წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 3819 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ლაიკალაიკა    14.05 - 02.06

მელანქოლიური სილამაზით ლაიკა ძალიან მიმზიდველი და თავისებურია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარეგნული იერ-სახე არ განსაზღვრავდეს მის მომხიბვლელობას, მასში მაინც ყოველთვის შეინიშნება ფარული იდუმალება.

ლაიკა აღსავსეა გამოუცნობი აზრებითა და სურვილებით, რომელთა განსაზღვრა ზოგჯერ თავადაც არ შეუძლია. ძალიან მგრძნობიარეა, უყვარს სითბო და წყალთან ახლოს ყოფნა. რეაგირებს ნებისმიერ სუნსა და გემოზე.

ისე როგორც არავის, ლაიკას შეუძლია დატკბეს და გამოიყენოს წუთიერი სიხარული და არაფერზე არ უთხრას საკუთარ თავს უარი. არ შეიძლება ლაიკას პიროვნებაში მხოლოდ სილამაზე დაინახოთ, მის მიღმა იგი პრინციპული და ძალიან საქმიანია, კარგად იცის რა სურს.

არასოდეს არავის არაფერს არ ახვევს თავზე, რადგან ღრმად განვითარებული აქვს ადამიანების მიმართ პატივისცემის გრძნობა. არასოდეს აქვს სხვების მბრძანებლობის სურვილი.

პოეტურია, ზოგჯერ მისი მელანქოლიური ხასიათი სულაც არ ნიშნავს პესიმიზმს, უბრალოდ  ფიქრი უყვარს და ხშირად ეს ფიქრები სევდიანია.

ლაიკა შესაძლოა რთული იყოს, როგორც პარტნიორი, რადგან არ ძალუძს ადაპტაცია ყველანაირ გარემოსთან და არ უყვარს კომპრომისები. მისი თითქოსდა სისუსტე და დაუცველობა, ხშირად მხოლოდ ტაქტიკაა, რაც მას დროის მოსაგებად და სიტუაციაში უკეთესად გასარკვევად სჭირდება, რათა პროცესიდან გამარჯვებული გამოვიდეს.

ზოგჯერ გასართობად, ზოგჯერ კი სარგებლის გამო, შეუძლია კარგად გაითამაშოს სუსტი არსების როლი, თუმცა სინამდვილეში მას იდეალურად შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში თავის დაცვა.

გრძნობებში უფრო რომანტიკულია, ვიდრე სენტიმენტალური. უყვარს გრძნობების დაკმაყოფილება და მათში პოეტური ფერების შეტანა. არ უყვარს ერთფეროვანი და უფერული ყოველდღიურობა.

არტისტულია, აქვს შესანიშნავად განვითარებული ინტუიციის გრძნობა და მდიდარი წარმოსახვის უნარი. ზოგჯერ შესანიშნავი ფსიქოლოგია, რაც გამჭრიახობასთან ერთად საშუალებას აძლევს გამოიცნოს სხვისი აზრები და სურვილები.

მას  შეუძლია იცხოვროს სრულიად მშვიდად და სასიყვარულო ურთიერთობებშიც მშვიდი იყოს, თუმცა  ურჩევნია მისი გრძნობები განცდებით იყოს გაჯერებული, მოსწონს როცა განიცდის და თავის ურთიერთობებს უფრო მძაფრს ხდის. ჩვეულებრივი, მდარე ურთიერთობები მის ინტერესს ნაკლებად იწვევს.

ლაიკას ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ინტუიცია, ინტელიგენტურობა, პიროვნული ხიბლი, მდიდარი წარმოსახვის უნარი.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura