დაკლება თუ იგი ჭარბად გაქვთ, რადგან მუხლებს უწევს დიდი მასის ტარება გარკვეული მოქმედებების დროს, რაც ხელს უწყობს მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას.

ვარჯიში - ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია კუნთების გამაგრებისთვის. შეიძლება ითქვას რომ მედიკამენტოზურ და ხალხური მეთოდების საშუალებით მიღებული შედეგი გაცილებით ეფექტურია ვარჯიშთან ერთად კომბინაციაში.

მუხლის ვარჯიშები სპეციფიკურია, მის ტიპს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი თქვენი ზუსტი დიაგნოზის მიხედვით.

ყინული  - ყინულის თერაპია ამცირებს ტკივილს და ანთებით პროცესს.

დაიდევით მტკივნეულ ადგილზე ყინულის ნაჭრები და გააჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ხილი, ან ნოტიო პირსახოცი, რომელსაც წინასწარ გააჩერებთ მაცივარში.

ამ თერაპიის შესრულების დროს ძალიან სასარგებლოა და რეკომენდებულია მტკივანი ფეხი მოთავსებული იყოს რაც შეიძლება მაღლა. შეგიძლიათ გამოიყენოთ რამოდენიმე ბალიში, რომელთაც დაადებთ ერთმანეთზე.

 

სინოვიტის მკურნალობის ხალხური მეთოდები

 

სინოვიტის მკურნალობის ხალხური მეთოდებიმრავალრიცხოვანი სტატიებზე, კომენტარებზე, გამოხმაურებებზე და რჩევებზე დაყრდნობით, აქ შეკრებილი და მოყვანილია ყველაზე პოპულარული საშუალებები მუხლის სახსარში წყლის ჩაგროვების - სინოვიტის, ოსტეოართროზის, ართრიტის და ართროზის მწვავე ტკივილების დროს ტკივილების მოსახსნელად და მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

 ერთი ჭიქა დაქუცმაცებული შავბალახა (ლაშქარა) შეურიეთ 200 გრამ დაჭრილ ღორის ქონს (სალას).

მიღებული ნაზავი მოათავსეთ მაცივარში 5 დღის განამვლობაში. ამის შემდეგ მიღებული კრემი მზადაა გამოსაყენებლად.

საჭიროა კრემი შეიზილოთ მტკივანი მუხლის სახსარში დღეში ორჯერ და დააფიქსიროთ ელასტიური ბინტით. პროცედურები გაიმეორეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

 მუხლში სითხის დაგროვებას და ანთებით პროცესებს კარგად შველის შემდეგი რეცეპტი: ნახევარ ლიტრიანი ქილა პირამდე აავსეთ მცენარით აბრეშუმა (Cuscuta), ჩაასხით  ქილაში ძმარი ასევე პირამდე, ისე, რომ დაფაროს მცენარე.

დააყენეთ 5 დღის განმავლობაში. შემდეგ დაასველეთ ნაყენში ქსოვილი და დაიდევით მტკივან მუხლზე. ზემოდან მოახვიეთ ცელოფანი და შეიხვიეთ თბილად.

ეს ნაყენი ასევე კარგია ართროზის, პოლიართროზის, მხრის ბურსიტის და მტევნის სახსრების ბურსიტის დროს.

 აიღეთ ერთი ფლაკონი სამედიცინო ნაღველი, ორი ჭიქა დაქუცმაცებული ცხენის წაბლი, და სამი ცალი წვრილად დაჭრილი ალოეს ფოთოლი. დაასხით ორი ჭიქა 70%-იანი სპირტი. დააყენეთ 10 დღის განმავლობაში.

გაიკეთეთ ამ ნაყენით მტკივან მუხლზე კომპრესები 10 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ ერთ კვირა და გაიკეთეტ კიდევ 10 კომპრესი.

 ერთ ლიტრ წყალში ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა ჭვავის მარცვლები და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში.

ნაყენი გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი კოწახური (კოწახურის ფხვნილის ან ფქვილის შეძენა შეიძლება ბაზარში სანელებლების განყოფილებაში), 500 გრ თაფლი და 200 მგრ არაყი.

მიღებული ნაზავი კარგად აურიეთ, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დადგით სიბნელეში 3 კვირის განმავლობაში.

მიიღეთ ჭამის წინ 3 კოვზი სამჯერ დღეში.

 აიღეთ ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებული, ხმელი დაფნის ფოთოლი. დაასხით ერთი ჭიქა მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის ან სიმინდის).

დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში. მიღებული ნაზავი შეიზილეთ დღეში სამჯერ მტკივნეულ მუხლის სახსარში 3-ჯერ დღეში.

 აიღეთ ერთი ნახევარ ლიტრიანი ქილა  და მოათავსეთ მასში 100 გრ კვერცხის ცილა, 100 გრ. სკიპიდარი და 100 გრ სუფრის ძმარი. შეურიეთ თანაბარი პროპორციით და აურიეთ ისე, რომ კონსისტენცია გახდეს არაჟნის ფერი. კრემი მზადაა.

წაისვით ძილის წინ შესიებულ, მტკივან მუხლზე და კარგად შეიხვიეთ. პროცედურები კარგია შესიების, ტკივილის ჩასაცხრობად და პროფილაქტიკისთვის.

ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ კი პროფილაქტიკის მიზნით კვლავ გაიმეოროთ ერთი კვირა.

 აიღეთ 10% -იანი 100 გრ ნიშადურის სპირტი, 110 გრ. გლიცერინი, 100 გრ. სამედიცინო ნაღველი და 100 გრ. მაისის თაფლი.

დაასველეთ ქსოვილი ნაყენში დაიდეთ მტკივან მუხლზე, ზემოდან შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და რაც შეიძლება თბილად შეიფუთეთ. გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში.

ნაყენის გათავების შემდეგ. დაისვენეთ ერთი კვირა და პროცედურები კვლავ გაიმეორეთ.

 აიღეთ 20-30 დაფნის ფოთოლი, დაასხით ორი ჭიქა წყალი და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით თეროსში და დააყენეთ 4 საათის განმავლობაში.

ამ ვადის გასვლის შე,დეგ გაწურეთ და პატარა ყლუპებით სვით მთელი დღის განმავლობაში.

კურსი შეადგენს სამ დღეს. შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირა და კვლავ გაიმეორეთ.

 გარეცხეთ ერთი საშუალო ზომის ჭარხალი და გახეხეთ სახეხზე.

გახეხილი ჭარხალი გაანაწილეთ თანაბრად ქსოვილზე და დაიდევით მტკივნეული მუხლის სახსარზე როგორც კომპრესი, მთელი ღამის განმავლობაში.

ასეთი კომპრესები გაიკეთეთ საბოლოო გამოჯანსაღებამდე.

 მუხლის სახსარში სითხის დაგროვებას და ზოგადად სახსრის ტკივილების მოხსნას კარგად შველის შემდეგი ნაყენი: შამპანურის ბოთლში ნახევრამდე ჩაყარეთ თეთრი იასამნის ყვავილები და ბოთლი ბოლომდე გაავსეთ ნავთით.

ბოთლი მჭიდროდ და საიმედოდ უნდა დაილუქოს და ჩაიმარხოს მიწაში შემოდგომამდე.

სიცივეეების დადგომისთანავე ბოთლი უნდა ამოიღოთ მიწიდან და წაისვათ სახსრებზე ნებისმიერი სახის ტკივილის დროს.

 მსუბუქად დასრესილ კომბოსტოს ფურცელზე (ისე რომ მისი წვენი კონტაქტში იყოს კანთან) დააწყეთ ახალგაზრდა ანწლის (დიდგულა) ტოტების ახალგაცლილი ქერქი, დაიდევით მტკივნეულ მუხლზე (იქ, სადაც სითხეა დაგროვილი), ზემოდან შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი და დაახვიეთ ელასტიური ბინტი.

სახვევი გამოცვალეთ მას შემდეგ, როცა კომპრესი გაშრება. მკურნალობა და პროცედურები ხანგრძლივია - შედეგის მიღწევამდე.

 კომბოსტოს კომპრესის მეორე ვარიანტია - მსუბუქად დასრისეთ კომბოსტოს ფურცელი (ისე რომ მისი წვენი კონტაქტში იყოს კანთან).

წაისვით მტკივნეულ მუხლის სახსარზე თაფლი და ზემოდან დაიდევით კომბოსტოს ფურცელი. შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი და დაახვიეთ ელასტიური ბინტი.

კომპრესი მუხლზე გქონდეთ გაშრობამდე. პროცდურა ასევე ხანგრძლივია და უნდა გაიკეთოთ შედეგის მიღწევამდე.

 მსუბუქად დასრისეთ ერთი ჭიქა ბაბუაწვერას ფოთლები და გაიკეთეთ კომპრესი - ანუ დადეთ ქსოვილზე და შემოიხვით მუხლის მტკივნეულ სახსარზე.

კომპრესი გამოცვალეთ მას შემდეგ, რაც იგი გაშრება. გაიმეორეთ პროცედურები შედეგის დადგომამდე.

 აიღეთ თაფლიანი ფიჭა, დაიდევით მუხლის მტკივნეულ სახსარზე (იქ სადაც ჩამდგარია სითხე) შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და გადაიხვიეთ ქსოვილით ან ელასტიური ბინტით.

პროცედურა გაიმეორეთ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. დაელოდეთ შედეგს და შესაბამისად კურსი გაიმეორეთ ეფექტის მიღებამდე.

 ერთი კვერცხის გული აურიეთ სუფრის სქლად დაფქვულ ე.წ („ხრეშ“) მარილში, პროპორციით ერთი-ერთთან.

მიღებული ნაზავი დაიდევით მტკივან მუხლზე და ატარეთ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

 აიღეთ 100 გრამ კანგაცლილი ალოეს რბილობი. დააბლენდერეთ და დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი ან სპირტი.

მოათავსეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ გრილ ადგილზე 5 დღის განმავლობაში.

ამ ვადის გასვლის შემდეგ, მიღებული ნაავი შეიზილეთ მუხლის მტკივან სახსარში დღეში 2-3-ჯე.

 გამოუღეთ გოგრას შიგთავსი, დაიდევით მუხლის მტკივნეულ სახსარზე, გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და რაც შეიძლება თბილად შეიხვიეთ.
გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. პროცედურები გაიმეორეთ საბოლოო გამოჯანსაღებამდე.

აქვე აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ ეს რეცეპტები წარმოადგენს დამხმარე, ტკივილის შემამსუბუქებელ საშუალებებს და მათი დახმარებით სინოვიტის, ოსთეოართრიტისა და მითუმეტეს ართროზის განკურნება არ ხდება.

ისევე, როგორც აფთიაქში არსებული სხვადასხვა მრავალფეროვანი ტკივილგამაყუჩებელი საცხები და კრემები (მაგალითად ვიპროსალი. იგი შესანიშნავად აყუჩებს, მაგრამ არ კურნავს), რომლებიც წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს და მათი მეშვეობით მუხლის სინოვიური გარსის, ხრტილის და სხვა ქსოვილების აღდგენა უბრალოდ შეუძლებელია და ვერ მოხდება.

არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა აქ მოყვანილმა რეცეპტმა უკუჩვენებაც კი გამოიწვიოს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოზი ზუსტად არ არის დადგენილი. ამიტომ, რეკომენდებულია თქვენს მერ შერჩეული ხალხური რეცეპტი მკურნალ ექიმთან, ან სფეროს სპეციალისტთან შეათანხმოთ.

იხილეთ ვრცლად: მუხლის სახსრის ტკივილის მკურნალობის ხალხური მეთოდები

 

სინოვიტი/ართრიტი/ართროზი და წყალბადის ზეჟანგი

 

სინოვიტი/ართრიტი/ართროზი და წყალბადის ზეჟანგიბოლო დროს ინტერნეტში საკმაოდ გავრცელდა სტატიები და თანდართული უამრავი კომენტარები მუხლის სახსრის დაავადებების სამკურნალოდ (და არა მარტო) წყალბადის ზეჟანგის (H202) გამოყენების შესახებ.

როგორც ცნობილია, წყალბადის ზეჟანგი აქტიურ მონაწილეობას იღებს ორგანიზმში მიმდინარე:

 ნივთიერებათა ცვლის პროცესებში;

 ცილის სინთეზში;

 მინერალური ნივთიერებების ათვისებაში;

 ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლის პროცესში;

ამასთან დაკავშირებით შეიქმნა მოსაზრება, რომ წყალბადის ზეჟანგის შინაგან მიღებას შეეძლო საგრძნობლად გაეუმჯობესებინა იმ ადამიანების ორგანიზმის მდგომარეობა, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით.

იდეის ავტორი იყო კოსმოსური მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი ივან ნეუმივაკინი, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოდან დაიწყო წყალბადის ზეჟანგის შინაგანი მიღების პრაქტიკა სხვადასხვა წესით, სხვადასხვა დაავადებების დროს.

სინოვიტის, ართრიტის, ართროზის, ხერხემლის და ზოგადად, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების შემთხვევაში წყალბადის ზეჟანგის მიღების ნეუმივაკინის სქემა არის შემდეგნაირი:

სქემა

ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით ორი წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი და დალიეთ მაშინვე, შეუსვენებლად.

პროცედურა უნდა ჩაატაროთ დღეში სამჯერ, ჭამიდან საათნახევრის შემდეგ.

სამი დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოთ წვეთების დოზის გაზრდა ყოველ მიღებაზე. თითო წვეთის დამატებით უნდა აიყვანოთ წვეთების რაოდენობა რვამდე (ერთ მიღებაზე) და ასე სვათ ორი თვის განმავლობაში.

ორი თვის შემდეგ აუცილებელია წვეთების რაოდენობა ერთ მიღებაზე გაიზარდოს ათამდე. მკურნალობის სრული კურსი კი არ უნდა იყოს 5 თვეზე ნაკლები.

ფრთხილად

წვეთების მაქსიმალური რაოდენობა დღის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ოცდაათზე მეტი (ანუ ათი წვეთი თითო მიღებაზე).

დოზის მეტად გაზრდა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული.

კომპრესები

აიღეთ 50 მლგ წყალი და გახსენით მასში ორი ჩაის კოვზი 3 % - იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. დაასველეთ სხნარსი ბამბის ქსოვილი და დაიდევით მტკივან მუხლზე. ზემოდან შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი და შეიფუთეთ თბილი შალის ქსოვილით.

ერთი საათის შემდეგ კომპრესი მოიხსენით და მტკივან ადგილზე შეიზილეთ რაიმე სახის ნეიტრალური და უვნებელი ცხიმიანი კრემი (მაგალითად საბავშვო კრემი).

რეკომენდებულია 2 მილილიტრ 3% იან წყალბადის ზეჟანგში 200 მილილიტრი ფიზიოლოგიური ხსნარის დამატება.

პროცედურა გაიმეორეთ 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაზარდეთ წყალბადის ზეჟანგის დოზა 10 მილიგრამამდე. ჩვეულებრივ, საკამრისია ხოლმე 10 სეანსი, თუმცა ზოგჯერ საჭიროა სეანსების რაოდენობის 20-მდე გაზრდა.

გამოხმაურება

ზეჟანგის შინაგანად მიღებასთან დაკავშირებით უამრავი გამოხმაურებაა. ჩვენ შევისწავლეთ კომენტარები, გამოხმაურებები, პირადი გამოცდილების მაგალითები, სხვადასხვა ექიმთა მოსაზრებები (რომელთაგან ზოგი აქებს, ზოგი კი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ამ მეთოდს) და სიმართლე გითხრათ კონკრეტულად ჩამოყალიბებულ დასკვნამდე ვერ მივედით.

ძნელია აუკრძალო ტკივილით გატანჯულ ადამიანს, მიიღოს რაიმე ზომა პრობლემის აღმოსაფხვრელად, მითუმეტეს როცა ძალიან ბევრი მომხმარებელი წერს, რომ შვება იგრძნო და ტკივილები მოეხსნა.

მეორეს მხრივ კი რთულია რეკომენდაცია გაუწიო მეთოდს, რომელსაც ოფიციალური მედიცინა არ აღიარებს.

ამიტომ თუ ვინმე მაინც გადაწყვეტს წყალბადის ზეჟანგის შინაგანად მიღებას, ეს მხოლოდ საკუთარი რისკის და პასუხისმგებლობის ხარჯზე უნდა გააკეთოს.

ჩვენ კი ქვემოთ მოგვყავს ოფიციალური მედიცინის აზრი წყალბადის ზეჟანგის შინაგანად მიღებასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვრცლად: წყალბადის ზეჟანგით თერაპია

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის aura