მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5358 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ნიუფაუნდლენდინიუფაუნდლენდი    02.10 - 22.10

ნიუფაუნდლენდი ძალიან ლამაზია, ცოტათი დეკორატიულიც კი. თუმცა არ ცდილობს საკუთარი მომხიბვლელობით გარშემომყოფებზე ზემოქმედება მოახდინოს. იგი აღსავსეა ძალითა და სიცოცხლის სიყვარულით, ვერ იტანს შეზღუდულ გარემოს  და ძალიან მოსწონს გაშლილი სივრცე.

აქვს თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა, ამიტომ ნებისმიერი უსამართლობის განცდა მასში პროტესტს იწვევს. მზად არის ნებისმიერი საშუალებით დაიცვას საკუთარი სიმართლე ისე, რომ ყურადღება არ მიაქციოს, თუ რა შედეგით დამთავრდება ეს პროცესი.

მტრულად ეკიდება ანგარიშიანობას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტაქტიკურ და დიპლომატიურ ხრიკებთან, რითაც ხშირად მისდა უნებურად თავის საწინააღმდეგოდ განაწყობს ადამიანებს.

სხვებთან ურთიერთობაში პირდაპირობა და მოუქნელობა  მას იძულებულს ხდის ხშირად შეიცვალოს პროფესია და განიცადოს იმედგაცრუება, რაც დიდხანს ამახსოვრდება, რადგან მგრძნობიარეა და შთაბეჭდილებების ქვეშ საკმაო დროის განმავლობაში რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ  ნიუფაუნდლენდი გამძლეობით და დაჟინებულობით გამოირჩევა, იგი არ არის ჯიუტი. შეუძლია იყოს დაკვირვებული და წინდახედული, რისი წყალიბითაც უმეტეს შემთხვევებში მატერიალურ პრობლემები არ გააჩნია.

ნუფაუნდლენდ უფრო სიტყვაძუნწია, ვიდრე მჭევრმეტყველი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მორალს და მიდრეკილია  პურიტანობისკენ. დროგამოშვებით, ახასიათებს კომფორტისადმი სწრაფვა, რაც  მოულოდნელი თვისებაა მის ხასიათში.

ზოგჯერ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ალღოს ვერ უღებს და ფეხს ვერ უწყობს ცხოვრების დინებას, თუმცა ეს მისი ცხოვრებისეული სიკეთეების მიმართ გულგრილობით და როგორც საკუთარი, ასევე სხვების მიმართ უნდობლობით უფრო აიხსნება.

სასიყვარულო ურთიერთობებში იგი ბევრ სიყვარულს ითხოვს, თუმცა თავად ძალიან იშვიათად უყვარდება, შეიძლება ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ ერთხელ შეუყვარდეს, ამიტომ მისთვის ბედნიერების მიღწევა რთულია.

სიყვარულისადმი მოთხოვნილება და ამავე დროს შიში, რომ შეიძლება იგი არ შეიყვარონ, ართულებს მის ურთიერთობას პარტნიორებთან. მისი კომპლექსები გამომწვევ ქცევებში ვლინდება ხოლმე და ხშირად გაუგებარია გარშემომყოფებისთვის.

ნიუფაუნდლენდს ცოცხალი და ნათელი გონება აქვს. მოქმედებებში სწრაფი და ზუსტია, თუმცა ოცნებობა და ფილიოსოფიური მსჯელობებიც უყვარს. მისი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წრე ყავს გარშემო, ამიტომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ბოლომდე ახდენს მხოლოდ მაშინ, თუ ირგვლმყოფები კარგად უგებენ და თანაგრძნობით ეკიდებიან.

ნიუფაუნდლენდის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - გამბედაობა, რეალიზმი, წინდახედულება, გამჭრიახობა, ორგანიზატორული თვისებები.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ