წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 12219 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

პირველი პროცედურა

გაკვეთილის დაწყების წინ მასწავლებელი პატარებს ესაუბრება ბუნებაზე, ხე–მცენარეებზე, მათს მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე ესთეტიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით.

შემდეგ გამოყოფს ხის ერთ–ერთ გამოსახულებას და აწარმოებს სასწავლო–მეთოდურ მუშაობას.

პედაგოგი უჩვენებს ბავშვებს ხის გამოსახულებას და ეკითხება ჯგუფს: რა არის ამ სურათზე (სახელმძთვანელოს ამ გვერდზე) დახატული? სავარაუდო პასუხი: აქ ხატია ხე; ეს არის ხე; ამ გვერდზე დახატულია ხე.

რამდენიმე ბავშვს ამეორებინებს, თუ რას ხედავენ ამ სურათზე და დაფაზე გააკრავს მას.

შემდეგ პედაგოგი ჯგუფს უჩვენებს დაწერილ სიტყვას „ხე“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ხე“. დაფაზე გაკრულ სურათზე კი ხატია ხე (სიტყვა ხეს მოათავსებს ნახატი ხის ქვეშ). რა წერია ქვემოთ?
სავარაუდო პასუხი: აქ წერია „ხე“; ქვემოთ წერია „ხე“. აქ რა ხატია (მიუთითებს პედაგოგი გამოსახულებაზე)?
აქ ხატია „ხე“ (ამეორებინებს ჯგუფიდან ბავშვებს და შემდეგ მთელს ჯგუფს).

დიახ, უდასტურებს პედაგოგი , აქ ხატია ხე, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ხე“. ამ პროცედურის მიზანია ნახატისა და ნაწერის გარჩევა.

 

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა ნახატებისა და წარწერების საშუალებით - ხე

ხე

 

მეორე პროცედურა

 

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა - მეორე პროცედურა

 

ვარიანტი - ა

დაფაზე შეგიძლიათ გააკრათ ამ სურათების დიდი გამოსახულება. შეიძლება იმუშაოთ წიგნებშიც. პედაგოგი აწვდის ბავშვებს ნაწერ „ხეს“, რომლებმაც იგი უნდა მოათავსონ ნახატი „ხის“ ქვეშ.

წიგნში კი დავალება ასეთია: შეაერთე ნაწერი „ხე“ ნახატ „ხესთან“ ისრით ან თითით.

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - ვარიანტი

 


ვარიანტი - ბ

დაფაზე გააკარით ამ წარწერის დიდი გამოსახულება. აჩვენეთ ბავშვებს ნახატი „ხე“ და დაავალეთ, მოათავსონ ის ნაწერი „ხის“ ქვეშ.

შეცდომის შემთხვევაში - სხვა ბავშვს გაასწორებინეთ. მთელი გჯუფი ამუშავეთ წიგნებში. მიეცით დავალება: ისრით ან თითით შეაერთონ ნახატი „ხე“ წარწერა „ხესთან“.

 

ხე მზე ჭა რძე ია



მესამე პროცედურა

თამაში „აკვარიუმი“

მასწავლებლის მაგიდაზე დევს გამჭვირვალე მინის აკვარიუმი. მასში ამჯერად მხოლოდ ერთი მუყაოს ფირფიტაა ჩაგდებული წარწერით „ხე“.

ბავშვი ხელით ან „ანკესით“ (მაგნიტიანი პატარა ჯოხით) ამოიღებს მას, წაიკითხავს, მაგნიტურ დაფაზე გაკრულ ნახატებს შორის შეარჩევს შესაბამის სურათს და ათავსებს მის ქვეშ.

 

მესამე პროცედურა - თამაში აკვარიუმი

 

დავალება წიგნებში: აკვარიუმში ჩადებულ მუყაოს, რომელსაც აწერია „ხე“, და ქვემოთ მოცემულ ნახატებს შორის ბავშვებმა უნდა შეარჩიონ წარწერის შესაბამისი სურათი და გაავლონ ისარი ან „შეაერთონ“ თითით.

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - ვარიანტი

 

მეოთხე პროცედურა

მეოთხე პროცედურა ცოდნის განსამტკიცებელი სამუშაოა. პედაგოგს მაგიდაზე უწყვია ნახატები; შესაბამისად, დაფაზე მოთავსებულია ნაწერები. მასწავლებელი გამოიძახებს ერთ - ერთ ბავშვს მაგიდასთან და ეუბნება, რომ ამათ შორის ამოირჩიოს ხის სურათი და ქვეშ დაუდოს შესატყვის ნაწერს.

შემდეგ შეიძლება სიტუაციის შეცვლა საპირისპიროდ - დაფაზე ათავსებს ნახატებს, მაგიდაზე კი - ნაწერებს. გამოძახებული ბავშვიც შესაბამისად ირჩევს ტექსტებიდან „ხის“ წარწერიან მუყაოს და მოათავსებს შესატყვისი გამოსახულების ქვეშ.

 

მეხუთე პროცედურა

პედაგოგი დაფაზე გამოყენებული სიტყვების გვერდით ახალ სიტყვებსაც მოათავსებს და მასში შეერევა ნაწერი „ხე“. ბავშვს (ან ბავშვებს - სახელმძღვანელოში) ევალება ამ სიტყვებიდან უკვე ნაცნობი სიტყვის ამორჩევა.

მაგ.: ამოირჩიე ნაწერი „ხე“ და წაიკითხე ხმამაღლა. წიგნში თითი დაადე ნაცნობ სიტყვას და წაიკითხე ჯერ ხმამაღლა, შემდეგ - ჩუმად.

 

ჩაი მზე ხე კუ ძმა

 

მეექვსე პროცედურა

პედაგოგი დაფაზე დებს მხოლოდ ნასწავლ სიტყვას „ხე“ და მთელს ჯგუფს ერთდროულად აკითხებს.

თუ ბავშვებმა სიტყვა ვერ წაიკითხეს, აღნიშნულ სიტყვას შესატყვის სურათთან ერთად კვლავ ათავსებს დაფაზე. როგორც ვხედავთ, ამ ბოლო პროცედურაზე ნახატი უკვე არ უნდა ფიგურირებდეს, მაგრამ იგი აუცილებლად შემოაქვს მასწავლებელს, თუ რომელიმე ბავშვს კითხვა შეეშლება.

მეცადინეობის დაწყების წინ უნდა შემოწმდეს, თუ ვინ იცის კითხვა. ასოების ცოდნა კარგია, მაგრამ მხოლოდ ასოების მცოდნე ბავშვი მკითხველ ბავშვად ვერ ჩაითვლება.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura