მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 24115 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩემთვის რა იყო ეს საღამო...

არავინ იცის.

მე მივდიოდი, შორს რჩებოდა

ყრმობის ბუნება,

დედავ, გრიგალში გადაკარგულს

წუხილით მიცდით

და ჩემს სიცოცხლეს ლოცულობთ და

ჩემს დაბრუნებას.


როდესაც ვწევარ ცივ სანგარში და 

ბრძოლა დამღლის,

მოდის თქვენი ხმა, როგორც კვნესა

საკუთარ ძვლების,

და თქვენ რომ არა, თქვენი ლოცვა,

მე, ჩვილი ბალღი,

ამ სასტიკ გრიგალს ვერ გავუძლებდი.


გახსოვთ თენება?

მე გტოვებდით თქვენა და თბილისს,

თქვენ არ ტიროდით; წვიმა სცრიდა,

სციოდა  ქუჩებს,

ერთი თენება გულს ააგდებს, დაფარავს

თრთვილით.

და სხვა ათასი ვერც გაალხობს,

ვერც დააყუჩებს.


მთაწმინდის თავზე ინგრეოდა

ნისლის ნინევი,

ინგრევდა წუხილს, განშორებას,

დარჩენის წადილს,

შორს მიქანავდა ორთქმავალი,

როგორც ირემი

და მეც - ესოდენ ახლობელი

მთაწმინდისათვის.


თქვენ მაპატიეთ, თუ დავკარგე 

ბავშვის სიცილი,

თუ ჩემს თვალებში საშინელი

სხივი კიაფობს.

ჰკითხეთ ქარს, ეგებ, მან გიამბოთ

ჩემი სიკვდილი

და უცნაური დაბადება ჩემი გიამბოთ.


მე გამარჯვება დამაბრუნებს თქვენთან,

სწორებთან,

მე გამარჯვება გადამიყვანს მთებზე,

ქედებზე,

ყოველი წვიმა თქვენს მდუღარე 

ცრემლს მაგონებდა,

და ის ცრემლები გამარჯვების გზებს

მიქეზებდნენ.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ