წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 6380 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მეცამეტე  გაკვეთილი დაეთმობა ნასწავლი სიტყვებიდან დარჩენილი ექვსი სიტყვის გამეორებას. ეს სიტყვებია: „ტყე“, „ლია“, „ძმა“, „ქვა“, „მთა“ და „რძე“.

დაფაზე მიმაგრებულია სურათები. მაგიდაზეც არეულად, გადაბრუნებულად აწყვია სიტყვები. თითოეულმა ბავშვმა უნდა აიღოს რამდენიმე ბარათი, წაიკითხოს სწორად და დადოს შესაბამისი სურათის ქვეშ.

შემდეგ პირიქით მოხდება განლაგება. დაფაზე გაიკვრება ნაწერები, მაგიდაზე კი დაეწყობა ნახატები. გამოძახებულმა ბავშვმა ნაწერებს სწორად უნდა მიუწყოს  შესაბამისი სურათები.

მომდევნო ეტაპზე პედაგოგი დაფაზე დაალაგებს (ან მიაკრავს) სურათებსაც და ნაწერებსაც, მაგრამ არეულად, არასწორად.

გამოძახებულმა ბავშვმა უნდა შეძლოს სწორად მოათავსოს სურათები და ნაწერები ერთად. ასე გაამეორებინებს მასწავლებელი ბავშვებს რამდენჯერმე, სანამ ყველა მათგანი არ შეძლებს დავალების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განსამტკიცებელი მეცადინეობის განმეორებაც.

სახელმძღვანელოში სამუშაო მიეცემა მთელს ჯგუფს: წაიკითხონ თითოეული წარწერა (სიტყვა), მოძებნონ მათი შესაფერისი ნახატი და შეაერთონ ისინი ისრით.  

 

პროზისა და პოეზიის ნიმუშები

(წაუკითხეთ თქვენს პატარებს!)

ბავშვების დაინტერესებისა და სამუშაო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვის მიზნით, პედაგოგი კვლავ პოეზიისა და პროზის ნიმუშებს შემოიტანს. პატარებიც, უფროსების დახმარებით, დაისწავლიან ლექსებს, მოისმენენ ზღაპრებს, მოთხრობებსა და ამბებს და ჩაერთვებიან შემაჯამებელი გაკვეთილების მსვლელობაში.

შეთავაზებთ  წინა „თამაშების“ ანალოგიურს. როდესაც ბარათს აიღებენ (რათა სიტყვა ამოიკითხონ და დაფაზე შესაბამისი ნახატი მოიძიონ ან - პირიქით), რა წარწერაც შეხვდებათ, შესაბამის თემაზე ლექსი ან რაიმე ამბავი მოუთხრონ თავიანთ ამხანაგებს.  

მოგაწოდებთ მცირეოდენ ინფორმაციას მე-12 დავალებაში შეტანილი რამდენიმე სიტყვის - ქვის, ძმის, მთის, ტყისა და ლიას  შესახებ, რაც ხელს შეუწყობს შემაჯამებელი მუშაობის შემოქმედებითად წარმართვას.

 

ქვა

ქვა იშვიათი მასალაა. პირველ რიგში ამშვენებს ზღვისპირეთსა და ხმელეთს. გამოიყენებოდა სახლებისა და ტაძრების, ციხე - სიმაგრეებისა და კოშკების მშენებლობაში. დღეისათვის დიდი ყურადღება ექცევა კერძო  ბინების, აგარაკების, ოფისების, ეკლესიების, რესტორნებისა თუ სასტუმროების ბუნებრივი ქვით მოპირკეთებას, რათა ნაგებობები იყოს თანამედროვე, მაგრამ შენარჩუნებული ჰქონდეს ტრადიციული, ეროვნული არქიტექტურული სტილი.

ეგვიპტის ფარაონები თავიანთ სამარხებს  დიდი ქვის ლოდებით აგებინებდნენ ჯერ კიდევ 30-40 საუკუნის წინ. ყველაზე დიდი ანსამბლი, გიზას უდაბნოში აგებული პირამიდებია.

ქვა შეიძლება აამეტყველოს  პოეტმა ან ხუროთმძღვარმა. გალაკტიონი ასე უმღეროდა ნიკორწმინდას, უნიკალური ჩუქურთმებით გამორჩეულ  მშვენიერებას:


ნიკორწმინდა*******
მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა.

ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა.

მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა

და ცით დაამშვენა  დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით,

ქარგით დამქარგავი ნაზი შუქურთმებით,

ნეტა ვინ აზიდა, ან როგორ აზიდა,

რა ხელმა აზიდა მაღლა ნიკორწმინდა!

რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი,

ჟღერს ქვის ჰარმონია - დარობს რამდი დარი.

კარგად გამოჰკვეთა, ვინაც გამოჰკვეთა,

სიბრძნით გამოჰკვეთა მძლავრი ნიკორწმინდა.

 

მესხეთ - ჯავახეთში ქვებს იყენებდნენ ტერასა - ყორეების გასაკეთებლადაც, სადაც დღეს მოსავალი მოჰყავთ. უწინ აქ ვაზი ხარობდა - თურმე.

ქვებს სამკაულადაც მოიხმარს ადამიანი. საინტერესოა ძვირფასი ქვების გეოლოგიური წარმოშობა. ისინი წარმოიქმნენ ძირითადად დედამიწის ქერქის ჩამოყალიბების და შემდგომ პერიოდში მიმდინარე პროცესების შედეგად.

ძვირფასი ქვების დამახასიათებელი თვისებებიდან აღსანიშნავია ელვარება, გამჭვირვალობა, სიმაგრე.

ძვირფასი ქვებია: ალმასი, საფირონი, ლალი, ზურმუხტი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, ოპალი, ძოწი, ფირუზი, მარგალიტი და ა.შ. ამ ძვირფასი ქვებიდან აკეთებდნენ და აკეთებენ სამკაულებს, ამკობდნენ სამეფო კაბებს, ძვირფას იარაღებს, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლებს, ხატებს, სახარებების ყდებს, ავეჯს...

 

ძვირფასი ქვებიარ დაეცეს ქვას

უღრან ტყეში მუხის ხეა, მუხის ხეზე - რკო,

დამწიფდა და სადაცაა უნდა მოსწყდეს რტოს,

მაგრამ ცოტა ეშინია არ დაეცეს ქვას,

ჰოდა, ზის და ელოდება: ვინ დაუფენს ხავსს?!

 

კაჭკაჭმა უთხრა ყვავსაო

კაჭკაჭმა უთხრა ყვავსაო,

აჰყევი გულის თქმასაო,

კაცი რომ დაიკუზება,

შენთვის აიღებს ქვასაო.

 

რძე

ჩვილი ბავშვები დედის რძით იკვებებიან.

ჭკვიანი უფროსები, როცა ჩვენთვის კარგი უნდათ, იტყვიან ხოლმე: „დედის რძესავით შეგერგოსო“!

მე დედა რძეს მაღაზიაში მყიდულობს და ყოველ დილით მასმევს. ზოგჯერ ჩაის მივირთმევ - ხოლმე.

რძეს, ძირითადად, ძროხა გვაძლევს. სვამენ აგრეთვე კამეჩისა და თხის რძესაც. რძისგან ამოყავთ ყველი, აყენებენ მაწონს, დღვებენ კარაქს და აკეთებენ არაჟანს.

 

რძე და მაწონიმაწონი

მაწონი მომწონს წყნეთისა,

წყალი არ უდგას წვეთიცა.

 

რძის ფლავი

ხან ცივია რძის ფლავი და  ხან - ქაფქაფა ცხელი,

ხანაც ქვაბში ჩარჩენილი,  ცხრა დღის წინანდელი.

რძის ფლავი ზოგს ცივი უყვარს, ზოგს - ქაფქაფა ცხელი,

ზოგსაც ქვაბში ჩარჩენილი,  ცხრა დღის წინანდელი.

 

*******
„ტყემ მოისხა ფოთოლი,

აგერ მერცხალიც ჭყივის,

ბაღში ვაზი ობოლი,

მეტის ლხენითა ტირის.

აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები,

ტყემ მოისხა ფოთოლიმამულო, საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები“?!

 

*******
„ტყეებს ნუ კაფავ ძმობილო,

ტყე გაშიშვლდება, ბრალია,

ია და ვარდი გახმება,

ფესვებს მოუთხრის ქარია..

ტყე შეუნახე შვილებსა,

მამა ხარ, შენი ვალია“!

 

*******
„ბაბუ ჩიტებში

რატომ გაგვცვალე,

ტყეში რა გზით და

როგორ მოხვედი,

სვანური კოშკინუთუ ტყე არის

შენი საძვალე,

მუხად ქცეული

სული კოლხეთის.“

 

*******
„მამას შაბათობაზე

ყოველ შაბათს მივყვები,

ტყეს ვაშენებთ,

იმ ტყეში

იცხოვრებენ ჩიტები . . . „

„ხევი მთას მონებს,

მთა - ხევსა,

წყალნი - ტყეს,

ტყენი - მდინარეთ,

ყვავილნი - მიწას

საქართველოს ტყეებიდა მიწა -

თავის აღზრდილთა მცენარეთ“.

 

*******
„კაცო, ტყეს რატომ მიფუჭებ,

შენი თუ მართებს ვალია?!

რატომ სჭრი დაუზოგავად?

რატომ გამიხდი შარია?

შენ თუ მარგილი გჭირდება,

ამ ტყისა რაღა ბრალია?!

ტყესაც აფუჭებ, მიწასაც,

არ მოვა მოსავალია...

ტყეს ნუ მიფუჭებ ძმობილო,

ტყე საქართველოს თვალია!“ 

 

მაროს წყარო

წყაროებიტყე გაზარდა მარომ,

ტყემ დაბადა წყარო,

რასაც წვდება წყალი,

ყველაფერი ხარობს.

ყველა ლოცავს მაროს

ვინც წყაროს წყალს ხმარობს,

ჩიტმაც უთხრა: - მარო

კარგი გოგო ხარო

 

*******
ზედაზნის ტყეებზე

ციმციმებს ვენერა,

ციმციმებს ვენერა,

ლურჯ სხივთა მფენელად,

ნაზ სხივთა მფენელად,

მკრთალ სხივთა მფენელად...


კოჭლმაჯამაკოჭლმაჯამა

საჩიტეს და

საბარტყეს,

ჩვენ ვაშენებთ

ახალ...

 

საყვარელი სამშობლო

„მე პატარა ქართველი ვარ,

კავკასიის მთების შვილი,

და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ - კახეთი, იმერეთი,

გურია და სამეგრელო,

- ყველა ჩემი სამშობლოა,

- საყვარელი საქართველო!

 

(ხალხური)

ვახტანგ მეფე„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,

ციდან ჩამოესმა რეკა,

იალბუზზე ფეხი შედგა,

დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“.

 

უცხო ჩვენება თოვლიან მთების

თოვლიან მთების შორეულ კალთებს

ყოველდღიურად

მზის ჩასვლის შემდეგ ნათელი ადგას

მარადიული...

გოლიათები ჭექენ და ქუხან

წარსულის ფერფლით...

საქართველოზე მოდის მაჰმად-ხან,

ქუდზე კაცს კრეფენ...

ლაშქარს მიუძღვის ხმალჩაუგები

ერეკლე მეფე...

დედა ენადა იმ მთებიდან

მძიმედ ეშვება თორღვა მთიული...

თოვლიან მთებზე ნათელი დგება

მარადიული...

 

სიმღერა

გვიყვარს, როგორც იავნანა,

როგორც ტკბილი ზღაპარი,

საქართველოს ცა და მიწა,

საქართველოს მთა - ბარი!

იგი ქვეყნის თვალი არის,

ზურმუხტ - ლალი ჰფენია,

ალაგ - წითელ, ალაგ - ყვითელ,

ალაგ - ალისფერია!

ანკი როგორ არ გვიყვარდეს

ხალხი სახელგანთქმული,

ვაჟკაცების დედაენა,

დედაენა ქართული!

წიწამურიდან საგურამომდეთუ მამებმა ააყვავეს

ველ-მინდვრები ბაღებით,

ჩვენც სამშობლოს ღირსეული

მემკვიდრენი გავხდებით!

რადგან ახლა ჩვენს მამულში

ხენიც, ქვანიც მღერიან...

ალაგ - წითელ, ალაგ - ყვითელ,

ალაგ - ალისფერია!

 

წიწამურიდან საგურამომდე

წიწამურიდა საგურამომდე

ეკლიანი და პატარა გზაა.

წიწამურიდან საგურამომდე

სიცოცხლის გავლა ნეტავი რაა?

წიწამურიდან საგურამომდე

დიდი მთები და უძირო ცაა.

 

ორი ღვთისნიერი ძმა

იყო ორი ძმა. უფროსს ცოლ - შვილი ჰყავდა. უმცროსი კი უცოლო იყო. ძმები გაიყარნენ და რაც კი ჰქონდათ, ყველაფერი შუაზე გაიყვეს. გაყოფის შემდეგ ერთი ძმის ხორბლის შესანახი ორმო კალოს აქეთ იყო, მეორისა - იქით. უფროსი ამოიღებდა თავის ორმოდან ხორბალს, უმცროსი ძმის ორმოში ჩაყრიდა და იტყოდა:

- მე ცოლ-შვილიანი ვარ, ჩემს ძმას კი არავის ჰყავს. ეს მისი იყოს, მან ჭამოსო.

უმცროსი ძმაც ამოიღებდა თავის ორმოდან ხორბალს და უფროსი ძმის ორმოში ყრიდა:

- მე მარტოხელა ვარ და ჩემი სარჩო, სადაც ვიქნები, ადვილი საშოვნელია. ჩემი ძმა კი ოჯახის პატრონია, მას უფრო მეტი სჭირდება და მისი იყოსო.

 

კეთილი ძმა

შემოდგომა იყო. გიგო პაპა მწიფე ვაშლს კრეფდა. სანდრო შორიდან უყურებდა. შეამჩნია ეს გიგო პაპამ, დაუძახა და ერთი დიდი გემრიელი ვაშლი მისცა. სანდროს ის-ის იყო უნდა ჩაეკბიჩა, რომ უცებ რაღაც გაახსენდა და შინისაკენ მოკურცხლა. სახლში მას ავადმყოფი და ჰყავდა.

დედილო, კეკეს ვაშლი ეჭმევა? - ჰკითხა სანდრომ  დედას.

როგორ არა, შვილო, - უთხრა დედამ. სანდრო მაშინვე თავისი დის ლოგინთან გაჩნდა და კეკეს ვაშლი გაუწოდა. პატარა სანდრო სიამოვნებით უყურებდა, როგორ იტკბარუნებდა ავადმყოფი პირს გემრიელი ვაშლით.

 

გაეზარდე საქართველოსპატარა ლიას  

ყველგან ია, ყველგან ვარდი

აღმოცენდეს, სადაც გევლოს,

კარგი საქმის საკეთებლად

გაეზარდე საქართველოს!

 

შეიყვარე

შენ იზარდე,

შენ იხარე,

შეიყვარე მამა-პაპა,

შენი კერა, შენი მხარე,

ვისაც თავის და-ძმა უყვარს

მეგობარსაც შეიყვარებს!

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura