წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 5221 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 


ელემენტი ჰაერი - პეპელას კლანი

  ელემენტი ჰაერი - პეპელას კლანი

 

 

პირადი ცხოველი - ირემი

პირადი ფრინველი - ყვავი

პირად ცხოველი - წავი

21.05 - 20.06 22.09 - 22.10 20.01 - 18.02
პირადი ცხოველი
ირემი
პირადი ფრინველი
ყვავი
პირად ცხოველი
წავი

 

პეპელა სიცოცხლეს იწყებს ჭუპრიდან, გაივლის რა გარდასახვის რამოდენიმე ეტაპს, იგი იძენს ფრენის უნარს და დაფრინავს ცისარტყელის ფერებით შეფერილი ფრთების რხევით.

ტომი, რომლის ტოტემიც, ჰაერის სტიქიისთვის პეპელა იყო, მას ხარკს უხდიდა არა მარტო გარდასახვის შესანიშნავი უნარის გამო, არამედ პეპელა წარმოადგენდა ჰაერის ნიშან-თვისებების მატარებელ არსებას, რომელიც ისევე როგორც ჰაერი, მუდმივ მოძრაობაშია და დაუღლელად გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე.

ელემენტი ჰაერი - ეს დიდებული გარდასახვის საწყისია. პეპლის შეხება აცისკროვნებს ბრწყინვალე სილამაზით ყველაფერს, რასაც კი შეეხება, ისე, როგორც ქარის სუნთქვა, რომელიც ყოველთვის ცვლის ატმოსფეროს მდგომარეობას.

როგორც წესი, პეპლის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნოვატორობისა და გრძნეულობის ფარული ნიჭით არიან დაჯილდოებული, რომელთაც შეუძლიათ ერთი სამყაროდან მეორეში ინფორმაციის გადატანა. ისინი მოღვაწეები არიან, განიცდიან სიამოვნებას ადგილის გამოცვლის, ახალი იდეების დაბადების, ახალი საქმისა და ამ საქმეების აღსრულების ახალი მეთოდების გამო. გამოირჩევიან სისწრაფით, სიმკვირცხლით, ყოველთვის დაკავებულები არიან და თითქმის არასდროს არ სურთ მოსვენება. მუდმივ ფრენაში არიან, არ უყვართ მიწაზე დაშვება.

პეპელას კლანის ქვეშ დაბადებულები ჰაერის სტიქიის მონათესავენი არიან, ამიტომ ისინი ძალას იკრებენ მხოლოდ სუფთა ჰაერზე, ღია სივრცეში, მუდამ სჭირდებათ თავისუფლება და ყოველგვარი შეზღუდვები მათთვის უკუჩვენებით მთავრდება.

ადამიანების ცხოველური ტოტემი  21.05 - 20.06 - ირემი - იძლევა მგრძნობელობის, გრაციოზულობის, სისწრაფის, შემოქმედებითი სწრაფვის, გულისხმიერებისა და სულიერი კონტაქტების მაგალითს.

ადამიანების ცხოველური ტოტემი  22.09 - 22.10 - ყვავი - იძლევა სიბრძნის, სულიერების, გონიერების, კომუნიკაბელურობისა და გაწონასწორებულობის მაგალითს.

ადამიანების ცხოველური ტოტემი  20.01 - 18.02 - წავი - იძლევა კეკლუცობის, კეთილშობილების, სისუფთავის, კომუნიკაბელურობის, სიყვარულის, ინტელიგენტურობისა და სულიერ სამყაროში შეღწევის მაგალითს.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura