წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 1223 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ხელის ტიპის დადგენაში ოთხი ფაქტორი მონაწილეობს:

1. ხელის კონსტიტუცია;

2. ტემპერამენტი;

3. მენტალობა;

4. უნარები;'

ხელის კონსტიტუცია


ამ გაგებით ჩვენ აღვწერთ ხელის პატრონის ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ მონაცემებს. იგი დადგინდება მემკვიდრეობითი მახასიათებლებით, საერთო სასიცოცხლო ძალითა და ჯანმრთელობით, ენდოკრინოლოგიური ფუნქციებითა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის მონაცემებით.

ხელის კონსტიტუციის მიხედვით დგინდება აგრეთვე სხვადასხვა დაავადებებისადმი მისი მიდრეკილებები. 

ადამიანის სხეულის აგებულებისა და ტემპერამენტის მიხედვით კაცობრიობა შეიძლება ოთხ სხვადასხვა ძირითად ჯგუფად დავყოთ:

1. პიკნიკური ტიპი - ასეთი ტიპის ადამიანები საშუალო სიმაღლისა და სისქისანი არიან. მათ სახის ნაზი მოყვანილობა ახასიათებთ. დიდი, მრგვალი თავი, მოკლე ყელი და პატარა ცხვირი აქვთ. საშუალო ასაკში ჩასუქდებიან - ხოლმე.

ასეთი ადამიანებისათვის დამახასიათებელია მსუბუქი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია.

2. ა) ასთენიური ტიპი - ეს ტიპი უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე პიკნიკური ტიპები, იმით, რომ მასში გაერთიანებულია როგორც დიდი ტანის, ისე ძალიან პატარა სიმაღლის ადამიანები.

მაღლები  ყოველთვის სუსტები არიან. მათი წონა სიმაღლესთან შედარებით ბევრად ნაკლებია. მოკლე თავის ქალა, ბრტყელი გულმკერდი და იშვიათად დახვეწილი ხელები და ფეხები აქვთ. საშუალო ასაკში აღარ იმატებენ წონაში.

მათი ენდოკრინოლოგიური სისტემისთვის დამახასიათებელია სასქესო ჯირკვლების ჰიპერფუნქცია.

ამ ტიპის ქალები ძალიან პატარები, მაგრამ საკმაოდ ნაზები და კარგი აგებულებისანი არიან.

2. ბ) ლეპტოსომური ტიპი - ქიროლოგი კრეჩმერი ამ ტიპს ასთენიურ ტიპებთან აერთიანებს, რადგან  არც ერთ შემთხვევაში არ შეინიშნება დაავადების კვალი.   ორივე ტიპი მსგავსად გამოიყურება, მაგრამ  განსხვავებული ნიშნებიც გააჩნიათ.  ტიპიურ წარმომადგენლებად გვევლინებიან სპორტსმენები. ამავე დროს მაღალი, სუსტი და დაკუნთული ქალები.

მათ ენდოკრინულ სისტემაში ხშირად აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით დაავადების ნიშნები.

3. ათლეტური ტიპი - ეს ტიპი მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს პიკნიკურისგან. მიუხედავად იმისა, რომ აქაც ვხვდებით ფართო ფორმებს,  მისგან განსხვავებით ათლეტების პროპორციები მეტია. ახასიათებთ დიდი ბეჭები, ხელები. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჰიპერტროფირებული ტიპია.

4. დისპლასტიური (დეფორმირებული) ტიპი - ამ ჯგუფის ხალხში ჩვენ სხვადასხვა ფორმის შერწყმის მაგალითს ვხედავთ. მათ ერთიანი სტრუქტურა არ გააჩნიათ.

დისპლასტიურ ტიპს ჩვენ შევიცნობთ, პირველ რიგში, მისი ატავისტური ნიშნებით: ზედმეტად პატარა სახითა და თავით, მოკლე შუბლით, ძალიან პატარა ცხვირითა და დეგენერატული ყურებით.


ტემპერამენტი


ადამიანის ტემპერამენტი დაკავშირებულია მის კონსტიტუციასთან, დამოკიდებულია ენდოკრინულ ჯირკვლებთან და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემასთან. მის გამორჩეულ თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ნერვული და ემოციური რეაქციის სიმძაფრე და ინტენსივობა, ისეთი, როგორიცაა:

თანამედროვე სამყაროსთან მიმართებაში მყოფი განსაკუთრებული ემოცია;

განწყობა (რომელსაც „სულიერი განცდის ყვავილიც“  შეიძლება დავარქვათ. თანაც საუბარია ცხოვრებისეულ სიხარულსა და ზიზღზე, ბედნიერებისა და უბედურების კონტრასტულ შეგრძნებებზე);

სულიერების რიტმი (დაჩქარებული ან შენელებული სულიერი რეაქცია);

შინაგანი დუღილი (ე. ი. მოთხოვნილების სახე და ხარისხი, რათა ითანამშრომლოს გარე სამყაროსთან და შედის კონტაქტში. ეს შინაგანი იმპულსი შეიძლება იყოს ნელი, მაგრამ მოქმედი და ხანგრძლივი ან ჩქარი, მაგრამ ყოველთვის  გადაჭარბებული და არამუდმივი).

სხვადასხვა ტემპერამენტი შეიძლება გაიყოს ორ ძირითად ჯგუფად:

1. ციკლოიდად;

2. შიზოიდად;

ციკლოიდის ჯგუფი, თავის მხრივ, სამ ძირითად ტიპს განასხვავებს:

ა) სოციალური ტიპები, კეთილგანწყობილნი, ღვთისნიერები და მეოჯახეები;

ბ) მხიარული და კმაყოფილი ადამიანები, იუმორის კარგად განვითარებული გრძნობით, რომლებიც, დისკუსიისას, რატომღაც სწრაფად გამოდიან მდგომარეობიდან;

გ) ისეთი ადამიანები, ყველაფერს რომ სერიოზულად აღიქვამენ, არც ისე კომუნიკაბელურები არიან. აქ საუბარი დეპრესიულ ტიპზეც შეიძლება.

შიზოიდური ჯგუფიც შემდეგ სამ ტიპს განასხვავებს: 

ა) წყნარები, ჩაკეტილები, ნაკლებად მოლაპარაკენი, იუმორის არმქონენი;

ბ) ემოციურები, მორიდებულები, სუპერესთეტიკურები, ჩაკეტილები, ნერვიულები და ადვილად აღმგზნებადი ადამიანები, რომელთაც უყვართ წიგნები, ბუნება და სიმშვიდე;

გ) კეთილგანწყობილები, საუბრის მოყვარულნი, თამამები; ამავე დროს გულგრილები, ძუნწები და საქმეში ნაკლებად ჩახედული ადამიანები.

ციკლოიდების ჯგუფი შეესაბამება პიკნიკურ აგებულებას, ხოლო შიზოიდებისა - ლეპტოსომნურს, ათლეტიკურსა და ასთენიკურ ჯგუფებს, აგრეთვე შერწყმული აგებულების ადამიანებს.


მენტალობა


ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულია ინტელექტუალური ადამიანების სხვადასხვა სახის გამოვლინებები. კერძოდ: აზროვნება, კონკრეტული თვისებები და აბსტრაქციის უნარი;

აგრეთვე თეორიული და ესთეტიკური საკითხების, ან მათი პრაქტიკული მოხმარების მიმართ ინტერესი.


უნარები


ეს პუნქტი გამორჩევასაც არ საჭიროებს. აქ გაირკვევა ის უნარ-ჩვევები, რასაც კონკრეტული პირი ფლობს ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდანვე.

ე. ი. შერჩეული საქმიანობისადმი და პროფესიისადმი ფსიქოლოგიურ კავშირში, ადამიანის ყველა უნარს-ჩვევას აერთიანებს, იმისგან დამოუკიდებლად, დაკავშირებულნი არიან თუ არა ისინი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობასთან.


ხელის ტიპების სქემა


ხელი გვევლინება ორი ფუნქციის მატარებელ ორგანოდ:

1 - ხელის ჩაჭიდების უნარის მქონე (ანუ მოტორული)

2 - შეხებისა და შეგრძნების უნარის მქონე.

ამიტომ, მათი ფორმა დამოკიდებულია რომელიმე მათგანის პრიორიტეტულ ფუნქციაზე.

ამ მიზეზით, ხელის ტიპი ოთხ ჯგუფად იყოფა: „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ჯგუფებად.

 

ჯგუფი ხელის ტიპი დაყოფა
ჩაჭიდების ორგანო (მოტორული)

ა)

 

 

ბ)

  1. ელემენტალური;

  2. ელემენტალური;

 

  1. მოტორული;

  2. მოტორული;

  ორდინალური

  არათანაბარი;

 

  ძვლოვანი

  ხორციანი;

შეგრძნებითი ორგანო


გ)

 

 


დ)

  1. მგრძნობიარე;

  2. მგრძნობიარე;

  3. მგრძნობიარე;

 

  1. იდეალური;

  2. იდეალური;

  პატარა;

  ხორციანი;

  რბილი;

 

  გრძელი;

  კვანძოვანი;

 

ელემენტარულ - ორდინალური ტიპის ხელია) 1. ელემენტარულ - ორდინალური ტიპის ხელი მეტნაკლებად პრიმიტიული ხელის ტიპია. იგი ფართოა, უხეში და ძლიერი, კანი კი - ხისტი (ეს სიხისტე უფრო ძლიერდება ხელით სამუშაოს შესრულების შემდეგ).

ხელი ნაკლებად იზნიქება. ხელისგულზე მხოლოდ ოთხ ძირითად და ცოტაოდენ დანამატ ხაზებს ვხედავთ (რომლებიც ზოგჯერ არც არსებობს). არსებული ხაზები განლაგებულია ჰორიზონტალურად, ფართოა და ღრმა.

თითებიც ფართო, მოკლე და ნაკლებ მოძრავია. თითის წვერებიც ფართოა - ასევე განიერი და მოკლე ფრჩხილებით, რადგან ცერა თითი და ტენარის ბორცვი საკმაოდ განვითარებულია. სამაგიეროდ ტენარის (ცხოვრების) ხაზი ღრმაა და გრძელი.

ჰიპოტენარის (მთვარის) ბორცვი ბრტყელია მაშინ, როცა ნეკის ძლიერად განვითარებული მუსკულატურა ხელის ზედაპირიდანაც ჩანს და ხელისგულს ოვალურ ფორმას აძლევს.

ხელის კონსტიტუცია - ელემენტარული ხელი შეესაბამება ფართო, მასიური აგებულების პიკნიკურ ტიპს. ამ ტიპის ადამიანთა ენდოკრინული ჯირკვლები ხასიათდება მსუბუქი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით.  ეს ხსნის ხელის სიფართესა და ჰორიზონტალური ხაზების არსებობას. ასეთი კონსტიტუციის ადამიანები მიდრეკილნი არიან სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევისკენ; ყველაზე მეტად სისხლის წნევის ამაღლებისკენ. შესაბამისად, ყველა იმ დაავადებებისადმი, რასაც სისხლის მაღალი წნევა იწვევს.

ელემენტარულ-არათანაბარი ტიპის ხელია) 2. ელემენტარულ-არათანაბარი ტიპის ხელი - არც ისე იოლია ორივე ტიპის ელემენტარული ხელის გარჩევა. ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს როგორც ფორმით, ასევე ხაზების განლაგებით. კანი უფრო ნატიფია, ვიდრე ელემენტარულ - ორდინალურ ხელზე. ძალიან პატარაა ცერის ზედა ფალანგა და ახასიათებს „მაიმუნის ხაზი“.

ნეკა თითი ამ დეგენერატიულ (განუვითარებელ) ხელზე უცნაურად იზრდება: ან ზედმეტად პატარაა, ან დეფორმირებული. ასეთი ხელი დამახასიათებელია სუსტი გონებრივი განვითარების ადამიანისათვის, რომელთაც მსჯელობა და ხასიათი პრიმიტიული  აქვთ.

ასეთი ხელის მქონე ადამიანები განსხვავებულნი არიან როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. ამგვარი ხელები ბევრ ათლეტს, მებრძოლსა და მოკრივეს აქვს. გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ ათლეტების 55%-ს მოკლე, სქელი და, ხშირად, ხისტი ცერა თითი აქვთ; აგრეთვე არაპროპორციულად განვითარებული ტენარის ბორცვი, მაშინ, როცა ხელის გვერდი არაბუნებრივადაა გამობერილი.

ხელის კონსტიტუცია - ქიროლოგი მაკოლიფი აღწერს რეგრესიულ, ჩამორჩენილი გონების ადამიანს, რომელიც სულიერი განვითარების  დაბალ საფეხურზეა და ძალიან დაბალი შუბლითა და გაურკვეველი ფორმის პატარა სახით გამოირჩევა. ეს აღწერა მიესადაგება საშუალო ტიპს, თუმცა ათლეტში, რომელსაც ხშირად საკმაოდ დიდი სახე აქვს, ჩვენ შევხვდებით დისპროპორციის სხვა სახეობას: ბრტყელ ცხვირს, აგრეთვე საკმაოდ განვითარებული ღაწვის ძვალს. 

ნიჭიერ ნევრასთენიკს, რომელიც ამ ტიპს მიეკუთვნება, მართალია არ გააჩნია ასეთი თვალშისაცემი ნიშნები დეგენერაციისათვის, სამაგიეროდ ცუდად განვითარებული აგებულების რამდენიმე დამახასიათებელ ატრიბუტს ფლობს. ამ შეუსაბამობებში პასუხისმგებლობას ენდოკრინული ჯირკვლების ჰიპოფუნქცია ღებულობს. ყველაზე ნათელი სიმპტომი ამ რეგრესიული ტიპისა, დაკავშირებულია სასქესო ორგანოების ჰიპოფუნქციასთან და ინფანტილიზმის ჰიპოფიზთან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი განვითარება დამუხრუჭებულია ბავშვის განვითარების დონეზე).

მოტორულ- ძვლოვანი (გაძვალტყავებული) ტიპის ხელიბ) 1. მოტორულ- ძვლოვანი (გაძვალტყავებული) ტიპის ხელი - ამ ტიპის ხელი გამოირჩევა გრძელი ძვლებითა და გაძვალტყავებული თითებით, რომლებიც  ხელის მტევნის კუნთოვანი ქსოვილით შიგა მხრიდანაა შეერთებული მყარ კუნთებს.  ცხიმის უმნიშვნელო რაოდენობას ხელი მიჰყავს სიბრტყობრიობამდე.

ცერა და საჩვენებელი თითებიც გრძელი და ძვლოვანია. ცერა თითის „ბალიში“ კარგადაა განვითარებული, რაც მიუთითებს მეხსიერების ზონისა და „მე“-ს სფეროს მოჭარბებულ განვითარებაზე.

ხელის კონსტიტუცია - მოტორულ ხელს ჩვენ ძირითადად ვხვდებით დიდ და წარმოსადეგ ადამიანებში. მათი სხეული ლეპტოსომური აგებულებისაა, რომლის ნიშანი მოძრაობის უნარია. ხელის მიხედვით ენდოკრინულ სისტემაში გამოიკვეთება  ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, რაც ხელს უწყობს სუბიექტის განსაკუთრებული ძალით აღგზნებას.  ამას, თავის მხრივ, მივყავართ ცხიმოვანი ქსოვილების უკმარისობასთან და ხელის ნაკლებ  პლასტიურობასთან.

ჯანმრთელობის დარღვევას უნდა ველოდოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ნერვული დაავადებების მხრივ (რომელთა შორის უძილობა და შიშის ნერვოზიცაა). 

მოტორულ-ხორციანი ტიპის ხელიბ) 2. მოტორულ-ხორციანი ტიპის ხელი - მოტორული ხელის ორივე ტიპს ადვილად გამოვარჩევთ ერთიმეორესგან. ორივე მათგანს აქვს ძლიერი კუნთები. პირველი ტიპი გრძელი და ძვლოვანია, მეორე კი პირიქით, ფართო და ხორციანი. პირველი ტიპის ხელი გრძელი და თხელია, ხოლო მეორე ტიპისა - ფართე, კონუსისებური და მსხვილი. ამოზნექილი ფორმის ტენერი ძლიერაა განვითარებული ორივე ტიპში, მაგრამ მოტორულ - ხორციან ტიპს იგი უფრო მყარი აქვს. თითებქვეშა ბორცვებიც ძლიერაა გამოხატული.

ხელის კონსტიტუცია - მოტორულ-ხორციანი (ძლიერ-კუნთოვანი) ხელის ადამიანები სხეულის ფართო პროპორციებით ეჯიბრებიან ერთმანეთს. მათ ფრჩხილები ფართო, მაგრამ მოკლე აქვთ, რომელებსაც გააჩნიათ პატარა ზომის მთვარეები (ან საერთოდ არა აქვთ იგი).

მოტორულ - ხორციანი ხელი განეკუთვნება პიკნიკური აგებულების ჯგუფს. მათი გულმკერდის მუსკულატურა და ხელის ჩონჩხი კარგადაა განვითარებული. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ მყარი, მაგრამ ნელი მოძრაობა. ამავე დროს არიან მასიურები და მძიმე წონიანები.

ასეთი ხელის მქონე ადამიანების ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია, ამავე დროს მათი მოცულობითი პროპორციები მიგვინიშნებს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციაზე, რაც სისხლის მოძრაობის სისტემის დარღვევისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების მიზეზად გვევლინება.

მგრძნობიარე-პატარა ტიპის ხელიგ) 1. მგრძნობიარე-პატარა ტიპის ხელი - ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პატარა, ვიწრო და კონუსური ფორმის ხელთან, რომელიც ქალებში უფრო გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ქიროლოგი კარუსი ამ ხელს ქალურობის გამომხატველადაც თვლიდა, თუ იგი მამაკაცებში შეხვდებოდა.

მოტორული ხელისგან განსხვავებით, მგრძნობიარე ხელის კუნთები სუსტადაა განვითარებული, ტენარის კუთხე - ბრტყელია, ხოლო ჰიპოტენარის ამოზნექილობა ხშირად გადაადგილებული. ეს იმის ნიშანია, რომ ხელის პატრონისთვის პირველადი ფანტაზია და შეუცნობლის ძიებაა.

პატარა - მგრძნობიარე  ტიპის ხელს აქვს შედარებით გრძელი ხელისგული, მოკლე თითები და პატარა ცერა თითი. იგი ძალიან მოძრავია. თითების ძირებში ამობურცული ბორცვები მიუნიშნებს კარგად განვითარებულ შეგრძნების უნარსა და მგრძნობელობაზე. ხელისგული წვრილი ბადისებრი ხაზებითაა დაფარული. ფრჩხილები სხვადასხვაგვარია, მაგრამ, ძირითადად ფართოა, ან საშუალო სიდიდის. ფრჩხილების მთვარეები ან სუსტადაა გამოხატული, ან  საერთოდ არა აქვს.

ხელის კონსტიტუცია - ლოგიკის კანონების მიხედვით, ასეთ ხელს შეესაბამება მასიური (არც თუ დიდი) აგებულება და ნაზი, ნერვული კონსტიტუცია. არ მჟღავნდება ენდოკრინული სისტემის არც ჰიპოფუნქცის, არც სასქესო ჯირკვლებისა და არც ჰიპოფიზის შემთხვევები. არ არსებობს შემთხვევა ერთ, რომელიმე დაავადებასთან ერთდროულად მეორეც გაჩენილიყო. რადგან ვეგეტატიური ნერვული სისტემა ზედმეტად აგგზნებადია; შეიძლება წარმოიშვას ისეთი დაავადებები, როგორიცაა ასთმა ან სწორი ნაწლავის ანთება.

ხელის გამომსახველი მოძრაობის უნარი სისხლის დაბალი წნევის დიაგნოზის საშუალებასაც გვაძლევს, რაც გამოიხატება დაღლილობასა და ენერგიის დაკარგვაში. არასაკმარისი სიცოცხლისუნარიანობა და სუსტი ნერვული სისტემა განსაცდელში აგდებს ასეთი ხელის პატრონს ყველა იმ დაავადებით, რომლითაც ასე ხშირად ავადმყოფობენ ნევრასთენიკები.

გ) 2. მგრძნობიარე - ხორციანი ტიპის ხელი;

გ) 3. მგრძნობიარე - რბილი ტიპის ხელი;

ორივე ამ ხელის კონსტიტუცია ძირითადად შეესაბამება  გ) 1 - ს. მოგახსენებთ რამდენიმე განმასხვავებელ ნიშანზე:

მგრძნობიარე და ხორციანი - (კარგად განვითარებული) ტიპიმგრძნობიარე და ხორციანი  - (კარგად განვითარებული) ტიპის ხელები კონუსისებური თითების მქონეა და ანალოგიური ფორმა აქვს.

თუმცა ასეთი ხელი დიდიცაა, მოკლეც და სქელიც.

აქვს მსხვილი ცერა თითი. ხელის პატრონის ფიგურაც ისეთივე ფორმისაა, როგორიც ხელი.

ამ ტიპის ხელის პატრონები სიმდიდრისკენ მიილტვიან ე. წ. „გლეხური ეშმაკობებით“.

მათი ინტელექტისა და განვითარების ხარისხი არც ისე მაღალია.

 

მგრძნობიარე-რბილი ანუ ფუმფულა ხელიმგრძნობიარე-რბილი ანუ ფუმფულა - თითქოს შეშუპებული და დიდი ხელი ძლიერადაა განვითარებული, ამობურცული ბორცვოვანი ფორმებით. მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ.

ასეთი ხელის ფორმა პატრონს აძლევს მგრძნობელობის უნარს: სიამოვნებებისადმი ლტოლვისა და სიზარმაცის ნიშნებს. ამავე დროს, შორსმჭვრეტელობისა და მაღალი აზროვნების უკმარისობით გამოწვეულ ნაკლსაც.

ისინი არიან ეგოისტები, მიდრეკილნი - ტყუილების თქმისა და პირფერობისაკენ. საკმაოდ ზარმაცებიც იმისათვის, რომ სერიოზულად მოეკიდონ თავიანთ სამუშაოს.

ხშირად ეპოტინებიან ხელოვნების სფეროს, თუმცა ღირებულსა და შემოქმედებითს ვერაფერს ქმნიან.

იდეალური-გრძელი ტიპის ხელიდ) 1. იდეალური-გრძელი ტიპის ხელი - იდეალურად ლამაზი ფორმის ხელია, ისეთი, როგორიც გამოხატულია ფრესკებსა და ხატებზე. მოძრავია და ნატიფი, მოქნილი, წაწვეტებული თითის ფორმებით.

ეს უფრო მეტად ქალის ხელია. ხშირად გვხვდება უძველესი გვარის შთამომავალთა შორის და შეიძლება მას „არისტოკრატიულიც“  ვუწოდოთ.

კარუსი ამ ხელს გამოარჩევდა, როგორც „სულიერ ხელს“ და მას უკავშირებდა ადამიანის ყველა საუკეთესო სახასიათო თვისებას.

ხელის კონსტიტუცია - იდეალურ - გრძელი ხელი მიეკუთვნება ნაზ და ნერვულ კონსტიტუციას. მისი მფლობელი, ძირითადად, კარგი აგებულებისაა, საშუალო სიმაღლის, ტიპიური ინტელექტუალის მსხვილი თავით. მისი ენდოკრინული სისტემა, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვადასხვა ჯირკვლების ანორმალურობით გამოირჩევა. ეს მდგომარეობა ცნობილია „ტიმოლიმფატიკუსის“ სტატუსის  სახელწოდებით.

მათ უძნელდებათ ტიმუსის ფუნქციონირება, რომელიც უნდა შეწყვეტილიყო სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ამით მჟღავნდება  ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით გამოწვეული დაავადებებისადმი მიდრეკილება. ამ ტიპის ხელის მფლობელები ხშირად ნევროზულები არიან და წუხან ფსიქოზით.

იდეალურ-დაკვანძული ხელის ტიპიდ) 2. იდეალურ-დაკვანძული ხელის ტიპი - ეს ხელები იმდენად გამოკვეთილია, რომ მას ვერც ერთი ტიპის ხელში ვერ აურევთ. ის საშუალო სიდიდის ან ცოტა პატარაცაა, გრძელი თითებით და კვანძებიანი სახსრებით.

თითების ბოლოები ოვალურ - ხორკლიანია;  ცერა თითისა კი, ჩვეულებრივ, მასიური და ძლიერი. ამ ტიპის ხელი, „სულიერი“ ხელისგან „ხარისხით“ განსხვავდება.

ხელის კონსტიტუცია - ამ ტიპის ხელი მიეკუთვნება გამხდარ, საშუალო ან მასიური აგებულების პიროვნებას, რომლის ენდოკრინული სისტემა მიდრეკილია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით გამოწვეული დაავადებებისაკენ. ასეთი ხელის პატრონებს აქვთ ნებისმიერ მეცნიერულ მიმართულებაში წარმატებით მოღვაწეობის უნარი; გვხვდებიან ეკლესიის მსახურნიც. 

არსებობს აგრეთვე შერწყმული ტიპის ხელებიც.


ხელის ინდივიდუალური სქემა


ხელის მტევნის დათვალიერებისას თვალში გვხვდება განსაკუთრებული „ჯვარი“, რომელიც ხელს პირობითად ოთხ ნაწილად ყოფს. ასეთი ჯვრის პროპორციები ინდივიდუალურია და ძალიან განსხვავებული. ჯვრის პროპორციები ძირითადად იქმნება:

1. ჰორიზონტის გადაკვეთით - რომელიც რადიალური კუთხიდან იწყება და ულნარული კუთხისკენ მიემართება (ჭკუის ხაზი);

2. დიდი შუალედური ვერტიკალური ხაზით - რომელიც სახსრებიდან ამოდის და შუა თითის მიმართულებით გადის (სატურნის ხაზისკენ).

ხელის ინდივიდუალური სქემა

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

სექსის ენციკლოპედია

 

დღის aura