მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6788 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ხელის: ტემპერატურა, სინოტივე, ფერი და მოძრაობის უნარი - ეს ოთხი ფიზიკური ნიშან-თვისება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. მათ აქვთ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური  მნიშვნელობა.

ხელის ფერი და ტემპერატურა დამოკიდებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც კოორდინაციას უწევს სისხლძარღვების გაფართოებასა და შევიწროებას, ხელის კაპილარულ სისტემასა და ხელისგულის ოფლის ჯირკვლების ფუნქციონირებას. ის ზუსტად გამოყოფს ტენს, რადგან ნერვული დაბოლოებები და საოფლე ჯირკვლები ხელისგულზე ერთმანეთთან ახლოს არის განლაგებულნი.

ხელის ნორმალური ფერი - მოვარდისფრო-მოყვითალოა. ხელი ნორმალურ მდგომარეობაში უნდა იყოს მშრალი და თბილი. ამ დროს ადამიანი გაწონასწორებულია, კარგი განწყობა აქვს.

თუ ხელი, საპირისპიროდ, მოთეთრო ან მოლურჯოა და, ამავე დროს, ცივი, ყველა ადამიანისათვის (გულსისხლძარღვთა დაავადებულთა გარდა) გვევლინება მელანქოლიის, დეპრესიისა და ფსიქოზის სიმპტომად.

ასეთ შემთხვევაში ხელის გული ტენიანიცაა. ხელის ანომალური გამოვლინებები შეიძლება იყოს დროებითი და მუდმივი (ქრონიკული). ღვიძლისა და ნაწლავების ფუნქციონალური და ორგანული დარღვევები გვევლინება დეპრესიისა და ნერვული გაღიზიანებადობის ნიშნად. ხელი ასეთ შემთხვევაში თეთრი, ცივი და ტენიანია. გამოჯანმრთელების შემდეგ ხელს უბრუნდება თავისი შეფერილობა.

თუ ხელი, ემოციის საპასუხოდ, ადვილად ოფლიანდება, იგი ემოციონალურ აღგზნებადობაზე მიუთითებს, რომელიც შესაძლებელია დროებითიც იყოს და მუდმივიც. განსაკუთრებით ეს ფაქტორი მოზარდებს ეხება და გარდამავალ პერიოდში ნორმალურადაც არის მიჩნეული, რადგან პიროვნება იცვლება და შესაბამისად იცვლება მისი ცხოვრების ემოციური ფონიც.

სისხლის მოძრაობის დარღვევა და სისხლნაკლულობა გამოხატულია თეთრი და ცივი ხელებით. ამავე დროს გულის დაავადებები ხასიათდება ცივი, მოლურჯო ფერის ხელებითა და თითების შესქელებული ბოლოებით.

მოწითალო ხელები აქვთ სისხლის მაღალინწნევით დაავადებულებს - დროებითი პრობლემებისას თუ ქრონიკული დაავადებისას.

ხელის ოფლიანობა დამახასიათებლია განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვისაც ენდოკრინოლოგიური სისტემა აქვს დარღვეული, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია.

ხელის ფერზე, ტემპერატურასა და ტენიანობაზე მოქმედებს დროებითი ან ქრონიკული ინფექციები. ძალიან მშრალ ხელებს  ვხვდებით იმ ადამიანებში, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ტუბერკულიოზისადმი და რევმატიზმისადმი. აგრეთვე - გონებასუსტობისას.

ძალიან მოქნილი ხელები მიგვინიშნებს სისხლის დაბალ წნევაზე. თუმცა ამ მოქნილობის მნიშვნელობა უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისაა, ვიდრე ფიზიოლოგიური. ხელის მოქნილობა ბევრადაა დამოკიდებული ხელის ფორმაზე, მის კუნთებზე, განვითარებაზე. მგრძნობიარე ხელები უფრო მოქნილია, ვიდრე ელემენტარული და მოტორული.

 

ხელის ზედაპირის კანი

 

ხელის კანის სხვადასხვა თვისება გვაძლევს ინფორმაციას პიროვნების ტემპერამენტზე:

მსუბუქად გაუხეშებული ხელის ზურგის კანი - ასეთი კანი გვევლინება კეთილგანწყობის, სხვათა თანადგომისათვის მზადყოფნის, შემწყნარებლური ბუნების გამომხატველად. თუ თითი უხეშია, მაშინ ზემოთაღწერილი თვისებები შემობრუნდება აგრესიული კუთხით.

გლუვი, სწორზედაპირიანი ხელის კანი - ეგოისტური სიცივის გამომხატველად გვევლინება.

სწორი და გაწელილი ხელის ზედაპირი - ცივი გულის (გულცივობის) ნიშანია.

ხორციანი ხელის ზურგი - თუ ხელის ზურგი ხორციანია და ახასიათებს ე. წ. ორმოები, ეს გვიდასტურებს პიროვნების მიმზიდველობაზე, გრაციაზე, მორჩილების უნარზე, კეთილგანწყობაზე. ასეთი ხელის პატრონი ეგოისტიც არის, ყველაფერი ჯერ თვითონ უნდა.

ფუმფულა ხელის ზედაპირი - ფუმფულა ხელები, პაწაწინა ორმოებით, რბილი კანით და განსაკუთრებულად ელასტიური თითებით მოწმობს  ადამიანის ნაზ, სუსტ კონსტიტუციაზე. ახასიათებს არა მარტო მგრძნობელობა, ინტუიციისა და შემგუებლობის უნარი, არამედ არასწორი ცხოვრების წესი - არის უყურადღებო. ასეთი ადამიანების სასქესო ორგანოები არასაკმარისადაა განვითარებული და მის საქციელზეც ზემოქმედებს.

„ბავშვის ხელი“ დიდებში - როცა დიდი ადამიანის ხელი გამოიყურება, როგორც პაწაწინა ბავშვის  ხელი, ასეთი ადამიანი უბრალო, ნაზი და მიმნდობია, ფანტაზიებითა და გრძნონებით აღსავსე. ასეთი ქალები საყვარელი მოლაყბეები არიან, მგრძნობიარე ნატურით და მზად არიან ყოველგვარი სიამოვნებისათვის.

შესახედაობით მიმზიდველები, საუბარში - სასიამოვნონი. არც თუ ერთგულები; საყრდენად ძლიერ მამაკაცს საჭიროებენ.  

„თაგვი ხელზე“ - როცა ცერა თითი საჩვენებელზეა მოჭერილი, ზოგჯერ  წარმოიქმნება „თაგვის“ ხელი. თუ ასეთი ფორმა  ძლიერი, სქელი და მკვრივია, ბიოლოგიური ჯანმრთელობის დიდებულ ნიშანს წარმოადგენს. ხოლო თუ ნაზი და რბილია, ამ შემთხვევაში, ის არ არის მიზანმიმართული, არა აქვს კონცენტრირების უნარი. ნებისყოფის უქონლობის გამო, არც სიძნელეების გადალახვა  შეუძლია.


ხელის თმიანი საფარი


თმის საფარი მამაკაცებში ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის ნიშანია. ქალებს მხოლოდ ღინღლი გააჩნიათ.  

რაც უფრო სქელია თმის საფარი მამაკაცის ხელზე, მით ძლიერია მისი ტემპერამენტი და მგრძნობელობა.

თუ მამაკაცი გარეგნულად მოშვებულია, მას მგრძნობელობა ეჭვიანობაში ეზრდება. თუ ყალყზე დამდგარი თმები  აქვს, იმპულსურია და ფეთქებადი. თუ გარეგნულად დაძაბულია, მას მხოლოდ ტირანიისადმი აქვს მიდრეკილება. თუ შინაგანადაა მოშვებული, იგი ნაკლებმგრძნობიარეა; გრძნობა მისთვის ოცნებაა. თუ შინაგანად დაძაბულია, ხოლო თმის საფარი მეტად ნაზი და თხელია და ბეწვს წააგავს, მაშინ მოჭარბებული გრძნობების თავშეკავებას ახერხებს.

ძლიერი თმიანობა ხელის ულნარულ მხარეზე - ასეთი ხელის მფლობელი შემოქმედებითი უნარის მქონეა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით - ემოციურია და კონტრასტული. ასეთი ინდივიდები სიყვარულისგან ელოდებიან არა მარტო სიხარულს, არამედ - ტანჯვასაც.

ხელის ხშირი, ბღუჯა თმის საფარი - რომელიც განლაგებულია თითის ყველა ფალანგაზე, მიგვინიშნებს ძალიან მგრძნობიარე და ეჭვიან ადამიანზე.

საკმაოდ  სქელი თმის საფარი - აქვთ უხეშ და მოუხერხებელ  ადამიანებს.

უთმო მამაკაცის ხელი - ნაზი, ქალური ბუნების მაჩვენებელია.

თმის არათანაბარი საფარი - გაღიზიანებადობისა და გულმოსულობის  ნიშანია.

ქალის თმიანი ხელი - მამაკაცური ხასიათის ქალზე მეტყველებს - ხელმძღვანელობისა და მბრძანებლობის დაუოკებელი სურვილით.


მარჯვენა და მარცხენა  ხელი


თეორიული მასალები და კვლევის მეთოდები ამტკიცებს, რომ:

მარცხენა ხელი - გვიჩვენებს ჩვენს საწყის ქმედებებს, ე.ი. იმას, ვის წარმოვადგენთ აგებულებისა და გენეტიკის მიხედვით.

მარჯვენა ხელი - ამჟღავნებს, რა განვავითარეთ ჩვენში. ე.ი. როგორ წარიმართა ჩვენი განვითარების პროცესი, რა კუთხით განვივითარეთ საკუთარი „მე“ და მომავალი.


ხელისგულის  ზომა


ხელისგულს არჩევენ:

1. სტრუქტურის,

2. ხელის  კუნთების,

3. სისხლით  მომარაგების,

4. ნერვული დაბოლოების.

5. ხელის  ფორმის  მიხედვით.  

ნორმალურია ხელისგული, როცა მისი სიმაღლე სიგანის ტოლია. ასეთი ხელის მქონე ადამიანის ღირსებებია: გულღიაობა, პატიოსნება, სიმართლის სიყვარული და გაწონასწორებულობა.

მოკლე ხელისგულის პატრონი კარგი მახსოვრობისაა, მაგრამ  მოკლებულია სულიერებას.

ძალიან მოკლე ხელისგული ექსტრემალურად დაწვრილმანებული ადამიანის ხელია, რომელსაც ზოგჯერ თავშეკავების უნარიც გააჩნია.

გრძელი ხელისგულის მქონე ინდივიდები ფლობენ ძლიერი ვიზუალური მახსოვრობისა და სინთეტიკური  აზროვნების უნარს, რაც საშუალებას აძლევს  მას იმსჯელოს საინტერესო საკითხებზე.

ფართე ხელისგული - რეალობის ზომიერი შეგრძნების უნარის მქონეა.

დიდი  ხელისგული - თითებთან შედარებით ძალიან გრანდიოზულია. ასეთი პიროვნება ვაჟკაცია და ამავე დროს - იმპულსურიც.

ვიწრო ხელისგული - მისი მფლობელი კარგი ანალიტიკური მონაცემების მქონეა. ქალებში იგი ვიწრო მენჯის მაჩვენებელია, რაც მშობიარობის გართულებებზე მეტყველებს.

ვიწრო და მოკლე ხელისგული - გადაჭარბებულად ვიწრო და მოკლე ხელისგული კამათის მოყვარულ ადამიანებს აქვთ. ისინი უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ სხვა ადამიანებს. არა აქვთ ფანტაზიისა და სხვისადმი სითბოს გამომჟღავნების უნარი.


ხელისგულის  თვისებები


მყარი, მასიური ხელისგული - ხისტი ხელისგული მძიმე, მატერიალური გადახრების მქონე რთული ხასიათის პიროვნებას ახასიათებს. იგი შეიძლება იყოს მკაცრი, ტლანქი, მგრძნობიარე ეგოისტი.

ხორციანი, სქელი ხელისგული - ნეგატიური, მდაბალი სურვილების მატარებელ ადამიანს ახასიათებს. ამგვარი ხელის პატრონს ფიზიკური სიამოვნებები მხოლოდ ნაძალადევი, ეშმაკური ფორმით გამოსდის.

სუსტი ხელისგული - ასეთი ხელის პატრონი მადლიერი მხოლოდ ვაჭრობისა და გამორჩენის შემდეგაა, თუმცა ფილოსოფიური თვალსაზრისით, საკმაოდ  მგრძნობიარეა.

ოდნავ დაძაბული თეთრი და რბილი კანის მქონე, ნაზი, სასიამოვნო ხელისგული - ნატიფი სულიერებისა  და სპორტანულობის გამომსახველად გვევლინება. სამწუხაროდ, ხელის ასეთ ფორმას, პიროვნება მისი პესიმისტური შეხედულებებისა და ენერგიის არამიზნობრივი ხარჯვის გამო, ნერვული სისტემის დარღვევამდე და მოულოდნელ, არასასიამოვნო  შედეგებამდე  მიჰყავს.

დაძაბული ხელისგული - ამ დროს ხელისგულზე ჩანს ვენები, ძვლები, კანის შიგთავსი და ტოვებს მობერებული ზედაპირის შთაბეჭდილებას. ხასიათით მშრალი და უსულგულოა. მასში ბობოქრობს ეგოიზმი, შური და არ გააჩნია გრძნობა; არის ძუნწი და აგრესიული.


ხელის პლასტიკა


ხისტი ხელისგული - აქვთ სიცოცხლით აღსავსე და ვაჟკაცური აზროვნების აქტიურ ადამიანებს, რომლებიც არიან ენერგიულები, კარგი მოსაუბრენი, აქვთ წინააღმდეგობის გაწევისა და ბრძოლის უნარი.

ასეთი ხელის მქონე ადამიანი შინაგანად  ძლიერია, თუმცა ერთი შეხედვით არ ამჟღავნებს. არის ორიენტირებული ისეთ პრაქტიკულ მიზანზე, რომელიც პრიმიტიულ სურვილებს უკმაყოფილებს. მახსოვრობა საიმედო აქვს, თუმცა - შემოსაზღვრული.

რაც მეტადაა გამოხატული ხელისგულის სიხისტე, მით უფრო მძიმე და გაუნძრეველი აზროვნებისაა, ხასიათიც რთული და ჯიუტი აქვს.

რბილი ხელისგული - ძირითადად სიცოცხლითა და ენერგიით აღსავსე უდარდელ და უზრუნველ ადამიანებს აქვთ.

დაკუნთული ხელისგული - ძლიერი, დაკუნთული ხელისგული მიგვინიშნებს პიროვნების  ვაჟკაცობაზე, რწმენაზე, მოწესრიგებულობაზე. იგი პირდაპირი და გულღიაა. კარგი მეთოდური აზროვნების წყალობით ღებულობს სწრაფ, ნათელ და გონივრულ გადაწყვეტილებებს. სამსახურშიც სიხარულით ელიან.

ელასტიური ხელისგული - ასეთი ხელისგულის მფლობელისთვის დამახასიათებელია გაწონასწორებულობა სიცოცხლის ძალასა და ფანტაზიის უნარს შორის. ვხვდებით უფრო ინტელიგენტებთან, რომელთა ენერგია და ძლიერი ნებისყოფა შეესაბამება მის მდგომარეობას.

ძალიან რბილი ხელისგული -  ისინი, ვისაც ამ ტიპის ხელისგული აქვთ, ძირითადად უმაქნისები არიან. მთელი მათი ენერგია აპათიას მიაქვს. სამაგიეროდ, ძლიერი ნებისყოფა აქვთ.


ხელის  ფორმა


ხელის ფორმა გამოირჩევა მისი ორი ფუნქციით: ხელის ჩაჭიდების უნარითა (მოტორიკით) და ხელშესახეობით (ფაქტურით).

რადგან ხელი სხეულის ნაწილს წარმოადგენს, ის შესაბამისობაშია იმ კანონებთან, რომელსაც სხეული ემორჩილება. მასზე სამი ძირითადი ფაქტორი ზემოქმედებს:

1. მემკვიდრეობითი;

2. ენდოკრინოლოგიური;

3. ბიოქიმიური;

ხელზე გამოიკვეთება ის დამატებითი გამოვლინებებიც, რომელიც დაკავშირებულია:

4. ასაკთან, ავადმყოფობებთან და პროფესიასთან.


ხელის  პროპორციები


ჩვენ ხშირად ვახსენებთ „დიდ“ და „პატარა“ ხელს, აგრეთვე „გრძელ“ და „მოკლე“ თითებს.

ასეთ შეფასებებს ინსტიქტურად ვაკეთებთ, რადგან ჩვენს ქვეცნობიერში არსებობს ბუნებრივი ცოდნა ხელის საშუალო სიდიდეზე.

ქვემოთ მოვიყვან სქემას ხელის „სტანდარტული“ სიდიდეებით - სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში:

ასაკი ხელის სიგრძე

                    ახალდაბადებული


                    3 წლის


                    10 წლის


                    15 წლის


                    25 წლის

6 სმ.


10 სმ.


13 სმ.


16 სმ.


18 სმ

 

ასევე შეიძლება გავეცნოთ თითების ფალანგების სიგრძესა და პროპორციებს „მოდულ-წამებში“. იგი მოდულის 1/24 ნაწილია და შეესაბამება ხელის სიგრძეს.

 

თითები ქვედა ფალანგა შუა ფალანგა ზედა ფალანგა

    ნეკი


    უსახელო თითი


    შუა თითი


    საჩვენებელი თითი


    ცერა თითი

4,7 მ’


5,7 მ’


6,5 მ’


6,0 მ’


5,0 მ’

             2,8 მ’


             3,8 მ’


             4.0 მ’


             3,5 მ’


             4.0 მ’

            2,5 მ’


            2,5 მ’


            3,0 მ’


            3.0 მ’


              —

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ