წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 3148 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ხელის თითები, ძირითადად გვაძლევს ინფორმაციას ადამიანის ჭკუა-გონებაზე, ინტელექტუალურ ფუნქციაზე.

ხელის გულის „ჯვრის“ ფორმად გაყოფისას ვერტიკალური ხაზი ეშვება საჩვენებელ, შუა თითსა (აქტიური სექტორი) არათითსა და ნეკს შორის (პასიური სექტორი).

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ:

პირველი ორი თითი საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ დასკვნა პიროვნების დადებით, კონკრეტულ - აზრობრივ შესაძლებლობებზე.

ბოლო ორი თითი გვაძლევს ინფორმაციას ადამიანის მეტნაკლებად იდეალურ, თუ აბსტრაქტულ აზროვნებაზე.

ცერა თითი - მიწის თითია;

საჩვენებელი თითი - იუპიტერის;

შუა თითი - სატურნისა და მთვარის;

არათითი - მზისა და მარსის;

ნეკა თითი - მერკურის.

პირველი ფალანგი გამოხატავს ადამიანის თავისუფალ ნებას და შემოქმედებით მასშტაბებს;

მეორე, შუა ფალანგი, გონებრივ შესაძლებლობებსა და აზროვნებას;

მესამე, ხელთან მიერთებული ფალანგი („ვენერას ბორცვი“) გვაძლევს ინფორმაციას ინდივიდის ემოციურ ცხოვრებაზე („ბუნებრივი მამოძრავებელი ძალა“).

ცერა თითი - გვევლინება პიროვნების ინდივიდუალობის გამომხატველად („მე თვითონ“).

საჩვენებელი თითი - მიეკუთვნება გააზრებულ პატივმოყვარეობასა და სოციალური პიროვნების არსს.

შუა თითი - შინაგან სულიერ განწყობას, ე. ი. დაფარული პიროვნების არსს.

არათითი - განეკუთვნება იმ იდეალებს, რომელიც „გამოდნება“ მტრული სურვილებიდანაც და მეტ-ნაკლებად საიმედო მუზისგანაც.

ნეკა თითი - სულიერ ცხოვრებასა და მასთან დაკავშირებულ უნარებსა და შესაძლებლობებს.


თუ მედიცინის კუთხით შევაფასებთ, მაშინ:


საჩვენებელი თითისაჩვენებელი თითი დაკავშირებულია მკერდთან და ფილტვებთან. ექიმები ძირითადად საჩვენებელ თითს აძლევენ დიდ მნიშვნელობას.

ჰიპოკრატე საჩვენებელი თითის დეფორმაციას, სიმახინჯეს, ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებას უკავშირებდა.

შუა თითს უკავშირებენ  საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას (ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი), ძვლების სისტემასა და სმენის ორგანოებს.

გრძელი შუა თითი მელანქოლიას გამოხატავს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ავადმყოფი სხეული დეპრესიისკენაა მიმართული.

გრძელი შუა თითი ძირითადად გვხვდება მგრძნობიარე - გრძელ თითებზე, რომლის მფლობელისთვის დამახასიათებელია დეპრესია, შინაგანი ორგანოების დაავადებები და ლიმფური სისტემის დაზიანება.

არათითი ყველაზე დეკორატიული თითია. ყველა ქიროლოგი ამ თითს სილამაზისა და ხელოვნებისადმი სიყვარულს მიაწერს.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან ესთეტიკური გრძნობა და ფანტაზიის სიღრმე აქ საკმაოდ მაღალ დონეზეა გამოკვეთილი, ვიდრე ლოგიკური დასკვნების უნარი. მითუმეტეს, თუ არათითი ლამაზია და უფრო გრძელიც, ვიდრე საჩვენებელი თითი.

არათითს უკავშირებენ გულსისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების, არტერიებისა და მხედველობის ორგანოების დაავადებებს.

ოდნავ გადახრილი არათითის მქონე ადამიანი ორიგინალური ჭკუის პატრონია, თუმცა ახასიათებს განსაკუთრებული მგრძნობელობა და სრული შინაგანი წინააღმდეგობრიობა.

ძლიერ გადახრილი არათიის შემთხვევაში, საქმე გვაქვს პიროვნების შეუგნებლობასთან.

ნეკა თითი დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან, სასქესო ორგანოებთან და შარდის ბუშტთან. 

მედიცინაში დეფორმირებული ნეკა თითი, გაშეშებული სახსრებით, მოიაზრება, როგორც პიროვნების დეგენერაციის ნიშანი. მის სიგრძეს განსაკუთრებული სამედიცინო მნიშვნელობა აქვს.

ფრიდმანი ხშირად ხვდებოდა შიზოფრენიკებში არანორმალურად გრძელ ნეკა თითს, თუმცა ამ სიტუაცაში შეიძლება შეგვხვდეს ძალიან მოკლე თითიც. ძალიან გრძელი ნეკი დამახასიათებელია კატატონიური შიზოფრენიკებისათვის, ხოლო, ძალიან მოკლე - პარანოიდული პაციენტებისათვის.

ძალიან მოკლე ნეკი გვხვდება უფრო პატარა - მგრძნობიარე ხელებზე.

ენდოკრინული სისტემის დარღვევის შემთხვევაში ნეკი არა მარტო მოკლეა, არამედ წაწვეტებულიც. სწორი იქნებოდა დაგვეშვა კავშირი ამ თითსა და ჰორმონალურ, კონკრეტულად კი - სქესობრივ ფუნქციასთანაც.

ნეკა თითი, არათითთან ერთად, განეკუთვნება ხელის პასიურ მხარეს, ე. ი. ინსტიქტურ და ფანტაზიის მხარეს, ორივე თითი დაკავშირებულია სასქესო ფუნქციებთან.

ქალებს, უმეტესწილად, ნეკი უფრო მოკლე აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ამის ადასტურებს  ისიც, რომ მოკლე თითი გვევლინება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის ნიშნად.

როცა ნეკა თითი ჩამჯდარია ძალიან ღრმად და ულამაზოდ გამოიყურება, მისი ასეთი მდებარეობა  საშვილოსნოსა და ენდოკრინული დაავადებების (ფარისებრი ჯირკვლის) ნიშნად გვევლინება. ამ შემთხვევაში ძლიერდება იმპულსური აგრესიულობა. მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის შემთხვევაში შეძლებს ადამიანი თავის ხელში აყვანას.

ოდნავ გადახრილი ნეკა თითი გვევლინება ტუბერკულიოზის დაავადების, აგრეთვე ხშირი მოწამვლებისადმი მიდრეკილების ნიშნად.

ცერა თითის ფორმა აიხსნება ფიზიოლოგიური მიზეზებით. ცერის სიგრძე დამოკიდებულია ხელის ტიპზეც. თუ ცერი ნორმასთან შედარებით უფრო გრძელია, ეს სასიცოცხლო ძალების გამოფიტვაზე მიგვინიშნებს.

ძალიან გრძელი ცერის მქონე ადამიანები მოუთმენლები, მოუსვენრები, დიდებისმოყვარულნი, ეგოისტურნი და ტირანები არიან. ასეთი დიდი ცერი დადებით თვისებას მხოლოდ მაშინ იძენს, როცა თავშეკავების ნებაა შინაგანად დარეგულირებული.

მოკლე ცერს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა: რაც უფრო მოკლეა იგი, მით ნაკლებია ადამიანის ფიზიკური ძალები.

ვიწრო და სუსტი ცერა თითის პატრონები მეტნაკლებად მიდრეკილნი არიან ავადმყოფობებისადმი და ორგანული სისუსტეც ახასიათებთ.

ძალიან მოძრავი ცერა თითი ადამიანის ნერვოზზე მიგვინიშნებს.

მოკლე და წაწვეტებული ცერა თითი იშვიათად გვხვდება, ძირითადად სულით დაავადებულ და ნერვოზიან ადამიანებში, რომელთაც სრულიად არ გააჩნიათ ნებისყოფა და საკუთარი თავის პატივისცემის უნარი.

ცერა თითის მდებარეობაცერა თითის მდებარეობა - როცა ხელი დამუშტულია, ცერა თითი კი ზემოთაა მოქცეული, ასეთი ხელის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელია ბევრი სირთულე ცხოვრებაში.

ისინი ან იბრძვიან ამ სირთულეების დასაძლევად, ან მალავენ მას. ხშირად ხელის ასეთი პოზა ისტერიულ ადამიანებში გვხვდება. როცა ცერა თითი დამალულია მუშტში, ხელის ასეთი პოზა გვევლინება ადამიანის სისუსტისა და დაღლილობის ნიშნად.

ასეთი ხელის პოზის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ სასიცოცხლო ფუნქციებისგან დაცლა; ისინი დეპრესიულები და პესიმისტები არიან, რაც შეიძლება დამთავრდეს ჯანმრთელობის გაუარესებით და ფსიქიკის შერყევით.

როცა ორივე ხელი ძლიერაა დამუშტული, მაშინ ჩვენს წინაშეა მშიშარა, დეპრესიული და მელანქოლიური ადამიანი.

პოზა, „ცერა თითი ზემოთ,“ გამოხატავს სასიხარულო გადაწყვეტილებას, უპირატესობის შეგრძნებას, არჩეული გზის სისწორეში თავდაჯერებულობასა და საკუთარი წარმატებებისადმი რწმენას.


თითების სიგრძე


თითების სიგრძენორმალურ თითებს სწორი ფორმა და კარგი პროპორციები აქვს.  ისინი სწორია, არც სუსტი და არც სქელი და საკმაოდ მოქნილიცაა.

თითების ნორმალური წყობა ადამიანის კარგ გონებრივ შესაძლებლობებს აღნიშნავს.

ნორმალურზე მეტი სიგრძის თითები აქვთ მომთმენ, ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანებს; ცოტა მორცხვებსაც; მათი სიზუსტე და პუნქტუალობა  კარგი აზროვნების შედეგია.

თუ თითები საკმაოდ გრძელია, ეს მიგვინიშნებს იმაზე, რომ ასეთი თითების პატრონები საოცრად მეწვრილმანეები არიან, ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილონი და, ამავე დროს, ბოდვითი იდეებით შებოჭილნი.

მუდმივად ახასიათებთ კრიტიკული პოზიცია და სისტემატური წინააღმდეგობებისკენ მიდრეკილება. არიან გამოკვეთილი ინდივიდუალისტები, რადგან ვერ გრძნობენ საკუთარი ხასიათის სირთულეებს. ისინი, უმეტესწილად, ნერვოზულები არიან. მათი აქტიურობა კი - შენელებული.

შესუსტებული სასიცოცხლო ფუნქციებიც ხშირად საჭიროებს აღდგენას. ასეთი ინდივიდების განსაკუთრებით ავადმყოფური წარმომადგენლები შიზოფრენიის მსხვერპლნი ხდებიან. ეს დაავადება ურთიერთკავშირშია აგრეთვე ელემენტარულ - არათანაბარ ხელთან (თითის ფორმების ანომალიებით).

ამავე დროს, მგრძნობიარე ხელის მქონე პაციენტებს, უვითარდებათ შიზოფრენიის პარანოიდული ფორმა. უფრო არატიპიური ფორმის მქონე ხელის პატრონები კი იტანჯებიან კატატონიით. ამ შემთხვევაში საჩვენებელი, შუა და არათითი ერთი სიგრძისაა, ხოლო ნეკი უფრო გრძელია თავის ზომასთან შედარებით.

ე. ი. ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ: როგორც ძალიან გრძელი, დაჭიმული თითები, ასევე სავსებით არანორმალური ფორმის თითები, გვევლინება სულიერი დაავადებების ნიშნად.

მოკლე თითები აქვთ სულსწრაფ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ჩქარა, იმპულსურად, დაუფიქრებლად  მოქმედებენ.

ძალიან მოკლე თითებიძალიან მოკლე თითები დაკავშირებულია წონასწორობის დარღვევასთან, ენდოკრინოლოგიური სისტემის მოშლასთან.

ეს მჟღავნდება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს. სუსტი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანების გამოკვლევისას დადასტურდა, რომ ამდაგვარ „ინვესტირებულ“ პაციენტებს ხშირად ჰქონდათ უფრო გრძელი თითები, ვიდრე „კლასიკურ“ ავადმყოფებს.

ესენი ცნობილნი არიან თავისი მხიარული, ემოციური ტემპერამენტით და კარგი ურთიერთობის უნარით, მაშინ, როცა პირველნი გვევლინებიან ჩაკეტილ, შეზღუდულ ადამიანებად და ნაკლებ ემოციურები არიან. 

მოკლე თითები ძირითადად შერწყმულია ცოცხალ, ემოციურ ტემპერამენტთან და მგრძნობიარე ნატურასთან. გრძელი თითები - პირიქით, გრძნობების სიღარიბესა (ექსცენტრიკულ ტემპერამენტთან) და მოქმედების მდიდარ ფანტაზიასთან.

თითქმის ერთი ზომის თითებითითქმის ერთი ზომის თითები (როცა ნეკი უმეტესად მოკლეა დანარჩენებზე), საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ასეთი ხელის პატრონს ახასიათებს თამაშისადმი სწრაფვა; აგრეთვე, რეაქციისა და მოქმედების თანხვედრა.

უხეში თითების მქონე ხელის შეფასებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა გავარჩიოთ ერთმანეთისგან თანდაყოლილი სიუხეშე შეძენილისაგან.

ასეთი ტიის თითები ხშირად გვხვდება ართრიტით და სახსრების სხვა დაავადების მქონე ადამიანებში.

 


არანორმალური ხელის თითების ფორმულა


როცა ხელის მე-2, მე-3 და მე-4 თითი თითქმის თანაბარი ზომისაა, ნეკა თითი კი ძალიან გრძელი, საქმე გვაქვს კატატონიური შიზოფრენიით დაავადებულთან.

თითების ფუძის ფალანგა

ხელი ჰიპოფიზის ჰიპოფუნქციით
ჰიპოფიზის ჰიპოფუნქციით
თითების ფუძის ფალანგები ურთიერთკავშირშია ენდოკრინოლოგიური ჯირკვლების სისტემასთან. კარგად განვითარებული კუნთების მქონე კოტიტა ფუძის ფალანგი მიგვინიშნებს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციაზე. ძვლოვანი ხელის ფუძის ფალანგა კი - ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე.

პატარა - მგრძნობიარე ხელებზეც გვხვდება ასეთი ფალანგები, მხოლოდ ფართე თითებთან ერთად, რაც იმის ნიშანია, რომ ადამიანს არასაკმარისად  აქვს განვითარებული სასქესო ჯირკვლები.

იდეალურ - გრძელ ხელებზე ქვედა ფალანგები უფრო თხელია, ვიდრე მოტორულ - ჩონჩხიანზე  და ორივე შემთხვევაში დაკავშირებულია  ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციასთან.   

შუა ფალანგა

აქაც სახეზეა კავშირი ჯანმრთელობასა და ფალანგის ფორმას შორის. ტუბერკულიოზით დაავადებულ ადამიანებს შუა ფალანგი იმდენად შეთხელებული აქვთ, რომ ძვალივით გამოიყურება. 

როდესაც შუა თითისკენ არის სხვა თითები გადახრილი, აქ თითქოს ადამიანის შინაგანი პრობლემაა წამოჭრილი, რაც ლოდივით აწევს გულზე.

ეს შეიძლება დროებითი დეპრესიის და ნერვიულობის ნიშანიც იყოს. საქმის გამოსწორების შემდეგ შესაძლოა თითები გასწორდეს კიდეც.

შევიწროებული თითები

შევიწროებული თითებიშევიწროება, რომელიც თითქოს თითების შუა ფალანგის გაწელვისას წარმოიქმნება, ზოგჯერ ყველა თითზე გვხვდება, უფრო ხშირად არათითსა და ნეკზე, ძირითადად კი - არათითზე.

აქ ჩვენ საქმე გვაქვს კანის სტრუქტურის შეცვლასთან, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ტუბერკულიოზთან ან გვამცნობს კიბოს დაავადებებისადმი მიდრეკილებაზე.

უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არ შეიძლება კიბოს ან ტუბერკულიოზის დიაგნოზი დავსვათ მხოლოდ ამ სიმპტომებით.

გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ ასეთი დეფორმაცია ყოველთვის ახლდა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონალურ დარღვევას.

ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები ლორწოვანი გარსის რეაქციის დარღვევებთან ერთად, ან მის გარეშე.

თითების შევიწროება შეიძლება წარმოიქმნას კლიმატური პირობების ან ავადმყოფური მდგომარეობის გამო.

სიფილისი, ტუბერკულიოზი, კიბო, ალკოჰოლიზმი და ა. შ. განეკუთვნება მემკვიდრეობით ფაქტორებს, რომელიც ცუდად მოქმედებს ენდოკრინოლოგიური სისტემის ფუნქციონირებაზე.

კვანძები ხელზე

კვანძები ხელზეზოგიერთი ხელი დაკვანძულია. დათვალიერების შემდეგ, დასკვნის გაკეთების წინ, აუცილებელია გამოვარჩიოთ იმ კვანძებისაგან, რომელიც შეიძლება გაჩნდეს მარილების დაგროვების, შარდის შეკავების, ნიკრისის ქარის ან რევმატიზმისაგან.

ქვედა კვანძები მიუნიშნებს დისტროფიის დაავადებაზე და მუცლის გადიდებაზე. თუ კვანძი ოდნავ იკვეთება, ასეთ ადამიანს არ გააჩნია ლოგიკური და მეთოდიკური აზროვნების უნარი, თუმცა აქვს პრაქტიკული ჭკუა.

თუ კვანძი განსაკუთრებულადაა გამოკვეთილი, ხოლო  ამავდროულად თითები გრძელიცაა, ასეთი ადამიანები ოჯახის ტირანებად იქცევიან ხოლმე. ძირითადად ისინი ნერვოზულები არიან. დაავადებულები იქნებიან  საჭმლის მომნელებელი სისტემითაც.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura