მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11983 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დიზაინიკარ-ფანჯარა ნებისმიერი სახლის ან ნაგებობის ექსტერიერის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, მათი გარეგნული იერ-სახე ყოველთვის არ ჯდება შენობის არქიტექტურული სტილის კონცეფციაში.

როცა საქმე ეხება პოლივინილქლორიდის პროფილებისგან დამზადებული (ე.წ. მეტალოპლასტმასის) კარ-ფანჯრის დიზაინისა და ფერების შერჩევას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი კომპონენტები:

ჩარჩოს ფერი - ლამინირება ან შეღებვა საშუალებას იძლევა შერჩეული იქნას სასურველი შეფერილობა. ამასთან ერთად იგი უზრუნველყოფს პროფილის დამატებით დაცვას.

განლაგება (განაწილება) - ფანჯრების დეკორატიული განლაგება მიანიჭებს მათ ორიგინალურობას, გახდის უფრო ნატიფს ინტერიერს, გაამყარებს მინაპაკეტის კონსტრუქციას.

ფურნიტურის ფერი - სახელურების, ანჯამების და გამასქელებელი რეზინების უჩვეულო შეფერილობა მიანიჭებს კარ-ფანჯარას ჰარმონიულ იერ-სახეს, აამაღლებს საკეტის გატეხვის საწინააღმდეგო და თბოიზოლაციის მაჩვენებელს.

მინების ტონირება - ტონირებული მინები არა მხოლოდ ლამაზია, არამედ იცავს შენობას გარე თვალისაგან და შესანიშნავ თავდაცვას წარმოადგენს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან.

ფანჯრის რაფა და ფერდო („ატკოსი“) - ყველაზე ხარისხიანი და შესანიშნავი ფერისა თუ დიზაინის კარ-ფანჯრის იერსახე შეიძლება გააფუჭოს შეუსაბამო ფანჯრის რაფამ და ფერდოს (ატკოსი) მოპირკეთებამ.

გაითვალისწინეთ, რომ საკმარისია შეცვალოთ სტანდარტული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ერთი ელემენტიც კი, რომ მიიღოთ დიზაინის ორიგინალური, პრაქტიკული და ფუნქციონალური გადაწყვეტა.


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფერი


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფერისაცხოვრებელი, საოფისე ან კომერციული ფართების დაპროექტების დროს, სამშენებლო ან დიზაინერული კომპანიების მიერ გონივრულად შეხამებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრისა და ფასადის ფერის შემთხვევაში, შესაძლებელია საინტერესო ეფექტის მიღწევა.

პოლივინილქლორიდის (პვქ) კარ-ფანჯრის ფერების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა მიღებული იქნას პრაქტიკულად ნებისმიერი სასურველი ფერის კარ-ფანჯარა.

ამ მხრივ, ხელ-ფეხი ეხსნება როგორც დიზაინერს, ასევე დამკვეთს, რადგან ფერების პროფესიონალური გადათამაშებით ნებისმერი იდეისა და ფანტაზიის ხორცშესხმაა შესაძლებელი, რაც განუსაზღვრელ შესაძლებლობებს ქმნის ფასადის დიზაინის მოსაწყობად.

არსებობს მეტალოპლასტამისის ფანჯრებისთვის სასურველი ფერის მიღების ორი ძირითადი ხერხი:

»» ლამინირება;

»» შეღებვა;

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ლამინირება

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ლამინირებალამინირება ეს არის - პოლივინილქლორიდის პროფილის საფუძველზე, სპეციალური თერმოწებოს საშუალებით დეკორატიული ლენტის გადაკვრა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი ფერი, ან ხის (და სხვა) ფაქტურების იმიტაცია.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ლამინირება საშუალებას იძლევა მიანიჭოთ ფანჯარასა და კარებს დეკორატიული იერსახე იქ, სადაც ამის საჭიროებაა: შიგნიდან, გარედან ან ორივე მხრიდან (პროფილის ორმხრივი ლამინირება).

ლამინირება შეოძლება იყოს როგორც ერთტონიანი (მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა), ასევე იძლეოდეს თითქმის ნებისმიერი ხის ფაქტურის იმიტაციას.

ლამინირება ისეთი სიზუსტით იმეორებს ხის სტრუქტურას, ყველა მის ჩრდილს, კოჟრსა თუ ნახჭს, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელია გაარჩიოთ ნატურალური ხის ფანჯარაა თქვენს წინ, თუ მეტალოპლასტმასის ლამინირებული ფანჯარა.

პოლივინილქლორიდის პროფილებზე სხვადასხვა შეფერილობის ლამინირებული ლენტის გადაკვრა ხდება ცხელი ლამინირების მეთოდით. ლენტის ბოლოები იმალება გამასქელებლის ქვეშ, რაც გამორიცხავს აშრევების შესაძლებლობას.

ლამინირება არის სამი სახის:

ცალმხრივი ლამინირება;

ორმხრივი ლამინირება;

3D ლამინირება;

ყველაზე მეტად მოთხოვნადი და გავრცელებულია სამი ტიპის ლამინირება: გარე ლამინირება, შიდა ლამინირება და ორმხრივი ლამინირება.

გარე ლამინირება - გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ფანჯარას ან კარებს მიენიჭოს გარკვეული ფერი და ფაქტურა მხოლოდ ფასადის მხრიდან. მაგალითად - მფლობელს სურს, რომ გარედან ფანჯარას ჰქონდეს ხის ფაქტურა, ხოლო შიგნიდან შენობის ინტერიერის ფერი.

შიდა ლამინირება - კეთდება იმ შემთხვევაში, როცა გარე ფასადის მხრიდან ფანჯარა ან კარები არის თეთრი, ხოლო შენობის შიგნით საჭიროა ორიგინალური დიზაინერული ატმოსფეროს შექმნა.

ორმხრივი ლამინირება - ერთმანეთში ითავსებს ორივე მოთხოვნას: შენობის არქიტექტურული იერსახე და შენობის პროექტის დიზაინი.

დამოკიდებულია დიაზინერის ან არქიტექტორის იდეაზე, ან მომხმარებლის კონკრეტულ მოთხოვნაზე.

3D ლამინირება - ამ შემთხვევაში, დეკორატიულ ლენტს აწებებენ ფანჯრებისა და კარებების შიდა - ტორსულ ზედაპირებზეც.

ამ მეთოდით დამზადებული კარ-ფანჯრები საკმაოდ ძვირია, ამიტომ, ყველაზე ხშირად იყენებენ ორმხრივ ლამინაციას ყავისფერ ან კარამელისფერ პროფილზე, ცალმხრივი ლამინირება კი კეთდება თეთრი ფერი პროფილზე.

 

 

ლამინირების უპირატესობა:

შესაძლებელია არა მხოლოდ ფერის, არამედ ძვირფასი ხის სტრუქტურის შერჩევა;

მრავალშრიანი სტრუქტურის წყალობით - ლამინირებული ლენტი მდგრადია მექანიკური დაზიანებების, ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ;

შესაძლებელია ზედაპირის ორმხრივი ლამინირება;

ფერადი ლამინირება ანიჭებს ინდივიდუალურ იერ-სახეს და ქმნის სიმყუდროვეს;

ლამინირებული კარ-ფანჯრის მოვლა და ექსპლუატაცია მარტივია, ადვილად იწმინდება, ირეცხება და არ ითხოვს პერიოდულ შეღებვას.

მეტალოპლასტმასის კარ ფანჯრის შეღებვა

მეტალოპლასტმასის კარ ფანჯრის შეღებვადღესდღეობით, თანამედროვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დიზაინი იმდენად დაიხვეწა, რომ კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ არა მხოლოდ ტრადიციული თეთრი ფერის და სამ-ოთხ ძირითად ფერში (წაბლისფერი, ხისფერი, მუხისფერი, შავი) ლამინირებულ ფანჯრებს, არამედ პოლივინილქლორიდის ფანჯრების შეღებვას ფერების შკალით RAL, რომელიც შეიცავს პრაქტიკულად ნებისმიერ ფერს, რომელსაც კი მოისურვებს მომხმარებელი.

RAL წარმოადგენს საყოველთაოდ მიღებულ ფერების პალიტრას, სადაც თითეულ ფერს მინიჭებული აქვს საკუთარი არტიკული.

მომხმარებლისთვის, რომელმაც იცის ფერის ნომერი RAL პალიტრის მიხედვით, ძალიან მარტივად შეუძლია შეუკვეთოს იდენტური ფერი.

პროფილების შესაღებად გამოიყენება აკრილის საღებავი, რომელიც ქმნის გლუვ, პრიალა, თანაბარ დაფარვას  და აქვს კარგი მოჭიდება პროფილის ზედაპირთან.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა შეიძლება შეიღებოს ერთ ან ორივე მხარეს.

გარდა ამისა, შესაძლებელია ფანჯრის შეღებვა სხვადასხვა ფერად, მაგალითად: ფანჯარა გარედან იქნება შავი და შიგნიდან თეთრი (ან პირიქით).

რაც შეეხება მეტალოპლასტმასის ფანჯრებისთვის ხის ფაქტურების მინიჭებას (მუხის, წაბლის, მაკაგონის და ა.შ), როგორც უკვე ავღნიშნეთ ამისთვის იდეალურია არ შეღებვა, არამედ ლამინირება.

შეღებვის უპირატესობა:

 ფერებსა და შეფერილობის უზარმაზარი არჩევანი;

 შეღებვის ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ლამინირების ფასები;

 ფანჯარაზე არსებული საღებავი არ ხუნდება მზეზე 50 წლის განმავლობაში;

 სამუშაო ტემპერატურის ფართო დიაპაზონი;

 დროთა განმავლობაში, დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი გადაღებვა (როგორც ქარხნულად, ასევე ადგილზე);

ფასების პოლიტიკა ლამინირებულ და შეღებილ კარ-ფანჯარაზე:

ფასების პოლიტიკა ლამინირებულ და შეღებილ კარ-ფანჯარაზეRAL ფერების პალიტრის მიხედვით შეღებილი მეტალოპლასტმასის ჯარ-ფანჯრის ფასს განსაზღვრავს კომპანიის მენეჯერი.

რაც შეეხება ლამინირებულ კარ-ფანჯრების ფასების პოლიტიკას მისი ფერზე დამოკიდებულებით - სიმარტივისთვის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ლამინირებული ფანჯრის (ე.წ. ფერადი ფანჯრის) ფასი მეტია თეთრი ფერის ფანჯრის ფასზე ფიქსირებული პროცენტით.

მაგალითად - ცალმხრივი (შიდა ან გარე) ლამინაციის შემთხვევაში, ფასს ემატება 20-25%, ხოლო ორმხრივი ლამინაციის დროს - 40-50%.

თუმცა ეს არ არის ფასის განსაზღვრის ზუსტი მეთოდი, იგი შედარებით ზუსტი იყო მაშინ, როცა კარ-ფანჯრების კომპლექტაციაში შედიოდა მხოლოდ მინაპაკეტი, რომელიც დიდი ფასის სხვაობას არ იძლეოდა (ძირითად ირჩევდნენ ერთკამერიან ან ორკამერიან მინაპაკეტს).

ეხლა კი, როცა არსებობს პროფილების ახალი სისტემა, ახალი დეკორატიული ფერები და დაფარვის მეთოდები, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები მინაპაკეტების წარმოებაში, ფურნიტურის დამატებითი ოფციები და ა. შ - კარ-ფანჯრის ფასის დათვლა უფრო გართულებულია.

ასე რომ ფასზე ზეპირად პროცენტის მომატება არ გამოვა. სტანდარტული ლამინრებული კარ-ფანჯრის შემთხვევაშიც კი - ლამინირების ტიპზე დამოკიდებულებით (ცალმხრივი შიდა ან გარე, ორმხრივი) და არჩეული ფერის მიხედვით - თეთრ კარ-ფანჯარასთან შედარებით ფასნამატმა შეიძლება შეადგინოს - 10-110%.


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფორმა


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფორმადღესდღეობით, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის ფორმები იძლევა ფართო, შეიძლება ითქვას განუსაზღვრელ შესაძლებლობებს სასურველი ეფექტის დიზაინის მისაღებად.

ტრადიციული კვადრატული და მართკუთხა ფორმის გარდა, მეტალოპლასტმასის პროფილებისგან დამზადებული თანამედროვე ფანჯრები შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომისა და ფორმის:

მრგვალი;

სამკუთხედი;

ოვალური;

არკის ფორმის;

ტრაპეციული;

მრავალკუთხა;

ისრული;

და სხვა....

ინდივიდუალური ფორმის მეტალოპლასტმასის ფანჯრები საშუალებას იძლევა ინტერიერში შეტანილი იქნას სიახლის სხივი, გახადოს იგი უჩვეულო და ორგინალური.

პოლივინილქლორიდის მოქნილი პროფილის გაჭრითა და შედუღებით შესაძლებელია ნებისმიერი კონფიგურაციის ფანჯრის მიღება. თანამედროვე საწარმო მოწყობილობების გამოყენება კი უზრუნველყოფს ზომების მაღალი სიზუსტის პარამეტრებით ფანჯრების დამზადებას.

დღეს უკვე იშვიათობას აღარ წარმოადგენს სხვადასხვა სახის არასტანდარტული ვიტრაჟები, მეტალის ჩასმული დეტალები, გასწევი (გორგოლაჭებზე) ფანჯრები და კარებები, რაც ორიგინალურ ფერთან შეხამებით ხაზს უსვამს ფასადის არქიტექტურას, მის ინდივიდუალურობას.

არქიტექტორებისთვის და დიზაინერებისთვის გახსნილია ფართო შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ და ფანჯრის ბლოკების ჰარმონიული პროპორციები სრულყოფილად შეუხამონ შენობის ფასადს.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფორმა 2სულ უფრო ხშირად გამოიყენება პანორამული იერსახე, რომელიც მიიღება მეტალოპლასტმასის კონსტრუქციების ფართო ელემენტების გამჭოლობით, რასაც ხელს უწყობს კარებისა და ფანჯრების დიდი ზომის საგდულების მარტივი მართვა.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების გასაწევი სისტემები გამოიყენება ტერასებისთვის, ვერანდებისთვის, აივნებისთვის და ა.შ. სადაც არ არის სრული ჰერმეტულობის აუცილებლობა (ე.წ. „ცივი შემინვა).

თუმცა სულ უფრო პოპულარულია გასაწევი სისტემების ე.წ „თბილი შემინვა“. მატალოპლასტმასის ამგვარი კონსტრუქცია გამოიყენება ნებისმიერ შენობაში და პირობებში: კოტეჯები, საბავშვო დაწესებულებები, აგრეთვე საოფისე და არასაცხოვრებელ ნაგებობები.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია იმგვარი მეტალოპლასტმასის ფანჯრის ბლოკების დამზადება, რომელიც საშუალებას იძლევა განმეორებული და აღდგენილი იქნას ძველი სტილის ისტორიული შენობების ფასადები და შემინვები, რაც ადრე შეუძლებელი იყო.


ფანჯრის დიზაინის სხვა დეტალები:


სახელურებისა და ანჯამების ფორმა და ფერისახელურებისა და ანჯამების ფორმა და ფერი - დღესდღებით, სამომხმარებლო ბაზარზე ფართოდაა წარმოდგენილი დიდი რაოდენობით აქსესუარები და ფურნიტურა, რომელიც შეიძლება შეეხამოს ნებისმიერი კარ-ფანჯრის დიზაინს.

მწარმოებლებს წარმოდგენილი აქვთ  მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის სხვადასხვა ფორმის სახელურების ფართო ფერთა პალიტრა.

სახელურებისა და ანჯამების  მრავალფეროვანი შეფერილობა გამოცოცხლებს სამზარეულოს ინტერიერს, ბავშვთა ოთახს ან აგარაკს.

ფერები შეიძლება იყოს აბსოლიტურად გასხვავებული: თეთრი, ალუმინი, ბრინჯაო, ოქროსფერი, ყავისფერი, ბეჟი და ა.შ, რაც საშუალებას იძლევა შესაფერისად გაფორმდეს სამუშაო კაბინეტები, სასტუმრო ოთახები, საოფისე შენობები.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფანჯრის პროფილები შეიძება იყოს ცალმხრივად, ან ორმხრივად ლამინირებული - ფასადის მხარეს - სხვა და განსხვავებული ფერი - შენობის შიგნითა მხარეს.

ამიტომ, შესაბამისი ფერის უნდა შეირჩეს კარის სახელურებიც - თუ ლამინირება ხის იმიტაციისაა - ყავისფერი, კარამელისფერი ან ბრინჯაოსფერი და ა.შ. თუ ფანჯარა პასტელის ფერებშია - ალუმინისფერი, ბეჟი, თეთრი, ვერცხლისფერი და ა.შ.

ერთი სიტყვით, არჩევანი დიდია და ნებისმიერი ფერისა და ფაქტურის კარ-ფანჯრისთვის შეიძლება შეირჩეს შესაფერისი ფერის სახელურები და ანჯამები.

მინაპაკეტი დიზაინში - ფერადი მინა, გამოიყენება დეკორაციად, მოაჯირებზე, ფასადებზე, აივნებზე სახლის შიდა დიზაინებში და სხვა…

ეს მინა შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე, სარკისებრი და ა.შ.

ფერადი და სარკისებრი მინები სულ უფრო ხშირად გამოიყენება თანამედროვე მინაპაკეტებში, როგორც ჩვეულებრივი, სტანდარტული მინაპაკეტების ალტერნატივა.

დეკორატიული თვალსაზრისით სულ უფრო ხშირად გამოიყენება ტონირებული მინა ან დეკორატიული ტრიპლექსი.

ფერთა მრავალფეროვანი გამა საშუალებას იძლევა აირჩეს მინის ისეთი შეფერილობა, რომელიც იდეალურად შეეხამება ინტერიერის საერთო დიზაინს.

მამკვრივებელი რეზინის ფერი - მამკვრივებელი რეზინი ძირითადად შეიძლება იყოსა სამი ფერის:

შავი - ავსებს ფერადი და ღია პროფილებისგან დამზადებული კარ-ფანჯრის დიზაინს, გამოიყურება შესანიშნავად და საინტერესოდ გამოიყურება როგორც კონტრასტული გადაწყვეტილება - თეთრი ფერის ჩარჩოებისთვის.

ნაცრისფერი - წარმოადგენს უნივერსალურ ფერს. იგი უპრეტენზიოდ გამოიყურება ფერადი პროფილების როგორც მუქი ასევე ღია ფერის ტონებზე.

თეთრი - შესანიშნავად გამოიყურება არა მხოლოდ ღია ფერის პროფილებისთვის, არამედ კარგად ეხამება ფერად და ხის იმიტაციის მქონე ლამინირებულ პროფილებს.


როგორ ავირჩიოთ ფანჯრის რაფა


როგორ ავირჩიოთ ფანჯრის რაფაფანჯრის რაფა ინტერიერის ნაწილია, რომელსაც მრავალრიცხოვანი ფუნქციები გააჩნია: მთავარი რა თქმა უნდა მისი გარეგნული იერსახეა. უვარგისი მასალისგან და უგემოვნოდ გაკეთებულმა რაფამ. შეიძლება გააფუჭოს ყველაზე ძვირადღირებული და ხარისხიანი მეტალოპლასტმასის (და არა მარტო) ფანჯრის დიზაინი.

ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილები, ადამიანები პატარაობიდან ეცნობიან გარე სამყაროს, დიდობაში კი ასევე რაფაზე დაყრდნობილი ტკბებიან ხედებით.

ფანჯრის რაფას ხშირად იყენებენ როგორც თაროს, მცენარეების დასადებად, შესაძლებელია მასზე დაშვებული იყოს ფარდები, ზოგჯერ ფანჯრის რაფა ოჯახის ცხოველების საყვარელი ადგილია, შეიძლება რაფაზე დაჯდომა და დაწოლაც კი (თუ ის ფართოა) და ა.შ.

ჩვეულებრივ, მეტალოპლასტმასის ფანჯრების შეძენის დროს, ძალიან აქტუალურია საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ფანჯრის რაფა.

დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა მასალებსგან დამზადებული ფანჯრის რაფების უზარმაზარი არჩევანი. ყველაზე გავრცელებული მასალებია:

პლასტმასი;

ბუნებრივი ქვა (გრანიტი, მარმარილო, ონიქსი);

ხელოვნური ქვა;

ხე,

"მდფ" (მერქნის მცირე დისპერსიული ფრაქცია);

“დსპ“ (მერქან ბურბუშელოვანი ფილა);

და სხვა...

როგორც ხედავთ, არჩევანი დიდია, მაგრამ კონკრეტულად რომელ მასაალით დამზადებულ ფანჯრის რაფაზე უნდა გაკეთდეს არჩევანი?

პლასტმასის რაფა - საკმაოდ ხელმისწვდომი ნაკეთობაა. პოლივინილქლორიდისგან დამზადებულ რაფას ეკვრება სპეციალური თერმო ლენტა. რაფაზე სურათი შეიძლება იყოს ფანჯრის ფერის იდენტური, ან შექმნას ქვისა და ხის იმიტაცია.

საკუთარი კონსტრუქციის წყალობით (შედგება რამდენიმე კამერისგან) პლასტმასის რაფა საკმაოდ მტკიცეა, გააჩნია კარგი სითბოსა და ნესტის იზოლაცია. თუმცა რა თქმა უნდა სიმტკიცით იგი ვერ შეედრება ბუნებრივ, ან თუნდაც ხელოვნურ ქვას, ამიტომ მასზე ჩამოჯდომა არ არის რეკომენდებული.

პოლივინილქლორიდის რაფას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, მასზე არ მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები.

რაც შეეხება ასეთი რაფის მონტაჟს, იგი არ არის რთული და არ მოითხოვს სპეციალურ ხელსაწყოებს. მისი დამონტაჟება შეიძლება იგივე მოწყობილობებით, რითაც მონტაჟდება მეტალოპლასტმასის ფანჯრები.

პლასტმასის რაფა შესანიშნავად ეხამება როგორც პოლივინიქლორიდის მეტალოპლასტმასის, ასევე ხის ფანჯრებს. საჭიროა მხოლოდ შესაფერისი ფერის შერჩევა.

პლასტმასის რაფა მოუხდება ნებისმიერ ინტერიერს მისი მრავალფეროვანი ფაქტურისა და ფერების გამო.

ბუნებრივი ქვის რაფა - ნატურალური ქვები, ისეთი როგორიცაა გრანიტი და მარმარილო, გამოირჩევა ბუნებრივი სილამაზით და ფაქტურების მრავალფეროვნებით. ამ თვისებების გამო თითეული ამგვარი მასალით დამზადებული რაფა ექსკლუზიურია.

ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული რაფები შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს, გამოიყურება ლამაზად, ესთეტიურად და მდიდრულად.

ყველაზე მტკიცედ მიიჩნევა გრანიტის რაფა. თუმცა იგი კარგად იზიდავს რადიაციას და სანამ ასეთ რაფას შეიძენთ, მოითხოვეთ სერთიფიკატი, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი უსაფრთხოა.

მარმარილო, რომელიც გამოიყენება ფანჯრის რაფების დასამზადებლად, აბსოლიტურად უსაფრთხოა, თუმცა საკმაოდ რბილია და არის ისეთი მტკიცე და ამტანი ნაკაწრების, ნაპრალების, დარტყმის და სხვა მექანიკური ზემოქმედების მიმართ, როგორც გრანიტი. ამ დეფექტების რესტავრაცია კი შემდგომში საკმაოდ რთული პროცესია.

ონიქსი ნატურალური ქვაა, რომელსაც თითქმის ისეთივე თვისებები აქვს, როგორც გრანიტს. ონიქსისთვის დამახასიათებელი განსხვავებაა ის, რომ იგი ატარებს შუქს, რაც საშუალებას იძლევა ექსკლუზიურად გააფორმოთ ფანჯარა ისე, რომ მოაწყოთ რაფის განათების ორგანიზება.

ხელოვნური ქვის რაფა - რა ლამაზიც არ უნდა იყოს ბუნებრივი, ნატურალური ქვა, ხელოვნური ქვისგან დამზადებულ ფანჯრის რაფას მასთან შედარებით გააჩნია უდავო უპირატესობა.

ხელოვნური ქვა, თითქმის არ განსხვავდება ბუნებრივი ქვისგან - ხელოვნური ქვის ფანჯრის რაფის ტექნიკური და ფიზიკური თვისებები ისეთივეა.

სპეციალური საღებავების საშუალებებით კი ხელოვნურ ქვაზე ქმნიან მრავალფეროვან და ორიგინალურ მოხატულობასა და ნახჭებს, რომლის მიღწევაც ბუნებრივ ქვაზე შეუძლებელია.

ხელოვნური ქვა შესანიშნავად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს, ცეცხლგამძლეა და არ ხუნდება.

ხელოვნური ქვისგან დამზადებული ფანჯრის რაფები შეიძლება ჩამაგრდეს (ჩაწებდეს) უნაწიბურო ზედაპირებში, ამიტომ იგი შეუცვლელია ერკერეული (ფანარის ტიპის - ფასადური სიბრტყიდან გამოწეული) რაფებისთვის.

ხის რაფა - ხე ყველაზე პოპულარული და ტრადიციული მასალა, რომლისგანაც უძველესი დროიდან ამზადებდნენ და ეხლაც ამზადებენ ფანჯრის რაფებს.

ხის რაფები მზადდება როგორც მასიური ხისგან, ასევე შეწებებული ხის დეტალებისგან 

ხის მასალას, რომლისგანაც მზადდება ფანჯრის რაფა, წინასწარ აშრობენ და ამუშავებენ ანტისეპტიკებით. ამის შემდეგ კი მასალას ფარავენ ლაქით, საღებავით ან ემალით.

ხის რაფები, რომლებიც დამზადებულია ძვირფასი, ჯიშიანი ხისგან, იფარება სპეციალური ზეთებით და ცვილით, რომელიც არა მხოლოდ იცავს, არამედ ხაზს უსვამს ხის სტრუქტურას.

პოპულარობის მიხედვით ხის მასალებში გამოირჩევა ნაძვის, ფიჭვის, კედარის მასალისგან დამზადებული ხის რაფები, მათი სილამაზის და შედარებით დაბალი ღირებულების გამო. თუმცა, ამ მასალებისგან დამზადებული ფანჯრის რაფები ადვილად დეფორმირდება. ნაკლებად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს და ნესტს.

უფრო ხარისხიანად მიიჩნევა: მუხა, რცხილა, ალუბალი, წიფელი, იფანი (კოპიტი), ეს მასალა გაცილებით მტკიცე და ხარისხიანია, თუმცა შესაბამისად მაღალია მათი ფასი.

და ბოლოს, ექსკლუზიური მასალებისგან: წითელი ხე, შავი ხე და მერანტი - ამ ხის მასალისგან დამზადებული ფანჯრის რაფები ყველაზე ძვირფასი და ხარისხიანია.

ხის რაფა, რომელიც დამზადებულია მასიური ხისგან, ძვირი სიამოვნებაა. მისი თვითღირებულების შესამცირებლად იყენებენ ხის წებოს.

შეწებება ხდება მაღალ ტემპერატურაზე მაღალი წნევის ქვეშ და თუ ამ დროს დაცული იქნა ყველა ტექნოლოგიური პროცესი, შეწებებული ხის დეტალებისგან დაზადებული რაფები ხარსხით და გამძლეობით არ ჩამოუვარდება მასიური ხისგან დამზადებულ რაფებს, ზოგიერთი მათგანი კი პარამეტრებით აღემატება კიდეც მათ (მაგალითად დეფორმაციის მიმართ გამძლეობით).

ფასის მიხედვით, ხის მასალისგან დამზადებული ფანჯრის რაფები წარმოადგენს ოქროს შუალედს პლასტმასის და ქვის ფანჯრის რაფებს შორის.

მდფ და დსპ ფანჯრის რაფები "მდფ" და “დსპ“ ფანჯრის რაფები - ბოლო დროს პოპულარობა მოიპოვა ისეთი მასალებისგან დამზადებულმა ფანჯრის რაფებმა, როგორიცაა -  „მდფ“ (მერქნის მცირე დისპერსიული ფრაქცია) და „დსპ“ (მერქან ბურბუშელოვანი ფილა).

ეს მასალები - ლამინირებული ან მელამინირებული (მელამინით დაფარული) გამოიყურება ლამაზად და ახდენს ქვის, ან ხის იმიტაციას.

თუმცა ამ მასალებით დამზადებული ფანჯრის რაფის დამცავი შრის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა მასში შეაღწიოს ნესტმა და რაფა გაიბეროს და საკუთარი დანიშნულებისთვის უვარგისი გახდეს.

მაგრამ, თუ ფანჯრის რაფა დამზადებულია ხის გასუფთავებული ნათალისგან (ბურბუშელისგან) - ვერცალიტი (Werzalit), ამ პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებულ მასალას გააჩნია საფარი, რომელსაც აქვს ხუთმაგი დამცავი შრე.

ამიტომ ასეთი მოდელის ფანჯრის რაფები ნესტგამძლეა, დიდხანს ინარჩუნებს სიმტკიცეს და პირველად ფერს.

ვერცალიტისგან (Werzalit) დამზადებული ფანჯრის რაფები ნორმალური გადაწყვეტილებაა როგორც ხის, ასევე მეტალოპლასტმასის ფანჯრის რაფების დასამზადებლად.

პს. ფანჯრის რაფების შერჩევის პროცესს უნდა მიუდგეთ პასუხისმგებლობით. გახსოვდეთ, რომ თქვენ ირჩევთ არა ერთი დღით, არამედ იგი უნდა გემსახუროთ მრავალი წლის განმავლობაში.

ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი ფანჯარა მიმზიდველად გამოიყურებოდეს და ჰქონდეს ლამაზი, ხარისხიანი და მტკიცე რაფა, არ ღირს მასზე ეკონომიის გაკეთება, რათა თქვენი ფანჯრის არშია სიამოვნებას განიჭებდეთ ხანგრძლივ პერსპექტივაში.


ფანჯრის ფერდოები („ატკოსები“)


ფანჯრის ფერდოები („ატკოსები“)ბევრ კარ-ფანჯრის დამმონტაჟებელს ძალიან არ უყვარს ფანჯრის ფერდოებთან (ე.წ. ატკოსებთან“) მუშაობა, რადგან ეს პროცესი საგრძნობლად ანელებს მონტაჟის დროს.

თუმცა, გამოსავალი არსებობს, რადგან თანამედროვე სამშენებლო მასალები საგრძნობლად ამარტივებს „ატკოსების“ გასწორების საქმეს.

დღესდღეობით, ძალიან ბევრი ადამიანი ცვლის ძველ ხის ფანჯრებს ახალი, მეტალოპლასტმასის ფანჯრებით. სწორედ ამ პროცესში, ძალიან ხშირად ზიანდება ფანჯრის ფერდოების („ატკოსები“) და რაფის ნაწილი.

ფერდოების აღსადგენად კი ადამიანების უმეტესობას სპეციალურად აღარ მოჰყავს სპეციალისტი და დამოუკიდებლად ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. ძირითადად ამის გაკეთება შელესვა- მობათქაშებით და შემდეგ შეღებვით ხდება.

ფანჯრის ფერდოებს („ატკოსებს“) აქვთ არა მხოლოდ ვიზუალური, დეკორატიული ფუნქცია, არამედ იგი იცავს შენობას სიცივის შეღწევისგან, ორიპირი ქარისგან და ა.შ.

განვიხილოთ თუ ფანჯრის ფერდოების მოპირკეთების რა მეთოდები არსებობს და რა მასალები შეიძლება იქნეს ამისთვის გამოყენებული:

შეღებვა-მობათქაშება -  საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც დროს მოითხოვს - რამდენიმე დღიდან - რამოდენიმე კვირამდე. მიუხედავად ამისა,  ბათქაში ყველაზე მყარ მასალად მიიჩნევა.

ბათქაშის ხსნარით მუშაობის დაწყებამდე, აუცილებელია ფანჯრების დაფარვა სამონტაჟო წებობანი ლენტის („სკოჩი“) ლენტის საშუალებით, რათა არ მოხდეს ფანჯრის შიგნით ცემენტის მტვრის შეღწევა, რამაც შესაძლოა ფანჯრის გაღება-დაკეტვის მექანიზმი დააზიანოს.

ბათქაშის ნაზავი მზადდება პროპორციით 1 : 3 (ცემენტი და სილა). წყალი ემატება იმ რაოდენობით, რომ ნაზავი არ ჩამოიღვენთოს ზედაპირიდან.

მობათქაშების დროს, ტემპერატურა შენობაში უნდა იყოს 15-25 გრადუსი, ხოლო ტენიანობა არ უმდა აჭარბებდეს 70%-ს.

ამის შემდეგ, ბათქაში უნდა გასწორდეს, შემდეგ გაშრეს, ბოლო ოპერაცია კი არის ფითხიტ გალესვა - შეფითხნა (ე.წ. „გაშპაკლვა).

ამგვარი მეთოდით ფერდოს მოპირკეთების მინუსი, გარდა იმისა, რომ შრომატევადი პროცესია, არის ის, რომ იგი ატარებს შენობაში სიცივეს.

თაბაშირ-მუყაო (ე.წ. „გიფსოკარდონი“) - პირველ რიგში, თაბაშირმუყაო უნდა იყოს ნესტგამძლე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასში ტენის შეღწევის შედეგად შეიძლოება გაჩნდეს ობი.

თაბაშირ - მუყაოთი ფერდოების მოპირკეთება გამოირჩევა სისწრაფით, მოხერხებულობით და სიმარტივით.

ხშირად გამოიყენება იქ, სადაც არის დიდი ღიობები. მონტაჟს დროს თაბაშირ მუყაოს ჭრიან სასჭირო ზომებზე. გაკვრამდე კი რეკომენდებულია მათ ქვემოთ სპეციალური ქაფის შემცველი ლენტის ან პენოპლასტის დაყენება.

თაბაშირ-მუყაოთი მოპირკეთებული ფერდო შეიძლება გაფორმდეს ნებისმიერი ხერხით - შეიღებოს, დაეწებოს სარეცხი შამპუნი ან თვითწებვადი ლენტი და ა.შ.

ფანჯრის ფერდოების (ატკოსების) თაბაშირ-მუყაოთი მოპირკეთების უარყოფითი ფაქტორია ის, რომ დროთა განმავლობაში საჭიროა მისი რემონტი, რადგან ნესტი არღვევს და აზიანებს მასალას.

პლასტმასის პანელები - ყველაზე პოპულარული მასალაა, რომელიც გამოიყენება ფანჯრის ფერდოების მოსაპირკეთებლად.

პოპულარობის მიზეზია ის, რომ მასალა არ არის ძვირადღირებული, დამონტაჟება ადვილია, ხოლო გარეგნული იერ სახე საკმაოდ ეფექტურია.

არსებობს ლამინირებული პლასტმასის ფერდოებიც, რომელიც ეფექტურია არა მხოლოდ მეტალოპლასტმასის. არამედ ხის ფანჯრების ფერდოების მოსაპირკეთებლად.

ძირთადად გამოიყენება ორი სახის პლასტმასის პანელები: მასიური პლასტმასის პანელები და სენდვიჩ პანელები.

ფანჯრის ღიობს ფითხავენ („შპაკლავენ“), აყენებენ თბოიზოლატორს და შემდეგ ამონტაჟებენ პლასტმასის პანელს (სამონტაჟო ქაფზე). პირაპირებს ამუშავებენ სილიკონით.

სენდვიჩ-პანელები - ზოგიერთ შემთხვევაში, ფანჯრის ფერდოების (ატკოსების) მოპირკეთება ხდება სენდვიჩ პანელებით. 

ფანჯრის ფერდოებისთვის განკუთვნილი სენდვიჩ პანელი წარმოადგენს სამშრიან პანელს, რომლის ორი გარე შრე წარმოადგენს დეკორატიულ პლასტმასს, ხოლო შუა შრე მათბუნებელს (პენოპოლისტიროლი).

მასალა, რომელიც გამოიყენება მათბუნებლის სახით, შეიძლება იყოს ორგვარი: ადვილად აქაფებადი ან ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლი.

პლასტმასს, რომლითაც მოპირკეთებულია სენდვიჩ პანელი, გააჩნია ფერთა პალიტრის ფართო არჩევანი, ამიტომ საკუთარი ფანჯრის ფერდოების მოსაპირკეთებელი პანელის ფერის შერჩევა არ წარმოადგენს სირთულეს.

პლასტმასის სენდვიჩ პანელები ფანჯრის ფერდოების მოპირკეთების ყველაზე ოპტიმალურ არჩევნად მიიჩნევა.

ამგვარი პანელებით მოპირკეთებული მეტალოპლასტმასის და ხის ფანჯრების ფერდოები („ატკოსები“): მიმზიდველად გამოიყურება, მონტაჟის დროს არ სჭრდება სპეციალური მოწყბილობები, კარგად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს (არ იყინება და არ ზიანდება ყველაზე მკაცრი ყინვების დროს), უძლებს ნესტს (ფანჯრის მინაზე არ გროვდება კონდენსატი), არ ლპება, გააჩნია ხმაურის კარგი იზოლაცია, არის მტკიცე და ძლებს ხანგრძლივი წლების განმავლობაში.

თუმცა პლუსების გარდა, სენდვიჩ პანელებს გააჩნია მინუსებიც: იგი ვერ უძლებს ძალიან მაღალ ტემპერატურას, მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შესაძლოა მისი გახუნება.

მისი მონტაჟი ძალიან მარტივია - წინასწარ მაქსიმალურად სუფთავდება ფანჯრის ფერდოები („ატკოსები“) და ხდება ყველა სიცარიელის ამოვსება.

შემდეგ იზომება ფერდოები („ატკოსები“) და გამოიჭრება შესაბამისი ზომის სენდვიჩ პანელები. ამის შემდგომ, იწყება მონტაჟიც - პიოველ რიგში, პირველადი - U ან ჟ ფორმის პროფილები მაგრდება ფანჯრის ზემოთ, ხოლო შემდეგ გვერდებზე, ხოლო ამ პროფილებში უკვე ჩაისმება პანელები მცირე დახრით

შოვების ამოვსება ხდება სამონტაჟო ქაფით, ხოლო თავად პანელების დამაგრება თხევადი ლურსმნით - ჯერ მონტაჟდება წინა პანელი, ხოლო შემდეგ ამგვარადვე მაგრდება გვერდითა პანელები.

ხისა და კორპის მასალა - ხის ფერდოების („ატკოსების“) დასამზადებლად გამოიყენება შეწებებული ხის დეტალები, რომლებიც ნესტისა და გარემო ფაქტორებისგან დაცვის მიზნით, დამუშავებულია სპეციალური ხსნარით.

ხის მასალა ძირითადად გამოიყენება ხის ფანჯრების ფერდოების („ატკოსების“) დასამზადებლად. სასურველია ფერდოების მასალა დამზადებული იყოს იგივე ხისგან, რომლისგანაც დამზადებულია თავად ფანჯარა (მაგალითად - წაბლის ხის ფანჯრებს გაუკეთდეს წაბლისგანვე დამზადებული ფერდოები („ატკოსები“).

ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაემთხვეს ფერი და შეიქმნას კარგი ვიზუალური სურათი.

ხისა და კორპის მასალა ფანჯრების დიზაინიხის ფერდოების („ატკოსების“) დადებითი თვისებებებია ის, რომ იგი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, გააჩნია ექსპლუატაციის საკმაოდ ხანგრძლივი ვადა, აქვს ფრების შერჩევის ფართო გამა, ვიზუალურად ლამაზია და გამძლეა დეფორმაციის მიმართ.

მათი უარყოფითი მხარე ფაქტიურად მხოლოდ მაღალი ფასია და სხვა არაფერი.

კიდევ ერთი მასალა, რომელიც გამოიყენება ხის ფანჯრების ფერდოების („ატკოსების“) დაამზადებლად არის კორპი.

ფერდოებში ქვედა ფენად კეთდება თაბაშირ მუყაო, ხოლო ფასადის მოპირკეთება ხდება მუხის კორპით. ამის შედეგ კორპს ესმება ლაქი, ზეთი ან ცვილი. მართალია ასეთი ფერდოები („ატკოსები“) იშვიათად გამოიყენება, მაგრამ აქვს ძალიან ლამაზი, ორიგინალური იერ-სახე და კარგი ფიზიკური თვისებები (თბოიზოლაცია, ნესტგამძლეობა).

მისი მინუსია მასალის სირბილე (სუსტია მექანიკური ზემოქმედების მიმართ) და საკმაოდ მაღალი ფასი.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ