წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 3375 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

დობერმანიდობერმანი    22.02 - 13.03

ახოვანია, გამოკვეთილი, მკვრივი აღნაგობით, ძლიერი სილუეტითა და სწორხაზოვანი ნაკვთებით. არის მასში რაღაც პირქუში, ბუნებისგან ბოძებული, რასაც ჯერ არ შეხებია ცივილიზაციის ხელი. თუმცა იგი არ არის მოკლებული სინატიფეს.

იგი მცირედითაც კმაყოფილდება, კარგად ეგუება ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც შეიძლება მოუწიოს ცხოვრებამ, შეუძლია ამავე დროს იყოს ბედნიერიც. მისი მომწიფება და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადყოფნა ძალიან სწრაფად ხდება.

არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას მიღწეულ წარმატებებს. არ ეძებს დიდებას და მატერიალურ კეთილდღეობას. ერთადერთი, რაც მას სურს არის ის, რომ იყოს ბედნიერი. ერიდება ყველაფერს, რამაც შეიძლება პრობლემების წინაშე დააყენოს.

უყვარს ზაფხული, მოგზაურობა, ცხოველები, თევზაობა და ნადირობა. არ უყვარს მარტოობა.

ცდილობს ისე მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, რომ მის ირგვლივ მუდმივად იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები. არ ხასიათდება სენტიმენტალურობით. ხშირად უხეშია და უხეშობით გულს ტკენს ხოლმე ახლობლებს, მაგრამ ამავე დროს არ არის მოკლებული სულიერ სითბოს.

მკაცრია, მაგრამ ამავდროულად მშვიდიც, სასიამოვნოა მის საზოგადოებაში ყოფნა. მასთან ერთად ყოფნა დამამშვიდებლად მოქმედებს.

დობერმანს უყვარს ოცნება და უფრო მიჰყვება ცხოვრების დინებას, ვიდრე ორგანიზებას უწევს მას. ხშირად არის ოცნებებში ჩაძირული და ფიქრებით სხვაგან იმყოფება ხოლმე. თავს არიდებს მწვავე დისკუსიებს მიუხედავად იმისა, თუ რა არის კამათის საგანი. მისი ხასიათის ელასტიურობა არის ის, რასაც ყველაზე მეტად ეძებენ და აფასებენ მასში.

ერთგულია საკუთარი სიყვარულის, მეგობრების, მოგონებების მიმართ. დობერმანის აყვარელი საქმიანობა ნებისმიერ თემაზე მსჯელობაა, რომელიც დალაგებული და აზრიანი აქვს. მისი ცხოვრება ძირითადად მშვიდად და სწორხაზოვნად მიმდინარეობს.

დობერმანის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია -  გრძნობების მუდმივობა, ლოიალურობა, რეფლექსურობა, ინტელიგენტურობა, ანალიტიკური ჭკუა, ლოგიკურობა.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura