მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5746 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბულდოგიბულდოგი    03.04 - 22.04

ძლიერი და ახოვანია, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოირჩევა ტანადობით, მაინც სოლიდურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. მართალია უყვარს და მიილტვის კომფორტისკენ, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში მზად არის ნებისმიერ არასასურველ გარემოს შეეგუოს.

აქვს კარგი ჯანმრთელობა, ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც სახლში. არ იცის რა არის მორცხვობა, დინამიურია, საკუთარ თავში დარწმუნებული, ყოველთვის აიძულებს გარშემომყოფებს, რომ ანგარიში გაუწიონ.

მგრძნობიარეა ხუმრობის მიმართ და საკუთარი პერსონიდან გამომდინარე არც თუ ისე კარგად ესმის იგი (რა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც).

შეუძლია სხვების მონუსხვა, მოულოდნელად სიურპრიზების გაკეთება. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მზადაა ამის მისაღწევად ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს. იგი თვლის, რომ სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას ბოლო სიტყვა.

შესანიშნავად აგვარებს ოჯახში წამოჭრილ რთულ პრობლემებს, თუმცა ვერ გრძნობ საშიშროებას, როცა იგი რეალურია. წინდაუხედავია, ხშირად ხვდება გაუთვალისწინებელ სიტუაციებში. ბუნებით ოპტიმისტია, ზოგჯერ კარგავს სიფრთხილის გრძნობას როგორც სამსახურებრივ, ასევე პირად საქმეებთან მიმართებაში.

მისი ნატურა მიდრეკილია ექსცესებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით დამოუკიდებელია, შეიძლება მოექცეს სხვისი ზემოქმედების ქვეშ. თუ მას მართავს გამოცდილი ხელი, შეიძლება სხვისი ნების აღმსრულებელ იარაღადაც კი იქცეს, თუმცა მიუხედავად ამისა, თავადაც შეუძლია მოახდეინოს სხვებზე ზემოქმედება.

სულითა და ხორცით ერთგულია იმ საქმის, რომელიც თავად აირჩია. შეუძლია იყოს როგორც გმირი, ასევე მსხვერპლი. ძალუძს სხვების წაქეზება, დაჟინებულია და მიეკუთვნება იმათ რიცხვს, ვინც ყოველთვის ყველაფერში მართალია.

მგრძნობიარე და სენტიმენტალურია, ახასიათებს გრძნობებით მიჯაჭვულობა,დიდი სერიოზულობით ეკიდება გრძნობებს, სიყვარული მისთვის ძალიან მნიშვნელიოვანია.

ინტელიგენტურია, ახასიათებს პრობლემების სინთეზური აღქმა, ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. ხშირად აქვს მიდრეკილება არტისტიზმისადმი, განსაკუთრებიტ მუსიკის სფეროში. აქვს რითმის შესანიშნავი გრძნობა. ძალიან უყვარს თავგადასავლები, მოძრავია, მისი ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია.

ბულდოგის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - იმპულსურობა, ოპტიმიზმი, ინტელიგენტურობა, დედუქციის ნიჭი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ