წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 6222 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სეთი - ეგვიპტური ჰოროსკოპი

სეთი 28-31 მაისი, 1-18 ივნისი, 28-30 სექტემბერი, 1-2 ოქტომბერი 

 

ძველი ეგვიპტის ხალხებში სეთი თავისუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა. იგი იყო წყვდიადის, უდაბნოს, ქარშხლის, ომისა და აურზაურის მეფე. ეჭვიანობის გამო, მან საკუთარი ძმა ოსირისი მოკლა, თუმცა ოსირისის ცოლმა სეთმა, ანუბისისა და თოტის დახმარებით მისი გაცოცხლება შეძლო. ასეთი საქციელის გამო სეთი უდაბნოში იქნა განდევნილი. სხვა წყაროები კი იუწყებიან, რომ იგი გააგზავნეს ცაში, საიდანაც დიდი დათვის თანავარსკვლავედის სახით დაჰყურებს სამყაროს.

სეთს გამოსახავდნენ ადამიანის სახით, რომელსაც ტახის ან ვირის თავი ქონდა.  ეგვიპტელები მის კულტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

სეთის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ამბიციურები, საკუთარ თავში და სიმართლეში დარწმუნებული ადამიანები არიან. ისინი ხშირად გვევლინებიან პოლიტიკოსებად და  გვხვდებიან ხელისუფლების მაღალ ეშელონებში.

მათ განსაკუთრებულ ნიჭი აქვთ გამოიცნონ მომავალი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბედის ნიშნებს და მკითხავებს. სეთებს არ ეშინიათ წინააღმდეგობების, რადგან იციან, რომ მათი გადალახვა აუცილებელია და ამას აზარტით აკეთებენ. ისინი ვერ სწავლობენ წარსულ შეცდომებზე და ხშირად იმეორებენ მას. მუდამ აქვთ მოთხოვნილება წამოიწყონ რამე ახალი. შინაგან სიმშვიდეს კი შინაგან პარადოქსებთან ბრძოლით პოულობენ.

სეთებს ხშირად ეჩვენებათ, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ თავს. ვერ იტანენ შეზღუდვებს პროფესიულ, სოციალურ და სასიყვარულო სფეროებში. საკუთარი ეგოიზმით ისინი თავს იცავენ ისეთი მოვლენებისგან, რამაც შეიძლება დარტყმა მიაყენოთ. დროდადრო კი გაქცევასაც  ამჯობინებენ, რათა არ დაკარგონ თავისუფლება.

პირად ურთიერთობებში, სეთებს ძალიან უჭირთ საკუთარი ეჭვიანობის კონტროლი და შეგნებულად ირჩევენ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც თვალებს დახუჭავენ ასეთ თვისებაზე და მათ იმპულსურ მოქმედებას, მოწონებითაც კი შეხედავენ.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura