მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 21039 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მარცვალი ორგვარია: ღ ი ა  და  დ ა ხ უ რ უ ლ ი.

მარცვალი ღიაა, თუ იგი ხმოვანია ან ხმოვნით მთავრდება. მაგალითად, ღია მარცვლებია: ი-ა, და, ძმა, დე-და, ქა-თა-მი, მა-მა-ლი, გა-კე-თე-ბუ-ლი...

მარცვალი დახურულია, თუ ის თანხმოვნით მთავრდება. მაგალითად, დახურული მარცვლებია: ხვალ, ზეგ, შინ, წევ-ხარ, ვხერ-ხავ, ბულ-ბულს, მთებ-თან...

თუ სიტყვა ორ - და მეტმარცვლიანია, ზოგი მარცვალი შეიძლება ღია იყოს, ზოგიც - დახურული. მაგალითად: ხერ-ხი, წიგ-ნი, მტრედ-ებ-მა, ში-ში-სა-გან, გა-და-თეთრ-და...

ლექსის სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა ჩვეულებრივ  თანაბარია. მაგალითად, ვაჟა - ფშაველას ,,კურდღლის სიმღერა'' ათი სტრიქონისგან შედგება და ყოველი სტრიქონი რვა მარცვალს შეიცავს.


სავარჯიშო 1. დამარცვლეთ სიტყვები და ნაწყვეტი ისე გადაიწერეთ. აღნიშნეთ (ზეპირად), როგორი შედგენილობისაა ეს მარცვლები (ღია, დახურული) და რამდენ მარცვალს შეიცავს თვითეული სტრიქონი.


"ფოთოლი ფოთოლს ეჩურჩულება,

ჩაჰკონებია ვერხვის ტოტი ტოტს;

წყარო ანკარა პირს ჰბანს ყვავილებს,

ეთამაშება ბუნების წალკოტს."

ი. გრიშაშვილი..


სავარჯიშო 2. ქვემოთ მოყვანილ მარცვლებს დაუმატეთ თითო ისეთი მარცვალი, რომ სიტყვები მიიღოთ.

კა, ქა, ქო, თა, გე, ღა, ღო, დე, მა, სა, ფე, ხე, პი, და, გუ, შა, ყა, ყუ, ცე, ჩი, ბა, ბუ, ზა, ტა, ტი.


სავარჯიშო 3. ქვემოთ მოყვანილი მარცვლები ისე დააჯგუფეთ, რომ ორმარცვლიანი სიტყვები მიიღოთ.

ქვა, დუ, რძა, ლო, ჯიხ, ჯო, ტო, ოქ, ორ, თი, კა, ღა, ჭა, დი, მი, ვი, ტუ, ლი, რი, ნი, ვა, რო, ტი, ხი, მო, ბი.


სავარჯიშო 4. ქვემოთ მოყვანილ მარცვლებს დაუმატეთ ორ-ორი მარცვალი, რომ სამმარცვლიანი სიტყვები მიიღოთ. 

ფან, მა, ქა, სო, მო, საშ, ტყე, ლი, პა, ნი, მან.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ