მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5766 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რიზენშნაუცერირიზენშნაუცერი    12.09 - 01.10 

რიზენშნაუცერი ცოცხალი, მოძრავი და კომუნიკაბელურია. ხშირად იზიდავს გარშემომყოფებს თავისუფალი და აზრიანი საუბრით, რის გამოც ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში, თუნდაც ეს თავად არ სურდეს.

ჩვეულებრივ, ცხოვრებაში მისგან ხშირად ელოდებიან საზოგადოებაში ძალდაუტანებელი, ბუნებრივი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, რასაც წარმატებით ართმევს თავს. საზოგადოებაში მას იცნობენ, როგორც გაწონასწორებულ, მხიარულ პიროვნებას, რომელსაც არ აწუხებს ცხოვრებისეული პრობლემები.

მხოლოდ მისმა ძალიან ახლობელმა ადამიანებმა იციან, თუ როგორი მგრძობიარეა იგი შინაგანად  და როგორი ძლიერი იმედგაცრუებებიც ახასიათებს ხოლმე. ამიტომ, როგორც არ  უნდა ეცადოს ამის დამალვას, რიზენშნაუცერი დაბადებიდან პესიმისტი უფროა, ვიდრე ოპტიმისტი.

იმას, რაც სხვებში უნდობლობას იწვევს, იგი დაკვირვებით, შორსმჭვრეტელობით ეკიდება და სწორ გადაწყვეტილებას ფრთხილად, მხოლოდ განსჯის შემდეგ იღებს. ის რაც სხვებისთვის საეჭვოა, მისთვის მხოლოდ ღრმად დამალული რეზერვია.

მას, ისე როგორც არავის, ესმის დიპლომატიის უპირატესობა და ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობების ორგანიზების აუცილებლობა. სამწუხაროდ ეს ღირსებები იშვიათად იჩენს ხოლმე თავს მის სახლში, საკუთარ ოჯახში, რადგან აქ ის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებებს დამოუკიდებლობაში ეძებს და ნაკლებად აინტერესებს ოჯახის წევრების აზრი.

არ უყვარს როცა თავს შებოჭილად  გრძნობს, არ სიამოვნებს შეზღუდვები, ვალდებულებები კი გულს უმძიმებს, იმისდა მიუხედავად, რომ ყოველთვის ემორჩილება თავის მოვალეობას. მისთვის არ არის უცხო პასუხისმგებლობის გრძნობა, თუმცა ეს გრძნობა მასში ყოველთვის არ იწვევს საუკეთესო განწყობას.

სასიყვარულო ურთიერთობები ან ქორწინება  რიზენშნაუცერთან ადვილი არ არის, მითუმეტეს, რომ მას მალე უცრუვდება გული და ექცევა თავისივე, წინასწარშექმნილი აზრის ზემოქმედების ქვეშ.

ძალიან უყვარს ბავშვები და შესანიშნავად გრძნობს თავს მასთან ერთად. თუნდაც არ ელოდეს ცხოვრებისგან ძალიან ბევრს, დიდ იმედებს უკავშირებს საკუთარ შვილებს. შეუძლია ძალიან მარტივად და გასაგებად აუხსნას მათ რთული, ცხოვრებისეული საკითხები. შვილები მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარულია.

რიზენშნაუცერი არ არის მატერიალისტი, თუმცა ხშირად ძალიან კარგად გამოიმუშავებს, მას არ აშინებს სამუშაო და ცოცხალი გონების გამო ფასდება კიდეც მისი ხელმძღვანელების მიერ.

რიზენშნაუცერის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან - თვისებებია - ინტელიგენტურობა, კრიტიკული აზროვნება, ცოცხალი გონება, ინტუიცია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ