წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 6411 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ისევ მოვიდა მშვენებით სავსე,

რა ლამაზია ეს ფერთა კრთომა.

მიყვარს, არ ვიცი რად მიყვარს ასე,

რად მიყვარს ასე ეს შემოდგომა!

 

ვზივარ მაღლობზე და აღტაცებით

გავყურებ სივრცეს მოწყენილ ცისკენ

და ხმელი ფოთლის დაბლა დაცემის,

ხიდან მოწყვეტის ხმაურსაც ვისმენ.

 

მზის სხივი კრთება ცაზე გვიანი,

სათქმელი ჰქონდეს თითქოს ფარული,

მზე დედასა ჰგავს ალერსიანი,

მიწა ბავშვია ძილმოპარული.

 

არა, არა ჰგავს მიწა მომაკვდავს,

თუმცა ძლივს ახელს თვალს ფერმიხდილი,

მას დაღლილივით ძილი მოაკლდა,

მას ძილი უნდა, განა სიკვდილი?!

 

მას გაუხდია სამოსი ჭრელი,

საწოლთან უდევს, იგი მზად არი,

კვლავ ჩასაცმელად დაავლოს ხელი,

როგორც კი გავა ცივი ზამთარი.

 

იძინე ასე, ბუნებავ, ტკბილად,

მძინარიც მიყვარს მე შენი სახე

და ვიდრე მოვა ზაფხულის დილა,

იძინე, ტკბილი სიზმრები ნახე.

 

აი, ეს ქნარიც, ეს ჩემი ქნარიც,

შენს ძილისპირულს არ დამღერს განა?

ჩემი მწუხარე სიმღერა წყნარი

მინდა გაისმას სევდიან ნანად!

 

დაჯექ ჩემ ახლოს, იყუჩე, კარგო,

ჩემს მკერდს მიეყრდენ თვალმიხუჭული,

მისმინე, ვიდრე არ დაიკარგოს 

ჩემი ხმაც, როგორც სიოს ჩურჩული.

 

იყუჩე და ტუჩს შეახებ როცა,

უხმოდ შეეხე ჩემს მწყურვალ ტუჩებს,

მაკოცე ჩუმად, რომ ჩვენმა კოცნამ,

არ გააღვიძოს ბუნება უცებ.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura