წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 3207 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ავჩარკაავჩარკა 12.01 - 31.01

ლამაზია, თუმცა მის სილამაზეს ცივი, მკაცრი ელფერი დაჰკრავს. უყვარს ძველებური სამკაულები, ბინდბუნდი და სუნამოების მსუბუქი სუნი. აგრეთვე ძველებური და დიდებული დღესასწაულები.

ავჩარკა კაპრიზულია, მასთან ურთიერთობა ერთობლივი ცხოვრების შემთხვევაში არც ისე ადვილია.

განვითარებული აქვს განკერძოებისა და განცალკევების გრძნობა, ამიტომ ხშირად დიდ კოლექტივშიც კი თავს მარტოსულად მიიჩნევს. ნაკლებად ექვემდებარება სხვის გავლენას, თუმცა იშვიათად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს. არ გამოირჩევა მჭევრმეტყველებით და მხიარულებით. ძალიან ამაყია, დაჟინებულია, როცა საქმე დასახული მიზნის მიღწევას ეხება.

სიყვარულში იშვიათადაა დაკმაყოფილებული, მომთხოვნი და სიტყვაძუნწია. იცის რა საკუთარი ღირსებების შესახებ, ყოველთვის სურს მეტი მიიღოს ცხოვრებისგან და ხშირად აღწევს კიდეც ამას. ხდება ხოლმე, როცა მას გონის დაკარგვამდე უყვარდება, ასეთ დროს მისი სიყვარული უსაზღვროა.

ძალიან ჭკვიანია, ფლობს ანალიტიკურ ნიშან-თვისებებს, მიდრეკილია მეცნიერებისადმი, თუმცა ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებას. ხდება ხოლმე, რომ მოღვაწეობს სფეროში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მის სპეციალობასთან და მიდრეკილებებთან, თუმცა საქმეს მთელი სერიოზულბით ეკიდება და გარკვეულ სიმაღლეებსაც აღწევს საკუთარი კეთილსინდისიერებისა და სკურპულიოზურობის ხარჯზე.

თუ ავჩარკა სხვადასხვა გადაწყვეტილებებს შორის არჩევანის წინაშე დგას, ყოველთვის ირჩევს ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას. შეიძლება ითქვას, რომ როგორც სხვებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის სირთულის შექმნა მათი მოწოდებაა.

ეთილშობილია, რაც არ უნდა მოხდეს, მასზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება, ნებისმიერ სიტუაციაში იგი ინაჩუნებს და არ კარგავს იმედსა და რწმენას.  იდი ყოველთვის დგას წვრილმანებზე მაღლა, მცირედ დაკმაყოფილებას კი ყოველთვის სრულ დაკმაყოფილებას ამჯობინებს.

ავჩარკას ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ტვინის ინტელექტუალური მარაგი, ანალიზისა და განსჯის უნარი, ლოგიკა, ასკეტიზმი.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura