წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 9976 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დაღარულ ხელებს მზისკენ იწვდიდა,

ტანზე მაცმევდა სხივისგან ნაქსოვს...

არა ლეჩაქით და არც მიწიდან,

მე სულ სხვაგვარი მშობელი მახსოვს.


ის მოკრძალებას ჰგავდა თავიდან,

ალბათ, ამიტომ - ადრე წავიდა...


დავხუჭავ თვალებს და თითქო ვხედავ,

რამდენი ჰქონდა გზა გასავლელი.

მან მე სიკვდილიც მასწავლა, დედამ, -

არ დამრჩენოდა რამ უსწავლელი.


მანვე გამიღო მთის ალაყაფი,

სადაც ბურუსი ბილიკებს ფარავს,

მითხრა: ამ დიად შარას გაჰყევი,

კაცის გულისკენ მიმავალ შარას!


მითხრა: ბოლომდე იარე ასე,

მათხოვარივით კონკები გეცვას,

რამდენი კაცი შემოგხვდეს გზაზე,

იმდენჯერ შვებით შეხედე ზეცას...


მერე წავიდა ... და საყვედური

მწუხარებისთვის თუ მითხრა, ნეტა?

ის იყო რაღაც მართლა დედური,

მარადქალური ქართველი დედა.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura