მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6297 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ქიროლოგია - ანუ მოძღვრება ხელზე, არის მეცნიერება, რომელიც ადამიანის ხელის ფორმის, ხელისგულზე მოცემული ხაზებისა და ნიშნების მიხედვით ზუსტად განსაზღვრავს მთელ მის ცხოვრებას, ხასიათს, სულიერ და ინდივიდუალურ ღირსებებს,მიდრეკილებებს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გენეტიკურ მემკვიდრეობას - წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

ქიროლოგიის ხელოვნების ისტორია ისევე  ძველია, როგორც ადამიანის აზროვნება, ყველა რელიგია, ასტრონომია და ასტროლოგია. ოდესღაც ალქიმიიდან ქიმია ჩამოყალიბდა, ასტრონომია კი ასტროლოგიისგან იშვა. ეს მეცნიერებანი სათავეს ოკულტისტური  სწავლებებიდან იღებდა.

უძველესი ოკულტური დისციპლინაა პალმისტრიაც, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: ქიროლოგიად და ქირომანტიად. ინტერნეტგვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი ადამიანის ხელის ფორმების შესწავლის საფუძველზე ადგენს ადამიანის ხასიათის ნიშან-თვისებებსა და მიდრეკილებებს, ხოლო მეორე, ამას ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზებით საშუალებებით ახერხებს. მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.

ქიროლოგია უძველესი მეცნიერებაა, რომელიც, როგორც ადამიანის შემსწავლელი ნებისმიერი მეცნიერება, დაკვირვებისა და ცდების საფუძველზე ჩამოყალიბდა. დაკვირვებული თვალი როგორც სახის ფორმისა და გამომეტყველების საფუძველზე გამოარკვევს მისი ხასიათის განსხვავებულ მხარეებს, ასევე ხელის გულისყურით დათვალიერების შემდეგაც შეძლებს ანალოგიური დასკვნების გამოტანას.

ქიროლოგია დიდი სიზუსტით არკვევს იმ მოვლენების დროსა და ბუნებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პიროვნების სიცოცხლესა და, ზოგადად, მის ცხოვრებაზე. იგი მოგვითხრობს გადატანილ და მოსალოდნელ დაავადებებზე, უბედურებებზე; გვამცნობს სიმართლეს ჩვენი გრძნობების  სიწრფელესა   და   მეგობრობის ძალაზე; ადგენს, თუ რომელი პროფესიაა კონკრეტული პირისთვის მიზანშეწონილი;  როგორ მიაღწიოს წარმატებას, ან თავიდან აიცილოს მოსალოდნელი უბედურება. 

ქიროლოგია, როგორც მეცნიერება  ათასწლეულებს მოითვლის. ეს მეტაფიზიოლოგია, ანუ იგივე ბუნებისმეტყველებაა.

ძველ წმინდა გამოცემებში ვხვდებით ცნობებს ქიროლოგიის, როგორც ხელის მეცნიერების შესახებ. მაგალითად: იობის წიგნში ნათქვამია: “ღმერთმა ადამიანთა ხელებში ჩადო ნიშნები, რათა ყველამ შეძლოს  მათი მოქმედების ამოცნობა” (თავი XXXVII,  სტროფი VII);

მოსე კი თავის გამოცემაში ხელს ადამიანის სარკეს უწოდებდა: “ხელი არის სარკე ადამიანისა, რომელშიც აღბეჭდილია  მთელი მისი ცხოვრება”.  

არისტოტელე ხელს, როგორც გრძნობის ორგანოს, ადამიანის სხეულის ინსტრუმენტად აღიარებდა  და თავის ნაშრომში “De coelo et mundi causa” მიუთითებდა: “ადამიანის ხელზე ბედის განმსაზღვრელი ხაზები უსაფუძვლოდ არ იცვლება. მასში ორი ფაქტორის გავლენა იგრძნობა - ციური სხეულებისა და საკუთარი ინდივიდუალობისა. სულის ხელთან შედარებაც შეიძლება, რამეთუ  ხელი ისევეა  ყველა  ინსტრუმენტთა ინსტრუმენტი, როგორც აზროვნებაა ფორმათა ფორმა, გრძნობა კი მწვერვალი ყოველგვარი შეგრძნებადობისა”.

ქირომანტები ყველა დროში არსებობდნენ. ცნობილი ისტორიულ მოღვაწეთა უმეტესობა ფლობდა ამ ძველ და საპატიო მეცნიერულ ცოდნას. მაგ.: ინდოეთში, ეგვიპტეში, არაბულ ქვეყნებში, გერმანიაში, რომის იმპერიაში... სამწუხაროდ ძველი ცოდნა დაიკარგა პოლიტიკური რეპრესიების, “ერეტიკოსებისა” და “ჯადოქრების” დევნისა და მაგების განდევნის გამო. ამის შემდგომ რაც გადარჩა და ჩვენამდე მოაღწია, ესაა ფანტაზიით გაჯერებული, დაუსრულებელი ნიმუშები. შემორჩა ხიროლოგიის მასალების გარკვეული ნაწილი 1500-1700 წლებში გამოცემულ თხზულებებშიც. თუმცა ამ გამოცემებსაც არა აქვთ პრეტენზია ჭეშმარიტ ინფორმაციაზე და მცდარი დასკვნებით გამოირჩევა.  ისინი, ვფიქრობ, მხოლოდ კოლექციონერებისთვის თუ იქნება საინტერესო.

ძველ საბერძნეთში ქირომანტია ითვლებოდა წმინდა ხელოვნებად და დიდი პატივისცემით სარგებლობდა უდიდეს მეცნიერებსა და ფილოსოფოსებს შორის. უძველესი ბერძნული კულტურა დღეს კლასიკური ხელოვნების შედევრად არის აღიარებული. მისი ისტორია ისწავლება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში. ასეთივე მყარი პოზიციაა საბერძნეთში  ქირომანტიის  მიმართაც.

ხარტლიბმა, ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა, 1448 წელს დაბეჭდა წიგნი ქირომანტიაზე. მელანხტონმა, რომელიც საწყის ეტაპზე ასტროლოგიისა და ქიროლოგიის მოწინააღმდეგედ ითვლებოდა, შეისწავლა რა ეს მეცნიერება, დარწმუნდა მის სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. იმდენად ირწმუნა, რომ შემდგომში თვითონვე ასწავლიდა, როგორც საგანს, ვიტენბერგის უნივერსიტეტში. მე-18 საუკუნეში ქირომანტია ისწავლებოდა ხალეს, იენისა და კენიგსბერგის უნივერსიტეტებში. ამ პერიოდში ექიმი ფ. მეიენი  დრეზდენშიც კითხულობდა ლექციებს ამ მიმართულებით. 

მსოფლიოში ცნობილმა ორმა ფრანგმა ქალბატონმა დ,არპენტენმა და დესბაროლმა მე-19 საუკუნის I ნახევარში ახალი სული შთაბერეს ქირომანტიის მეცნიერულ კვლევას, მთელი სიცოცხლე მოანდომეს ხელის შესწავლას და იმ დროისათვის, ევროპაში, ყველაზე სრულყოფილი თხზულებები გამოსცეს. 

1913 წელს პარიზში გამართულ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მე-2 კონგრესზე ქიროლოგია (და არა ქირომანტია) მეცნიერებად იქნა აღიარებული. ამან ახალი სიცოცხლე შესძინა ქიროლოგიის კვლევასა  და სწავლებას. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ქიროლოგიამ, როგორც მეცნიერებამ, ვერ განიმტკიცა საბოლოოდ ეს სტატუსი. ბოლო ათწლეულში იყო მცდელობა ამ პრობლემის დადებითად გადაწყვეტისა, მაგრამ იგი დღესდღეობით აღიარებულია არა როგორც მეცნიერება, არამედ როგორც მეცნიერების ერთ-ერთი განშტოება. 

სერიოზული კვლევების საფუძველზე გამოიცა  უამრავი ქირომანტიისა და ქიროლოგიის წიგნი.  განსაკუთრებულად გამოვარჩევდით ბოლო პერიოდში დაბეჭდილ, საკმაოდ აღიარებულ ორ სახელმძღვანელოს: საშა ფენტონისა და მალკოლმ რაიტის “ქირომანტიასა” (სლოვაკიისა და ლონდონის გამოცემა) და “სალექციო კურსს მეცნიერულ ქიროლოგიაში” (გერმანული, მიუნხენის  გამოცემა).

სამედიცინო ქიროლოგია ისწავლება მსოფლიოს ბევრ უმაღლეს სამედიცინო უნივერსიტეტში. რაც შეეხება ქიროლოგიას, როგორც მოძღვრებას ადამიანის ხელის შესახებ, სრულყოფილი კვლევების შემდეგ, დღეისათვის, მისი კურსი იკითხება გერმანიაში, მიუნხენის პარაფსიქოლოგიის ინსტიტუტში. შეისწავლის არა მარტო ადამიანის ხელის ფორმებს, არამედ ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზებსაც.

- რა არის ხელი?

- მარტივად რომ ვთქვათ, ხელი არის ის, რითაც ჩვენ ვპირდებით, ვლოცულობთ, მოვუწოდებთ, ვემუქრებით, ვემდურებით, უარვყოფთ, ვეკითხებით, შევხარით, ვინანიებთ, ვშიშობთ, თავს ვიცავთ, ვსჯით, ვასწავლით, უარს ვეუბნებით, ვუბრძანებთ, გვძულს, ვეპირფერებით, ვკამათობთ, ტაშს ვუკრავთ, ვნაღვლობთ, გვიხარია, ვლოცავთ, ვაზვიადებთ, სასოწარკვეთილებაში ვვარდებით, გვიკვირს და, ბოლოს, ვდუმვართ (მონტენი).

ყველა ადამიანი განუმეორებელი ინდივიდია. მათი სხეულის ყველა ნაწილი ერთმანეთთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებაშია: სახის ნაკვთები, თავის ქალას ფორმა, დგომა, სიარულის მანერა, გამოხედვა, ხმა, ჟესტიკულაცია და ხელწერაც კი.

რა აყალიბებს ხელწერას?  რა თქმა უნდა, ხელი!

თუ ეს ასეა, ხელს, რომელიც ასეთი გამომსახველია თავისი ფორმებითა და ხაზებით, რატომ არ შეუძლია ადამიანის შინაგანი სამყაროს  სარკის  ფუნქცია  იკისროს? თითოეული პიროვნება ხომ  გამოკვეთილი დადებითი თუ უარყოფითი ნიშნებით იბადება.

ბედისწერის დადგენილი ეს ნიშნები უმეტესწილად უცვლელი რჩება, თუმცა შესაძლებელია მათი დარეგულირება საცხოვრებელი გარემოს, განათლების, აღზრდის, ნებისყოფის, გამოცდილებისა და ა.შ. სხვადასხვა ფაქტორთა ზეგავლენით, რომლებიც დაწერილი ბედის ნიშნებში გარკვეულ (ზოგჯერ რადიკალურ) ცვლილებებსაც შეიტანს.

ე.ი. დროთა განმავლობაში ადამიანის ხელზე მოთავსებული ხაზები ისევე შეიძლება შეიცვალოს, როგორც მათი ბედი და ცხოვრების გზა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ