წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 880 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მორფოლოგია არის გრამატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სიტყვის ფორმებს და მათ მნიშვნელობებს; იგი არკვევს, თუ როგორ იცვლება სიტყვა და რა მნიშვნელობა ეძლევა მას სხვადასხვა ცვლილების დროს.

წინადადებაში გამოყენების თვალსაზრისით სიტყვები ორგვარია: დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ე ლ ი  და  დ ა მ ხ მ ა რ ე.

დამოუკიდებელი სიტყვა სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა: ცალკე გავიგონებთ მას, თუ სხვა სიტყვებთან დაკავშირებით, მაინც გვექნება გარკვეული წარმოდგენა.

სრულმნიშვნელოვანი სიტყვა წინადადების წევრია. მაგალითად: "არწივმა გაშალა თავისი ღონიერი ფრთები". ამ წინადადებაში ხუთი დამოუკიდებელი ანუ სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა. ყველა ისინი წინადადების წევრებია.

დამხმარეა სიტყვები, რომელთაც ცალკე აღებულთ არა აქვთ მნიშვნელობა და არც იხმარებიან, მაგრამ წინადადებაში მეტად საჭირონი არიან. ისინი ეხმარებიან სხვა სიტყვებს - მნიშვნელობას უცვლიან წინადადების წევრს ან მთელ წინადადებას; ზოგი დამხმარე სიტყვა კავშირს აბამს წინადადების წევრებსა თუ წინადადებებს შორის. ასეთი სიტყვებია: და, თუ, რომ, როცა, მაგრამ, სანამ, არ, თურმე, ვერ, განა, და სხვ. მაგალითად, გ ა ნ ა დამხმარე სიტყვაა, ცალკე არას გვეუბნება. მაგრამ წინადადებაში ის გარკვეულ როლს ასრულებ:

გ ა ნ ა  შენი ამხანაგი წავიდა გუშინ?

შენი ამხანაგი  გ ა ნ ა  გუშინ წავიდა?

შენი ამხანაგი  გ ა ნ ა  წავიდა გუშინ?

გ ა ნ ა  სამივე შემთხვევაში გამოხატავს კითხვას, მაგრამ ეს კითხვა პირველ მაგალითში  შ ე ნ ს   ა მ ხ ა ნ ა გ ს  ეხება, მეორეში - წ ა ს ვ ლ ი ს  დ რ ო ს, მესამეში - წ ა ს ვ ლ ა ს.

სხვა მაგალითები:

მინდორი და ველი ყვავის. (ერ.).

დიდი თუ პატარა თავგამოდებით მუშაობდა. (ვაჟა).

შაშვმა დაინახა, რომ მტერი იყო. (ვაჟა).

მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი, როცა ბატონმა სახლს მომაშორა. (ჭავჭ.).

დ ა,  თ უ,  რ ო მ,  რ ო ც ა - ყველა კავშირია. ამათგან დ ა  და  თ უ  ორ წევრს აერთებს, რ ო მ  და  რ ო ც ა - ორ წინადადებას, ცალკე კი ეს სიტყვები არაფერს გვეუბნება.

სულიერი განწყობილების გამომხატველი სიტყვები, ე.ი. შორისდებულები, დამოუკიდებლად იხმარება, მაგრამ წინადადებაში წევრად არ შედის. მათ სრულიად განცალკევებული ადგილი უჭირავთ წინადადებაში, მაგალითად: "ახ რა მშვენიერი ღამეა!" (ლომთ.).

სავარჯიშო 1.

სავარჯიშო 2.

სავარჯიშო 3.

სავარჯიშო 4.

სავარჯიშო 5.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura