წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 1298 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

 

1. იუპიტერი

2. სატურნი

3. აპოლონი

4. მერკური

5. ვენერა

6. ცერა  თითი

7.  მარსის პატარა ბორცვი

8. მარსის ბორცვი

9. მარსის ველი

10. მთვარე

11. პლუტონი

12. ნეპტუნი

სამედიცინო დასკვნები წარმოდგენილია მიუნჰენის პარაფსიქოლოგიის ინსტიტუტის, ქიროლოგიის ფაკულტეტის, სალექციო კურსის მასალების შესწავლისა და დამუშავების საფუძველზე.

 

 

ვენერას ბორცვი

 

გლუვი ფორმა, ხაზების გარეშე - ვენერას გლუვზედაპირიანი ბორცვი, რომელზეც ხაზები არა გვაქვს, მიგვინიშნებს ცივ, უემოციო ადამიანზე, რომელსაც ნაკლებადა აქვს განვითარებული სიყვარულის მოთხოვნილება.

ნაზი ხაზები - ვენერას ბორცვზე აღმოჩენილი ფაქიზი ხაზები (სურ. 1 – 1) მოწმობს მგზნებარე ტემპერამენტულ ადამიანზე, რომელიც შესაძლებელია სიყვარულში ცბიერი და მზაკვარიც იყოს.

ბევრი ასეთი ხაზი - თუ ვენერას ბორცვზე ბევრი ასეთი ხაზია, ეს მიუნიშნებს ნატიფ, დახვეწილ მგრძნობელობაზე. სურათი № 1

ღრმა ხაზები - აქ ჩვენ საქმე გვაქვს დიდი სულიერი სიღრმის მქონე ადამიანთან. ეს მოწმობს აგრეთვე ადამიანის ძლიერ ემოციურ მოთხოვნილებებზე, თუმცა მისი ვნებიანობა არადიფერენცირებულად მჟღავნდება. 

კუნძულების ჯაჭვი - ცერა თითის მეორე ფალანგასა და ვენერას ბორცვს შორის (სურ. 1-3) მოთავსებულ კუნძულების ჯაჭვს განვმარტავთ ინდური თქმულებების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ჯაჭვის ცალკეული რგოლი აღნიშნავს ამ პიროვნების რეინკარნაციას (მეორედ დაბადებას) ადამიანის სახით. 

მუქი წერტილი - ვენერას ბორცვზე აღმოჩენილი მუქი წერტილი მიგვინიშნებს სმენის დარღვევისკენ მიდრეკილებებზე (მარჯვენა ხელზე - მარჯვენა ყურისაზე, მარცხენა ხელზე - მარცხენისაზე) სურ. 2-8.

ჯვარი სიცოცხლის ხაზთან ახლოს - კამათი ახლო ნათესავებთან, რომლის მიზეზი თვით ხელის პატრონია (სურ. 1-4).

ჯვარი შუა ბორცვზე - გვამცნობს უიღბლო სიყვარულზე.

სამკუთხედი - სამკუთხედი (სურ. 2-10) ნებისმიერ ურთიეთობაში მშვიდ და ანგარიშიან ნატურაზე მიგვითითებს, რომელსაც, აუცილებლობის შემთხვევაში, თავშეკავების გამოჩენის უნარიც ექნება.

ვარსკვლავი - ვენერას ბორცვზე ვარსკვლავი აღნიშნავს (სურ. 2-9) საპირისპირო სქესის მიერ ნეგატიური გავლენის ალბათობას. სურათი № 2 

ვარსკვლავი ცერა თითის ფუძეში - ცერა თითის ფუძესთან ნახული ვარსკვლავი (სურ. 1-6) უიღბლოდ გატარებულ ქორწინებაზე ან სქესობრივ ურთიერთობებზე მოგვითხრობს.

ოთხკუთხედი სიცოცხლის ხაზზე - სიცოცხლის ხაზზე დამჯდარი ოთხკუთხედი (სურ. 1-5) ხელის პატრონის სულიერი ჩაკეტილობის პერიოდზე მიგვინიშნებს. შესაძლებელია ვისაუბროთ საავადმყოფოში ან ციხეში ყოფნაზე; აგრეთვე, შინაგანი მარტოობისა და ჩაკეტილობის პერიოდზე. 

ბადე - ვენერას ბორცვზე აღმოჩენილი ბადე (სურ. 2-7) ხასიათის არამდგრადობაზე, გარყვნილებაზე, გაფუჭებულ მგრძნობელობაზე მეტყველებს.

 

მთვარის ბორცვი

 

თანაბარი ვერტიკალური ხაზები - თუ მთვარის ბორცვზე თანაბარი, ვერტიკალური ხაზებია (სურ. 3-6), ეს მიუნიშნებს ექსტრასენსულ უნარებსა და ძლიერად განვითარებულ ინტუიციაზე.

პატარა, გაწყვეტილი ხაზები - პატარა, გაწყვეტილი ხაზები ადამიანის მგრძნობიარე ბუნებაზე მეტყველებს. ჯანმრთელობის კუთხით - რევმატიზმისა და ნიკრისის ქარისაკენ მიდრეკილებას აღნიშნავს.

ბუნდოვანი და დაწყვეტილი ხაზები - ახასიათებს გაორებულ, აღელვებულ და უბედურ (ზედმეტი ემოციურობით გამოხატულ) პიროვნებას.

მუქი წერტილი - მთვარის ბორცვზე მუქი წერტილი (3-3) საჭმლის მომნელებელი ტრაქტატის ფუნქციის დარღვევის შესახებ გვამცნობს.

პატარა, წითელი ლაქები - პატარა, წითელი ლაქები აღნიშნავს ავადმყოფურ ფანტაზიას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ადამიანი. აგრეთვე გარყვნილებისკენ გადახრებს, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება არც გამომჟღავნდეს და მხოლოდ შინაგან მოთხოვნილებად დარჩეს ადამიანში.

ჯვარი - ფინანსურად წარმატებული ცხოვრებაში საკმაოდ გვიან იქნებით (3-2). 

ჯვარი, რომელიც გონების ხაზს კვეთს - თუკი გონების ხაზი ან მისი განშტოება ეშვება მთვარის ბორცვზე, იქ შესაძლებელია ჯვრის ფორმა ჩამოყალიბდეს, რომელიც ტვინის დაავადების შესაძლებლობას აღნიშნავს.

კუნძული - რომელიც გონების ხაზს კვეთს (3-1)  - მიანიშნებს ხელის პატრონის ნათელმხილველობის ნიჭზე.

სამკუთხედი - მთვარის ბორცვზე სამკუთხედის ფორმა იმ ფანტასტიკური იდეებით აღსავსე ადამიანზე მიანიშნებს, რომელსაც ცხოვრებაში ამ ფანტაზიის პრაქტიკულად ხორცშესხმის უნარი გააჩნია. აქ შეიძლება პარაფსიქოლოგიურ ნიჭზეც ვისაუბროთ. 

ვარსკვლავი - ვარსკვლავისებური ფორმები კი (3-5) პიროვნების მელანქოლიისკენ მიდრეკილებაზე, დაბნეულობასა და გადახრებზე, განსაკუთრებული ფანტაზიის უნარზე მოგვითხრობს, რომელსაც ხშირად თვალთმაქცობამდე და ტყუილებამდე მიჰყავს ადამიანი.

ბადე - ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციურ ადამიანების ხელის მთვარის ბორცვზე ხშირად ვხვდებით ბადისებრ ხაზებს. ის ავადმყოფურ ფანტაზიაზე, მერყეობასა და სექსუალურ პრობლემებზე მიგვინიშნებს.

ნახევარწრე დეა წრე - როგორც ნახევარწრე, ისევე წრე (3-4), ექსტრასენსობისადმი და პარანორმალური მოვლენებისადმი განსაკუთრებულ ინტერესზე მეტყველებს.

 

მარსის ბორცვი

 

მუქი წერტილი - მარსის ბორცვზე მუქი, ღრმა წერტილი, ნაწლავების ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს.

წითელი წერტილი - წითელი წერტილი (4-2) გვაფრთხილებს ციებ-ცხელებით მოსალოდნელი დაავადების შესახებ; განსაკუთრებით ტრამვების შემდგომ.

ჯვარი - მარსის ბორცვზე ჯვრის გამოჩენა სხეულის ტრამვების მიმანიშნებელია, რომელიც, შესაძლებელია, კამათისა და ჩხუბის შედეგიც იყოს (გამაღიზიანებელი და ჯიუტი საქციელიდან გამომდინარე).

სამკუთხედი - სამკუთხედი ადამიანის შინაგანი მღელვარების, საკუთარი თავის ფლობის უნარის, მაღალი სულიერებისა და რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევის „სტრატეგიული“ უნარია.

ვარსკვლავი - ვარსკვლავი (4-4), ისევე, როგორც ჯვარი, გვამცნობს სხეულის მძიმე ტრამვების საშიშროებაზე (მხოლოდ, უფრო გაზვიადებულად).

ოთხკუთხედი - ოთხკუთხედი (4-1) აქაც თავის კლასიკურ ფუნქციას ინარჩუნებს, როგორც ყოველგვარი საფრთხისგან დაცვის ნიშანი.

ბადე - ბადე (4-3) ყოველთვის უბედურებას აღნიშნავს, ან ცხოვრების იმ მონაკვეთს, რა პერიოდშიც არაფერი წესიერად არ გამოგვდის. სურათი № 4

 

იუპიტერის ბორცვი 

 

იუპიტერის ბორცვიდან ქვემოთ ჩამომავალი ხაზები - ქალის ხელზე ასეთი ხაზები მუცლის მოშლის საშიშროებაზე გვაფრთხილებს, ან გინეკოლოგიურ დაავადებებზე მიგვინიშნებს; კაცებში კი - შარდის ბუშტის დაავადებაზე (5-1).

ისრები თითსა და ბორცვს შორის - თუ არათითის მესამე ფალანგასა და იუპიტერის ბორცვს შორის, თითის მოსახარში, იკვეთება პატარა ისრები (5-2); ეს ორგანიზმის ღვიძლის დაავადებისადმი მიდრეკილებაზე მეტყველებს.

წერტილი - წერტილი პროფესიონალურ სირთულეებზე ან პოზიციის ხშირ ცვალებადობაზე მიგვინიშნებს.

სამკუთხედი - სამკუთხედი იუპიტერის ბორცვზე პოლიტიკურ და დიპლომატიურ სფეროებში წარმატების მიღწევის ნიშანია.

ოთხკუთხედი - ოთხკუთხედი გვევლინება შინაგანი ძალისა და სიმყარის მიმანიშნებლად; აგრეთვე გაზრდილი პატივმოყვარეობისაგან დაცვის ნიშნად.

ბადე - ბადე ყოველთვის წარმოადგენს იმ ელემენტს, რომელიც წარმატებას უღობავს გზას; ზოგჯერ გაზვიადებულ ეგოიზმსაც აღნიშნავს.

 

სატურნის ბორცვი

 

დიდი რაოდენობის ვერტიკალური ხაზები - ბევრი ხაზის ერთობლიობა, რომელიც ვერტიკალურად კვეთს სატურნის ბორცვს, გვიჩვენებს, რომ წარმატება ცხოვრებაში, ამა თუ იმ ეტაპზე, ეფუძნება მიზანმიმართულ და შეუპოვარ შრომას. არაფერი არ მოგეცემათ ტყუილად!

განივი ხაზები - ამ შემთხვევაში მჟღავნდება შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც ხელს უშლის წარმატების მიღწევას, ან საერთოდ შეუძლებელს ხდის მას. ადამიან-სატურნელებს თუ აღმოაჩნდებათ ასეთი ხაზები, საკმაოდ არასასიამოვნო ნიშანია.

წითელი წერტილები - წითელი წერტილები (5-4), შუა თითის პირველი ფალანგის სიგრძეზე, მიუნიშნებს კარიესისადმი მიდრეკილებაზე.

მუქი წერტილები - მუქი წერტილები სატურნის ბორცვზე, უარყოფით მოვლენას აღნიშნავს, რომელიც შესაძლებელია ასრულდეს დადგენილ დროსა და ნებისმიერ სფეროში. სხვადასხვა მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელია გამოიყოს ამ ნეგატიური მოვლენის სახეობაც.

კუნძული - სატურნის ბორცვზე კუნძული, რომელიც ვენერას ბორცვიდან ან სიცოცხლის ხაზიდან ამოდის, დიდ სიყვარულზე მეტყველებს.

სამკუთხედი - სამკუთხედი ამ ბორცვზე ოკულტისტური და პარაფსიქოლოგიური მოვლენებისადმი მიდრეკილებისა და ამ სფეროში გარკვეული ცოდნის დაგროვების მიმანიშნებელია.

ვარსკვლავი - თუ სატურნის ბორცვზე ვარსკვლავია (5-3), ხელზე მითითებულ დროში ფრთხილად უნდა იყოთ, რათა თავიდან აიცილოთ უბედური შემთხვევა.

ოთხკუთხედი - ოთხკუთხედი აქაც საფრთხისაგან დაცვის დიდებული ნიშანია.

ბადე - ბადე აქ გვევლინება დეპრესიისკენ მიდრეკილებაზე, რომელიც მაშინ მწვავდება, რა დროსაც იგი ხელისგულზეა დაფიქსირებული. სურათი № 5

 

მზის ბორცვი

 

სწორი, ხაზების გარეშე - თუ ბორცვი სუფთაა, ხაზების გარეშე, ეს აღნიშნავს, რომ ცხოვრება მიედინება მშვიდად, ბედის სერიოზული დარტყმების გარეშე.

მერკურის ბორცვიდან გამომავალი განივი ხაზები - თუ მერკურის ბორცვიდან მზის ბორცვისკენ გამოდის განივი ხაზები (5-7), იგი აღნიშნავს მოშურნეებთან და მტრებთან რთულ დამოკიდებულებას.

სატურნის ბორცვიდან მზის ბორცვისკენ მიმართული განივი ხაზები კი გარკვეულ სირთულეებზე მიგვინიშნებს (5-6) საკუთარ ოჯახში, ან ახლო ნათესავებთან მიმართებაში.

ბევრი ვერტიკალური ხაზი - ბევრი ვერტიკალური ხაზის არსებობა მოწმობს მრავალგვარ ნიჭსა და უნარებზე; ამავე დროს მიუნიშნებს ძალების შესაძლო გახლეჩაზე (5-5).

წითელი წერტილი - მზის ბორცვზე აღმოჩენილი წითელი წერტილი, თვალების დაავადებებისადმი მიდრეკილების მაჩვენებელია.

წრე - წრე აღნიშნავს, რომ ბარაქა და კეთილდღეობა მოვა, მაგრამ იგი მიიღწევა შეუპოვარი და არც თუ უსაფრთხო შრომით.

კუნძული - მზის ბორცვზე კუნძულის არსებობა ყოველთვის ნეგატიურად ფასდება. ის მიგვინიშნებს არასასურველ სოციალურ ურთიერთობებზე, ცვალებად წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზე და ა. შ.

ჯვარი - მზის ხაზების არქონა და, ამავე დროს, თვით ჯვარი ამ ბორცვზე, ადამიანის უბედურებასა და იმედგაცრუებაზე მეტყველებს.

სამკუთხედი - მიგვინიშნებს მშვიდ და გაწონასწორებულ ნატურაზე, რომელსაც შესანიშნავად ესმის ხელოვნების და დიდ ინტერესს იჩენს ლიტერატურისადმი.

ვარსკვლავი - ვარსკვლავი აღნიშნავს ცხოვრებაში გეგმებისა და მიზნების განხორციელებას; მზის ხაზის არქონის შემთხვევაში კი შინაგან თვითკმაყოფილებას იწვევს.

მართკუთხედი - აქ, დანაკარგისგან დაცვის ნიშანია.

ფართე ბადე - მიგვინიშნებს დიდებისა და წარმატებების მოთხოვნილებაზე – პრაქტიკულად განხორციელების უნარით.

ვიწრო ბადე - ძალიან ვიწრო ბადე გვაფრთხილებს ნერვული სისტემის დაავადებებსა და ტვინის ფუნქციის დარღვევებზე.

 

მერკურის ბორცვი

 

წერტილი - ბორცვზე წერტილის არსებობა (5-8) ძლიერი სიბრაზის, დიდი ნერვიულობის მიმანიშნებელია, როცა აღელვებული ადამიანი უიღბლო ხდება. წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა ავადმყოფობაც იყოს.

ჯვარი - ჯვარი (5-9) საზოგადოებრივ ცვლილებებს აღნიშნავს.

სამკუთხედი - სამკუთხედი დიდი შინაგანი სიმშვიდის გამოხატულებად გვევლინება. ასეთი ხელის მქონე ადამიანები გვხვდებიან მეცნიერებაში, პოლიტიკასა და ვაჭრობაში.

ვარსკვლავი - ეს უნამუსობისა და კლეპტომანიისადმი მიდრეკილების ნიშანია.

ოთხკუთხედი - ოთხკუთხედი (5-10) აქაც რაიმეს დაკარგვისაგან დაცვის ნიშანია. ამავე დროს, ის ამსუბუქებს ხელის პატრონის მოუსვენრობასა და მღელვარებას.

ბადე - ბადე მიგვინიშნებს ადამიანის უპრინციპობაზე, უიმედობაზე, სევდისკენ მიდრეკილებაზე.

 

ხელისგულის ჩაღრმავება №1

ვერტიკალური შტრიხები საჩვენებელ და შუა თითს შორის. ეს გვევლინება რევმატიზმისკენ მიდრეკილებაზე (6-1).

შტრიხი, რომელიც კვეთს საჩვენებელი თითის პირველ ნაკეცს. ასეთი შტრიხი, რომელიც გრძელდება ქვედა ფალანგაზეც, გვაფრთხილებს ტრამვებსა და დაავადებებზე.

ჩაღრმავება №2

წითელი წერტილი. აქ წითელი წერტილი (6-3) გვევლინება კარიესის დაავადების მიმანიშნებლად.

განივი ხაზები, რომელიც სატურნის ბორცვიდან იღებს სათავეს. ასეთი ხაზები გვიჩვენებს, რომ პიროვნებას ახლო ნათესავებთან რთული დამოკიდებულება აქვს (6-4).

ჩაღრმავება №3

განივი ხაზები

სურათი № 5, რომელიც მერკურის ბორცვიდან იღებს სათავეს. ეს განივი ხაზები (6-5) მტრებთან და მოშურნეებთან რთულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura