მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 11441 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბენზინის ისტორიაბენზინის სამშობლოდ არაბული ქვეყნები ითვლება. ოფიციალურად ბენზოლის აღმომჩენად მიიჩნევა ინგლისელი ფიზიკოსი მაიკლ ფარადეი.

წყალბადისა და ნახშირბადის ყველა ნაერთებიდან 1825 წელს მან გამოყო ერთი, რომელსაც ქონდა თვისება სწრაფად დამწვარიყო.

რადგან ბენზინის სინთეზი მოხდა ნავთობიდან, რომელიც მოიპოვებოდა პატარა აზიის ქვეყნებში, მან ბენზინს არაბული სახელი უწოდა.

ბენზინი, როგორც საწვავი, პირველად გამოყენებული იქნა XIX საუკუნის ბოლოს, როცა დაიმლერმა შექმნა შიგაწვის ბენზინის ძრავი.

მას შემდეგ, რაც პირველი ავტომობილების  ბენზინის ძრავმა ცხენი შეცვალა, მათი პოპულარობა სწრაფად გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ბენზინის წარმოებაც.

რადგან ნავთობის გამოხდის შედეგად მიღებული ბენზინის რაოდენობა ვერ აკმაყოფილებდა სულ უფრო მზარდ მოთხოვნებს, ნავთობგადამამუშავებელი წარმოების წინაშე სერიოზულად დადგა საკითხი მოძებნილიყო ბენზინის მიღების სხვა ალტერნატიული წყაროები.

1891 წელს რუსმა ინჟინერმა შუხოვმა გამოიგონა კრეკინგი (cracking ინგლისურიდან-გახლეჩა). ეს არის მაღალ ტემპერატრურაზე ნავთობის ნახშირწყალბადების დაშლის პროცესი უფრო აქროლად ნივთიერებებად.

ბენზინის ისტორიათერმული  კრეკინგის საშუალებით შესაძლებელი გახდა საგრძნობლად ამაღლებულიყო ნავთობიდან ბენზინის გამოყოფის პროცესი. 

უფრო მოგვიანებით, 1918 წელს გამოგონებული იქნა ბენზინის მიღების კატალიზური მეთოდი, კატალიზური კრეკინგის საშუალებით უფრო მაღალი ხარისხის ბენზინის მიღება გახდა შესაძლებელი, ისე, როგორც  ჰიდრო კრეკინგის დროს. რაც საშუალებას იძლეოდა ამაღლებულიყო ბენზინის ოქტანობა.

რაც უფრო დიდი ოქტანური რიცხვი, მით უფრო უკეთესია ბენზინი. ეს მაჩვენებელი განსაძღვრავს ბენზინის ხარისხს.

მას შემდეგ ბენზინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხშირად ტარდება რიფორმინგი (გაკეთილშობილება.)

ბენზინი გამოიყენება კარბურატორიანი და იჟექტორიანი ძრავებისათვის, პარაფინის მისაღებად, ქსოვილების გასაწმენდად (იგი ხსნის ცხიმს), როგორც საწვავი და გამხსნელი.

ბენზინის ისტორიაბენზინის მარკები ერთმანეთისგან ოქტანური რიცხვის რაოდენობის მიხედვით განსხვავდება, რომელიც აღინიშნება ციფრებით AI.

სადაც A -ავტომობილს ნიშნავს, I-კი ოქტანურ რიცხვს. 

ყველაზე გავრცელებულია AI-76, AI-92, AI-95 და AI-98. 

ოქტანური რიცხვის რაოდენობა არანაირად არ აისახება ბენზინის გარეგნულ სახეზე, ამიტომ იმისათვის, რომ მათი ერთმანეთში არევა არ მოხდეს, სხვადასხვა მწარმოებლები ბენზინს სხვადასხვა ფერის უვნებელ საღებავს უმატებენ.

მაგალითად AI-76 - ყვითელი ფერი, AI-92-იასამნისფერი, AI-98 - ცისფერი და ა.შ.

 

იხილეთ: ყველაფერი ბენზინის შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ