მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 67437 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ჩემი შვილი დღეს სკოლაში მიდის.

ერთხანს მისთვის ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება. იმედი მაქვს, მას სათუთად მოეპყრობით.

ჩემი შვილისთვის ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზაურებს.

ყოველი თავგადასავალი ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს. ამის გადასალახავად და ცხოვრების გზის გასავლელად კი მნიშვნელოვანია რწმენა, სიყვარული და მხნეობა.

ასე რომ, ძვირფასო მასწავლებელო, გთხოვთ, ჩაჰკიდოთ მას ხელი და ასწავლოთ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს. ასწავლეთ! მაგრამ, თუ შეიძლება, სათუთად.

ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ, ერთი მეგობარია.

მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი არ არის კეთილი და მართალი.

თუმცა, ასევე მსურს იცოდეს, რომ არამზადების საპირწონედ გმირებიც არსებობენ.

ყოველი უღირსი და ეგოისტი პოლიტიკოსის წილ მოიძებნება ღირსეული ლიდერი.

ასწავლეთ, თუ შეძლებთ, რომ საკუთარი ოფლით გამომუშავებულ 10 ცენტს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შემთხვევით ნაპოვნ დოლარს.

ასწავლეთ, რომ სჯობს, სკოლაში მარცხი განიცადოს, ვიდრე იცრუოს ან გადაიწეროს.

ასწავლეთ, რა ღირსეული შეიძლება იყოს დამარცხება და უთხარით, როგორ შეიძლება ისიამოვნოს გამარჯვებით.

ასწავლეთ თანაგრძნობა და ამავე დროს - უხეშობა უხეშ ადამიანებთან.

გაათავისუფლეთ შურისგან და, თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი.

თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ, გაიცინოს მოწყენილობის ჟამს და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არ არის.

ასწავლეთ, რომ დამარცხებაშიც შეიძლება იყოს დიდება, ხოლო წარმატებაში სასოწარკვეთილება.

ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს.

დაანახვეთ წიგნების სასწაული, მაგრამ დაუტოვეთ დრო ცაში მფრინავი ფრინველების, მზეზე მოფუსფუსე ფუტკრების, მწვანე მდელოებზე აყვავებული ყვავილების სასწაულზე საფიქრალადაც.

ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, მაშინაც კი, როცა სხვები არ ეთანხმებიან.

ეცადეთ, შესძინოთ სიმტკიცე და ნებისყოფა, არ გაჰყვეს ბრბოს, როცა ყველა მის გარშემო ამას აკეთებს.

ასწავლეთ ყოველი ადამიანის მოსმენა და ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.

ასწავლეთ, როგორ გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები რაც შეიძლება ძვირად, მაგრამ ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.

მიეცით საშუალება, გამოიჩინოს გამბედაობა და არ მოითმინოს; მიეცით საშუალება, მოითმინოს, რომ გახდეს გამბედავი.

უთხარით, სწამდეს საკუთარი თავის, რადგან ამით ღვთისა და ადამიანის რწმენასაც შეინარჩუნებს.

ასწავლეთ, ოღონდ გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი!

მესმის, რომ ეს ყველაფერი არ არის მარტივი და დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ.

ჩემი შვილი ხომ ასეთი მშვენიერი პატარა ბიჭია!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ